შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნატალი (5)


23-04-2015, 23:06
ავტორი Tay194
ნანახია 7 117

მივხვდი შეწინააღმდეგებას აზრი არ ქონდა, ამიტომ პატარა ბავშვივით დავყევი მის ნებას და საავადმყოფოში შევედით.რატომღაც ძალიან ახალგაზრდა გოგოს მოუნდა მისთვის ჭრილობის დამუშავება, დებილივით მიაშტერდა სანდროს და სულელივით უღიმოდა.შემდეგ მე გადმომხედა და ნაგლურად ამათვალიერა

-ეს გოგონა ვინ არის?(ექიმი)

-ეს კუდრაჭა ჩემი საცოლეა!უცებ გავიგე სანდროს მთელი სერიოზულობით ნათქვამი წინადადება.უცებ გადმოიწია და ხელი გადამხვია, ლოყაზე მსუბუქად მაკოცა და ექიმს ირონიული მზერა მიაპყრო.არა ვერ ვიტყვი რომ არ მესიამოვნა,ღირსია ის გოგო, მაგრამ ამას მოვუვლი გარეთ რომ გავალთ

-კარგია.დავინახე როგორ დაღრიჯა გოგომ სახე და უკმაყოფილოდ შეხედა სანდროს

-როგორც ჩანს საცოლეს გამო შეგექმნათ პრობლემა?(ექიმი)

-ჰო მის გამო სულ პრობლემები მაქვს, მაგრამ ჯერ სად ვარ!სანდრომ სიცილი დაიწყო და როცა ჩემი განრისხებული სახე დაინახა, უცებ დასერიოზულდა

-არ დაამთავრეთ?(სანდრო)

-დიახ მზად არის.გოგომ სახე დამანჭა და ოთახი დატოვა.ჩვენც გამოვედით, უფროსწორად საავადმყოფოს კარებში არ ვიყავით გამოსულები, რომ ვეცი სანდროს და ეგრევე მივახალე კითხვა

-საცოლე არა?!წინ ავესვეტე და სანდრომაც უცებ შემომანათა თვალები

-ხო საცოლე!დაე ყველამ იცოდეს, რომ სანდრო დადიანის კუდრაჭა ხარ!(სანდრო)

-და საერთოდ რა არის ეს კუდრაჭა?აღარ დამიძახო!რაც შეეხება საცოლეს,ოცნება უფასოა ვერ დაგიშლი!უცებ მივახალე სიტყვები და მანქანაში ჩემი ადგილი დავიკავე.
ჩუმად ვიჯექი მანქანაში. ფანჯრისკენ ვიყავი მიტრიალებული, მინდოდა სანდროს მწველი მზერა არ დამენახა, თუმცა მაინც ვგრძნობდი მის გამოხედვას და შემდგ გაღიმებულს რომ გავხედავდი ნერვები მეშლებოდა.ახლა ნამდვილად არ მქონდა ბავშვების თავი, დიტოს ყვირილი, საბას გაფრთხილება და შემდეგ ნიკას დაპაძიესდება სანდროსთან, რაც ცუდად დამთავრდებოდა.როცა მობილურს დავხედე 1 საათი იყო,ამიტომ გადავწყვიტე დიტოსთან დამერეკა.ერთი ოცჯერ დავურეკე, მაგრამ არ იღებდა. ამის გამო ჩემი საშინელი რეაქცია არც სანდროს გამორჩა

-რა გჭირს?ჩემი გეშინია?!(სანდრო)

-არა.ეგღა მაკლია ახლა ამის მეშინოდეს. არა კი მეშინია მაგრამ მაინც

-რაღაც არ გეტყობა!ხმა გაიმკაცრა და სახეზე მომაშტერდა

-მატყუარა ხარ!ვეღარ მოვითმინე და მთელი დღის დაგროვილი ბოღმა ამ ერთ სიტყვაში ჩავატიე

-რატომ?მაინც რა მოგატყუე კუდრაჭ?!სანდრომ სიცილი დაიწყო.არა მაინც რომ ბედავს და იცინის, ვინ ვგონივარ ამას

-რა არის აქ სასაცილო?ვერ ვხვდები რა გინდა?!შემეშვი რა!ყვირილი დავიწყე,უცებ სანდრომ მანქანა გააჩერა მომიახლივდა და სახე თავის ხელებში მოიქცია

-რას ვერ ხვდები გოგო რას?! რომ მიყვარხარ უშენოდ რომ აღარ შემიძლია?!რა გამიკეთე რა?ამის დ****
სულ შენთან მინდა !იქნებ ახლავე წაგიყვანო და აღარ გაგიშვა?!პატარა რომ ხარ, ძალიან პატარა?!(სანდრო)

-სანდრო მე..ვეღარ დავამთავრე სიტყვები, ვერაფერი ვერ ვთქვი, ან როგორ ვუთხრა როცა არანაირი სხვა გრძნობა არ მოდის მისგან გარდა სიყვარულისა და სითბოსი, რომელიც ყველაზე განსხვავებულია. მხოლო მისი შეხებისას ვარდები უფსკრულში წამიერად, მხოლიდ მას ვგრძნიბ და რა ვუთხრა მას მოვატყუო?ასე პირდაპირ ვუთხრა რომ მე არაფერს ვგრძნობ ?!ეს ხომ დიდი ტყუილია,მაგრამ არა ვერ ვენდობი, შეიძლება მომწონს, მიყვარს, მაგრამ ნდობა არ მაქვს. ნდობა რომელიც მჭირდება მის სიტყვებში დასარწმუმებლად.თავი ვეღარ შევიკავე როცა მის აციმციმებულ ბედნიერ თვალებს შევხედე,რომლებიც ჩემით ხარობდნენ.ობოლი ცრემლი მაინც გადმომვარდა და სანდროს ხელს დაეცა

-რა გჭირს რა გატირებს?! შენს ცრემლებს არ ვიმსახურებ არა!კუდრაჭ ნუ ტირი იცოდე ვიჩხუბებთ !სანდრო ჩემ წინ იყო ჩამუხლილი და ცრემლებს მაშორებდა,შემდეგ პრთხილად მომადო ცხელი ტუჩები და ვიგრძენი როგორ გამითბა სხეული. ვიგრძენი როგორ ამიწითლა ლოყა, სულ მთლად ავწითლდი და თავი პატარა ბავშვივით დავხარე, ჩემი სიმორცხვის დასამალად

-კუდრაჭა ხარ ჩემი კუდრაჭა, პატარა ქალი!შენ მე სიცოცხლე თავიდან მაჩუქე,ჩემი გახდი. სიყვარული შენით ვისწავლე, მანამდე არ ვიცოდი რა გრძნობა იყო,მაგრამ ახლა მხოლიდ სიყვარულით არის ჩემი სხეული გაჟღენტილი პატარავ!სანდრო უფრო მომიახლოვდა, თავი ჩემს კისერში ჩარგო და კარგად შეიგრძნო ჩემი სურნელი.მე კიდე გატვრენილი ვიჯექი და ჩემს წინ ჩამუხლულ მამაკაცს, ზევიდან დავცქეროდი

-სანდრო ადექი გთხოვ შინ წავიდეთ.სანდროს საწყალი თვალებით შევხედე,ისიც მალევე წანოდგა და თავის ადგილს დაუბრუნდა

-არაფერს მეტყვი?!ვიგრძენი რომ ახლა უფრო მშვიდად იყო და ნელა მართავდა საჭეს

-რა უნდა გითხრა შენზე არაფერი ვიცი, საერთოდ არაფერი გარდა იმისა,რომ სანდრო გქვია და ჩემი მეგობრები ვერ გიტანენ.თავი უკმაყოფილოდ გადავაქნიე და სანდროს შევხედე, რომელიც მიღიმიდა

-სანდრო დადიანი 23 წლის.18 ის ვიყავი თვილისი რომ დავტოვე რაღაც მიზეზების გამო!ბიზნესმენი ვარ. კომპანია რუსეთში მაქვს და იქ ავიწყვე ცხოვრება.თუმცა ახლა აქ ჩამოვედი და აქ ახალი ცხოვრება ვიპოვე.უცებ გადმოიწია და ცხვირზე ხელი მსუბუქად მომარტყა,ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა და ისევ მიუბრუნდა საჭეს

-მე ასე როდის შეგიყვარდი?!და აი გავბედე და ჩემთვის ყველაზე საინტერესო კითხვაც დავუშვი

- შენ მაშინაც მიყვარდი,მაგრამ რუსეთში მივხვდი რომ მართლა მყვარებიხარ.მაშინ ძალიან პატარა იყაცი, პატარა! ახლაც პატარა ხარ, მაგრამ მაშიბ სულ პატარა იყავი.როგორ ფიქრობ რატომ მიდიოდა ყველა ბიჭი შენი ცხოვრებიდან უბრალო მოწონების შემდეგაც კი?!ამყველაფერს ლექსო
აგვარებდა

-რა ანუ შენ ? რუსეთიდან მე..სანდრომ აღარ დამაცადა დამთავრება

-ხო მე შენ იქიდან გაკონტროოლებდი ოღონდ ჩუმად!თვალი ჩამიკრა და გზას გახედა

-ანუ გიგა დათო გიო და ირაკლი შენს სცემე?გაკვირვებული ვუყურებდი

-მე რუსეთიდან ხომ არ ვცემდი!ლექსო აგვარებდა!მაგრამ ახლა მე მოვაგვარებ !(სანდრო)

-ჩემი მეგობრები რატომ ვერ გიტანენ სანდრო?შეკრთა როცა ეს კითხვა დავუსვი,ძარღვები დაებერა და მანქანა გააჩერა

-მოვედით!(სანდრო)

-სად მოვედით?მე ისევ გაოცებული სიფათი მქონდა აკრული

-შენს სახლში კუდრაჭ!ახლაღა შევამჩნიე რომ ჩემი კორპუსის წინ ვიდეგით

-და ჩემი მეგობრები?არ გადავედი მანქანიდან და კითხვა ისევ გავუმეორე

-ალბათ სახლში გელოდებიან!მკაცრად მითხრა სანდრომ და კარი გამიღო

-სანდრო!მითხარი .

-გეტყვი ოღონდ დღეს არა!(სანდრო)

-მაგრამ...

-არავითარი მაგრამ მიდი სახლში ადი!სანდრომ ლოყაზე მაკოცა.მეც დავყევი მის ნებას და მანქანიდან გადავედი.სანამ სადარბაზოში არ შევედი ვხედავდი სანდროს,რომელიც მანქანაში იჯდა და გზად მიმავალს მიყურებდა

*************

როცა კარის გაღება დავიწყე მივხვდი, რომ გასაღებს სულ ტყუილად ვაჩხაკუნებდი რადგან კარი უკვე ღია იყო.უცებ წარმოვიდგინე ბიჭების განრისხებული სახე და საშინელი ლექციები.ოღონდ ახლა გადავრჩე.უცებ შევედი სახლში და მისაღებში გავედი, სადაც ჩამომწკრივებულები იჯდნენ, უკვე საჩხუბრად გამზადებულები.საბა მაგიდასთან იჯდა, ნიკა მდივანზე და ფეხები მაგიდაზე შემოეწყო, დიტოს ფანჯარა ქონდა ღია და სიგარეტს ეწეოდა, ლიკას კი იქვე საცოდავად მდივანზე ჩასძინებოდა,დაიღალა ეტყობა ამდენი ცეკვით

-ვაა აი იკადრა მოსვლა ხო იცი!ნიკამ ფეხები მაგიდიდან ჩამოიღო და ბიჭებს გახედა

-ხო მთლად დაღუპულებუც არ ვყოფილვართ!თვალი ჩაუკრა დიტომ

-ლამაზია ღამე თბილისი?(ნიკა)

-ნატა სად იყავი?!უცებ გაისმა საბას მკაცრი ხმა

-ხო სად იყავი სად?! მობილურს არ უყურებ?!(დიტო)

-მე შენ გირეკავდი და შენ არ უყურებ მობილურს?!დიტოს ავხედე და გაბრაზებული მივაშტერდი

-აქეთ ეს არის ტო გაბრაზებული?(ნიკა)

-დამიჯდა მობილური!(დიტო)

-სად იყავი?!(საბა)

-სანდროსთან ერთად ვიყავი!

-რა ჯანდაბა გინდოდა გოგო იმ დ**** ბიჭთან?!საბას რეაქცია ისეთი შემაშინებელი იყო, ლამის იქვე ჩავიკეცე

-შეგაშინა?!(ნიკა)

-რამე ცუდად ხომ არ გითხრა?!(დიტო)

-რატომ უნდა შევეშინებინე ან რამე ცუდად რატომ უნდა ეთქვა, რატომ ვერ იტანთ არ მესმის არა!

-ამას უყურე რა! გოგო დაჟე იცავ იმ ა****!იღრიალა საბამ

-დღეიდან ფეხს არსად გაადგავ!(დიტო)

-რატომ გაყევი?!(ნიკა)

-არვიცი ხელი გაეჭრა და....ნიკამ აღარ დამამთავრებინა მაშინვე ბიჭებს მიუბრუნდა

-თავისი ძველი ჩვევები ისევ აქვს!(ნიკა)

-ხო ბიჭო, მაგრამ უნდა მოიშალოს ხო გესმია!(დიტო)

-იქნებ მოვკლათ ის ახ****!(დიტო)

-ვინ უნდა მოკლათ ვინ, გაგიჟდით ხო!უცებ ყვირილი დავიწყე და დიტომ მაშინვე გამაჩუმა

-ნატა ლიკა გააღვიძე და შენს ოთახში გადი!(დიტო)

-ისე ნუ მექცევით როგორც პატარა ბავშვს!მეწყინა მათი ასეთი მოპყრობა და ვეღარ დავმალე წყენა. მე ხონ მართლა 18 ის ვარ და არა 13 ის. მეც შემიძლია ჩემით გადაწყვეტილების მიღება.ამათ ვერ შევაგნებინე, რომ გავიზარდე და ის პატარა ნატა აღარ ვარ

-იცი სად აღარ მოგძებნეთ!შეგეძლო დაგერეკა მაინც ან გეთქვა! დიახ ზუსტად პატარა უპასუხიამგებლო ბავშვი ხარ!(დიტო)

-გავიზარდე გესმით? გავიზარდე და შეიგნეთ უკვე შემიძლია ჩემით გადაწყვეტილებების მიღება!უცებ გამოვედი მისაღებიდან და ჩემს ოთახში შევედი

-ეე ნეტა უკვე მოასწრო ?(დიტო)

-რა?!(ნიკა)

-შეყვარება!უკვე შეაყვარა იმ ახ**** თავი?!(დიტო)

-არვიცი!(ნიკა)

-კაროჩე უნდა დაველაპარაკოთ!(საბა)

-აზრი არ აქვს ! ისევ უთანხმოება მოგვივა სასტავთან, ძველიც გაგვახსენდება და ეს უფრო ცუდია!(ნიკა)

-ხო მართალი ხარ! მოდი აგარაკზე ავიდეთ ჩემთან რაჭაში და ისიც ვეღარ ნახავს ამას!თუ არ შეეშვა მერე მივხედოთ და ეგაა!(დიტო)

-ხო ეგრე იყოს!თუ კიდევ გაბედა რამე მაშინ დაერხა ან მე მოვკვდები ან ის!(საბა)

-ის გააღვიძეთ ნირმალურად დაწვეს ცოდოა!საბამ მდივანზე მოკუნტულ მძინარე ლიკას გადახედა და დიტოს ანიშნა წაიყვანეო.დიტოც მაშინვე მივიდა ლიკასთან, ხელში აიყვანა და ოთახში საწოლზე დააწვინა.შემდეგ გამოვიდა და ბიჭებთან ერთად დატოვა სახლი.

************

დილით როცა გავიღვიძე ჩემს გვერდით ლიკა იწვა და თვალებში ჩამშტრებოდა.ნელა მოიწია და ზედ ამეკრო, ხელები მომხვია და ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა

-რა გინდა გველო?მე სიცილი დავიწყე და ლიკას შევხედე

-გიყვარს?ლიკამ ეშმაკური თვალები მომაპყრო და სიცილი დაიწყო

-არა არ მიყვარს უფროსწორად არვიცი.

-მისმინე თუ გიყვარს ამათ ყური არ უგდო და შენს გულს მიყევი.მე მთელი გულით მინდა რომ ბედნიერი იყო(ლიკა)

-ვიცი ლიკა ხო იცი ჩემი და ხარ.ლიკას ხელები მოვხვიე და ჩავეხუტე

-გოგო არ გშია?ლიკამ უცებ წამოყო თავი

-უიმეე ღორი ხარ მაგარი!მე დავეღრიჯე და უცებ წამოვდექი.

-მშია და რა ვქნა!(ლიკა)

-გოგო დეიდაჩემი სად არის?გუშინ აქ არ მინახავს!მივხვდი როგორ მომენატრა დეიდა და მისი საუბარი

-სამსახურიდან გაუშვეს ბათუმში და 2 კვირა არ იქნება. თვითონაც არ იცოდა თუ წავიდოდა ამიტომ ვერ გაგაფრთხილა. აუ ისე რა საყვარელია დეიდაშენი მეც მინდა(ლიკა)

-აუ ძაან მომენატრება.კაი წამო რა ვჭამოთ.ლიკა სამზარეულოში გავიყვანე. ფორთოხლის წვენი და კრუასანები გამოვიღე და მსუბუქად ვისაუზმეთ. ზარის ხმამზე გამოვედი და კარი გავაღე

-აბა როგორ ხართ?!ნიკა ისე შემოვარდა ლამის გადამისროლა

-ველურო ლამის გადავარდი.უცებ მოვუბრუნდი და კრუასანებით გამოტენილ ნიკას რომ შევხედე, სიცილი დავიწყე

-ვაა თქვეენც აქ ხართ?კარში მდგომ საბას და დიტოს გავხედე და მათი სახეების დანახვისას სიცილი დავიწყე

-რა იყო ვინმე სხვას ელოდით?(საბა)

-შემოეტიეთ რა .დავეღრიჯე და ენა გამოვუყავი

-და მერე იტყვის ბავშვი არ ვარო!დიტოც უცებ მოვიდა შუბლზე მაკოცა,შემდეგ კი ლიკასთან მივი
და და ლოყაზე უჩქმიტა

-აუუ შემეშვი რა(ლიკა)

-რა იყო უჟმურო!(დიტო)

-უჟმური თავი გაბია(ლიკა)

-ვაიმე ახლა არ დაიწყოთ რა.მაცივრიდან კიდევ ერთი ფორთოხლის წვენი გამოვიღე და შოკოლადის ნამცხვარიც მოვაყოლე

-მე რატომ არ მაჭამე შოკოლადის ნამცხვარი?ლიკამ გაკვირვებულმა გააყოლა თვალი ნამცხვარს

-საბას შევუნახე!მე სიცილი დავიწყე და ნამცხვარი საბას დავუდე.ისიც მაშინვე მივარდა და სულ შეჭამა

-ჩემი სახლი თავშესაფარია მგონი!საბას გავხედე

-შემარგე გოგო ნამცხვარი!დამიღრინა საბამ

-მოკლედ ნატა შენ საუბარზე დავფიქრდით და მივხვდით რომ გაიზარდე!(დიტო)

-ხო ხო მივხვდით, ისე მართალიც ხარ რა!(ნიკა)

-რა მოწიეთ?მე გაკვირვებული ვუყურებდი და ვუსმენდი ამ ჩერჩეტებს

-ო მოიცა რა!მოკლედ შენი საქმის შენ იცი!(დიტო)

-ორი კვირით დიტოს დაჩაზე მივდივართ რაჭაში და თქვენც მოდიხართ.ისე რა დავისვენოთ ცოტა. შენც კარგად გაანალიზე შენი ფიქრები გადაწყვეტილებები აბა რას იტყვი?!(საბა)

-მაგარია!წამო რა ნატა?!დაიყვირა ლიკამ

-ჰო კაი წამოვალ!უცებ წამოვდექი და ბავშვებს სათითაოდ ჩავეხუტე

-რაჭა და გოგოებო მოვდივარ და დამხვდით!(ნიკა)

-ვაი შე უბედურო!(ლიკა)

-დიტოს დავუძახო ლიკუშ?(ნიკა)

-დავაი რა!(ლიკა)

-დავაი რა იქნება თუ დავუძახე და ჩადრით აკრული წამოვაყვანინე შენი თავი!ნიკამ სიცილი დაიწყო და დიტოს გახედა, რომელუც იცინოდა და ლიკას დაჯღანულ სახეს მიშტერებოდა

-წაავედით ჩვენ და ესე 3 ისკენ მოვალთ, მზად იყავით!საბამ გამოაცხადა და ბიჭებთან ერთად სახლი დატოვა.




ძალიან დავაგვიანე ახალი თავის დადება ვიცი, მაგრამ არ მცალია მეგობრებო,იმედია ცუდად არ გამიგებთ. ძალიან გადატვირთული ვარ და ვერ ვახერხებ წერას.შევეცდები ახალი თავიც მალე დავდო.იმედია მოგეწონებათ. უღრმესი მადლობა ვინც კითხულობთ და ელოდებით ჩემს მოთხრობას



№1  offline წევრი neneele

აუუ მალეე დადეე რაა :((

 


№2  offline წევრი Heartbeat

უმაგრესია..იმედია მალე დადებ❤️❤️❤️❤️
--------------------
გაიღიმეთ..მთავარია პოზიტივი❤️

 


№3  offline წევრი Smiling girl

აუ ძაან მაგარია რა, წერისას ესთი შეცდომები ყველას მოსდის ამიტომ სულარ მიმიქცევია ყურადღება. ისე ძააან დაიგვიანე და დიდი თავები დაწერე რა winked love

 


№4  offline წევრი -tiko))

Male raa... da kide shearige eseni
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№5  offline წევრი salo..))

kargiaa ^_^ axal tavs velodebi ogond male gagvagebine ratom ver itanene ertmanets tore mevkvdi interesit :dd

 


№6  offline წევრი masu

აუ ძაან მაგარი იყო <3 და მდივანი წერე იმიტორო სწორი მდივანია wink მალე დადე რა <3

 


№7  offline წევრი masu

Xo mara qartulshi aris aseti ram omonimebi amitom mdivania swori me ese vfiqrob <3 da mdivani omonimia <3 ravi rac ginda is dawere <3

 


№8 სტუმარი სტუმარი ნანა

მდივანი არა, დივანიიიიი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent