შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მან საკუთარ თავს გადააბიჯა... (ნაწილი XIII)


19-04-2015, 21:15
ავტორი Skellington
ნანახია 2 042

დიდ დარბაზში ყოფნისას, მალფოი გრიფინდორის მაგიდას თვალს არ აცილებდა. სემი შიგადაშიგ მზერით ხვდებოდა, რის შემდეგაც, გოგონა თავს ხრიდა და წითლდებოდა. სემის ასეთი უჩვეულო ქცევები ჯინისა და ანჯელინას არ გამოპარვიათ და ერთმანეთს მრავლისმეტყველად უყურებდნენ.
- სემ, ვხვდებით, რაც გჭირს.
- ჰოო? და რა? - გოგონა შეეცადა რაც შეიძლება მეტი გულგრილობა შეემატებინა ხმისთვის.
- ვთქვათ? - დააზუსტა ჯინიმ, სემმა თავი დაუქნია, - ვამჩნევდი, რომ ჩემი ძმისადმი რაღაც განსაკუთრებული გრძნობები გქონდა. შეყვარებულ...
- სულელ გოგოს ვგავდი, არა? - დაასრულა მის მაგივრად სემმა.
- არა, უბრალოდ შეყვარებულს. - დაარწმუნა ჯინიმ.
- მჯეროდა, რომ ჯორჯი მართლა გიყვარდა... მინიმუმ - სიმპათიას მაინც განიცდიდი. შემდეგ კი ყველაფერი ისე უცბად შეიცვალა... - გაუბედავად ლაპარაკობდა ანჯელინა, - გვესმის, რომ ბევრის გადატანა მოგიხდა, მაგრამ...
- ჩემს ძმას უყვარხარ, სემ, - მოუთმენლად გააწყვეტინა ჯინიმ ანჯელინას.
- სხვა შეგიყვარდა? - არ აცადა ანჯელინამ და რქებით მიაწვა თავისას. კითხვა ისეთი მოულოდნელი იყო, რომ სემს გრძნობა დაეუფლა, თითქოს მისთვის თავში რაღაც ჩაეცხოთ, - უფროსწორედ... სხვა ადამიანით ხომ არ დაინტერესდი? - თვალები ეჭვით დაუწვრილდა ჯონსონს.
- ასე მეტყობა? - არ დამალა სემმა.
- ცოტა.
- საერთო ჯამში, მართლები ხართ. - უნებურად წამოსცდა სემს და გოგოებს თვალებში ჩახედა. - მე მართლა სხვა ადამიანი მომწონს. დავიბენი, გესმით?
- გვესმის. - უნისონში უპასუხეს გოგოებმა.
- არ ვიცი, მერე რა იქნება. უკვე აღარ შემიძლია ამ გაურკვევლობაში ყოფნა. ჯორჯს მართლა ვაფასებ, მაგრამ მისი სიყვარული აღარ მჭირდება.
- და ის ვიღაც მეორე?
- მასთან დიდ დროს არც ვატარებ, მაგრამ როცა მის გვერდით ვხვდები, თავს თითქოს ძალიან დაცულად ვგრძნობ. ყველა პრობლემა და უსიამოვნება მავიწყდება. არ ვიცი, როგორ ავხსნა. როცა გვერდითაა - ყველაფრისთვის მიმიფურთხებია და...
- დაცულად? - დაეჭვდა ჯინი.
- სულელურად ჟღერს, მაგრამ ასეა.
- არ გამეგება, იმ ადამიანთან თავს დაცულად როგორ გრძნობ! - წამოჭარხლდა ჯინი.
- ჯინი, ვიცი, მაგრამ... - შეეცადა დაეწყნარებინა გოგონა სემს.
- არ გაბედო მისი სახელის ხსენება! არ მინდა, რომ ჩემი ვარაუდები გამართლდეს. - მიახალა ჯინიმ და საერთო ოთახიდან გავარდა.
როგორც ჩანს, გოგონა ყველაფერს მიუხვდა და იმასაც მიხვდა, ვინ იყო ის ადამიანი, ვის გვერდითაც სემი თავს დაცულად გრძნობდა. მხოლოდ ანჯელინას ვერ გაეგო, ეს ორი ვისზე ბჭობდა, ჯინის ასე რომ არ ეპიტნავა მასზე ლაპარაკის გაგრძელება და უკანმოუხედავად გავარდა ოთახიდან.
მალე ამბრიჯმა ტრელოუნი გაათავისუფლა. მას მისი ციხე-კოშკიდან გაძევებაც ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ დამბლდორმა, როგორც სკოლის დირექტორმა, ამის ნება არ დართო, ტრელოუნი ციხე-კოშკში დატოვა და მას შემცვლელი - კენტავრი ფლორენციაც უპოვა. მისნობა ძალიან საინტერესო საგანი იქცა ყველასთვის და სემი ფლორენციას გაკვეთილებს დიდი სიამოვნებით ესწრებოდა.
თებერვალი მოსაწყენმა მარტმა შეცვალა, რასაც შემდგომ აპრილი მოჰყვა.
"და"-მ როგორც იქნა პატრონუსზე ვარჯიში დაიწყო, რაზეც ბავშვები დიდი ხანია ოცნებობდნენ. ჰარი ბევრჯერ ახსენებდა მათ, რომ პატრონუსის გამოძახება კარგად განათებულ ოთახში უფრო ადვილია, ვიდრე დემენტორებთან შეხვედრისასო.
- ...მთავარი ის კი არ არის, რომ საყვარლები არიან. არამედ ის, რომ მათ თქვენი დაცვა შეუძლია, - მოთმინებით აგრძელებდა ჰარი. - ნეტავ ბოგარტი გვქონოდა აქ...
- მაგრამ ეს ისეთი საშიში იქნებოდა! - წამოიყვირა ლევენდერმა, რომლის ჯოხიდან მოცისფრო სხივები იფქრვეოდა. - ახლაც... არ გამომდის! - ბრაზით დაუმატა მან.
ნევილსაც არაფერი გამოსიოდა. მისი ჯოხი მოვერცხლისფრო ნაპერწკლებს იფურთხებოდა, რაზეც ბიჭი უფრო იძაბებოდა. რამდენიმე ცდის შემდეგ, სემმა შეძლო პატრონუსის გამოძახება. ფილინმა მიშველე-ოთახი შემოიფრინა და გაქრა. სემმა გაიხსენა, რომელი მოგონება სცადა ბოლოს და პატრონუსის შექმნა გააგრძელა.
- მგონი გამომივიდა, ჰარი! - ხალისით შესძახა სიმუსმა, რომელიც დინმა დღეს პირველად მიიყვანა "და"ს მეცადინეობაზე. - შეხედე!.. ეეე, წავიდა! მაგრამ ეს რაღაც დიდი და თმიანი იყო, ჰარი!
ჰერმიონის პატრონუსი - წავი, მხიარულად დახტოდა მის გარშემო.
- მართლა ძალიან სიმპათიურები არიან, - თქვა წავით მოჯადოებულმა ჰერმიონმა.
უცბად ხმამაღალი ტკაცანი გაისმა და ოთახის შუაგულში აკანკალებული დობი გაჩნდა.
- გამარჯობა, დობი! - მიესალმა ჰარი. - აქ რას... რა მოხდა?
დობის ისედაც მუდამ დაჭყეტილი თვალები უფრო გაუფართოვდა და უარესად აცახდახდა. მხიარული შეძახილები მიწყდა და ყველა ელფს დააშტერდა. რამდენიმე ბოლოს გამოძახებული პატრონუსი გაქრა და ოთახში სიბნელე ჩამოწვა.
- ჰარი პოტერ, სერ... - დაიკნავლა ელფმა, - ჰარი პოტერ, სერ... დობი თქვენს გასაფრთხილებლად მოვიდა... მაგრამ ყველა ელფს ხმის ამოღება აგვიკრძალეს...
დობი კედლისაკენ გაიქცა. ჰარი შეეცადა დაეჭირა, მაგრამ დობიმ მოასწრო თავის დასჯა და დიდი თავით კედლის განგრევას ლამობდა.
- რა მოხდა, დობი? - ჰკითხა დაფეთებულმა ჰარიმ და დობის პატარა, გამხდარ ხელზე ჩაეჭიდა.
- ჰარი პოტერ... ის... ის...
თავისუფალი მუშტი დობიმ მთელი ძალით ჩაირტყა ცხვირში. ჰარი მეორე ხელშიც სწვდა.
- ვინ "ის", დობი?
ელფმა შიშნარევი დაბნეულობით შეხედა ბიჭს და რაღაც გაურკვეველი წაილუღლუღა.
- ამრბიჯი? - ჰკითხა ჰარიმ.
დობიმ თავი დაუქნია.
- და რა? დობი... ნუთუ გაიგო ამის... ჩვენს შესახებ... "და"ს შესახებ?
დობიმ საჩქაროდ დაუკრა თავი. სემს უსიამოვნებისგან გააჟრჟოლა.
- აქეთ მოდის? - წყანარად დააზუსტა ჰარიმ.
- დიახ, ჰარი პოტერ! - ქვითინი ამოუშვა დობიმ. - მალე აქ იქნება!
ჰარი წელში გასწორდა და ბავშვებს თვალი მოავლო. არავინ არ იძვროდა და ყველა შეშინებული იყურებოდა.
- რას ელოდებით? - იღრიალა ჰარიმ. - გაიქეცით!
ბავშვებმა წამიერი რეაგირება მოახდინეს; კართან საცობი გაჩნდა, მაგრამ როგორც იქნა, ვიღაც პირველი გავარდა ოთახიდან და დანარჩენებიც მიყვნენ.
სემი მარცხენა კორიდორის გაუყვა და სულის მოსათქმელად კუთხეში შეჩერდა.
ვიღაცის მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა.
- ააჰ!
ჰარი დავარდა და ეფექტურად გადაიფრინა რამდენიმე მეტრი. მის უკან მალფოი იდგა.
- ფეხის დადების შელოცვა, პოტერ! - თქვა მან. - პროფესორო! პროფესორო! ერთი აქ არის!
შესახვევიდან ამბრიჯი გამოხტა. დაღლილობისგან წამოწითლებულიყო, მაგრამ გამარჯვებულის ღიმილს სახიდან არ იშორებდა.
- ეს არის! - სიხარულით წამოიყვირა მან. - მშვენიერია, დრაკო, მშვენიერი! გასაოცარი - ორმოცდაათი ქულა სლიზერინს! მას მე მივხედავ... ადექი, პოტერ!
ჰარი ფეხზე წამოდგა. სემს ამბრიჯი ასეთი ბედნიერი არასდროს ენახა. გომბეშომ ჰარის ხელი ჩაავლო, შემდეგ მალფოის მიუბრუნდა და სადამდეც შეეძლო, იქამდე გაწელა ღიმილი.
- შეეცადეთ სხვებიც დაიჭიროთ, დრაკო, - თქვა მან, - ბიბლიოთეკა შეამოწმეთ... ყველა დაიჭირეთ, ვინც კი ღრმად სუნთქავს! ტუალეტებში შეხედვაც ღირს, მის პარკინსონი გოგოების ტუალეტს აიღებს საკუთარ თავზე... საქმეს შეუდექით... თქვენ კი, - დაუმატა მან შემპარავი, ბოროტი ხმით, - თქვენ, პოტერ, ჩემთან ერთად დირექტორის კაბინეტში წამობრძანდებით.
მალფოი იმ მიმართულებით წავიდა, სადაც სემი იდგა და დიდი ყურადღებით ისმენდა ამბრიჯის გაცემულ ბრძანებებს. გოგონა ადგილიდან დაიძრა. არ აინტერესებდა, საითკენ მირბოდა. მისთვის მთავარი იყო, ამბრიჯის დამქაშებს თვალში არ მოხვედროდა. დრაკომ სწრაფი ნაბიჯების ხმა გაიგონა და ხმას მიჰყვა. მათი სირბილის ხმები ერთმანეთში აირია.
სემმა წინ კარი დაინახა, რომელშიც დაუფიქრებლად შევარდა და ხმაურით მიაჯახუნა. ეს ცოცხების ვიწრო ჩაბნელებული სარდაფი იყო. ოთახში ცოცხების გარდა, სხვა ატრიბუტებიც ეყარა. როგორც ჩანს, ფილჩმა ყველაფერი, რაც კი თავის კაბინეტში ვერ დატია, აქ შეინახა. სემი ხმამაღლა და ნერვიულად სუნთქავდა. დაძაბულობისგან გაყინული ხელები უკანკალებდა. სემმა თმები შუბლიდან გადაიყარა და ბოლოჯერ განსაკუთრებით ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი.
ნაბიჯების ხმა ახლოვდებოდა. სემი აღარ ინძრეოდა და აღარც სუნთქავდა. ნერვიულობამ ისეთი შიში ჩაუსახა, თითქოს ეგონა, ერთი უმნიშვნელო მოძრაობაც რომ გავაკეთო, მალფოი მაშინვე მიპოვისო. სემმა უკან დაიხია, შემთხვევით ფეხი კედელზე აყუდებულ ცოცხს წაჰკრა და სიჩუმე ხმამაღალმა ძირს დავარდნამ დაარღვია. სემმა თვალები მაგრად დახუჭა და კარიც გაიღო.
- ერთი აქ არის, - ჩაიქირქილა მალფოიმ. სემი ტონზე მიუხვდა, რომ ბიჭი იღიმოდა. დრაკომ ჯადოსნური ჯოხის წვერი კისერზე მიადო. მისი სახე ახლოს აღმოჩნდა და სემმა სახე მობრიცა.
მიუხედავად იმისა, რომ სემი ეგეთ ვითარებაში აღმოჩნდა, იმის მაგივრად რომ ემოქმედა, მრავლისმეტყველად დუმდა. სლიზერინელმა ხელი მაჯაში ჩაავლო და სარდაფიდან გაიყვანა.
- პროფესორ ამბრიჯთან მივდივართ, - ნასიამოვნები ხმით წარმოთქვა მალფოიმ და ჯოხის წვერი ახლა ზურგზე მიაბჯინა.
სემი მიდიოდა და ფიქრობდა, როგორ დაეღწია თავი ისე, მასზე პეტრიფიკუს ტოტალუს რომ არ გამოეცადათ. კორიდორში არავინ იყო. მხოლოდ მათი ნაბიჯების ხმა და მძიმე სუნთქვა ისმოდა. წინ შესახვევი გამოჩნდა და სემს, როგორ სწრაფადაც შეეძლო, კორიდორის ბოლოსკენ გაიქცა, მაგრამ მალფოიც არ აღმოჩენილა სუსტი და ისე მწარედ ჩაასო ფრჩხილები სემს ხელზე, გოგონას ყრუ კვნესა აღმოხდა პირიდან. ეწინააღმდეგებოდა, ხელს იკვრეინებოდა, მაგრამ დრაკოს მაგრად ეჭირა და გაშვებას სულ არ უპირებდა. მალფოის ცივი ნაცრისფერი თვალები აუბრწყინდა და წაისისინა:
- ჩემთან თამაში გადაწყვიტე, არა? - სლიზერინელს ისე ცინიკურად გაეღიმა, სემი სილის გაწნის სურვილმა შეიპყრო. გოგონამ თავისუფალი ხელი მასკენ გააქანა, მაგრამ მალფოიმ აქაც არ აცალა და მეორე ხელზეც მტკივნეულად მოუჭირა. დრაკომ ირონიულად აზიდა წარბები:
- მართლა გეგონა, რომ ამას შეძლებდი?
მალფოიმ სახე ზიზღში და ცინიზმში დაბრიცა, და სემს ხელი კედლისაკენ ჰკრა. გრძელი ლამაზი თითები თმებში შეუცურა, თავი ოდნავ გადაუწია და თვალებში ყურადღებით ჩახედა. სემს სიამოვნებისგან დაბურძგლა. ნერწყვი გადაყლაპა და უცბად გაახსენდა, რისი თქმაც უნდოდა ამდენი ხანი:
- მე... არ ღირდა ასეთი ძვირადღირებული საჩუქრის გაკეთება. მაპატიე, აქამდე რომ ვერ გადაგიხადე მადლობა.
- გაპატიო? - წარბები აზიდა მალფოიმ, - კარგი, - თავი მოკლედ დაუკრა, სემს თავი უკან უფრო გადაუწია და ტუჩებში აკოცა.
ერთი ხელით მალფოი გოგონას თმებში ეჭიდებოდა და შიგადაშიგ მაგრად უჭერდა, მეორე ხელით კი თეძოზე ეფერებოდა და ვითომ შემთხვევით უწევდა ქვედაბოლოს. სემი უნებურად მოეხვია კისერზე. გოგონა შეეცადა მაგრად დამდგარიყო, ვნებას მისი გონება რომ არ დაებინდა, როცა მალფოიმ ქვედა ტუჩზე უკბინა და რბილი, თხელი ტუჩები მის კისერზე გადაანაცვლა, რომლითაც სველი კვალი დატოვა. დრაკო თავს არ იშურებდა: გაბედულად კბენდა, ენით ეფერებოდა მიყენებულ პატარ-პატარა "ჭრილობებზე", ტუჩებშორის იქცევდა კანს, თითქოს მისი შეწოვა უნდაო და წითელ "ლაქებს" ტოვებდა. ბიჭმა ზედა სამოსის ღილები შეუხსნა, ლავიწები მოუშიშვლა და საჩქაროდ დაუკოცნა. ცივმა ხელებმა მის წელზე გადაინაცვლა, ზედა აუწია და ხელებით მუცელზე მოეფერა. სემმა ჰაერი პირით გადაყლაპა, რაზეც მალფოიმ ირონიულად ჩაიცინა.
- რატომ შემოიპარე სლიზერინის საერთო ოთახში? - ხრინწიანი ხმით წაიჩურჩულა მალფოიმ და კიდევ კარგი, ეს კითხვა დასვა, რადგან ბოლო მომენტში სემს სურდა მისთვის ხელი ეკრა. როგორ არ გაახსენდა გოგონას, რომ მაშინ ყელსაბამი კისერზე ეკიდა და მალფოის ამას ვერ გამოაპარებდა?
სადაც დრაკო ეხებოდა, სემს სხეულის ის ნაწილი საშინლად ეწვოდა სიამოვნებისგან. მალფოი კვლავ ტუჩებში ეძგერა. გული ნეკნების გამონგრევას ლამობდა და თუ ამას ვერ შეძლებდა, პირიდან ამოხტომას ჰპირდებოდა პატრონს. სემი ხვდებოდა, რომ ბიჭიც იგივეს განიცდიდა, თუმცა ცდილობდა, დაემალა ეს ფაქტი.
სემს სახეზე სისხლი მოაწვა და წამით გაიფიქრა, დროა, მოვრჩეთო, მაგრამ სხეული უარზე იყო. ის, პირიქით, უფრო მეტს ითხოვდა. მალფოი მის ტუჩებს დაცილდა, სახეში რომ შეეხედა. დრაკოს ცბიერი, მაგრამ ამავდროულად ისეთი სახის გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს მთვრალი ყოფილიყოს. მართლაც გასაოცარი სანახაობა იყო და სლიზერინელ პრინცს ეს ყველაფერი ძალიან ართობდა.
გოგონა, რომელიც ერთი შეხედვით მას ვერ იტანს და ვინ იცის, იქნებ სიკვდილსაც უსურვებს, ახლა მის ხელში დნება, სიამოვნებისგან კვნესის, მზად არის ადგილზევე დანებდეს და თავისი სხეული თავიდან ბოლომდე უბოძოს.
მალფოი გოგონას ქვედა ტანით გაეხახუნა, რითაც მიანიშნა, მეც იგივეს სურვილით ვარ შეპყრობილიო და კვლავ მის ტუჩებს დაეწაფა. სველი კოცნა გაუხეშდა. მასში ძალაუფლება იგრძნობოდა. ძალაუფლება, რომელიც მალფოის გააჩნდა.
- ...განა სად დაიკარგა მალფოი? - მოისმა ვიღაცის ხმა ახლოდან.
- შორს არ წავიდოდა, - დაარწმუნა მეორემ, უფრო სწორედ კი პენსი პარკინსონმა.


პ.ს. ბავშვებო, როგორ გინდათ განვითარდეს მოვლენები, დააკომენტარეთ. თორემ ჩემი მუზა ცოტა "ჭედავს". :დდდ



№1  offline წევრი Mkitxveli

უკიდურესად გთხოვ მალე არ დაასრულო.
აი, ასე მგონია, მთავარი ახლა უნდა იწყებოდეს და მაგ მუზას შეიძლება თმებიც გავაწიწკნო,ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.
წიგნის სიუჟეტს მიყევი ( მთავარ მოვლენებზე ვამბობ ) და ამათი ურთიერთობა როგორ იქნება, ეგ უკვე შენით )) იმედი არ გაგვიცრუო ძალიან გთხოვ. მომწონს ის ფაქტი,რომ მალფოი ბოლომდე არ მოლბა და იმედია ეგრეც გაგრძელდება. მოოოოკლედ, გამიგე? :დ

 


№2  offline წევრი mariamii))

მაგარია მაგარი მაგარია!!!!! როდის დადებ შემდეგს? აღარ გვალოდინო დიდი ხანი რა :((

 


№3  offline წევრი მოვლენა :-)

მაგარია ძალიან :) ამდენი ხანი აღარ გვალოდინო რაა და ვეთანხმები მკითხველის აზრს :)

 


№4  offline წევრი ელენა

ძალიან კარგი ისტორიაა... აუცილებლად გააგრძელე ))

 


№5  offline წევრი mariamii))

აუ აღარ დეებ? ნუ გავლოდინებ რააა :(

 


№6  offline წევრი mariamii))

რა უბედურებაა ოთხი დღეა უკვე გელოდები დადე მალეეეეე

 


№7  offline წევრი Skellington

mariamii))
რა უბედურებაა ოთხი დღეა უკვე გელოდები დადე მალეეეეე

Es dgeebi JAM FEST-ze var da ver vdeb, didi bodishi. :( Vecdebi male davdo. <3

Au, axla gadavikitxe da bolo monakvetis dawera gamomrchenia. O.o

 


№8  offline წევრი მოვლენა :-)

აუუ კარგი რააა :(: ( :( :( :(ერთი კვირა გავიდა უკვე :( :( :(

 


№9  offline წევრი mariamii))

ვაიმე მოგკლააააააააააააააააააააააააააააააავ >_< რვა დღე გავიდა უკვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე >_< იცოდე დიიიიდი თავი დადეე თორე დაგახრჩობ!!!!

 


№10  offline წევრი მოვლენა :-)

ვაიმეეე რა ამბავია ამდენი ხნით დაგვიანებააა >_< >_< დამეკარგა ინტერესი უკვე

 


№11  offline წევრი mariamii))

აუ თორმეტი დღე გავიდაა >_< მეც დამეკარგა უკვე ინტერესი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent