შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირადი მცველი [2]


19-04-2015, 01:10
ავტორი Just A♥
ნანახია 5 929

–ხომ ხვდები რა მნიშვნელოვანს გაბარებ,დაცვას ავიყვანდი მაგრამ ვერავის ვანდობ ჩემს ქალიშვილს

–მესმის ბატონო გოგი,ჩემს ბიჭებსაც ვეტყვი და მეც ყველაფერს გავაკეთებ,რომ თქვენი შვილი დავიცვა.თუმცა ამ საქმეში არც ისე დიდი გამოცდილება მაქვს

ბოხი ხმით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ანასტასიას სურათს დააკვირდა კედელზე

–კარგი რა,ნუ მაცინებ,მაგას რა გამოცდილება უნდა დამიანე,მთავარია ვაჟკაცობა და სიმამაცე,შენ კიდევ არცერთი არ გაკლია

სხვა დამიანეს ადგილას ალბათ მადლობებს მოიხდიდა და დაიმორცხვებდა,ოღონდ ის არა,ის მიჩვეული იყო მსგავს სიტყვებს,არასდროს მიაჩნდა მთავარი სიტყვები და იშვიათად აქებდა ვინმეს.

–ანუ გადაწყვეტილია?
გაღიმებული სახით შეეკითხა ჭავჭავაძემ და მამაკაცს მიაშტერდა თვალებში

–რათქმაუნდა!

ფეხზე წამოდგა კაცი და ხელი ჩამოართვა გოგის

–ეს არის,ანასტასია ჰქვია

კედელზე ჩამოკიდებულ ფოტოზე მიანიშნა მამაკაცმა

–ლამაზი ქალია!
გაუკვირდა საკუთარი სიტყვები დამიანეს,ხომ გითხარით არავის აქებს მეთქი,მართლაც ასეა.უბრალოდ ცოტა ხნის წინ ოთახში რომ შემოვიდა რაიმე ხელოვნების ნიმუში ეგონა ეს ფოტო,უბრალო ნახატი ან ტილო.სულაც ვერ წარმოიდგენდა გოგის ასეთი ლამაზი გოგონა თუ ჰყავდა,ლამაზი და თანაც როგორი ეშხიანი.

–რამდენი წლის არის?

კვლავ შეეკითხა დამიანე გოგის

–ოცდაერთის გახდება მალე

მამაკაცს ჩაეცინა,მერე პიჯაკი შეისწორა და კარისკენ მიბრუნდა,კარებში ჩუმად გავიდა და სახლის კიბეები ჩაიარა,შავ ლექსუსში ჩაჯდა.


*****
–ანასტასია,წყალში ჩამოდი

–ანასტასია!

–არ მინდა,ცივა

–სულაც არა,თბილია წყალი

ქალმა სახე შეიჭმუხნა და ზურგით ჩაბრუნდა.ისეთი ლამაზი სხეულის ფორმები ჰქონდა მისი ერთი შერხევაც გესიამოვნებოდა ადამიანს,ყოველ მოძრაობაში უსვამდა ხაზს საკუთარი სხეულის სილამაზესა და სრულყოფილებას.თვითონ არასდროს უტრაბახია ამით,თუმცა ყურადღებას კი აქცევდა,სხვები რომ ეუბნებოდნენ წითლდებოდა ხოლმე,ინტიმური კონპლიმენტი სძულდა,არ მოსწონდა როცა მის ფეხებს,ან თეძოს ან მკერდის სილამაზეს გაუსვამდა ვინმე ხაზს.

უცებ თავზე ჩრდილი დაეფარა,სწრაფად გადმობრუნდა თუმცა უკვე გვიანი იყო,მთელი წყალი წელზე დაესხა და ყველაფერი წყალში ჩაუყარა

–მოგკლავ ნენე!

ფეხზე გაბრაზებული წამოდგა და მეგობარს გაეკიდა,ზღვაში დაეწია და იქ უთავაზა სამაგიერო

–კარგი რა ანასტასია,დავიხრჩვე!

სიცილით ემუდარებოდა ნენე და თან თხოვდა ნუღარ მაწვალებო,ბოლოს თავი მიანება,ხელები გაშალა და თვითონაც წყალში გადაეშვა,ცივმა წყალმა უცებ გამოაფხიზლა,თითქოს წუთში სხეულის ტემპერატურაზე დაუჯდა წყალი,რაც საოცრად ესიამოვნა,ღრმად შევიდა და შორიდან აკვირდებოდა ნაპირზე მსხდომ ხალხს,იქედან გეგე ეძახდა,მასე შორს ნუ წახვალო,თუმცა არაფერი ესმოდა ქალს

–გოგი რეკავს ტასო,ამოდი

გოგის სახელი რომ მოესმა ხელების სიჩქარეს მოუმატა და ნახევარ წუთში ნაპირზე იყო

–გათიშა?

–ხო,მერე დავურეკავო

–რა უნდოდა?

–არ ვიცი,უბრალოდ მოგიკითხა

–კარგი,მე სახლში მივდივარ,დავიღალე მთელი დღე მზის გულზე ყოფნით

–თანაც დაიწვი

თითით მიანიშნა მეგობარმა ზურგზე და ანასტასიამაც მკლავებზე დაიხედა.

ზღვასთან ჰქონდა სახლი ანასტასიას,არც დიდი იყო და არც პატარა,მრავალსართულიანი კორპუსის ბინა იყო,ძალიან კარგად მოწყობილი,3 საძინებელი ოთახით.ერთში თვითონ იყო,მეორეში ნენე და ლიკუნა,მესამეში კიდევ ბიჭები,გეგეს რამოდენიმე კურსელი ახლდა,ერთ–ერთს "ნიკუშას" ძალიან მოსწონდა ტასო,ხშირად შეუმჩნევია ამ ბიჭის გამოხედვა,ყოველთვის ცდილობდა ქალი მარტო გამოეჭირა,თუმცა არასერიოზულ მამაკაცად თვლიდა ქალი და ამიტომ ყოველთვის გაურბოდა,ხან რა მიზეზს მოიგონებდა რომ თავი დაეღწია მისგან,ხან რას

ცივი შხაპი მიიღო,თმები შეიმშრალა და გოგის დაურეკა
–როგორ ხარ მამა?

–კარგად ჩემო თოჯინა,თქვენ როგორ ხართ?მომენატრე

–კარგად ვართ ძალიან,მეც მენატრები.რუსო როგორ არის?

რუსო გოგის და იყო,ერთადერთი და ჰყავდა,გაუთხოვარი,მასზე 3 წლით პატარა,ლამაზი და კეთილშობილი ქალი იყო,ნანას სიკვდილის მერე დედობა გაუწია ანასტასიას,საკუთარი შვილები არ ჰყავდა,ამიტომ ტასო შვილივით უყვარდა

–კარგად,ორი დღეა არ მინახავს,არ გამოსულა,ხომ ხედავ რაც შენ წადი არ მოდის,შენი თავი უნდა მხოლოდ–სიცილით ჩაილაპარაკა კაცმა

–საღამოს დავურეკავ,მომენატრა!

–ანასტასია,რაღაც უნდა გითხრა

–გისმენ

–მე ამ დღეებში რუმინეთში უნდა გავემგზავრო,ხომ იცი ათასი საქმე მაქვს იქ

–როდის ჩამოხვალ?

–2 დღეში,თუმცა ეს არ არის ახლა მნიშველოვანი,მინდა რომ ჩამოხვიდე,თანაც უკვე საკმაოდ დაისვენე

–რამე ხდება მამა?

–არაფერი,უბრალოდ ჩემს აქ არ ყოფნაში სახლში მინდა რომ იყო

–სახლში მილიონი მსახურია,თანაც თუ ასე ძალიან გინდა რუსოს
უთხარი და დარჩება ორი დღით

–მე შენ მინდა რომ ჩამოხვიდე ანასტასია.ხვალ ბილეთებს გამოგიგზავნით და შუადღით აქ იქნებით

–არ არის საჭირო,მანქნით წამოვალთ

–რატომ უნდა იწვალოთ ტასო?1 საათში აქ იქნებით ,არ ჯობს ადრე ჩამოხვიდეთ?თანაც არ დაიღლებით

–კარგი,როგორც გინდა.წავედი,გკოცნი

მობილური დადო და სარკესთან მივიდა,ჯერ შავი მხრებზე ჩამოყრილი თმა დაივარცხნა,გაუკვირდა გოგის მოთხოვნა,არასოდეს გაუკეთებია მსგავსი რამ,თუმცა დარწმუნებულია,რამე რომ ხდებოდეს გოგი აუცილებლად ეტყვის,ამიტომ არ ნერვიულობს,მისთვის აზრი არ აქვს ბათუმში იქნება თუ თბილისში,თანაც სიცხეები უკვე მიილია,იმდენად აღარ ცხელა თბილისში როგორც აგვისტოს შუა რიცხვებში იცის ხოლმე.


*****
დამიანე დვალს ამ ახალგზარდა გოგოს დამცველობითმა მოვალეობამ უამრავი გეგმა შეუცვალა,გერმანიაში აპირებდა ერთი კვირით გამგზავრებას,ეს რათქმაუნდა გადაიდო,ამას გარდა სხვა უამრავი საქმე აქვს,თუმცა არ წუწუნებს,პირიქით ძალიან მადლიერია იმით რომ დრო მოვიდა ბატონ გოგის მადლობა გადაუხადოს და ვალი გაუსტუმროს,არასდროს მოსწონს ვინმესთან ვალში ყოფნა,მზად არის ნებისმიერ ფასად დაიცვას ეს ახალგაზრდა ქალი.განა როგორ შეიძლება მისი ან მამამისის მადლობელი არ იყოს?ვინ იცის რა მოხდებოდა წლების წინ გოგის რომ არ გამოეჩინა მადლიერება და ლევანს არ დახმარებოდა.

დამიანე დვალმა ყველაფერს საკუთარი შრომით მიაღწია,პატარა იყო დედას რომ გამოუცხადა,დამოუკიდებელი ვარ უკვე და მე თვითონ ავარჩევ როგორ და რა ჩავიცვაო,7წლის ბავშვისგან ეს სიტყვები ცოტა ძლენად აღსაგქმელი იყო,თუმცა დამიანე ყველაფრით ამტკიცებდა საკუთარ თავს,ამტკიცებდა და ამჟღავნებდა საკუთარ სიმამაცესა და ვაჟკაცობას,ყველა საქმეში,თუმცა ეს საქმეები ყოველთვის სამსახურეობრივ მოვალეობებს ეხებოდა,სამუშაო მისთვის ყველაფერი იყო,მისი მთელი დრო მხოლოდ ბიზნესს მიჰქონდა.პირადი ურთიერთობა ერთხელ ჰქონდა ქალთან,თანაც მასზე 3 წლით უფროსთან,3 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ყველაფერი დამთავრდა,რაღაც შეიცვალა ქალში,თითქოს ეშმაკი ჩაუსახლდაო,მუდმივად ტრაბახობდა და თავს იჩენდა ყველგან,ისეთი ქალი გახდა რომელთაგან შორს ეჭირა თავი დამიანეს,როცა ქალის შეცვლა შეამჩნია,პირველივე დღესვე დაამთავრა მასთან ურთიერთობა,თუმცა ლაჩარივით არასოდეს მოქცეულა,მას შემდეგ მრავალჯერ შეეხმიანა ქალს,აუცილებლად თვლიდა რომ უნდა დახმარებოდა საჭიროების შემთხვევაში,თუმცა არ მოსწონდა ეს ქალი,საშინლად იწვევდა და ზიზღს გვრიდა გულში.რომანტიული არასდროს ყოფილა,როგორი სამსახურიც ჰქონდა ისეთივე პირადი ცხოვრებისკენ მიისწრაფვოდა,მშვიდი და გაწონასწორებული ოჯახი სჭირდებოდა,ისეთივე როგორიც თვითონ იყო,ისეთივე როგორიც მამამისი იყო.სულ რამოდენიმე მეგობარი ჰყავდა,მათგან ვაჩე,თომა და გიგა განსაკუთრებით ახლო ძმაკაცები იყვნენ.გიგა ახლად დაოჯახებული იყო,თომას უკვე 2 წლის შვილი ჰყავდა,რომლის ნათლიაც თავად იყო,ვაჩეს კი ჯერ ვერ გადაეწყვიტა როგორი ქალი სურდა ცხოვრებაში,უამრავი ურთიერთობები ჰქონდა,თუმცა ყველა კრახით მთავრდებოდა.

–დამიანე,შემოდი

სახლში შესვლისას მარჯვნიდან ქალის ხმა მოესმა,ერთადერთი საყვარელი ქალის ხმა,რომელიც ყოველთვის უდიდეს ბედნიერებას ანიჭებდა,ეს დედამისი იყო–ქალბატონი თეა,მოკრძალებული და უბრალო ქალი იყო,შვილი სიცოცხლეზე მეტად უყვარდა და ძალიან ამაყობდა მისით.
–რა უნდოდა ჭავჭავაძეს?

მორიდებით ჰკითხა ქალმა,თან ხელში ბულგაკოვი ეჭირა და "ოსტატი და მარგარიტა"–ს კითხულობდა
დამიანეს არასდროს უყვარდა ბევრი საუბარი,თანაც ქალთან

–არაფერი,საქმეზე ვისაუბრეთ

ტყუილები არასდროს ხიბლავდა,არც ახლა მოუტყუებია,ამ გოგონას დაცვა მისთვის მართლაც,რომ მორიგი საქმე იყო

–დარწმუნებული ხარ?

ღიმილით შეეკითხა ქალმა და წიგნის მომდევნო გვერდი გადაფურცლა
მისაღებში გამოვიდა და მეორე სართულზე ასასვლელ კიბეებს რომ აუყვა ქალის ხმა მოესმა ისევ კაბინეტიდან

–ცოტა რომ გაიღიმო არაფერი დაგაკლდება!

ჩაეღიმა თეას სიტყვებზე,ოთახიდან საბუთები ჩამოიტანა და ისევ სადღაც წავიდა.

–სულ საქმე საქმე,საკუთარი თავისთვის დრო სულ არ რჩება!
ბუტბუტით ჩაილაპარაკა ქალმა და ფანჯრიდან ლექსუსს გააყოლა თვალი.


*****
ანასტასიამ მეგობრები იმ დღესვე გააფრთხილა,ხვალ უნდა წავიდეთო,მეორე დილით ადრე ადგნენ და ბარგი შეკრეს,ბილეთები უკვე გამოგზავნილი იყო,5საათზე უკვე თბილისში იყვნენ.

–როგორ მომენატრა ჩემი სიხარული

გახარებული შეეგება გოგი და მაგრად ჩაიკრა გულში მონატრებული ქალი.

–მეც მომენატრე მაა

მერე ოთახში ავიდა,აქაურობაც როგორ მონატრებია ამ 10 დღეში თურმე,ბარგი ამოალაგა და მსახურები მოინახულა.მერე გამოიძინა,საღამო იყო მამას კაბინეტში რომ ჩავიდა.
–შემოდი

ღიმილით შეეგება კაცი,იცოდა რომ მალე უნდა ეთქვა ანასტასიასთვის დაცვის ამბავი,ამიტომ გონებაში გეგმებს აწყობდა წინასწარ საუბარზე

–რაღაც უნდა გითხრა ტასო

–გისმენ

მამასთან ახლოს მიიწია ქალმა და თბილი მზერით შეჰყურებდა.შავი თმები წინ ჩამოჰყროდა და მზის სხივების გავლენა იგრძნობოდა მის სახეზე,თვალებში ჩამდგარი სხივი არ გამოპარვია გოგის,მუდამ ასე ციმციმებდა ანასტასიას თვალები,ანათებდა,ისევე როგორც თვითონ.

–შენ უკვე გაიზარდე,20 წლის ხარ,იცი რომ მე უამრავი მტერი მყავს აქაც და სხვაგანაც...აქამდე სულ ჩემთან იყავი,ახლა ყოველთვის სადღავ დადიხარ,ამას ვერ დაგიშლი,ამიტომ პირადი მცველი აგიყვანე,იმისათვის რომ მშვიდად ვიყო,როცა გვერდით არ მეყოლები.
კაცმა დაასრულა ფრაზა და ქალიშვილს გადახედა

–კარგი რა გოგი,რა პირადი მცველი

წუწუნით წამოდგა ფეხზე ანასტასია და ოთახში დაიწყო იქეთ–აქეთ სიარული

–უკვე ზრდასრული ვარ,ჩემს თავს თვითონ მივხედავ.
ბუზღუნებდა ქალი და ხელები შარვლის უკანა ჯიბეებში ჩაეწყო,ლამაზი მიხვრა მოხვრით დადიოდა ოთახში

–შენში ერთი წამითაცარ შემიტანია ეჭვი,ჩემთვის გთხოვ ამას,მე რომ მშვიდად ვიყო,ძალიან გთხოვ ანასტასია!

–კარგი

დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ ისევ ბუზღუნით ჩაილაპარაკა და მამასთან მივიდა საკოცნელად,გოგიმ გულზე მიიკრა შვილი

–რამეს ხომ არ მიმალავ მამა?

იცოდა,იცოდა რომ აუცილებლად შეეპარებოდა ეჭვი ანასტასიას მის ასეთ საქციელში,მაგრამ როგორ უნდა უთხრა შვილს,როგორ ამყოფოს მუდმივ შიშში,მაშინ როცა ამ ასაკში თავისუფლება ყველაზე მეტად სჭირდება

–არაფერს

შუბლზე აკოცა ქალს და ოთახი დატოვეს ორივემ.

–ხვალ გაგაცნობ დამიანეს

–დამიანე?

კიბიდა შემობრუნდა ქალი და უცნაური მზერა მიაპყრო მამას
–პირადი მცველი

არაფერი უპასუხა,კიბეებს აუყვა ნელი მოძრაობით ,თან თავისთვის ბუტბუტებდა
"დამიანე,რა უცნაური სახელია"
განა მარტო სახელი?!

ესეც მეორე თავი :) ერთი რამ მინდა გთხოვოთ ყველას,ვინც კითხულობთ : ყველაფერი დაწერეთ რასაც ფიქრობთ,კარგი და ცუდიც.
დიდი მადლობა.



№1  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Mm mm kargiaaa gagrdzelee arr daagvianoo gtxovv :*

 


№2  offline წევრი ruti

kargiiaaa...:)))

 


№3  offline წევრი cancara

Maleeee dade

 


№4  offline წევრი vighaca

Kargiaa male dadee xome

 


№5  offline წევრი Mile11

Momwons.kargia iseti ro dagainteresebs da kidev mogindeba wakitxva.veli axal tavs

 


№6  offline წევრი Heartbeat

ძაან მომწონს❤️
--------------------
გაიღიმეთ..მთავარია პოზიტივი❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი ნათია

ძალიან კარგად დაიწყო და იმედი მაქვს ბოლომდე დაიდება.ბევრის კოთხვა დავოწყე მაგრამ შუა გზაზე წყდებიან ეს ძალიან ცუდია.ხალხო ნუ მიაქცევთ ყურადგებას უარყოფით კომენტარებს და მაგის გამო ნუ შეწყვეტთ წერას.უკეთესი მან დაწეროს ვინც ცუდ კომენტარს წერს.გააგრძელე მაგარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent