იასამნის ქუჩა [2]
* * * დილით, სავარძელზე მისვენებულ მამაჩემს, შესანიშნავად აღბეჭდვოდა გაფითრებულ სახეზე, წინა ღამის "გულაობის" ნაკვალევი. სახე ჰქონდა საოცრად ნატანჯი და შეწუხებული. მისაღებში იწვა კახა, ნაბეღლავითა და ვალერიანკითურთ:) ფეხებში ჩემი და ეჯდა, ბედნიერი გამომეტყველებითა და მოცინარი პირისახით. მან შესანიშნავად აიცილა თავიდან წინა ღამის "გუგუნი" და შესაბამისად, არანაირ ნაბახუსევს არ შეუწუხებია, ჩემგან განსხვავებით. შეგრძნება მქონდა, იცით როგორი?! მეგონა, რომ ჩემი გასიებული თავით წრეში ბურთს თამაშობდნენ ბავშვები, თანაც შეუჩერებლად! ამ მდგომარეობის მიუხედავად, ოფიციალურად გალურჯებული მამაჩემის დანახვამ მაინც გამაღიმა და ღიმილით კი არა, სულ სიცილ–კისკისით ჩავუარე კვერდით. –ანა, ერთი წუთით. – კახას მიერ წვალებით წარმოთქმულმა წინადადებამ შემაჩერა, რომელიც კვნესას უფრო წააგავდა, ვიდრე საუბრას. –ამდენი რომ არ უნდა დაგელია, ხვდები ხო ალბათ?! – მთელი სხეულით შევბრუნდი მამაჩემისკენ და სასაცილოდ გავეკრიჭე. –მინდა, რომ დაგელაპარაკო. – ოდნავ შეყოყმანდა, მაგრამ როგორც ჩანს მალევე დარწმუნდა საკუთარი სიტყვების სისწორეში და სახე ისე დაისერიოზულა, რომ ცოტა შემაშინა. სავარძელზე წამოიწია და მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ჰქონდა ახლა ლაპარაკის თავი, მაინც შეეცადა სიტყვების ერთმანეთზე გადაბმას. –კახა ახლა არა, მერე დაელაპარაკე! – გაიგონა თუ არა მამაჩემის ხმა, მაშინვე გამოკუსკუსდა სამზარეულოდან მაკა და ხელებდაკრეფილი აგვესვეტა წინ. –რა ხდება, მამა?! – გავიკვირვე მე. როგორც მახსოვს, წინა ღამით არაფერი დამიშავებია და მათმა სერიოზულმა ტონმა ძალიან ფამაკვირვა. –თიკა, ცოტა ხნით დაგვტოვე. – ჩემს დას მიუბრუნდა სახეწაშლილი მამაჩემი და ძლივს შესამჩნევად გაუღიმა. თიკამ ისეთი გამომეტყველება მიიღო, აქედან გასვლას კი არა, სავარაუდოდ ისტერიკების მოწყობასაც გეგმავდა უახლოეს მომავალში! –ვერ ვხვდები, რატომ უნდა გავიდე?! – ხელები დიაკრიფა – ამ ქალბატონზე ორი წლით უფროსი ვარ და მგონი მაქვს უფლება, ვიცოდე რა ხდება ჩემი დის თავს. – საკუთარი გამოსვლით კმაყოფილმა დააწკლაპუნა ტუჩები და ამბის მოსასმენად, სავარძელში უფრო კომფორტულად მოკალათდა. კახა მიხვდა, ამ გოგოსთან საუბარს აზრი რომ არ ჰქონდა, ჩხუბის ხასიათზე კი საერთოდ არ იყო ახლა მამაჩემი, ამიტომ სასაცილოდ ჩაიქნია ხელი და ისევ მე მომიბრუნდა. –ლუკაზე გვინდა საუბარი... – ოდნავ შეყოყმანდა დედაჩემი და თავი დასჯილი ბავშვივით ჩახარა. მე აზრზე ვერ მოვედი. –ვინ ლუკა?! – ისე გავიკვირვე, ეკამ საოცარი სისწრაფით ასწია თავი და ისეთი სახით მომაჩერდა, თითქოს რაღაც საოცრება ჩავიდინე. –ჩარკვიანი. – ჩაახველა მამაჩემმა და ისეთი საქმიანი იერი მიიღო, რომ უფრო დამაფეთა. –ლუკა ჩარკვიანზე რა უნდა უთხრათ?! – ყურში ჩამკივლა თიკამ და მიმიკები ისე შეცვალა, რომ ახლა სულ გადავირიე. ახლაღა გამახსენდა, ჩემი გუშინდელი უცნობი, ლუკა, მაგრამ მასზე საუბარი და თან მამაჩემთან, იმდენად წარმოუდგენელი მეჩვენა, რომ ეს აზრი სწრაფად ამოვიგდე თავიდან და მამაჩემს მომლოდინე თვალებით მივაჩერდი. –დედაშენმა მითხრა, რომ ... – საუბარი წამოიწყო კახამ და ახსენა თუ არა ეკა, მაშინვე მივხვდი, რომ მართლაც თმააბურძგნულ უცნობზე უნდოდათ რაღაცის თქმა. –ხო, მივხვდი ვიზეც მეუბნებით! –ანა, გთხოვთ, რომ მასთან არ იმეგობრო ... – ტუჩზე იკბინა დედაჩემმა – უფრო სწორად, მასთან არავითარ შემთხვევაში აღარ უდა გქონდეს კონტაქტი! – ხმა გაიმკაცრა და ჩემი რეაქციის მოლოდინში, სახე გაატრიალა. –მეხუმრებით? – გამოვშტერდი მე:) –ანა, ასეა საჭირო! – კიდევ ერთხელ ჩაახველა კახამ და საწოლზე ისე წამოჯდა, რომ სავარაუდოდ თავდასაცავად მოემზადა. სერიოზული არაფერი, შეიძლებოდა ლუკასთან სულ აღარ მქონოდა კონტაქტი, მაგრამ იმ ფაქტმა გამაღიზიანა, რომ მე ვიღაცასთან მეგობრობას მიკრძალავდნენ მაშინ, როცა ჩემს 18წლიან ცხოვრებაში, მსგავსი არასდროს არაფერი მომხდარა. –მეგობრებს თავად შევარჩევ, ხო?! – ჩემი მშობლები ჩემს ცხოვრებაში ზედმეტად არასდროს ჩარეულან და შესაბამისად, ამ კონკრეტულ საკითხზე საუბარი წარმოუდგენლად მეჩვენა. –ანა, ხომ იცი, რომ მსგავსი არასდროს არაფერი მითქვამს, შენს ცხოვრებაში ზედმეტად არ ჩავრეულვარ, მაგრამ ახლა უბრალოდ მამა–შვილურად, მეგობრულად, არ ვიცი, როგორც გინდა ისე დაარქვი, გთხოვ, რომ ლუკა ჩარკვიანთან არანაირი ურიერთობა არ გააბა. – ამოიოხრა მამაჩემმა და სახეზე ნერვიულად მოისვა ხელი. როგორც ჩანს, მასაც საგრძნობლად ერთულებოდა მსგავსი განცხადებების გაკეთება და ამ თემაზე საუბარი. –რატომ? – სულ გადავირიე მე, მაგრამ ერთადერთი, რაც ჩემს დაგლეჯილ ნერვებს ოდნავ ანეიტრალებდა ის ფაქტი იყო, რომ მამაჩემი ჯერ–ჯერობით მხოლოდ თხოვნით შემოიფარგლებოდა და კატეგორიულად არაფერს მიკრძალავდა. –ლუკას საიდან იცნობ?! – სრულიად უადგილო ადგილას ჩაეკვეტა თიკა. ყველა ხვდებოდა, მისი შეკითხვების დრო რომ არ იყო ახლა და კახაც ძალიან ზრდილობიანად არ იმჩვევდა მოტიკტიკე თიკას:) –ანა, ყველაფერს ვერ აგიხსნი, უბრალოდ ასეა საჭირო! – არაფრის დიდებით არ თმობდა პოზიციას მამაჩემი. –ერთი წამით, გუშინ, იქ მხოლოდ შენი საძმაკაცო იყო შეკრებილი, ცოლ–შვილიანად და შესაბამისად, ლუკაც რომელიმე შენი ძმაკაცის შვილია, ხო?! – დავსრუ სრულიად ადეკვატური შეკითხვა და კითხვის ნიშნის თვალებით გადავხედე მშობლებს. –ჩემი ძმაკაცის შვილია. – მსუბუქად დამიქნია თავი კახამ. –მერე, ამას როგორ ამბობ?! როგორ მიშლი მასთან ურთიერთობას?! – სულ გადავირიე მე. გიჟდებოდა მამაჩემის თავისი სამეგობროს ოჯახებზე და ეს ყველაფერი იმდენად არარეალური მეჩვენებოდა, რომ სადაცაა ისტერიული სიცილი ამიტყდებოდა. –არაჩვეულებრივი ოჯახია, ანა! შესანიშნავი მშობლები და ძმა ჰყავს, მაგრამ ლუკა ... – სახეზე ნერვიულად მოისვა ხელი – ლუკა უცნაურია! –უცნაური რომაა, მასთან ურთიერთობას ამიტომ მიშლი?! – თვალები ისე გამიფართოვდა, ლამის გუგებიდან ამომივარდა. –ანა ხომ გეუბნებით, არაჩვეულებრივი ოჯახია, ამ დღეებში მათთანაც ვაპირებთ წასვლას – თიკას გახედა დედაჩემმა – მაგრამ ლუკა, ის არა, რა! –თიკას რატომ გახედე?! – ოფიციალურად გამომაშტერეს:) –კარგი დობა რომ გაქვთ, იმიტომ! – ისე იკივლა ეკამ, ყველა ერთად შევხტით ადგილზე – არ უნდა იცოდე?! –რა უნდა ვიცოდე?! – ოფიციალურად გამომაშტერეს. –მე და აჩი ვხვდებით ერთმანეთს, მალე ჯვრისწრაც იგეგმება. – ისე თავმომწონდეს გამომიცხადა თიკამ, რომ ისტერიულ სიცილამდე სულ ცოტა დამაკლდა. –რა აჩი? ვინ აჩი? – ღმერთო, რა დილა გამითენდა! –აჩი და ლუკა ძმები არიან, ანა. ჩარკვიანები ჩვენთან რომ იყვნენ მოსულები, შენ მაშინ ბაკურიანში ერთობოდი, მეგობრებთან ერთად. ლუკა მაშინაც არ მოვიდა, რათქმაუნდა ... მხოლოდ აჩი იყო, მშობლებთან ერთად. თიკა მაშინ გაიცნო და ყველაფერი აეწყო ... – ეკა მიხვდა, სრულ გაურკვევლობაში რომ ვიყავი და ყველაფრის მშვიდად ახსნა სცადა – აჩისთვის მის მშობლებს შენ უნდოდი, მაგრამ ნუ, ასე მოხდა. –რას ქვია მე ვუნდოდი?! – ჭკუიდან გადამიყვანეს:) –დაწყნარდი ანა, უბრალოდ უნდოდათ, რომ ერთმანეთი გაგეცნოთ! – თავისი ჭკუით დამამშვიდა თიკამ, მაგრამ მე კი არა, რალურად საკუთარი თავი დაიმშვიდა. –ხომ იცი, ჩვენ არ ვართ ის მშობლები, რომ რაიმე დაგაძალოთ მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულად აფრენ! – ხელები გაასავსავა დედაჩემმა – უბრალოდ გვინდოდა, რომ ერთმანეთი გაგეცნოთ და მერე, რაც იქნებოდა, იქნებოდა. – თავის ჭკუით, გაურკვევლობიდან გამომიყვანა ეკამ, მაგრამ რეალურად, ვერაფერიც ვერ გავიგე! არ მეუბნებოდნენ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა მქონოდა ურთიერთობა ლუკასთან. მართლაც შეიძლებოდა, მას აღარც შევხვედროდი, მაგრამ მე ჩემი მშობლების ამგვარმა გაურკვეველმა გამოსვლებმა გადამიყვანა ჭკუიდან. –ღმერთო, გადამრჩინე! – კბილებს შორის გამომცრა მე და ისე გავემართე ჩემი ოთახისკენ, რომ ხმა არც ამომიღია. რაღა იყო სათქმელი, მაინც არაფერს ამბობდნენ გასაგები, ადამიანური ენით! –თხოვნა გაითვალისწინე, ანა! – სიტყვა დამაწია მამაჩემმა და ყველანაირი ხმაური მიწყდა. ოთახში ისეთმა გაოგნებულმა შევაბიჯე, ლამის ვიბრწკინე იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად ხდებოდა და არაფერი არ იყო ჩემი ფანტაზიის ნაყოფი. ჩემს 18წლიან ცხოვრებაში მსგავსი არ მომხდარა, რომ ყველაზე გაგებული და თბილი მამაჩემი ჩემს ცხოვრებაშ ჩარეულოყო და მითუმეტეს, აი ამგვარად:) ლუკას "უცნაურობა", რატომღაც მე ვერ შევამჩნიე, უბრალოდ ძალიან თამამი, ცოტა თავხედი და დარტყმული ბიჭი იყო, ამასთან დართული შესანიშნავი გარეგნობით. სხვა, არაფერი! ეს კი ნამდვილად არ აძლევდა ჩემს მშობლებს იმის საბაბს, რომ ერთი ამბები ეწტეხათ. არ ვიცი ვინ იყო ასეთი ლუკა ჩარკვიანი, რომ ოჯახი გამიგიჟა! საერთოდ, აკრძალულ ხილს უფრო ვეტანებით ხოლმე ადამიანები და ამ შემთხვევაში, არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. * * * დედაჩემი რომ შემომივარდა ოთახში და გიჟივით რომ ეცა ჩემს გარდერობს, იმ წუთის ჩაძინებული ვიყავი. ჩემს პოლარულ ღამეებს თუ გავითვალისწინებთ, დილის ხუთი საათი იქნებოდა, დაახლოებით. ისეთი სახით იმხობდა ეკა თავზე ტანსაცმელებს, რომ სერიოზულად შემეშინდა. –დედა, რა ხდება?! – ძლივს წამოვიწიე საწოლიდან და კითხვისნიშნის თვალები მივანათე სახეწაშლილ დედაჩემს. –კაბები არ გაქვს! – ხელები დაიკრიფა და ჩემსკენ შემობრუნდა. –კაბების მეტი რა მაქვს?! – გადავრიე მე – ან რა კაბები, ეკა?! –დროზე ადექი, დღეს ჩარკვიანებთან მივდივართ, ჯვრისწერის დღეა შესათანხმებელი! – ჩარკვიანებიო რომ გავიგონე, ოთახში ისე ჩამოცხა, ლამის გავიგუდე ... სწრაფად გადავიძვრე საბანი და საწოლზე წამოვჯექი. –ექვსი დაიწყო ეკა, რომელი მაღაზია იქნება ღია?! – გადავირიე მე. –დეიდაშენს დავურეკე, ატელიეში გელოდება, რამეს შეარჩევთ! – განმიცხადა და კარისკენ წავიდა. –ერთი წუთით, აბა ლუკას აღარ ნახავო, ასეო და ისეო? – ცინიკური ღიმილი ავიკარი სახეზე და ეკა შევათვალიერე. –ქალაქში არ არისო, ასე რომ, დამშვიდდი! – გულწრფელად გამიღიმა და მაისური მესროლა. –და საერთოდ, მე იქ რა მინდა?! –არც გაინტერესებს, ვის მიყვება შენი და, ხომ?! – ისე შემომიბღვირა ეკამ, რომ სახეზე საბანი ავიფარე. –სიძეების შერჩევაში, ვერავინ გაჯობებთ! – გამეცინა მე – ჯვირწერის დღეს თვითონ ვერ შეარჩევენ? – თვალები მობეზრებულად გადავატრიალე – რა მეტიჩრობაა?! ეკას არაფერი უთქვამს, მშვენივრად იცოდა, ამგვარ დიალოგს ბოლოს წივილ–კივილით რომ დავასრულებდით, ამიტომ თავს დროულად უშველა და ჩემი ოთახი დატოვა. რამდენად განსხვავებული ადამიანები ვართ მე და ჩემი უფროსი და – თიკა. ისეთი ოფიციალურია ჩემი და , რომ ძალიან მეცინება ხოლმე. მე, ჩემი ქორწილი სულ სხვაგვარი წარმომიდგენია. აი, როცა გულს გაუხარდება, მაშინ რომ მივალ ტაძარში და ჯვარს ისე დავიწერთ, მეჯვარეების მეტს არავის რომ არ ეცოდინება. ეს არ იქნება არც გაპარვა და საერთოდ, მსგავსი არაფერი ... დასამალი რა მაქვს?! მაგრამ მგონია, რომ მუღამი ამას აქვს. ნებისმიერ გოგოს უოცნებია ალბათ, ქორწილზე და თეთრ, საქორწილო კაბაზე. მე კიდევ ზუსტად ვიცი, ამ ყველაფერს სულ სხვანაირად მოვახდენ! * * * მეგონა, ჩარკვიანებთან სახლში მივდიოდით, არა და მათი უზარმაზარი, სამ სართულიანი სახლის ეზოში აგებული რესტორნის კართან აგვაყუდეს. ამდენი ოფიციალურობისგან, სადაცაა გული გამისკდებოდა. ასეთ სიტუაციებში სულ გაქცევა მინდებოდა და ახლა უკან მოუხედავად რომ გავქცეულიყავი, არც ეს იქნებოდა გასაოცარი. მხოლოდ თიკა იდგა იქ, ბედნიერი გამომეტყველებით. კაბა ეცვა იმ სიგრძე, რომ ზედ იდგა, მაგრამ მის ამაღლებულ განწყობას ხელს ვერაფერი უშლიდა. როგორც იქნა, რესტორანში შეგვიყვანეს და სპეციალურად ჩვენთვის გაწყობილ მაგიდამდე მიგვაბრძანეს. შენი სახლის ეზოში, რესტორანს რომ აშენებ, ანუ ცოტა ვერ ხარ. რა სასიამოვნოა, ეზოში მუდმივად უცხო ხალხი რომ მოძრაობს?! თან, ცოტა გამეცინა, ვერც წარმომედგინა ის თმა აბურძგნული, საოცრად უბრალო ადამიანი, როგორ შეძლებდა აქ და ამ სიტუაციაში ცხოვრებას. მამაჩემმა და თიკას მომავლმა მამათილმა ისეთი ძმაკაცური დიალოგი გააბეს, რომ ქალბატონები სულ გადაავიწყდათ. შესანიშნავი ხალხი აღმოჩნდა და ჩემმა სასიძომაც არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დამიტოვა. განსაკუთრებული არაფერი, ჩვეულებრივი, მხიარული, მომღიმარი ხალხი, პოზიტიური განწყობით. თუმცა ამ სასიამოვნო გარემოს, უკვალოდ აქრობდა ის ოფიციალურობა, რომელიც ჰაერშიც კი იგრძნობოდა. აჩი თიკას ისე ეხვეოდა, ცოტაც და გული ამერეოდა. თან, მეცინებოდა და ამის შემხედვარე, ეკა ისე მბრწკენდა, რომ სერიოზულად დამალურჯა. –ლუკა სადაა? – ძალიან მოულოდნელად დავსვი შეკითხვა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მაწუხებდა. ხმაური წამიერად მიწყდა და ისეთი სახეებით მომაშტერდნენ, რომ თავი გავატრიალე და ფორთოხლის წვენი მოვსვი. ერთმანეთს გადახედეს და დაძაბულობის განსამუხტად, ჩემი დის მომავალმა დედამთილმა, მაიამ გამიღიმა. –ლუკა მეგობრებთან ერთადაა, წყნეთში. – განმიცხადა და კვლავ გამეკრიჭა. მე თავი დავუქნიე, იმის ნიშნად, რომ ყველაფერი გავიგე და კვლავ წვენის წრუპვა განვაგრძე. მერე, როგორც იქნა მიხვდნენ, ასე ჩუმად ჯდომა გაუსაძლისი რომ ხდებოდა და კვლავ განაგრძეს საუბარი. იმდენად დავიღალე, რომ საბოლოოდ მთქნარება ამიტყდა. ასეთ მომენტებში, განსაკუთრებით მინდებოდა სადმე ბუხართან ჯდომა, სამეგობრო წრესთან ერთად და ჩემთვის სასიამოვნო თემებზე საუბარი. თუნდაც ჯოკერი, ან რა ვიცი ... რაიმე მსგავსი. ვერ ვხვდები, რატომ უნდა გადაწყვიტოს როდის მექნება ჯვირს წერა მე, ჩემმა მშობლებმა და დედამთილ–მამამთილმა. –თიკა, შენს დას სახლი რომ დაათვალიერებინო, არ გინდა?! – მაია მიხვდა, ძალიან მალე მაგიდაზე რომ გავიშლიდი საწოლს და გამოსავალი იპოვა. –სიამოვნებით! – გაუღიმა ჩემმა დამ და ადგილიდან რასაც ქვია წამომაგდო. სულ არ უნდოდა ახლა, აჩის მკლავებიდან თავის დაღწევა და თავისი უჟმური, მაგიდაზე ჩაძინებული დისთვის სახლის დათვალიერება, მაგრამ დედამთილს უარი ვერ უთხრა. სუფთა ჰაერი რომ მომხვდა სახეზე, ოდნავ გამოვფხიზლდი და ცხვარივით ავედევნე უკან თიკას, რომელიც უკმაყოფილოდ მიმაბუნძულებდა მომავალი საცხოვრებლისკენ. ამ სახლს, ციხე–სიმაგრესაც ვეღარ ვუწოდებ:) ეს იყო, რაღაც ამაზე უფრო დიდი და პომპეზური. პირადად ჩემთვის, ზედმეტად მოსაბეზრებელი და მოსაწყენი. ერთადერთი, რაც ჩემს ყურადღებას იპყრობდა, კედლებზე გაკრული საოცარი ნახატები იყო. ყველა მათგანთან ვჩერდებოდი და გაოგნებული ვუცქერდი. ძალიან მიყვარს ხელოვნება და ზოგადად, ხელოვანი ადამიანები. ვიცი, რომ ცოტა აკლიათ და ცოტას აფრენენ, მაგრამ არაფერია ადამიანი საკუთარი „წამოფრენების“ გარეშე. სანამ ამხელა, სამ სართულიანი სახლი დავათვალიერე, წვივები მეტკინა და გათანგული გავშეშდი ერთ ადგილას. როგორც ჩანს, თიკაც დაიღალა ამდენი ლაქლაქით და გვერდით ამომიდგა. –ეს ლუკას ოთახია, იცოდე , არ შეხვიდე! – მიმითითა ზუსტად ჩემს წინ არსებული გარისკენ – მე წყალს დავლევ და მოვალ, თორემ უკვე ცუდად ვარ. – ჩემს პასუხს აღარ დალოდებია, ისე გაიქცა გაურკვეველი მიმართულებით. ლუკა ქალაქში არ იყო და შესაბამისად, აქაც თავისუფრად შევიდოდი, ხელს არაფერი მიშლიდა. თან, ძალიან მაინტერესებდა როგორი ოთახი ჰქონდა ჩარკვიანს და ჰგავდა თუ არა სახლის დანარჩენ ნაწილებს. ძალიან ფრთხილად შევაღე კარი და უსაყვარლეს, გემვრებით მოწყობილ ოთახში ამოვყავი თავი. მოვავლე თუ არა თვალი, უნებურად გამეღიმა! საოცრად ეტყობოდა პატრონის გემოვნება და შინაგანი განწყობა. ოდნავ მუქ ფერებში გაწყობილი, პატარა, მყუდრო ოთახი. კარი დავხურე და უფრო შიგნით შევედი. ფოტოების ნაკლებობას არც ეს კედლები განიცდიდა ... იმდენი რამ იყო ზედ დაკიდებული, რომ ცარიელ ადგილს ვერ იპოვნიდით. გაღიმებული დავდიოდი აქეთ–იქეთ და ხარბად ვისუნთქავდი, ოთახში გამაფებულ, არანორმალურად სასიამოვნო სურნელს. იატაკზე, რაღაც პატარა, ოთხკუთხედი რომ შევნიშნე, ოდნავ შევკრთი და უკან დავიხიე. ჩასასვლელი იყო, აშკარად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ოთახი პირველ სართულზე მდებარეობდა, მაშინ ჩასავლელი პადვლისკენ უნდა ყოფილიყო, მაგრამ რატომ მაინც და მაინც ლუკას ოთახში?! ცნობისმოყვარეობამ ამჯერადაც მძლია და პატარა რკინა ზემოთ ამოვწიე. მას ამოჰყვა ის ოთხკუთხედი ხეც და გამოჩნდა უზარმაზარი სივრცე ... ჩასავლელი კიბეებით იყო და მეც დაუფიქრებლად ჩავუყევი დახვეულ საფეხურებს. არ ვიცი რას ვაკეთებდი, ან საერთოდ სად მივდიოდი, მაგრამ ძალიან რომ მაინტერესებდა, ეს ფაქტი იყო. თან, სახლში არავინ გახლდათ და შესაბამისად, საშიშიც არაფერი იყო! თვალის დახამხამებაში აღმოვჩნდი დიდ, საღებავებით მოსვრილ, მოლბერტებით სავსე პადვალში. ნუთუ, ყველა ის ნახატი, რაც სახლში აქვთ გაკრული, ლუკასია?! მე ოფიციალურად გამოვშტერდი და პირდაღებული, სახე მორყეული შევუდექი მოლბერტებზე შერჩენილი ნახატების თვალიერებას. გარემო იყო, საოცრად მყუდრო და კომფორტული. გამოსვლა რომ აღარ მოგინდებოდათ, აი, ისეთი. ჩემეული და არანორმალურად ახლობელი! მუსიკაც იყო ჩართული, ძალიან მშვიდი და ჰარმონიული, ოღონდ იმდენად დაბალ ხმაზე, რომ ჩემს ყურთასმენას ძლივსღა სწვდებოდა. ლუკას დარჩა ალბათ ჩართული მეთქი, ვიფიქრე და ერთ ულამაზეს, საოცრად ფერებში შესრულებულ ნახატთან შევჩერდი. მზის ამოსვლის სცენა ისე იყო გადატანილი ფურცელზე, რომ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით „პირი დავაღე“. ძალიან, ძალიან ფრთხილად დავუსვი ფოტოს ხელი და ადგილს მივეყინე. თავიდანვე ეტყობოდა ამ ბიჭს, რომ არ იყო ერთი ჩვეულებრივი, უინტერესო ადამიანი. ერთადერთია ლუკა ჩარკვიანი, რომლის მეტყველმა თვალებმაც ამხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მზერა კიდევ ერთხელ გავუშტერე ფოტოს და სიცივემ თხემიდან ტერფამდე დამიარა. –მოგწონს? – გავიგონე სუსხიანი, მაგრამ მაინც სასიამოვნო, ღიმილნარევი ხმა და დენდარტყმულივით შევბრუნდი უკან. სხეულზე ტაომ დამაყარა და წამიარეად, თვალებშიც კი დამიბნელდა, იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, ამ ხმის გაგონება. ლუკა! საღებავებით დასვრილ შარვალში გამოწყობილი, წელს ზემოთ შიშველი ... ერთ ხელში ფუნჯით, მეორეში კი სიგარეტით. აბა, ქალაქში არ არისო?! ღმერთო, რა ხდება ჩემს თავს?! ვინ არის ეს ბიჭი?! ნუთუ სერიული მკვლელია, ან რაიმე მსგავსი?! მაგრამ როგორ შეუძლია ბოროტმოქმედს, იყოს ასეთი გულწრფელი და ლაღი?! რა ჯანდაბა ხდება, ჩემს თავს, ამიხსნას რა, ვინმემ?! ისე მიღიმოდა, რომ ფილტვები შემეკუმშა და მომეჩვენა, რომ წამიერად სუნტქვაც კი შევწყვიტე. ამომიტივტივდა თავში ჩემი მშობლების მიერ წარმოთქმული მონოლოგები იმის შესახებ, რომ ლუკა ჩარკვიანი აღარასდროს აღარ უნდა მენახა, თუმცა ყველა უცნაური ის იყო, რომ მათი მოთხოვნები, ოდნავაც არ ცვლიდა ჩემს დამოკიდებულებას ლუკას მიმართ. –ულამაზესია! – წარმოვთქვი დაუფიქრებლად და მთელი სხეულით შევბრუნდი მისკენ. ისევ ის, ცალყბა ღიმილი და ღრმა, ყავისფერი თვალები. –შენ ხარ, ულამაზესი! – ჩემსკენ წამოვიდა ჩარკვიანი და თვალის დახამხამებაში ისე ამესვეტა წინ, რომ ცხვირით ყელზე გავეხახუნე. მზერა ავარიდე და სწრაფად შევბრუნდი სურათისკენ. –აბა, ქალაქში არ არისო?! – ვთქვი ის, რაც პირველი მომადგა ენაზე. –არ ვარ. – გაეცინა ჩარკვიანს და გვერდით ამომიდგა – იციან, აქ რომ ხარ?! – ხმა სწრაფად დაისერიოზულა და ისე გამომხედა, თავი კიდევ ერთხელ გავატრიალე. –ნტ! თიკამ მაფართხილა, არ შეხვიდეო ... – ჩავუშვი ჩემი და და ჩემივე საქციელზე გამეცინა. –რატომ, გიკბენს ვინმეო? – აშკარად გაღიზიანდა ლუკა და სიგარეტი იქვე მდგარ, პატარა საფერფლეში ჩაწვა. მე დავდუმდი და ახლა სხვა ფოტოსკენ გადავინაცვლე. –საოცრად ხატავ, იცი? – თემა სწრაფად შევცვალე და გულწრფელი ღიმილით გავუღიმე. მანაც გამღიმა და კუთხეში მდგარი პუფისკენ წავიდა. დაუფიქრებლად გავყევი უკან, დაჯდომა დავასწარი და სასაცილოდ გავეკრიჭე. ხმამაღლა გადაიხარხარა და მეორე პუფი მოაჩოჩა ჩემსკენ. –არ მეგონა, ასეთ სახლში თუ ცხოვრებდი შენ, ლუკა! – ვუთხარი გულწრფელად და თვალებში ჩავაშტერდი –აბა სად გეგონა, რომ ვცხოვრობდი? – გამიღიმა და ცხვირზე დამკრა თლილი, საჩვენებელი თითი. –არ ვიცი ... ოღონდ აქ არა! –აქ არ ვცხოვრობ, ანა! – ისევ გაეცინა და ამჯერად თმა ამიჩეჩა. –აბა, სად ცხოვრობ? – გავიკვირვე მე და დაინტერესებული მზერა მივანათე. –იასამნის ქუჩაზე ვცხოვრობ, ანა! – საკუთარ ნათქვამზევე გაეცინა და თითქმის წიწაკის ფერი მიიღო, ამდენი ხარხარისგან. რა საყვარლად იცინოდა, ღმერთო! ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ბიჭში რაღაც ისეთი, რის გამოც მასთან საუბარსაც კი ამიკრძალავდნენ. თან, აშკარად სიამოვნებდა ჩემი სახელის წარმოქმნა და ყველა წინადადების ბოლოს, შეეძლო "ანა" ეხსენებინა. –ეგ სად არი?! – გადავირიე მე. –არ არი! – მხრები აიჩეჩა და მეორე ღერს მოუკიდა. მე გამეცინა და საბოლოოდ დავასკვენი, რომ ლუკა აფრენს:) არანორმალურია, ოღონდ, სასიამოვნოდ არანორმალური! –არ ხარ ნორმალური! – განვაცხადე მე და მისკენ შევბრუნდი. –არ ვარ ნორმალური! – გაეცინა მასაც. აღარაფერი მითქვამს, კვლავ განვაგრძე საოცარ ფერებში შესრულებული ფოტოების თვალიერება. ნაკვთებს ვეღარ ვიმორჩილებდი, უნებურად მითამაშებდა ბაგეზე გაურკვეველი გრძნობით გამოწვეული ღიმილი და გაბადრული დავდიოდი კუთხიდან კუთხეში. ხედავდა ლუკა, რამხელა სიამოვნებას მანიჭებდა ამ სურათების თვალიერება და არაფერს მეუბნებოდა, მაცდიდა, რომ ყველა მათგანი მენახა და დაკვირვებით შემესწავლა. ეს სასიამოვნო საქმიანობა რომ დავასრულე, ისევ გაბადრული გამომეტყველებით მივუჯექი გვერდით მომღიმარ ჩარკვიანს. –ანა, გინდა წავიდეთ? – სრული სერიოზულობით მკითხა და მესამე ღერს მოუკიდა. ამ ტემპით თუ განაგრძნობდა მოწევას, უახლოეს მომავალში, ალბათ სულსაც გააფრთხობდა. –სად უნდა წავიდეთ? – გადავირიე მე. –ძალიან გინდა, იმ რესტორანში დაბრუნება? – წარბები ზემოთ აზიდა ლუკამ და გაოცებული სახით განაგრძო ჩემი შესწავლა. –საერთოდ არ მინდა! – მხრები ავიჩეჩე მე. მას გაეღიმა, ფეხზე წამოდგა და ჩემს წვრილ, სიფრიფანა მაჯას შემოაჭდო გრძელი, თლილი თითები. –მაშინ, წამოდი! – კვლავ გამიღიმა და გასასვლელისკენ გამაქანა. მერეღა გამახსენდა, წყლის დასალევად წასული თიკა, რომელმაც ღმერთმა იცის, რამდენი ხანი მოანდომა უკვალოდ გამქრალი დის ძებნას. მერე გამახსენდა ჩემი მშობლებიც, რომლებიც ვინ იცის რას იზამდნენ, ჩემი ადგილსამყოფელი რომ გაეგოთ. როგორ კატეგორიულად გამაფრთხილეს, უმცროს ჩარკვიანთან დაკავშირებით და რას ვაკეთებდი მე?! მივდიოდი, სადღაც, გაურკვეველ ადგილას, ლუკასთან ერთად და ოდნავაც არ მქონდა შიშის გრძნობა. არ ვღელავდი არაფერზე, არც დაძაბულობას ვგრძნობდი და არც იმ ოფიციალურობას, 1საათის წინ ასე რომ მტაბჯავდა და ამ ოთახში შემოსვლისთანავე უკვალოდ რომ გაქრა. _ _ _ _ _ _ _ _ _ ვიმედოვნებ, რომ მოგწონთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.