შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო?! (თავი 14)


21-04-2015, 00:13
ავტორი llella
ნანახია 10 199

დილით სიმძიმის გრძნობამ გამაღვიძა, თითქოსდა 100 კილოგრამის ტვირთი დაედოთ ჩემზე, წამწამები ძნელად დავაშორე ერთმანეთს და რას ვხედავ, დემეტრეს თავი კომფორტულად მოეთავსებინა ჩემს მკერდზე და ფშვინავდა, ღმერთო ძილშიც კი სერიოზულია!!! მაგრამ უხდება, სერიოზულობა ამშვენებს ჩემს „ბოროტს“, ჩემივე ფიქრებზე გამეცინა.
-დემეტრე აეგდე მძიმე ხარ!
-მჰმ....-ამოიზმუვლა, ყურადღებაც არ მოუქცევია.
-აუ რა ცხოველი ხარ ბიჭო აეგდე ზეზე-არც ახლა არ გამცა პასუხი, მხოლოდ მაშინ მოახდინა რეაგირება როცა მის მოშორებას ვცდილობდი, უფრო მჭიდროდ მიმიხუტა და ძილი გააგრძელა.
-დემეტრე ადექი რაა, ან მე გამიშვი.
-დავიძინოთ!!!
-არ მეძინება მე, ადექი.
-დავიძინოთ!!!-ნერვები მომეშალა და ხელზე ვუჩქმიტე, მაგრამ ამანაც არ გაჭრა
-აუ გამიშვი რაა... მძიმე ხარ შე ჯორო, მძიმე!!!
-თამუნა ან შენით გაჩერდი ან მე გაგაჩერებ, შენთვის უსიამოვნო და ჩემთვის სასიამოვნო ხერხით!!!-როცა გავიაზრე რა თქვა გავჩუმდი და ხმა აღარ ამომიღია, იქედან გამომდინარე რომ ვიცოდი, რასაც იტყოდა აუცილებლად შეასრულებდა-ჭკვიანი გოგო ხარ-ვითომდა შემაქო და ძილი გააგრძელა.
ესე ვიყავი ალბათ ნახევარი საათი, ბოლოს როგორც იქნა ინება ვაჟბატონმა გაღვიძება და მეც მოვისვენე.
-დილამშვიდობის-თავი აწია და თვალებში ჩამხედა.
-ჩემთვის დილა აღარაა მშვიდობიანი, მოასწარი უკვე დღის გაფუჭება.
-არაუშავს გამოვასწორებ, ეხლა კიდე ავდგეთ გაიღვიძებდნენ სხვებიც-ავდექით და ქვემოთ ჩავედით, ბიჭები უკვე მაგიდასთან იჯდნენ და ჭამდნენ.
-ვახ ადგნენ-გადაიხარხარა უჩამ-როგორ გეძინათ ბოუშვებო?!
-არაჩვეულებრივად-გასცა პასუხი დემეტრემ.
-ნუ შენ რო კარგად იძინებდი ეგ ისეც ვიცით-გაიცინა და ბიჭებს მოავლო თვალი-თამუ შენ როგორ გეძინა?!
-უკეთესად წარმოუდგენელია-ირონიულად გავიცინე და წვენი მოვსვი.
-ახლა მე მკითხეთ-ოთახში ლექსო შემოვიდა ლელუკაზე ჩახუტებული
-ეგეც ვიცით შენ როგორ გეძინა.
-წავედი მე საქმე მაქ და მერე გნახავთ რაა-თქვა ზურამ და კარებისკენ წავიდა.
-მოიცა ჩვენც მოვდივართ-ზურა, ბესო,უჩა, ლექსო და დემეტრე წავიდნენ სამსახურებში, სახლში კი სტუმრები დამიტოვეს.
-ჩვენც წავიდეთ სკოლაში თორე დაგვაგვიანდება-ვუთხარი ლელუკას და გავხედე.
-თამუ არც დღეს არ მოვდივარ მე, ბარგი მაქ სახლში წასაღები, თან მგზავრობამ მაგრად დამღალა და დასვენება მინდა.
-აუუუ მეზარება მარტო წასვლა, ვაახ აღარ გაგიშვებთ არსად თქვენ.
-თამუნა მე გაგიყვან სკოლაში, მაინც არსად არ მივდივარ და სკოლიდანაც მე წამოგიყვან-შემომთავაზა კოკამ.
-არა, არ მინდა შეგაწუხოთ.
-რას ქვია შემაწუხო ტო, არაფერი საქმე არ მაქ და სახლში ყოფნაც არ მინდა და ხო კიდე ეგ „თ“ აღარ იყოს, მიდი გაემზადე და გაგიყვან.
-თამუ გაყევი-გამიღიმა დაჩიმ და წვენი მოსვა.
მეც ავედი, გავემზადე და წავედით სკოლაში, როცა გადმოვდიოდი მანქნიდან კოკამ გამაჩერა.
-სკოლიდანაც მე გამოგიყვან.
-კაი როგორც გინდა-გავუღიმე, დავემშვიდობე და წამოვედი.
გაკვეთილები მალე გავიდა, გარეთ გამოსულს კოკა დამხვდა ავტომობილზე მიყუდებული, სიგარეტს ეწეოდა და გაურკვეველი მიმართულებით იყურებოდა, დავიფიცები და ამ ხნის განმავლობაში პირველად მომენატრა ჩემი „ბოროტი“ კოკას დანახვისას დემეტრე გამახსენდა, წამით ამომიტივტივდა თავში ყველაფერი, როგორ შემხვდა პირველად, როგორ მიყურებდა, ჩვენი ჩველა ჩხუბი და კამათი გამახსენდა, ახლა ზუსტად ამ მომენტში მინდოდა, რომ კოკას მაგივრად დემეტრე ყოფილიყო, გინდ დაგვემხო იქაურობა თავზე ჩხუბით... უბრალოდ მინდოდა რომ აქ ყოფილიყო... არა სერიოზულად ამ ბიჭმა გადამრია, არა რატომ მივეჩვიე ესე დემეტრეს, ფიქრებიდან კოკას ხმამ გამომიყვანა.
-თამუ წავედით?!
-კი წავიდეთ-გავუღიმე და ავტომობილში ჩავჯექი. როცა მივხვდი რომ სახლის გზაზე არ ვიყავით გამიკვირდა და კოკას მივუბრუნდი.
-კოკა სად მივდივართ?
-ეხლა მე და შენ მივდივართ ბარში, ნაყინზე გეპატიჟები-დაამთავრა თუ არა მომიბრუნდა და გამიღიმა.
-კი მაგრამ სხვები?!
-ჯერ მე და შენ ვჭამოთ ნაყინი და მერე მოვლენ ეგენიც.
-იციან სადაც მივდივართ?!
-კი იციან და მერე მოვლენ მე და შენ საქმე არ გვაქვს და ამიტომ გავერთოთ ცოტა.
-აჰამ-მეც გამიხარდა და გავუღიმე.
ბარში მივედით, დავიკავეთ თავისუფალი ადგილები და შეკვეთაც მივეცით.
-თამუ X კლასში ხარ ხოო?
-ხო-ამოვიოხრე და წვენი მოვსვი.
-სკოლა როდის გიმთავრდება?
-ზუსტად 4 დღეში-მხიარულად გავეცი პასუხი, როცა გავიაზრე რომ სკოლა მართლაც 4 დღეში მთავრდებოდა.
-მაგარია, ემზადები ხოო?
-აუუ, კი ჯანდაბა მაგათ თავზე.
-რაიყო ეგრე არ გიყვარს მასწავლებლები?!-გაიცინა და სიგარეტს მოუკიდა.
-არ მიყვარს რბილად ნათქვამია-გამეცინა.
-შენ რატომ არ მეკითხები არაფერს?!-მისმა ამ კითხვამ გამაკვირვა, დავიჯერო საძმაკაცოში ყველა ეგრე ეცნობიან გოგოებს, ჩემივე ფიქრებზე გამეცინა.
-რავიცი... მაშინ მომიყევი რამე-გავიცინე და დაველოდე თუ როდის დაიწყებდა მოყოლას.
-კოკა ბუჟღულაშვილი, 22 წლის, დედისერთა, არ მყავს შეყვარებული, მიყვარს ქართული სამზარეულო, კარგად ვთამაშობ ფეხბურთს, ნუ ყველა კარგად ვთამაშობთ რაა, ერთ დღეს გაჩვენებთ როგორი ბიჭებიც ვართ და ხო რაც მთავარი მიყვარს ძილი-გაიცინა.
-საინტერესო ადამიანი ხარ-მეც გამეცინა. კოკა რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ უცებ გაჩერდა და ბარში შემოსულ 3 ბიჭს გახედა, გაოცება და ბრაზი ერთდროულად დაეტყო სახეზე, ისიც შევამჩნიე ტელეფონს ნერვიულად როგორ ათამაშებდა ხელში.
-კოკა რამე ხდება?!
-არა... არაფერი-დაბნეულმა გამცა პასუხი და სიგარეტი ამოაძვრინა კოლოფიდან.

- - - - -
გამარჯობა ბავშვებო ესეც ახალი თავი, მიხარია რომ მოგწონთ ჩემი ისტორია, თქვენი კომენტარების კითხვის დროს ისეთი დადებითი ემოციებით ვივსები რო რავიცი რაა ნუ ისტორია თქვენთVის პატარა იქნება და ამიტომ წინასწარ მაპატიეთ



№1  offline წევრი qaosia

Dzaan kargiaa momwons
--------------------
ქაოსი

 


№2  offline წევრი Only DrEAmer

იჰიჰიი ^^ ეს მომენტი წინასწარ ვიცოდიიი <3 ძაან მაგარია

 


№3  offline წევრი qaosia

Au am kokasac evasebaa tu ra?
--------------------
ქაოსი

 


№4  offline წევრი fuck..of

Mmm.. <3 Vgijdebi am istoriazeeee

Tan ise kargad chamoyalibebulia ro ravici raa

<3 <3 <3

 


№5  offline წევრი llella

qaosia
Au am kokasac evasebaa tu ra?
anu kokas tu mowons tamuna? ver getyvi ar ganodis ro exla vtqva

 


№6  offline აქტიური მკითხველი uchveulo

მალე დადეე რა....რა დროს კოკააა

 


№7  offline წევრი მმარიამი

Chemi wereteli ar damechagros :D kargia ratqmaunda <3 veli shemdeg tavs <3 ^_^

 


№8  offline წევრი llella

uchveulo
მალე დადეე რა....რა დროს კოკააა
rogorc yoveltvis 12is mere avtvirtav :D ^_^ intrigaaaa intrigaaaa intrigaaaa

 


№9  offline წევრი eelleeniko

ძალიან მაგარია <3 <3 ძალიან მომეწონა ^_^ მალე დადე შემდეგი

 


№10  offline წევრი -tiko))

Mmmmmaaaaleeeeee...maaaaaleeeee... maaaaleeeeeee...maaaleeeee... maaaleeeee... maaaleeeee ... maaaaleeee.... sul es.iyo rac mindoda metqva :D
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№11  offline წევრი cancara

Ra udroo dros wyvitavxolme da tan patara tavebia

 


№12  offline წევრი კუსა ♥

ძალიან პატარა თავებია !

 


№13  offline წევრი qaosia

Kokas cemaa unda mgonii:DDD:"**
--------------------
ქაოსი

 


№14  offline წევრი qaosia

Dadeet shemdegi tavii
--------------------
ქაოსი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent