ქორწილების ორგანიზატორი 4
- ულამაზესზე ულამაზესი ხარ ზე ულამაზესი.- მივედი და მოვეხვიე თან არ მინდოდა მისი მორთულობა დამეზიანებინა -ვაიმე მართლა?.- ისე მკითხა თითქოს რამეს ვატყუებდი -კი კი მართლა, ქალბატონო ნელი თქვენც ულამაზესი ხართ.- ახლა დედამისს მივუბრუნდი, ნელი ძაან მაგარი ქალი იყო, დახვეწილი განათლებული, უნაკლო. -მადლობა მონიკა, შენც ძალიან ლამაზად გამოიყურები -მადლობა, ნიკოლოზის და ნიას დამსახურებაა.- ნიას მადლიანი თვალებით გავხედე, მერე კი ჯემალის მზერას მოვკარი თვალი ნიკას ხსენებაზე ისევ თვალები დამიქაჩა, ვერ მივხვდი რაას უშავებდა ამ კაცს ნიკას ხსენება ან საერთოდ ნიკა... *** ჯვრისწერის ცერემონია დიდხანს გაგრძელდა, დაბნეული იყო ხალხი მაგრამ რა ხდებოდა არ ვიცი, ბოლოს ყველაფერი დამთავრდა და ხელის მოსაწერად გავეშურეთ, ჩემდა საბედნიეროდ უცხო ხალხში არ მოვხვდი და ლიმუზინსი ჩამაკვხეს მე მეჯვარეებთან და სიძე-პატარძალთან ერთად, ნიკასთან ერთად ვიკრიჭებოდი და რა მინდოდა მეტი... რესტორანში მისვლა და ჩემი ნახელავით დატკბობა ერთი იყო, გუგუნი, გრიალი, ჟრიამული სხვა რა უნდა ახალგაზრდა წყვილს ქორწილში... ცოტახანში ხმაური ატყდა და მეც იქითკენ შევტრიალდი სადაც ყველა, პატარძალი მიკროფონით ხელში უკვე საინტერესო იყო და წინ გავიჭერი, მაინტერესებდა რას ამბობდა -დიდი მადლობა ყველას აქ მობრძანენბისთვის და ჩემი ბედნიერების გაზიარებისთვის, ყველა ძალიან მიყვარხართ თუმცა მაინც მინდა რამოდენიმე ადამიანი გამოვყო: დედა და მამა ვგიჟდები თქვენზე ყველაფერი თქვენ მაჩუქეთ ამ სამყაროში და მინდა სწორედ და სამართლიანად გადაგიხადოთ ამ ყველაფრისთვის სამაგიერო. ახლა ჩემო მებობრებო ნიკა და სალი მადლობა დღეს ჩემს გვერდით რომ დგახართ და მადლობა იმისთვის რომ სხვა დროსაც ჩემს გვერდით იდექით. ასევე ჩემ უსაყვარლეს ქმარს მინდა გადავუხადო უდიდესი მადლობა ასეთი დიდი სიყვარულისთვის.- სცენიდან ჩასვლას აპირებდა ისევ დაავლო მიკროფონს ხელი და მე გამომხედა -და კიდე მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მოოს, ჩემ მონიკას გიგაურს ის რომ არა ეს ყველაფერი არ იქნებოდა ასეთი შესანიშნავი და ლამაზი, კაცების უმეტესობაც მას უნდა უხდიდეს მადლობას ასეთი კარგი ვისკისთვის და სიგარებისთვის.- ამ დროს ყველამ მე გამომხედა და ცოტა გავწითლდი. საღამო ჩვეულებრივად გრძელდებოდა ბატონმა ჯემალმა ცალკე სალაპარაკოდ რომ გამიყვანა -გისმენთ ბატონო ჯემალ.- სანაპიროს ჰაერი მესიამოვნ და თმა უკან გადავიყარე -სალაპარაკო მაქვს, მინდა თანხა მთლიანად გადაგიხადოთ და კიდევ -და კიდევ რა? - მინდა ჩემი იყო,ძალიან მომწონხარ და მიზიდავ -ბატონო ჯემალ ფიქრობთ რას ამბობ.- უცბად ამეთქვიფა ყველაფერი თავში შემრცხვა თან გავბრაზდი მოკლედ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა -ვიცი რასაც ვამბობ, ძალიან მიზიდავ და თუ ჩემთან იქნები ორივე მოგებულები დავრჩებით -კარგად დაიმახსოვრეთ ახლა რასაც გეტყვით, ის თქვენი ვარდები სულ არ მჭირდება მე და ტყულად ცდილობთ ჩემს დაყოლიებას, მამის ტოლი საყვარელი არ მჭირდება მითუმეტეს ფულის გამო და ყველაზე დიდი ამის ხელისშემშლელი ფაქტი ისაა რომ ნიას მე ამას ვერ გავუკეთებ თქვენი ახირების გამო, თქვენი ცოლი ამას არ იმსახურებს თქენგან.-ვიმედოვნებდი რომ ყველაფერი სწორედ ავუხსენი, იქაურობა დავტოვე და ისევ რესტორანში შევბრუნდი ჩემი ჩანთის მოძებნა დავიწყე, ნიას დავემსვიდობე და რესტორნიდან გამოვრბოდი ნიკა რო დამეწია -რა მოხდა სად გარბიხარ? -არ შემიძლია აქ დარჩენა და ის.- ცრემლები მოვიწმინდე და თვალებში ძლივს გავხედე -რამე მოხდა? -არაფერი, გთხოვ წავალ რა -მე წაგიყვან მოიცადე -არა შენ მეჯვარე ხარ აქ უნდა იყო, გამიგე რა მარტო მინდა ყოფნა -არა დამელოდე, გამოვალ მალე, თან აქ ისეთი ამბავია მეჯვარე არავის აინტერესებს.- რესტორანში კისრის ტეხვით შევიდა და მალევე გამოვიდა, მანქანა მოშორებით იდგა და ცოტა ფეხით გავიარეთ -რამე მოხდა? -არაფერი, უბრალოდ...- ვეღარაფერი ვთქვი და ისევ ტირილი დავიწყე ნუთუ ისეთ შთაბეჭდილებას ვტოვებდი ხალხში რო ჩემგან ეს უნდა მოეთხოვად მხოლოდ -რა უბრალოდ? მითხარი რა რა გატირებს? -ბატონი ჯემალი -რა რამე მოუვიდა?.- გაგიჟებული უკან აპირებდა გამობრუნებას -არა -აბა? -მცხვენია ამის თქმა -რისი? იტყვი?.- მივხვდი რომ ბრაზდებოდა -რისი და ფული შემომთავაზა -ბუნებრივია, შენ საქმე გააკეთე და... -არა მაგიტო არა.- სიტყვა გავაწყვეტინე და ისევ გავხედე -ოო არა, ჯემალი? არ მჯერა -არავინ არ დამიჯერებს ვიცი, ამიტომ წამოვედი -მართლა ჯემალიმ გითხრა? -ჰო ჰო, ბრმა არ ვარ არც ყრუ - ამის დედა ვა**რე რა სასტავია ტო, ამხელა კაცი თავში ტვინი არ აქვს -თავიდან ყვავილებს მიგზავნიდა მეგონა შენ იყავი, მაგრამ მიკვირდა ყოველთვის ისეთ დროს მხვდებოდა ყვავილი როცა ერთად ვიყავით, მე კიდე მავიწყდებოდა შენთვის ყოველთვის მადლობის თქმა და თურმე ვინ ყოფილა ჯემალი, ახლა მარტო აქედან წასვლა მინდა -კაი დაწყნარდი, წამო ეხლა სადმე წავიდეთ გავილეშოთ და ყველაფერი დაგავიწყდება.- გამომხედა და გასამხნევებლად თვალი ჩამიკრა და ისე გაიღიმა მე რო მიყვარს -კარგი... -ესეც შემდეგი თავი, ვიცი რო პატარა... და მადლობა რომ კითხულობთ უბრალოდ მინდა რომ შემიფასოთ, ასე მგონია ტყუილად ვწერ :( |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.