შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეთავსებით ძიძა(თავი 3)


20-04-2015, 00:22
ავტორი PARVENU
ნანახია 13 418

ბაღნებო, ესეც მესამე თავი და ვეცდები გამოვკეთდე მუზაში, თორე მერხევა ვატყობ(ვიცინი). ამ ბოლო დროს აშკარად რაღაც მჭირს,ვეცდები გავაუმჯობესო,რომ არ გავაფუჭო ნაწერი და თქვენც ტყუილად არ მოგაცდინოთ. აბა, წარმატებები თქვენცა და მეცა.

888
-გამარჯობა, ქალბატონო ნონა,-გავუღიმე ქალს და თამამად შევაბიჯე სახლში.
დღეს ჩემი დღე იყო. პატარა მხეცებისთვის ჭკუა უნდა მესწავლა, თან ისე, რომ შეწინააღმდეგება ვერ გაებედათ და ბებიასთანაც არ ჩავეშვი.
-ოჰ, ლიკა, რამდენჯერ გითხარი, შეეშვი ამ ქალბატონოსთქო.-გამიწყრა ქალი და თითი დამიქნია.
-სხვანაირად არ შემიძლია,-უხერხულად ავიწურე მხრები და იმ წამს შემოსულ უცნობ, მხარ-ბეჭიან მამაკაცს დაბნეულმა შევხედე.
-საყვარელო, ნახე ვინ გაგაცნო,-უცებ გადაიტანა საუბარი და კაცს გვერდით ამოუდგა.-ეს ჩემი მეუღლეა ძვირფასო, მამუკა,-ღიმილით ახედა მომღიმარ მამაკაცს და კვლავ განაგრძო,-ეს კი ჩვენი ბავშვების აღმზრდელია. აი, რო გიყვებოდი.
-მივხვდი, მივხვდი,-სასიამოვნო ბარიტონი გაისმა ოთახში და მამა-შვილური მზერით შემათვალიერა,-სასიამოვნოა პატარა ქალბატონო.
-ჩემთვისაც,-მორცხვად გავუღიმე და ადგილზე ავქანავდი.
-ბევრი მსმენია შენზე, თუმცა მე უფრო დიდი მეგონე. იმედია ჩვენ ბავშვებს გაუძლებ,-გაიცინა და ცოლს მხრებზე ხელი მოხვია.
-რას ამბობთ, არაჩვეულებრივი შვილიშვილები გყავთ,-მიამიტურად ავაფახულე წამწამები და სულ ძალით გავიღიმე, მუცელში ჩარტყმული მუშტები რომ გამახსენდა.
-ჩვენ არ მოგვწონს ის,-მოულოდნელად გაისმა ხმა და სიბრაზისგან ისე წამოვხურდი, ერთ ჩაიდან წყალს ავადუღებდი.
-აბა, დიმიტრი, რა ლაპარაკია ეს?-დაუცაცხანა ბებიამ და გამკიცხავად გადახედა,-რას ჰქვია არ მოგწონთ.
-არ გვჭირდება ჩვენ ძიძა,-აყვა მეორე მხეცი და დოინჯშემოყრლი ამოუდგა ძმას გვერდით, მე კი უხერხულობისგან, ლამის ბოლი ამსვლოდა.
-აბა, აბა! ცოტა წესიერად,-გამომესარჩლა ბატონი მამუკა,-ლიკა თქვენი აღმზრდელია და არ ვაპირებ თქვენი კაპრიზების გამო აზრის შეცვლას. ეხლა კი მოემზადეთ და ლიკა ვარჯიშზე წაგიყვანთ.-ხმა გაიმკაცრა და ტყუპებიც უკმაყოფილო მზერით დაყვნენ ნებას.
სანამ გავიდოდნენ კი, ისეთი თვალებით შემომხედეს, მივხვდი, აქამდე ნაგემი მუშტები, მონაგონი იქნებოდა იმასთან შედარებით, რაც წინ მელოდა... შესანიშნავია!
-შვილო, ჩვენ გავდივართ. საღამომდე არ დავბრუნდებით და აბა შენ იცი. იცოდე არაფერი არ მოუთმინო, ძალიან ცელქები არიან,-გამაფრთხილა ბატონმა მამუკამ, მხარზე ხელი გამამხნევებლად მომითათუნა და ცოლთან ერთად კარებში გაუჩინარდა.
ეხლა ჩემი ჯერია თქვე პატარა ჭინკებო.
-ბავშვებო, აბა მოემზადეთ, წასვლის დროა,-თან ვლაპარაკობდი, თან ეშმაკური ღიმილით მივდიოდი ბიჭების ოთახისკენ.
ის იყო, კარი გამოვაღე თავში რაღაც მძიმე ისეთი სიძლიერით მომხვდა, თვალებიდან ნაპერწკლები გამცვივდა და შუბლ ამწვარმა, პირდაპირ იატაკზე მოვადინე ზღართანი. ისე მიბჟუოდა თავი და ისეთ თავბრუსხვევას ვგრძნობდი, კარგა ხანს ვერ მოვედი აზრზე. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, საღსალამათი წამომდგარიყავი ფეხზე და ის პატარა თავები წამეცლია ტყუპებისთვის.
-ხო არ მოკვდა?-გავიგე ერთ-ერთის ჩურჩული, სანამ მე მზერის დაწმინდვას ვცდილობდი.
-მგონი ჯერ ცოცხალია,-ერთობ გულში ჩამწვდომი პასუხი გასცა მეორემ.
-რამე რო დაემართოს?-იკითხა კვლავ და ისეთი სითბო ჩამეღვარა გულში, საერთოდ დამავიწყდა ტვინშერყეული რომ ვიწექი იატაკზე.
-არაფერი არ მოუვა, ჭკუას ისწავლის,-გასცა კვლავ პასუხი და წამში დამავიწყდა წუთის წინ განცდილი სითბო.
გაცეცხლებული გაჭირვებით წამოვიზლაზნე ფეხზე და თავბრუდახვეული კედელს მივეყუდე, კვლავ რომ არ გავშოტილიყავი. ისე მეწვოდა შუბლი მეგონა გახურებული შანთი გადამატარეს და ვერაფრით ვერ ვახერხებდი წონასწორობის დაცვას. ტკივილის მატებასთან ერთად, სიბრაზეც უფრო მატულობდა და რომ არა ჩემი მდგომარეობა, დაუფიქრებლად მივტყიპავდი ორივე ბიჭს, თან ისე რომ კარგა ხანს ფეხზე ვერ გაევლოთ.
გაცეცხლებულმა მოვავლე მზერა უტიფრად მომზირალთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. ბავშვების თვალებში გამკრთალმა ჯიბრის ნაპერწკლებმა მაიძულა ცოტა ხნით მაინც დამევიწყებინა მომხდარი და დანებების ნიშნად ამოვიქშინე. ფრთხილად დავიზილი მტკივანი საფეთქლები, ლიბრ გადაკრული თვალები დავიწმინდე და სულერთიას გამომეტყველებით ავხედე ჩხუბის მომლოდინე ტყუპებს.
-თუ მზად ხართ, წავიდეთ. გაგვიანდებათ,-მკაცრად ვუთხარი დაეჭვებულებს, აქავებული ხელები მოვმუშტე და უკან გამოვბრუნდი.
ერთით ერთი თქვე ბაღლინჯოებო!

888
-იანა, სანამ შენი ძმები ვარჯიშობენ, ჩვენ პარკში გავისეირნოთ,-თბილად გავუღიმე დამფრთხალ გოგონას, დათუნია რომ ჩაებღუჯა ხელში და კალათბურთის დარბაზში მორბენალ ტყუპებს ხელი დავუქნიე.
-მე დიმასთან და დემესთან მინდა,-ამოიჩურჩულა გოგონამ და უფრო მომშორდა.
-მაშ მარტო მიშვებ ნაყინის საჭმელად?!-მხრები ჩამოვაყრე და დამწუხრებულმა გადავხედე მობუზულს,-მე კიდე მეგონა ჩემთან ერთად დაათვალიერებდი ატრაქციონებს, ცხოველთა თავშესაფარშიც მინდოდა გავლა... იცი რა პატარა ლეკვები ყავთ?! კნუტებიც. ისეთი ლამაზები არიან,-ემოციით ვხვდებოდი და დაბნეულ გოგონას ვუყურებდი,-მაშ კარგი, რადგან არ გინდა...-ამოვიოხრე და ის იყო სკამზე ჩამოჯდომას ვაპირებდი, რამდენიმე ნაბიჯით რომ მომიახლოვდა.
გულწრფელი ღიმილით სახეგანათებულმა შევხედე ნათელ ცისფერ თვალებში და ფრთხილად გავუწოდე ხელი. ვხედავდი, როგორ უჭირდა გოგონას სრულიდ უცხოსთან კონტაქტში შესვლა და ვცდილობდი მკვეთრი ნაბიჯებით არ დამეფრთხო. ტყუპებისგან განსხვავებით, ეს ბავშვი ძალიან მომწონდა და არ ვაპირებდი მასთან ურთიერთობის დაძაბვას. აი, პატარა მხეცები სულ სხვა განზომილება იყვნენ, რომლებსაც დღეს პირველ ჭკუის სასწავლებელ გაკვეთილს ჩავუტარებდი.
-აბა, წავიდეთ,-თვალი ჩავუკარი, გაუბედავად რომ შემახო პატარა თითები და ნელი ნაბიჯებით ჩავუყევით დერეფანს.
ტაქსით წასვლას ფეხით სეირნობა ვარჩიე და სანამ ნაყინის ჯიხურამდე მივიდოდით ათას სისულელეს ვუყვებოდი იანას, გაუბედავი ნაბიჯებით რომ მომყვებოდა. ჩემი საჩვენებელ და შუა თითზე ძლიერად ჩამბღაუჭებოდა, მეორე ხელით კი საყვარელი სათამაშო მიეხუტებინა. ისეთი საყვარელი იყო გაბუშტული ლოყებით, სასაცილოდ რომ აწითლებოდა, ერთი სული მქონდა გემრიელად დამეკოცნა.
-აბა, რისი ნაყინი ვიყიდოთ?-გადავხედე ჩემ გვერდით ატუზულს, ჯიხურს რომ მივუახლოვდით.
რატომღაც მარკეტში არაფერს არ ვყიდულობდი. ყოველთვის გარე მოვაჭრეებთან მივდიოდი რამე რომ მჭირდებოდა. იქნებ და ჩემი ნაყიდიდან მიღებული ფული როგორ ჭირდებოდა. მართალია, ორჯერ მეტადაც მოუყიდიათ ხოლმე, მაგრამ მე მაინც იგივეს ვაკეთებდი.
-შოკოლადის,-მორცხვად ამომხედა და უფრო ძლიერად ჩამებღაუჭა თითებზე.
-ოთხი ცალი მომეცით,-გადავხედე მოხუც, ჩაფუნთუშებულ ქალს და კუპიურა გავუწოდე.
-ახლავე შვილო,-უმალ დაფაცურდა და ნაყინები ამოაძვრინა მაცივრიდან.
-გმადლობთ,-ღიმილით დავუკარი თავი და პარკი ჩამოვართვი.
-ღმერთმა გაგიზარდოს შვილო,-მოგვაძახა, სანამ თვალს მივეფარებოდით.
ორი საათის განმავლობაში, ლამის მთელი ქალაქი მოვიარეთ მე და იანამ და მთაწმინდის პარკის მეშვეობით, საბოლოოდ მოვთაფლე. მართალია თავიდან გაუჭირდა, მაგრამ ისე შემეჩვია, თავისუფლად მეტიკდიკებოდა წკრიალა ხმით. ისეთი აღტაცებით უყურებდა ბუთქუნა ლეკვებს და ფუმფულა კნუტებს, რომ ღიმილს ვერ ვიკავებდი და მის აღფრთოვანებას ვიზიარებდი. უნდა ვაღიარო, მეც არანაკლებ ვერთობოდი მათთან თამაშით, სანამ დარჩენილი ნაყინის ცხოველებისთვის ჭამისთვის გარეთ არ გამოგვყარეს. სიცილით მივუყვებოდით ტროტუარს და გამვლელების ყურადღებასაც ვიქცევდით, სანამ გვერდით მანქანამ არ დაამუხრუჭა.
-აბა, საით პატარა ქალბატონებო?-სათვალეებს ზემოდან გადმოგვხედა ლოლაძემ და ჩემ ფეხებზე მოკრულ იანას თვალი ჩაუკრა.
-ტყუპები გვყავს გამოსაყვანი,-სიცილი ამიტყდა, როდესაც ბიჭების სახეები წარმოვიდგინე, ჩემი თხოვნის მეშვეობით, მთელი ორი საათი რომ ავარჯიშებდა მწვრთნელი.
-თუ ნებას მომცემთ, გაგიყვანთ მადამ,-ერეკლეც აყვა და ბავშვს თვალებ გაბრწყინებული დააშტერდა.
-იანა, გავყვეთ?-გადავხედე ლოყებ აწითლებულ გოგონას, უკან რომ ამომფარებოდა.
-მოდი ჩემთან პატარა, იცი რა კაი ბიძია ვარ?!-აათამაშა ერეკლემ თვალები, კარები გამოაღო, მე წინ ჩამკუჭა, თვითონ კი უკან ჩაჯდა და იანაც გვერდით მიისვა.
-მესხი, საკუთარი შვილების გაჩენას რომ შეუწყო ხელი არა?-წარბაწევით გადავხედე, ბავშვთან მოთამაშეს და ახარხარებულ ლოლაძეს ყურზე მოვქაჩე.
-ალავიძე, შენ საქმეს რომ მიხედო და ეგ ენა დაიმოკლო არაა?-იმავე ინტონაციით შემომიბრუნა კითხვა და უკვე შეჩვეულ პატარას ლოყები დაუკოცნა,-ნახე, როგორ მოვეწონე ტო.
-ერთი ჩხეიძე რა გაგიხდა, თორე...-დავგესლე და დაბღვერილს თვალი ჩავუკარი.

888
-ძმები რომ გაგვიბრაზდნენ?-ამომხედა იანამ, სანამ სპორტ დარბაზში შევიდოდით და წამწამები ააფახულა.
-ნუ გეშინია, მაგის თავი არ ექნებათ,-სიცილით დავკარი ცხვირზე ხელი და კარები შევაღე.
ფხუკუნი ძლივს შევიკავე, ტყუპებს რომ ვკიდე თვალი, მისავათებულები რომ მიწვენილოყვნენ კუთხეში და ლამის ჩაძინებოდათ. გულში გამკრთალი სიცოდვილი, სადღაც შევჩურთე, თავში მომხვდარი ბურთი რომ გამახსენდა და ღიმილით მივუახლოვდი.
-აბა, ბიჭებო, როგორი იყო ვარჯიში? ხომ არ დაიღალეთ?-გადავხედე, ბანცალით რომ წამოდგნენ ფეხზე და მათ სპორტულ ჩანთებს დავსწვდი.
-ცუდად ხართ?-ჩუმად ამოთქვა ჯერ კიდევ ჩემზე მოკრულმა გოგონამ და როგორც კი ძმებისგან უარყოფითი პასუხი მიიღო, ლაღად გაუღიმა.
-რა ცუდად იანა, ბიჭები ნამდვილი ვაჟკაცები არიან,-ეშმაკურად გადავხედე ერთმანეთზე აყუდებულებს.
-უკვე მიგყავს ბავშვები, ლიკა?-ზურგს უკან გავიგე ხმა და ღიმილით მივბრუნდი ბიჭების მწვრთნელისკენ.
-კი, მიმყავს,-დავუქნიე თავი და გოგონას გამოწვდილ ხელს, ჩემი შევაგებე,-ნახვამდის.
-იმედია, კიდევ ვნახავთ ერთმანეთს,-მომაძახა ბიჭმა, სანამ შევბრუნდებოდი.
მიამიტურად ავხედე ოცდახუთიოდე წლის ბიჭს, მხოლოდ თავი დავუქნიე და ბავშვებთან ერთად გარეთ გამოვედი.
-სად მიდიხართ, ტაქსით წავიდეთ, თორე დაღლილები ხართ,-მაინც ვერ შევიკავე თავი თბილი ტონისგან და წინ წასულ ტყუპებს დავადევნე, რომლებიც უმალ მობრუნდნენ დაღლილი სახეებით.-მალე მივალთ და თქვენც დაისვენებთ,-გადავხედე, როდესაც მანქანაში ჩავსხედით და იანა უფრო მივიხუტე.
"მგონი ცოტა ზედმეტი მომივიდა ბიჭების ჭკუის სწავლება!"-ჩავიდუდღუნე გულში და შეწუხებულმა გადავხედე, სავარძელზე მისვენებულებს.
არა, მაინც რა ლამაზი ბავშვები არიან.

888
მეორე დღეს ისეთი გახარებული გავემართე სამსახურისკენ, რომ ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან. უკვე დასრულებული, გადატანილი და დავიწყებული მეგონა ჩემი და ტყუპების ომი და ლამის ცეკვა დამეწყო შუა ქუჩაში. მართალია დაზავებაზე ხელშეკრულება არ დაგვიდია და არც არაფერი თქმულა, მაგრამ გუშინდელის მერე, მეგონა ყველაფერი ავტომატურად მოგვარდა. სულ სიცილით გავაცილე ბატონი მამუკა და ქალბატონი ნონა სახლიდან და ღიღინით დავუყევი ტყუპების ოთახისკენ გზას.
-ბიჭე...-როგორც კი კარი გამოვაღე, სიტყვა ჰაერში გამიწყდა თავზე რაღაც ბლანტი რომ გადმომევლო და ამჯერად კარის მიმართულებით გადავქანდი, შუბლში მეტალის მძიმე რაღაც რომ დამეცა.
ტკივილისგან შეშლილმა, მაინც გავარჩიე უმი კვერცხის საზიზღარი სუნი და ალბათ გულიც ამერეოდა ასეთი დარეტიანებული რომ არ ვყოფილიყავი. ჯერ საფეთქელის ტკივილისგან, მერე შუბლზე ჩამოწუწული ცილისგან დაბინდული მზერით, ძლივს გავარჩიე მოხარხარე ტყუპები და ისე შემიპყრო მრისხანებამ, ყველაფერი გადამავიწყდა. გაცეცხლებული, ორიენტაცია დაკარგული ნაბიჯებით გავქანდი ბაღლინჯოების დასაჭერად, ჩემი სხეულიდან იატაკზე დაწურულ სუბსტანციაზე ფეხი რომ ამისხლტა და ისეთი ძალით შევასკდი მკვრივ მასას, რომ თვალთ დამიბნელდა. მთელმა ცხოვრებამ კადრებივით ჩამიქროლა, ამ რაღაც მასასთან ერთან ასხლეტილი სადღაც რომ გადავქანდი და ყრუდ დავიგმინე, რბილ მაგრამ მაინც მაგარ სხეულზე რომ გავადინე ტყაპანი. ცხადლივ ვიგრძენი, როგორ ფეთქავდა ჩემს ქვემოთ მოქცეული ძლიერი სხეული, რომელიც ეჭვი მაქ ერთიანად ცილაში იყო ამოთხვრილი და დაზაფრულმა ძლივს გავახილე თვალები.
-ვინ ხარ?-ყველაზე იდიოტური შეკითხვა დავსვი, აალებულ თაფლისფერ თვალებს რომ გადავაწყდი და სიკვდილი ვინატრე, ჩემი თმიდან ჩამონაწუწი კვერცხი, წკაპუნით რომ დაეცა აჭარხალებული უცნობის შუბლს.
ვინ თქვა ბავშვები საყვარლები არიანო?!



№1  offline ადმინი შამანი

ოპა,ოპაა!
სვანი! შენი მუზა მოსაკლავი გვაყვს ჩვენ!
როდის მე ველოდი ამ ნანატრ თავს დაა ეჰჰ,რამდენი მალოდინე(გვალოდინე),თუმცა ეგ არაუშავს,გეპატიება შენ!♥
კაარგი ხაარრ და ვერ დაგიკარგავ ამას! wink

პ.ს."სვანი"–ს დაძახების პრივილეგია მხოლოდ მე მაქვს!! (სვანურად ვიბღვირები აქ) wink
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2  offline წევრი PARVENU

ოთხი "გიას" სატრფოვ, შეღავათი გამიწიე. ხო იცი, სულ შავი ცხენი და კოშკები მელანდება, პოტენციურ სატრფოსთან ერთად და რა ვქნა:D
--------------------
Parvenu

 


№3  offline ადმინი შამანი

ello1997
ოთხი "გიას" სატრფოვ, შეღავათი გამიწიე. ხო იცი, სულ შავი ცხენი და კოშკები მელანდება, პოტენციურ სატრფოსთან ერთად და რა ვქნა:D

რავა გეკადრება გენაცვა. მე, სვანი პრინცი დევდარიანისა და სამი სვანი მუშკეტერი დევდარიანის სატრფო ვარ,დიახ დაიხ.. wink ოთხ გიას აღარ ჯობია კაცო?! wink
არაა რაა,რაღაცა უნდა ვუშველოთ მე და შენ ერთმანეთს,თორემ დავლევთ სულს და ეგ იქნება. wink love
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№4  offline წევრი Unnamed

Es sad gawyvite ha? :D

 


№5  offline ადმინი შამანი

ello1997
მანდედან ერთი მე მჭირდება, "სტენკაში" უნდა ჩავდვა:D გეუბნები მე შენ გევიპაროთქო, მარა შენ არ მისმენ და მარტო მე რა ვქნა, თუ იცი?!:D

ხომ იცი,შენთვის არ მენანება.^^^
ზემო მესტიაში,რომ გავიპაროთ გაწყობს?! lol იქ მეგულება მე,ჩვენი ოთხი რაინდი wink
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№6  offline წევრი EiLuL♥

ვაიმეეე რა კარგი იყო ;დ კარგადაც ვიცინე და თან ძალიან მომეწონა... არა მგონია თბილი სიტყვები გაგიკვირდეს მაგრამ რა ვქნაა უნდა გითხრა :დდ შენ ხარ სუპერმუპერ გოგო ,,რა მუზა არ გაქვს არ გადამრიო :დდ ოჰო რა დამაინტრიგებლად დამთაავრდაა ❤❤❤❤
--------------------
elene

 


№7  offline მოდერი MyLove

მე ვიცი შენ რაც გიფრთხობს მუზებს :დ
ეს ბავშვებიც რა საზიზღრად მაიმუნები არიან. უზრდელები. (ისე რამდენი წლისანი არიან?? :/))
ეს ის თაფლისფერი თვალებია აწი რომ აელვარდება და რამდენიმე ხანში ჭკუიდან შემშლის? (ლიკას)
ისე ცოტა არ იყოს გამიკვირდებოდა ამ თავშიც რომ არ გამოგეჩინა ერთ-ერთი მთავარი გმირი.
შენი ამბავი რომ ვიცი ისე სასიამოვნოდ დაგვაწყვიტავ ნერვებს სანამ რაღაც ნაპერწკალი გაჩნდება ამათ შორის, რომ ჯანმრთელი არ დავრჩები მგონი.

ისიც კარგად მოგეხსენება როგორ მიყვარს ეს ისტორიაა!!! ისე მიხარია ძალიან რომ არ იგვიანებ რო რავიცი!!
ჩემი ჭკვიანი ხარ შენ.
და იმას უთხარი ნუ აგრია ლაბირინთივით ეს ოქრო გოგო. :დდ
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№8  offline წევრი p♥♥h ^^

Xo ver vxvdebi ra moxdeba :D imddia gachndeba rame naperwkali vinmestan _:D
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№9  offline წევრი Annee

რა მაგარი იყო. კარგად ვიცინე. ნეტა ის უცნობი ჩვენ რომ ვიცით და ველოდებით ის ხომ არაა?? ^_^

 


№10  offline აქტიური მკითხველი grafo

ეს ეხლა ტიმოთეს შეასკდა თუ "თუ"-ს?!:))

 


№11  offline წევრი Anuuc^.^

ვუაიმეე ცუდად ვარ სიცილით:დდდ მოსულიერება მჭირდება...უუმაგრესი გოგო ხარ აი ვგიჟდები შენზე❤❤რატომ დაგვაინტრიგე?არ ვიცი მე შენი მუზა მალე დადე
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№12  offline წევრი Queen

ძაან მაგარიააა♥♥♥ საოცრებააა

 


№13  offline წევრი NA NO

ვაიმეეკ ცუდად ვაარ ტმდენი ვიცინეკეეკ...ნეტა ვინ არის კს თაფლისფერ თვალებააათ wink

 


№14  offline წევრი NA NO

ასე უნდა გვაწამო ხოლმეეეეე???:( საააად დაშვეკარგეეეე ელოოოოო

 


№15  offline აქტიური მკითხველი terooo

Აუუ რა პატარა იყოოო...დავიწყე და უცებბ დამთვრდა... რა კარგია ლოდინი რომ არ მიწევს და უკვე დასრულებუს რომ ვკითხულოობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent