შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარდისფერი სათვალე (3 თავი)


20-04-2015, 23:50
ავტორი blue.rain
ნანახია 1 690

ორშაბათი... უჰ, ისევ ეს სკოლა... საშინელებაა. არ შეიძლება იმის მაგივრად, რომ ორი დღე ვისვენებთ და ხუთი დღე ვსწავლობთ, ორი დღე ვისწავლოთ და ხუთი დღე დავისვენოთ... დადამ! მორიგი სისულელე. დამღლელი გაკვეთილები დასრულდა და სახლში წავედი. დღეს თავისუფალი ვიყავი და გაკვეთილების სწავლის შემდეგ მთელი დღე გიტარას დავუთმე. მიყვარს ეს ოხერი... ჰო, სიყვარულზე გამახსენდა. მეორედ შემიყვარდა... ორივეჯერ ცალმხრივად (ნუ, ჯერ მეორე გაურკვეველია ცალმხრივია, თუ ორმხრივი). რატომ არ მოვწონვარ მას? მართალია სხვებისგან დიდად სილამაზით არ გამოვირჩევი. ჩვეულებრივი გოგო ვარ. უბრალოდ ცოტა სულელი. სკოლაშიც კარგი ნიშნები მყვას (ვიღას აინტერესებს მაგრამ მაინც...). მწვანე თვალები მაქვს და ღია წაბლისფერი თმა. ჰო... არცისეთი მახინჯი არ ვარ თურმე... მაგრამ ჩემი სისულელეებით ყველაფერს ვაფუჭებ. და ჰო კიდევ... ბრეკეტები. მაგრამ არაუშავს... ლიკას მოსწონს ჩემი ბრეკეტები. ასე, რომ მეც მომწონს.
-ქრის
-ჰო ლიკ
-როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-არამიშავს რა... გამოხვალ?
-ჰო... და იცოდე გიტარაც წამოიღე.
-აუცილებლად.
დამ დამ დამ ! რად გვინდა გიტარა? სიმღერისთვის. ჰო, აი კიდევ სისულელე. გიტარა ავიღე და გარეთ გავედი. ‘ჩვენ ადგილას’ მივედი და სიმღერა დავიწყე. ლიკა მგონი ერთადერთი ადამიანია რომელთანაც სიმღერის დროს არ ვწითლდები. ზოგადად, ადვილია ჩემი გაწითლება. შემიძლია გავწითლდე, როცა მეუბნევიან რომ კარგად ვუკრავ და ყველაზე უარესი! როცა ‘მის’ სახელს ახსენებენ. მორცხვი სულაც არ ვარ. უბრალოდ ლოყები ხშირად წითლდება. სულ ესაა..
-მიყვარს შენ რომ მღერი.
-მე კიდევ, ის მიყვარს, როცა ერთად ვმღერით.
-კარგი, ვიმღეროთ.
ბევრი ვიმღერეთ. ყელის ტკივილამდე და შემდეგ ლიკა სახლში მივაცილე. ყურსასმენები გავიკეთე და სახლისკენ ავიღე გეზი. ყურსასმენები ჩემთვის კედელივითაა ამ სამყაროსა და ‘ჩემს სამყაროს’ შორის. ყველაზე სქელი კედელივით, რომელიც ვერასოდეს დაინგრევა. არამგონია ოდესმე ვინმე ჩემს სამყაროში შემოვუშვა. ალბათ, მხოლოდ ის ვინც მართლა მთელი გულით მეყვარება. მიხვდებოდით ალბათ, რომ ლიკა ისედაც ჩემი სამყაროს უდიდესი ნაწილია. ერთადერთი ნაწილი...
ლიკა... იცით რა ლამაზია? მოცისფრო-მომწვანო თვალები. შავი თმა. საყვარელი ღიმილი და უზომოდ. უზომოდ თბილი და საყვარელი ჩახუტება იცის. აი ისეთი, მთელ ტანში, რომ დაგივლის და აღარ გინდა, რომ ხელი გაუშვა. თითქოს ერთი სული ორ სხეულშია და ჩახუტებისას ერთიანდება. ვგრძნობ როცა ცუდადაა. მართლა ვგრძნობ. არ შემიძლია ვუყურო როგორაა ლიკა ცუდად და უბრალოდ ვუთხრა:
„ხომ გეუბნეოდი“
„შენი ბრალია“
„არ მცალია“
და მსგავსი იდიოტური ფრაზები.
ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა. ამჟამად „გიკი გოგოს“ ვკითხულობ და რატომღაც ძალიან გამიტაცა... ალბათ იმიტომ, რომ ნიკი ძალიან ჰგავს მას, ვინც მომწონს ( ჰოო, მომწონს, და არა მიყვარს. ეს უკვე გავიაზრე და ვფიქრობ, ასე უკეთესია ). უბრალოდ ერთი განსხვავებაა. ნიკი მოდელია, თომა კი-არა. (თომა ‘ჩემი’ ბიჭია).
Don’t cry!
on’t cry!
n’t cry!
t cry!
cry!
let’s cry!
ტირილის სეანსი დაიწყო! რატომ? რატომ? რატომ? რატომ უნდა ვტიროდე სულ მე? არ დავიწყებ ახლა ყველაზე უბედური ვარ და ცხოვრება მომბეზრდათქო... ეგეთი დებილი’ც არ ვარ. არა, ისე საერთოდ არ ვარ დებილი. საყვარლად პატარა სულელი ვარ... ჰო... ხვალ დაბადებისდღე მაქვს. არ მიყვარს ჩემი დაბადებისდღე... საღამოს ლიკასთან ერთად გატარება ვაპირებ. იმედია ისეთი რამ მოხდება, რისი მოყოლაც თქვენთვის ღირს.
ოჰ, ჩემო გიტარავ.
უკვე მომნატრებია. ხანდახან ვფიქრობ, რომ გიტარის გარეშე ვერ გავძლებ. არა, კი არ ვფიქრობ, ზუსტად ვიცი, რომ ასეა. კიდევ ლიკას გარეშე ვერ გავძლებ. ასე, რომ არც ერთს არ დავკარგავ არასოდეს ! ჰო და კიდევ: ძალიან გთხოვთ უთხარით, რომ გიტარა მასზე მეტად არ მიყვარს !
რატომ ვბოდავ ამდენს? არა არა არა! ჩემი გამოსწორება არ იქნება.
ხვალინდელ დღეს დაველოდები. იქნებ ასაკთან ერთად ჭკუაც მომემატოს (ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ იმედი ბოლოს კვდებაო და... რა იცი რა ხდება). მგონი დროა სოციალურ ქსელს ვესტუმრო.
ვუჰუუუ! შემოსულია. და ის კიდე... სულაც არ ვაპირებ ველოდო როდის მომწერს პირველი. ბევრჯერ მიმიწერია პირველს და თვითონაც, ანალოგიურად ბევრჯერ მოუწერია პირველს. ასე, რომ არ ვარ ‘ჯაან ამაყი’ გოგო... ცოტათი ამაყი ვარ, მაგრამ ზომიერების ფარგლებში... მიხვდით ალბათ.
დროებით...
გაიღიმეთ... გალამაზებთ!
და ჰო, დაბადების დღეს გილოცავ ქრის...


ჰოო... რავი რაა :დ რაღაცეები ვიბოდიალე... მადლობა, რომ კითხულობთ (თუ კითხულობს საერთოდ ვინმე). შენიშვნებს ველი ^_^ <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent