შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეტი ვიდრე სიყვარული


20-04-2015, 12:15
ავტორი qari
ნანახია 4 238

მართალია მარიამი ამ ყველაფერს აზვიადებდა მაგრამ მე მაინც ვნერვიულობ...მე ხომ არანაირი გამოცდილება არამაქვს ...მამრობითი სქესისთვის სალამიც კი არ მიმიცია თუ არ ჩავთვლით ჩვენს დარაჯს რომელსაც არცთუ ისე იშვიათად ვხედავდი და ალბათ 60წელს გადაცილებული იყო...ისე სულ მინდოდა მეკითხა რამდენი წლის იყო მაგრამ ამის გამბედაობა არ მყოფნიდა...
თანხა გადმომაბარა და გასასვლელისკენ გაემართა მარიამი რომ უცებ დენდარტყმულივით შეჩერდა და გამომძახა
–სანდრა რას იტყვი ერთად სადმე დავმსხდარიყავით,ყავა ან რამე დაგველია და გვესაუბრა?ასე უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს?
თავისი გრაციოზული ღიმილით მიციმციმებს თვალებს...ჰო კარგი აზრი კია მაგრამ...
–მაგარია მარიამ მაგრამ..როგორ?მე მოვდივარ შენ მუშაობ და....
–ოჰ საყვარელო მე შაბათს საერთოდ არ ვმუშაობ შენკი დილით იქნები ჩამს მაგივრათ...ასაე რომ საღამოს შეგვეძლება...ჰა რას იტყვიიი?
შაბათს დილით ვმუშაოოობ?!რატომ არავინ არ მითხრა?
–ჰო კაი,კაი მაშინ შაბათს შევხვდეთ...
თბილით მიიღიმის თვალს მიკრავს და გადის.
კმაყოფილი ვარ ჩემი თავით ამ მოწყობილობას(კომპიუტერს)ისე შევეწყვე თითქოს ბავშვობიდან ვიცოდი ხმარება,არადა მე ხომ მარტო დირეკტორის კაბინეტში მაქვს ნანახი.
კლიენტებს მეც მარიამივით თბილი ღიმილით ვემსახურები და ვხედავ კლიენტების კმაყოფილ სახეს რაც ძალიან მიხარია.
როგორც იქნა ხალხის ნაკადი შეწყდა და ჩაის დალევის დროც მომეცა,ფიქრებში წასული ფინჯანს ისე მაგრად ვახვევ ხელს რომ ადუღებული წყლისგან გაცხელებული ფინჯანი ხელს მწვავს,უნებურად უკან ვწევ ხელს და ვკვნესი ოჰ!
–ფრთხილად ლამაზო ასე შეიძლება დასახიჩრდე!
ახლა სულ გამომარკვია გეგას თუ დიტოს,არა ნამდვილად დიტოა...ირონიულმა ხმამ და გაწითლებული დაბნეული შევყურებ
–უკაცრავად?!
–დაიწვები თქო რა!(ვითომ მზრუნველი სახით მიყურებს და ირონიული ღიმილით ტუჩის კუთხით ემჩნევა)გტკივა?
–აჰ,ნუ ღელავთ უკვე გამიარა...რა გნებავთ?
დიტო ახლა ღიმილს აღარც კი მალავს და მომჩერებია
–შენ სულ ასე დაბნეული მუშაობ თუ ჩემს დანახვაზე იბნევი?
თვალებით დახლთან პატარა კალათაში ჩაწყობილ პროდუკტზე მანიშნებს...
ჯანდაბა...როდისღა შემოვიდა?სრულიად გაწითლებული და დაბნეული თავს ვიქნევ და კალათას ჩემსკენ ვაცურებ...ზეთი,ბლინები,ზესუმზირა,პური,საწებელა,არაჯანი,პელმენი და რაფაელო..ოჰო მაგრათ გამოძღება,ემჩნევა უაზრო კვებითაა დაკავებული...
–32ლარი,გაწითლებული და აფართხალებული გულით ვეუბნები ისე რომ ზედაც არ ვუყურებ,ჩეკს სასწრაფოდ ვიღებ და ერთი სული მაქვს წავიდერ,მეშინია გული არ გამიჩერდეს.
–აი ინებეთ,
შარვლის უკანა ჯიბიდან საფულეს იღებს და 35 ლარს მაწვდის ისე რომ თვალსაც არ მაშორებს.სასწრაფოდ ხურდას ვუბრუნებ და ყველაფერს ცელოფანში ვულაგებ
–რაფაელო არ ჩადო!
მისი მკაცრი ხმა მაკრთობს და მეც მის ბრძანებას ვასრულებ.როგორც იქნა მოვათავსე ყველაფერი უკანასკნელ ძალებს ვიკრებ და მოგონილი ღიმილით ვუღიმი
–აი ინებეთ.
გამჭოლი მზერით მიყურებს თავს ოდნავ ჩემსკენ ხრის და რაფაელის ხელით ჩემსკენ აცურებს
–იმედია ისე ტკბილად მიირთმევთ,როგორც თქვენ გამოიყურებით მშვენიერო.ირონიულად მიღიმის და სწორდება
რაა?!რათქვაა?!რაფაელო ჩემია?!თითქოს ჩემს აზრებს კითხულობსო,მიღიმის და თავს მიკრავს
–ჰო შენია!და გემრიელად მიირთვი.ახლა მე უნდა დაგტოვო კარგათ!
–მოიცა!მე ეს არ მჭირდება...მ...მ...მადლობა მაგრამ არ მინდა,შეგიძლია წაიღო და მაგ ნარევს ზედ დააყოლოთ!
ბრძანებლური ტონიტ მიყურებბს და,პირს აღებს,მერე კუმავს და ისევ აღებს
–მე მშვენივრად ვიცი რას რას დავაყოლებ ეგ შენ გიყიდე და შენთვითონ დააყოლე ჩაის,თუმცა ბოდიშს გიხდი ალბათ გაგიცივდებოდა.
მიბრუნდა და ნელი აუჩქარებელი ნაბიჯებით გავიდა....ახლახანს მივხვდი რომ არ ვსუნთქავდი და ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი,ეს რაიყოო?!
–სანდრა რა ხდება?
ფიქრებიდან თამარის ხმა მარკვევს და ყურებამდე გაკრეჭილი მიყურებს
–იცით,სწორედ მეც ეს მაინტერესებს...ეს რაიყო?!
–ჩვენს პრინცს მგონი შენ მოეწონეე
–რა?!რა პრინცს?ეს ხომ არ შეიძლება?არ მინდა მის გამო სამსახური დავკარგო ქალბატონო თ...
–სანდრა დაწყნარდი..ეს შენ ხოარ გითხოვია თვითონ მოგართვა,მას მგონი მისწონხარ და.
–ვინაა საერთოდ ეგ?
–დიტო!სხვათაშორის მშვენიერი ახალგაზრდაა ჩემი დაქალის შვილია,პატიოსანი ახალგაზრდაა სეცნაზმში მუშაობს.მშობლები საზღვარ გარეთ ყავს მიუხედავად იმისა რომ ფინანსურად არ უჭირთ მაინც შევიდა...
არა მე რაში მაინტერესებს მაგისი ისტორია მე ის მაინტერესებს ჩემგან რა უნდა?აუცილებლად უნდა დაველაპარაკო და ასე უხერხულ მდგომარეობაში აღარ ჩამაგდოს.
როგორც იქნა ჩემი გახშირებული სუნთქვა დავირეგულირე და ამასობაშიც 12ტი გახდა.გადავაბარე თამარს და წამოვედი.
გარეთ სასიამოვნო ნიავია და მეც სახეს ვუშვერ ნიავს ცოტა აზრზე მოსვლა მჭირდება,ჩემს ქურთუკს ტანზე მაგრად ვიხვევ და გზას მივყვები უცებ,ფეხის ხმას,ვგრძნობ თუ მესმის ვეღარ ვხვდები საშინლად ვიძაბები
–სანდრა!
ჯანდაბა!დიტო ეს თავს აღარ დამანებებს?
–დიახ.მიხარია კიდევ რომ გნახეთ რადგან დალაპარაკება მინდა თქვენთან
–ოჰოო,მართლა?და რაზეუნდა მელაპარაკო ლამაზო?
ტანი ერთიანად დამეძაბა ჩემს თითებს რაღას ვერჩი ისე ვხლართავ მითეთრდება.
–იცით არ მინდა კიდევ განმეორდეს..მ..მ,წეღანდელი თქვენი საქციელი.ასე რატომ გააკეთეთ?!
–სანდრა მოდი გაგაცილებ დსა გზაში ვილაპარაკოთ კაი
–არა!მე გაცილება არ მჭირდება მე..მინდა რომ თავი ჩემგან შორს დაიჭიროთ
(ერთი ამოსუნთქვით ვეუბნები და თვალებში დაჟინებული ვუყურებ.მეც მიკვირს საიდან ამხელა გამბედაობაა?)
–ჯერ ერთი ასე მკაცრი ტონით ნუ მელაპარაკები,მეორედ მოგწონს თუ არა შენ მე მაინც მიგაცილებ ბინამდე რადგან ეს შემს პრინციპეპს ეწინააღმდეგება,შუა ღამე მარტოს ვერ მიგატოვებ
–მე სულ მარტოს ფდავდივარ(თითქოს თავს ვიმართლებ)
–ჰო მაგრამ მე ახლა შემხვდი და რამდენჯერაც შემხვდები იმდენჯერ მიგაცილებ და კიდევ მინდოდა და მოგართვი,გაინჯე?ხომ გემრიელი იყო?
განცვიფრებისგან პირი მეღება.მგონი ვერაა ხომ.ვხედავ როგორ მოდის ჩემსკენ და ხელმკლავს მიკეთებს.მე წამებში ვიშორებ და უკან ვდგებიშეშინებული გაფართოებული თვალებით ვუყურებ,ის ხოხრავს და თვალებს აბრიალებს
–ნუ კაი ხომ თუ არ გინდა...ისე წავიდეთ.ვერ ვხვდები თავს რატომ იფასებთ ხოლმე ეს ხომ შენც გინდა არა.(თითქოს თავისით ჩაიფრუტუნა და წინ წავიდა.მეც გაკვირვებული უკან მივყვები)
–რამდენი წლის ხარ სანდრა?
(გასაცნობად ძველი მაგრამ სარფიანი ფრაზაა)
–18ის.
–რა გვარის ხააარ?
რაგვარის?ჰმ..არცკი ვიცი რაში მჭირდებოდა გვარი რომ მომცეს გვარის მოცემას ოჯახი მოეცათ ჩემთვის,მოსიყვარულე დედა რომელიც იზრუნებდა ჩემზე,მამა ყოვე საღამოს სამსახურიდან დაღლილი მოვიდოდა და ტკბილეულობას მომიტანდა,კიდევ და ან ძმა მყოლოდა ან იქნებ ორივე,მართლაც რაკარგი იქნებოდა...
–ჰეი!აქ ხარ?(მზრუნველი სახით შემომყურებს თვალებში)
–ჩაგელიშვილი(შეცბუნებული ვყვირი)
–კარგათ ხარ?(მკლავზე ხელს მკიდებს.იჰ.მთელს სხეულში ჟრუანტელი მივლის და ვცბები)
–ჰო!
–რა გჭირს სანდრა?(ისევ დაკვირვებით მიყურებს)
–მაპატიე,უნდა წავიდე და გეხვეწები სეწყვიტე ასეთი საქციელი კაი.ნაჩქარევად მივდივარ და უცებ ვგრძნობ როგორ მითრევს ხელიდან და მის სხეულს ნებლიედ ვეკვრები.შიშისგან ერთიანად ცახცახი მიტანს.ის დამყურებს ზემოდან და თვალებით მჭამს.მძიმედ ოხრავს)
–იცი რაღაც...მე გითხარი რომ სახლამდე მიგიყვან და ასეც იქნება,თუ ლაპარაკი არ გინდა ნუ ვილაპარაკებთ.უცებ მიცილებს და ისევ წინ მიდის.წონასწორობის შესანარჩუნებლად ღრმად ვისუნთქავ და მივყვები.
–არვარ მიჩვეულლი...
–რას?
–სგავს საქციელს.
–ხოდა მიეჩვიე.
ისევ ირონიულად იცინის თუმცა სიბნელეში ვერ ვხედავ მის სახეს.მიხარია რომ სასაცილოდ საქმე გაუხადე.
–რომელ სართულზე ცხოვრობ?
რაა?საიდან იცის რომ აქ ვცხოვრობ?
–ამოგყვე თუ ...
–არა მადლობა აქამდე რომ მომიყვანე ეგეც...
–ნუ გეშინია არ მცალია ყავაზე არ შემოვალ,მიდი მაშინ დროზე აირბინე რომ წავიდე.
მიახლოვდება თმას ყურს უკან მიწევს და თბილად მიღიმის.მეც დაჰიპნოზებული მისი ღიმილით მეღიმება და სასწრაფოთ შევდივარ სადარბაზოში.
ლოგინში ჯერ კიდევ გაოგნებული ვწვები ვგრძნობ რომ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დგება და ეს რატომღაც მომწონს,ათას რაღაცაზე ვფიქრობ და გაკრეჭილს მეძინება.



№1  offline წევრი Winchester

<3<3 მაგარიაა
--------------------
ლ.შ L.SH

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent