ზეცაში დაწერილი ბედი(თავი 2)
ის-ის იყო უნდა დამეძინა, რომ ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა, უცხო ნომერი იყო, მაშინვე მივხვდი რომ ვატოსგან იქნებოდა. „აივნიდან გამოიხედე“-მეტი არაფერი ეწერა მეგონა ხუმრობა იყო, მაგრამ მაინც გავედი და თვალები შუბლზე ამივიდა როდესაც კარებთან ჩემი მანქანა დავინახე, რომელიც იმ ადგილას დავტოვე სადაც ყველაზე ძალიან მიყვარს ყოფნა. გონზე მხოლოდ მაშინ მოვედი როდესაც ვატომ დამისიგნალა, თავი გავაქნიე გამოსაფხიზლებლად და დაბლა გავიქეცი. კიბეებს გადავახტი რომ უფრო სწრაფად ჩავსულიყავი, გარეთ გავვარდი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ჩემს მანქანას ჩავეხუტე. ბოლოს გამახსენდა რომ ვატოც იქ იყო და მივუტრიალდი. -საიდან იცოდი რო ჩემი მანქანა იყო? ან როგორ წამოიყვანე გასაღები რომ არ გქონდა? ან საიდან იცი შენ იმ ადგილის შესახებ?-მივაყარე კითხვები, ამ კითხვებმა კი მადლობის გადახდა დამავიწყა, ვატო ყველა კითხვას აანალიზებდა და როდესაც ყველა პასუხს მოუყარა თავი ღრმად ამოისუნთქა და დაიწყო. -პირველი: ნომრით მივხვდი. მეორე: ექსკავატორი მესამე: ერთხელ მანქანით სეირნობისას აღმოვაჩინე ეგ ადგილი და თან კარგი დასასვენებელიც იყო, კარგ „სადრიფტაო“ ადგილთან ერთად. აქამდე ხშირად დავდიოდი, მაგრამ ბოლო დროს ვეღარ ვიცლი მაგ ადგილისთვის და საერთოდ დასასვენებლადაც.-ერთი ამოსუნთქვით მითხრა და როდესაც დაასრულა დაწყნარებულმა ჩაისუნთქა. მე კი ახლახანს გამახსენდა მადლობის თქმა და უცებ მივახალე. -ვაიმეეე, სულ დამავიწყდა მადლობის გადახდა. ძალიან დიდი მადლობა-თბილად ვუთხარი და ნაზად გავუღიმე. -არაფრის-მანაც გამიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა. -ამ დღეებში არ გცალია? მინდა სადმე დაგპატიჟო სავახშმოდ-მითხრა როდესაც მომიახლოვდა, მე კი სუნთქვა შემეკრა, არ ვიცოდი რა მეთქვა. თორნიკეს ახლახანს დავშორდი და ასე უცბად და მარტივად ნამდვილად ვერ დავთანხმდებოდი, თან არც მეხალისებოდა სადმე წასვლა. მერჩივნა სახლში დავრჩენილიყავი და „მეგლოვა“. -იცი, ახალი ურთიერთობისთვის მზად არ ვარ, რამდენიმე საათის წინ დავამთავრე წლების წინ დაწყებული ურთიერთობა ბიჭთან რომელსაც მეგონა ვუყვარდი, მაგრამ ასე არ ყოფილა და წლები მატყუებდა... ან უბრალოდ მართლა აღარ ვუყვარდი-როდესაც მივხვდი, რომ თითქმის მთელი ჩემი ცხოვრება მოვუყევი, გავჩერდი, მას ხომ ეს ალბათ არ აინტერესებს-ბოდიში, რომ ჩემი პრობლემები თავს მოგახვიე თავი ვეღარ მოვთოკე.-უცებ მივაყარე და გავჩუმდი. -არა ნანო არაუშავს, თუ არ გინდა წამოსვლა შეგიძლია ეგრევე მითხრა არ მეწყინება-თბილად მითხრა და გამიღიმა. -არა ვატო, არასწორად გაიგე, დიდი სიაოვნებით წამოგყვებოდი სავახშმოდ, მაგრამ არაფრის ხალისი არ მაქვს-დავჩაღუნულმა ამოვიოხრე და ბოლოს ნელ-ნელა თავი ავწიე. -კაი სხვა დროს იყოს მაშინ-გამიღიმა და გადამკოცნა-მგონი ჩემი წასვლის დროა, ნახვამდის-ნელ-ნელა მანქანას მიუახლოვდა, ჩაჯდა, დაქოქა და წავიდა. მე ჯერ მანქანის კარები შევამოწმე ნამდვილად დაკეტილი იყო თუ არა, როდესაც დავრწმუნდი, რომ მანქანას არაფერი ემუქრებოდა სახლში შევედი და დასაძინებლად წავედი. მეორე დღეს გოგოები კაფეში მივდიოდით, შაბათობით სულ ერთად ვსაუზმობთ. ამიტომ ჩემ დაქალებს დავურეკე, სახლებში გავუარე და ჩავისვი. ჩასხდნენ თუ არა მანქანაში ეგრევე თორნიკეზე დამიწყეს ლაპარაკი. -გოგოო, მართლა დაშორდით? შანსი არაა ამდენი ხანი ერთად იყავით და როგორ გიყვარდათ ერთმანეთი და ეხლა ყველაფერი წარსულშია?-გაოცებისგან თვალებდაჭყეტილი მაყრიდა კითხვებს გოგიშვილი. -ხო მართლა დავშორდით, ჩემთვის ცნობილი მხოლოდ ისაა რომ აღარ ვუყვარვარ დანარჩენი შეგიძლია თვითონ თორნიკეს კითხო მე არაფერი ვიცი.-მოკლედ მოვუჭერი ლიკას, რომ დიდხანს არ გაგრძელებულიყო თორნიკეზე საუბარი, რადგან ნამდვილად არ მოქმედებს ეს ჩემზე კარგად. -აუ გოგო დაანებე თავი რაა, ხო ხვდები არ უნდა თორნიკეზე ლაპარაკი ვაა-დამეხმარა ანა. -მადლონა ანნ-ამოვიოხრე და სიჩქარეს მოვუმატე. -ეეე ცოტა ნელა რა-ხმაში შიში შეეტყო ლიკას. -ოოო რატო მაგარია გოგოო, აუ კიდე უფრო სწრაფად რა-მაქეზებდა თვაური მაგრამ ცოტაც რომ მომემატებინა სიჩქარეს უკვე წესებს დავარღვევდი მე კი ნამდვილად არ მაკლდა თავის ტკივილი. -ძაან გინდა პოლიციის განყოფილებაში?-ცინიკურად ვკითხე თვაურს. -აუუ ხოო მანდ მაგარი სიმპაწიური ბიჭები იჩითებიან-ღადაობს და თან კვდება სიცილით თვაური. -დღეს როგორ მოზღვავებული გაქ ღადაობა შენ-სიცილით ვუთხარი და სწრაფად დავატორმუზე, თორემ ცოტაც და მანქანას შევასკდებოდი... ისევ ის ნაცნობი მანქანა, მანქანის სერია და მანქანის ნომერი... გადავედი, ვატო გადავკოცნე და ბოდიშის მოხდა გადავწყვიტე ჩემი კინაღამ დაჯახების გამო. -ვაიმე ბოდიში გოგოები ვისხედით მანქანაში და ხო ხვდები სწრაფად მოვდიოდით-სიცილით ვუთხარი და სირცხვილისგან თავი ჩავღუნე. -ხო მეც ძმაკაცებთან ერთად ვარ, არ შემოგვიერთდებით? საჭმელად მივდივართ-ისევ თავაზიანობას იჩენს ჩემს მიმართ და თბილად მიღიმის. მიკვირს მისი, თუ როგორ შეიძლება იყო ასეთი თბილი და თავაზიანი. გოგოები კინაღამ მანქანიდან გადმოხტნენ „აუ ხოო“-ს ძახილით. კეფა მოვიქექე, გოგოების აზრიც გავითვალისწინე და ვატოს დაიმედებული თვალებიც. -კარგი, რადგან გოგოებიც თანახმა არიან... დიდი სიამოვნებით-ძლივს ამოვღერღე და გავუღიმე. -ძალიან კარგი-გამიცინა-ესენი ჩემი ძმაკაცები არიან: ნიკა, ლაშა და რატი-თავისი ძმაკაცები გამაცნო, რომლებიც მანქანაში ისხდნენ და უცებ გადმოხტნენ, რომ გამცნობოდნენ. -გამარჯობათ, მე ნანო ვარ, ესენი კი ჩემი დაქალები: ლიკა და ანა არიან-გოგონებიც გადმოვიდნენ მანქანიდან ხელი ჩამოართვეს ბიჭებს და მიესალმნენ. -აბაა სად მივდივართ?-თავაზიანად ვიკითხე. -აქვე კარგი კაფეა, მე და ბიჭები ჩემი მანქანით წავალთ და შენ და შენი დაქალები უკან გამოგვყევით-უცებ გადაწყვიტა. -კაიი-დავეთანხმე და ყველანი მანქანებში ჩავსხედით. ცოტახანში მანქანა გააჩერა, მეც მას მივბაძე და ყველანი გადმოვლაგდით. კაფეში დავსხედით, ვატო გვერდზე მომიჯდა, რამაც ძალიან გამაკვირვა. ოფიციანტს შეკვეთა მივეცით და უხერხული სიჩუმეც ჩამოვარდა. -აბა ბიჭებო მოყევით ეხლა ვინ რას საქმიანობთ-ბოლოს მაინც თვაურმა დაარღვია სიჩუმე. -მე სამედიცინოზე ვსწავლობ მარა ბიზენისიც მაქვს მანქანების ჩამოყვანის (ვატო) -მე იურიდიულზე ვსწავლობ (ნიკა) -მე ბიზნესი და მართვა (ლაშა) -მე თეატრალურზე (რატი) -და თქვენ გოგოებო?-თავაზიანი ღიმილით გვკითხა ლაშამ. -მე სამართალმცოდნეობაზე.-ვუთხარი და გავუღიმე. -მე საბუნებისმეტყველო მეცნიერებაზე (ანა) -მე ჟურნალისტიკაზე (ლიკა) -ცუდია რო არავის არ დაგვემთხვა-ამოიოხრა რატიმ და ოფიციანტისკენ გაიხედა რომელმაც შეკვეთა მოგვიტანა.-როგორც იქნააა. -ვაიმეეე ვკვდები შიმშილისგან-წამოიძახა ანამ და ტუჩები გაილოკა საჭმლის დანახვაზე. ის-ის იყო ჭამა უნდა დამეწყო როდესაც კარი გაიღო და ვიღაც გოგოსთან ერთად მომავალი თორნიკე შევნიშნე, ჩვენ მაგიდასთან ახლოს დასხდნენ. ალბათ ვერც კი დამინახა. მე ლიკას და ანას ხელი გავკარი და თორნიკეზე მივანიშნე. ბიჭებმა დამინახეს როგორ ვანიშნე გოგოებს თორნიკეზე და იმ გოგოზე. -ვინაა ეგ ბიჭი?-სიცილით მკითხა ნიკამ. -არავინ ისეთი, ნაცნობია-ჩემს მაგივრად უპასუხა ლიკამ. -თუ უბრალო ნაცნობია რატო შეეცვალა ნანუკის სახე როდესაც დაინახა?-ჩაგვეძია რატი. -ჩემი ყოფილი შეყვარებულია-მოკლედ და სწრაფად მოვუჭერი. ამის გაგონება და ვატოს თორნიკესკენ გახედვა ერთი იყო. -ესაა ის არაკაცი?-მკითხა ვატომ. ამ სიტყვის მისგან გაგონებამ გამაოცა. -შეიძლება ასეც ითქვას-გაბრაზებული თვალებით გავხედე თორნიკეს და დავინახე როგორ უღიმოდა მასთან ერთად მყოფ გოგოს და როგორ კოცნიდა, ალბათ იგრძნო ჩემი შეხედვა და თვითონაც შემომხედა, მაგრამ უცებ მოვატრიალე თავი. ცოტახანში მხარზე შეხება ვიგრძენი, მაღლა, რომ ავიხედე თორნიკე იყო, გაოცებისგან თვალები რამდენიმეჯერ დავახამხამე. -შენი ნაშა მაგიდასთან დაგრჩა-უხეშად ვუთხარი და მაგიდისკენ მივტრიალდი. -ნანუკი ერთი წუთ გამოდი სალაპარაკო მაქვს-ხმაში გაბრაზება შეეტყო. -არ წამოვალ, მე შენთან არაფერი მაქვს სალაპარაკო და თავი დამანებე!-უკვე ძალიან გავბრაზდი. -მე მაქვს, წამოდი-მეთქი.-გამიმეორა უხეშად და თვალები დამიბრიალა. ვატომ ვეღარ მოითმინა და წამოდგა, შეეცადა წყნარად დალაპარაკებოდა, მაგრამ თორნიკე ამის საშუალებას არ აძლევდა მისი უხეში საუბარით. -მგონი გითხრა გოგომ გარკვევით თავი დამანებეო, ხოდა დაანებე თავი და შენ საქმეს მიხედე-ზრდილობას ინარჩუნებდა ვატო. -შენ არავინ გეკითხება პარა კაცი, ჩემი და ნანუკის საქმეში ნუ ერევი, ჯობია შენ თვითონ მიხედო შენ საქმეებს-ეუხეშა თორნიკე. ვატომ ვეღარ მოითმინა და თორნიკეს დაარტყა. ყველანი უცებ წამოვხტით და ვცდილობდით ეს ორი არანორმალური გაგვეშველებილა. -ვის დაარტყი, შე ნაბი**არო-წამოიძახა თორნიკემ და ვატოსკენ გაიწია, მაგრამ მათმა საქციელმა ყელში ამომიყვანა და შუაში ჩავდექი. -ნორმალურად მოიქეცით! აქ კაფეა და არა ბრძოლის ველი! ან ახლავე შეწყვეტთ კინკლაობას ან პოლიციას გამოვიძახებ!-ვიყვირე ბოლო ხმაზე, რომ დამეწყნარებინა ორივე და ჩხუბი თავიდან აგვეცილებინა. ჩემმა ყვირილმა შედეგი გამოიღო და ორივე დაწყნარდა. როდესაც დავრწმუნდი, რომ ყველაფერი მოგვარდა ჩანთა და ტელეფონი ავიღე, გოგოებს ვანიშნე, რომ წამოსულიყვნენ და გარეთ გავედი. გოგოებიც გამომყნენ და მანქანაში ჩავსხედით. ისე სწრაფად წავედი იმ ადგილიდან როგორც შემეძლო, გოგოები სახლებში დავტოვე და იმ ადგილას წავედი დასაწყნარებლად. ესეც მეორე თავიი ^_^ როგორც მთხოვეთ პირველთან შედარებით დიდია <3 იმედია მოგეწონებათ <3 კრიტიკას ველიი ^_____^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.