შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყვე (თავი 4)


20-04-2015, 21:13
ავტორი BiLi
ნანახია 2 420

–სულაც არმხიბლავს ეგ იდეა რომ აქ შენთან ერთად უნდა ვიცხოვრო
–მოგიწევს!! ასე რომ შეეგუე!!
–არშეგიძლია რომ უბრალოდ წამიყვანო და იქ დამტოვო სადაც გეტყვი? შემდეგ შენ შენს გზაზე წახვალ მე კი ჩემს, დავიჯერო ეს ესეთი რთულია ?
ვცდილობდი ადამიანურად დავლაპარაკებოდი მაგრამ როგორც ჩანდა მას ცხოველური საუბარი უფრო ხიბლავდა.. მაინც ვერაფერს გავხდი ვერც ვერაფერი ვათქმევინე, რაში სჭირდებოდა ჩემი აქ გამოკეტვა ? ეს ჩემთვის გაურკვეველი იყო...
–წამოდი ოთახს გაჩვენებ სადაც უნდა დაიძინო,სიტყვები ცივად წარმოთქვა როგორც ყოველთვის.. გრძელ ვიწრო კიბეს აუყევით, კედლებზე უამრავი ნახატი ირეოდა ერთმანეთში რომელთაც აღფრთოვანებაში მოვყავდი, კარები გააღო და შიგ შემიძღვა
–ხვალ ყველა საჭირო ნივთს მოგიტან ეს თქვა და მძიმე ნაბიჯებით მოსწყდა ადგილს , ლოგინზე ჩამოვჯექი ოთახი დიდი იყო მაგრამ არა მაღალი, არც ავეჯის სიბევრით გამოირჩეოდა, მხოლოდ ერთი ლოგინი, ტუმბო და კომოდი იდგა თავისი სარკით, ოთახს ეტყობოდა დიდი ხანია არავის ეცხოვრა შიგ, მტვრის სქელი ფენა დაჰფენოდა თითქმის ყველა ნივთს, ოთახს აივანიც ჰქონდა კარები გავაღე და აივაანზე გავედი იქვე რამდენიმე სავარძელი დაედგათ, მთელ აივანს კი რკინის გისოსები აკრავდა გარს, მოაჯირს დავეყრდენი და ღრმად ჩავისუნთქე ჟანგბადით გაჟღენთილი მძიმე ჰაერი წვიმდა , მხოლოდ ფოთლებზე მსუბუქად დაშვებული წვიმის წვეთების ხმა არღვევდა სამარისებულ სიჩუმეს, ისევ ოთახში დავბრუნდი ტანსაცმლიანა შევწექი საწოლში, ემოციებისგან დაღლილს და გამოფიტულს მაშინმე ჩამეძინა და მორფეოსის სამყაროში გადავეშვი....

დილით ვიღაცის ბუტბუტმა გამაღვიძა მისი ხმა ბუნდოვნად ჩამესმოდა ყურში
–გაიღვიძე სამამდე ვითვლი იცოდე
თვალები ზანტად დავაშორე ერთმანეთს, იმ ერთუჯრედიანის დანახვას ჯობდა გველი დამენახა .. ყურადღება არმიმიქცევია მისთვის, ბალიში თავზე დავიდე და ძილის გაგრძელება დავაპირე თუმცა არდამცალდა
–ადექი იცოდე თორე ჩემს თავზე პასუხს არვაგებ!მძიმედ გაისმა მისი ხმა, საშინელების მოლოდინში უცებ წამოვვარდი საწოლიდან
–ხუთ წუთში ქვემოდ გელოდები! მკაცრად წარმოთქვა და ოთახი დატოვა
საათს შევხედე ციბერბლატი ექვს უჩვენებდა, ალბათ ეს ჩემი გამწარების ერთ–ერთი გეგმის ნაწილი იყო, სარკეში ჩავიხედე თმები დავივარცხნე და ქვემოთ ჩავედი, სავარძელზე იჯდა და დებილის გამომეტყველებით აცეცებდა თვალებს აქეთ–იქით ჩემს დანახვაზე ადგა და წინ წამიძღვა. ეზოში გავედით არე–მარე სავზე იყო სხვადასხვა ფერის ყვავილებით, ბაღის გვერდით მანქანის გასაჩერებელი ავტოფარეხი იდგა, ვიდექი და საგულდაგულოდ ვათვალიერებდი თითეულ კუთხეს.. სახლის ირგვლივ უზარმაზარი წიფლის ხეები დაერგოთ, გიგანტებს ჰგავდნენ იმ სიმაღლენი იყვნენ
–მიწაზე დაწექი !
–რაა? მეგონა მომესმა
–მიწაზე დაწექითქო რა ვერგაიგე ? ვარჯიშის დროა
დავემორჩილე მიწაზე დავწექი და დაველოდე მის მორიგ ბრძანებას
–ეხლა კი აი იმ ხეს ხო ხედავ იქამდე უნდა მიხოხდე ამისთვის ორი წუთი გაქვს თუ ორ წუთში ვერჩაეტევი მერე ისევ თავიდან დაიწყებ
–შენ სულ გააფრინე ხო? თავი საწვრთნელ ბაზაზე მეგონა, შენც კარგად იცი რომ ორწუთში შეუძლებელია იქამდე ესეთ მდგომარეობაში მისვლა
–ეგ უკვე ჩემი პრობლემა აღარაა, იქამდე იხოხებ ეგრე ვიდრე ორწუთში არჩაეტევი! გასაგებია ?!
–ნამდვილი ხარ!
–სიტყვები შეარჩიე გოგოოოო !!!
მინდოდა მომეკლა ალბათ საშუალება რომ მქონოდა უკან არდავიხევდი ისე მოუღებდი ბოლოს, ორწუთში უნდა დამეფარა ათმეტრამდე მანძილი ისევ გაისმა მისი შემზარავი ხმა
-ერთი... ორი... სამი... წამზომი ჩაირთო ცოცხლათ გაინძერი! ღორივით უნდა მეხოხიალა ამ ტალახში ის კი იდგა და მშვიდი სახით მიყურებდა, ყოველ ჩემს წარუმატებელ ცდაზე კი ბაგეები ეხსნებოდა და იდიოტური ღიმილი გადაეკვრებოდა სახეზე. წარმომიდგენია როგორ სიამოვნებდა ჩემი გამწარება მაგრამ ამ ყველაფერს არშევარჩენდი, ადრე თუ გვიან ყველაფრისთვის აგებდა პასუხს რაც დამიშავა..
ორსაათიანი ტალახში ხოხვის შემდეგ ქანც გამოცლილი არაფრის თავი აღაარ მქონდა უბრალოდ მინდოდა შხაპი მიმეღო და დამეძინა
-სუფთა ტანსაცმელი მჭირდება შხაპი უნდა მივიღო
-შენ რა ტალახის აბაზანაზე არაფერი გსმენია ?იცი რა სასარგებლოა კიდევ ცოტა ხანი იყავი ეგრე დამიჯერე სიცოცხლეს გაიხანგძლივებ ნერვებს მიშლიდა მისი გაუთავებელი ხარხარი
-სუფთა ტანსაცმელი მჭირდება წარმოვთქვი უფრო მკაცრად ისევ დასერიოზულდა და დემონს დაემსგავსა, სახლში შევიდა და სავარაუდოდ მისი ტანსაცმელი გამომიტანა.. სახლში შესვლას ვაპირებდი მაგრამ კარის ზღრუბლზე გადამიდგა და მითხრა
-მოიცა რა შენ გგონია რომ ესეთ ტალახში ამოგვანგლილს სახლში შეგიშვებ? ან ჩემი აბაზანით სარგებლობის უფლებას მოგცემ ? ნწუუ შემცდარხარ..
-ალბათ მეხუმრები აბა რავქნა ? გაოცებული ვუყურებდი და ვხვდებოდი რომ უფროდაიფრო იწვევდა ჩემში ზიზღს
-აი იქ მარჯვნივ მდინარე ჩამოდის იქ შეგიძლია გასუფთავდე..
ტანსაცმელი ხელიდან გამოვგლიჯე და მდინარისკენ გავეშურე, მივდიოდი და ვხვდებოდი როგორ ლაშქრავდა ჩემს სახეს მლაშე სითხე ამ ყველაფრის ატანა შეუძლებელი იყო, უბრალოდ ეს ჩემს ძალებს აღემატებოდა სიკვდილი მინდოდა მეტი არაფერი... მდინარეზე ჩავედი არცთუისე დიდი წყალი იყო, გავიხადე და შიგ შევედი ზაფხულის მიუხედავად წყალი მაინც ძალიან ცივი იყო, ვიბანავე თუ ამას ბანაობა ერქვა და ორი ზომით დიდი პერანგი ჩავიცვი სულაც არმქონდა იმის სურვილი რომ ამ ერთუჯრედიანის პერანგი ჩამეცვა მაგრამ უბრალოდ სხვა გზა არმქონდა,, პერანგს იაფფასიანი სუნამოს სუნი ასდიოდა... საზიზღრობაა !! ჩემს ტანსაცმელებს ხელი დავავლე და და წავიღე რათა შემდეგ ნაგვის ყუთში მომესროლა, სახლს მიუახლოვდი ტანსაცმელი იქვე მდგარ ნაგვის ურნაში მოვათავსე და სახლში შევედი , ის არსად ჩანდა, სამზარეულოსკენ ავიღე გეზი რადგან ძაალიან მწყუროდა, საუბედურად ისიც იქ დამხვდა ტაფაზე კვერცხი დაეხალა და წვავდა, ყურადღება არმიმიქცევია, წყალი დავისხი და ზანტად შევსვი, ვგრძნობდი მის მწველ მზერას რომელიც მთელ ზურგს მიწვავდა ..
–ეგ პერანგი ძალიან გიხდება გაისმა მისი აუტანელი ხმა, არაფერი მითქვამს მისაღები ოთახისკენ ავიღე გეზი მაგრამ ისევ მისმა გამყინავმა ხმამ შემაჩერა
–ისაუზმე და ისე ადი ოთახში! მის ხმაში მბრძანებლური ტონი იგრძნობოდა
–არმშია წარმოვთქვი მშვიდად და აუღელვებლად
–შენ ვერგაიგე ალბათ მე გითხარი დაჯექი და ისაუზმე თქო ! არმიკითხავს გშია თუ არა !!
–ვერ ვხვდები რატომ უნდა შევასრულო შენი ბრძანება ? უბრალოდ არმშია და მორჩა, ვგრძნობდი როგორ აღწევდა მისი ნერვები პიკს და სადაცაა აფეთქდებოდა, თუმცა მეც ეს მინდოდა.. მომიახლოვდა და თვალებში ჩამაჩერდა მერე კი შემფასებლურად ამათვალიერა, ხელი მკლავში ჩამავლო და მაგიდისკენ წამიყვანა სკამი უხეშად გამოსწია ხელი ოდნავ მკრა და ინერციით სკამზე აღმოვჩნდი ..
–შენ ჩემთან ერთად დაჯდები და ისაუზმებ !!
მაინც არვაპირებდი ის საზიზღრობა მეჭამა, ფევშზე კვერცხი დამიდო რომელიც ისე საზიზღრად გამოიყურებოდა სადაცაა გული ამერეოდა
–ჭამ თუ დაგეხმარო ?!
–არმინდა თქო ვერგაიგე ? მაინც არშევჭამ ისევ ჩემსას ვაგრძელებდი სკამიდან წამოიწია ხელებით მაგიდას დაეყრდნო ძარღვები დასკდომაზე ჰქონდა სახეზე სიბრაზისგან სიწითლე გადაჰკვროდა, წამის მეასედში თავისი თევში იატაკზე მოისროლა, თევშისს ნამსხვრევები კი აქეთ–იქეთ უმისამართოდ დაიფანტნენ, არც მე დავაკელი არაფერი ხელი ვკარი და ჩემი თევშიც იატაკზე ნამსხვრევებად დაიფანტნენ, შემდეგ კი დაველოდე როდის დამატყდებოდა თავ ცუნამი , გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე მსტაცა ხელი მკლავში და მისაღები ოთახისკენ წაამათრია
– ეეე მტკივა გამიშვი უშედეგოდ ვყვიროდი ის კი უფრო მაგრად მიჭერდა ხელს თან დაჭრილი დათვივით ღრიალებდა..
–მე შენ გასწავლი ჭკუას დემონის ხმით იღრიალა და ჩემი ეგრეთწოდებული ოთახისკენ წამიყვანა, ოთახში შესვლისას საწოლზე ისე მომისროლა როგორც უსარგებლო ნივთს მოისვრი სანაგვე ურნაში შეშინებული თვალებით ვუყურებდი მის ყოველ მოქმედებას, მაგრამ შიშს მაინც არ ვიმჩნევდი...
–როგორც ჩანს კარგად მოპყრობამ შედეგი გამოიღო და ძალიან გაგათამამა დღეიდან ისწავლი ჩემთან მოქცევის წესებს!!!!!
ნეტავ კარგად მოქცევას ეს რას ეძახდა ? ან რომელ კარგ მოქცევაზე იყო საუბარი..
–შენ კარგად მოქცევა ახსენე თუ მომესმა ? და მაინც რა არი კარგად მოქცევა ? ის რომ ტალახში ღორივით ვიხოხიალე თუ ის რომ სააბაზანოს ნაცვლად ცივ მდინარეში მომიწია ბანაობა შენი კარგად მოქცევის წყალობით, გავთამამდი და ხმას კიდევ უფრო ავუწიე ..
–თურმე საკმარისი არყოფილა! ეგ ყველაფერი მონაგონი იქნება იმ ყველაფერთან რასაც ამ დღის შემდეგ დაგმართებ!! ოთახში აქათ–იქით დააბოტებდა თვალებში კი უსაზღვრო ზიზღი ჩადგომოდა ვძულდი ხო მთელი არსებით ვძულდი, მაგრამ ამ სიძულვილის მიზეზი არვიცოდი და არც მესმოდა...
–ეს დღე კარგად დაიმახსოვრე !! კიდევ უფრო ბოხი ხმით წარმოთქვა
მისი ხმა მაშინებდა, მისი გამოხედვა და ზიზღით აღვსილი თვალები რომლებიც ახლა მე შემომყურებდნენ.. ოთახიდან გავიდა და კარები ისე ისე მოაჯახუნა ფანჯრები შეირხა, შემდეგ კარის ჩაკეტვის ხმა გაისმა და მძიმე ნაბიჯებით მოწყდა ოთახს... ცოტათი შიში მომგვარა მისმა სიტყვებმა აივანზე გავედი სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად ის ერთუჯრედიანი თავის ჯართის გროვაში ჩავჯდარიყო წამის შემდეგ კი ბორბლების ღრჭიალით მოსწყდა ადგილს .. ცოტათი ამოვისუნთქე შვება მომგვარა მისმა წასვლამ ემოციებისგან დაღლილი იქვე სავარძელში ჩავესვენე, უკვე ორი დღე იყო რაც აქ ვიყავი და არვიცოდი კიდევ რამდენი ხანი მომიწევდა აქ დარჩენა, ან კი საერთოდ გავაღწევდი აქედან ცოცხალი ? ვერასოდეს შევძლებდი მენახა ჩემი მშობლების საფლავი ვეღარ გაუძელი და ისევ ავტირდი ცრემლებს გასაქანი მივეცი რომლებიც ზღვასავით გადმოედინებოდნენ ჩემი თვალებიდან და იმწამსვე შთაინშთანთქებოდნენ მიწის მიერ... ყოველთვის მინდოდა ისეთი ოჯახი მქონოდა როგორიც ჩემს მშობლებს, მათ ერთმანეთი სიგიჯემდე უყვარდათ, მაგრამ ამ ომმა ისევე დამარხა მათი სიყვარული როგორც მათი სხეულები, თვალები დავხუჭე და ჩუმად წარმოვთქვი დეეე–მაა მენატრებით......


ყველანაირად ვეცადე დიდი თავი დამეწერა :* გთხოვთ დაწეროთ თქვენი აზრი მოგწონთ თუ არმოგწონთ ? ან საერთოდ ღირს კი გაგრძელება ? ყველას დიდი მადლოობა.



№1  offline წევრი NataShka()()()

kargiaa didi tavi iyo DA RAC mtavariaa ar shewyvito amis weraa dzalian gtxov iset emociebshk var ganagrdze daa ar daamtavro malee gtxov velodebi didi emociit shemdeg tavs... :* :* :* gaaagrdzele aucileblad :*
--------------------
ნ.ორბელაძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent