შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაურკვეველი ქორწინება (დასასრული)


24-04-2015, 09:54
ავტორი MyLove
ნანახია 8 957

გავიდა ერთი თვე, ორი, სამი.. მონატრებამ დროის კლებასთან ერთად იმატა და ორივეს გულში კატასტროფული მდგომარეობა დააყენა. გეგა გერმანიაში აღარ ჰგავდა ადამიანს. ედუარდიც კი ვერ ამხიარულებდა, კარგად ხვდებოდა გერმანელი მასპინძელი, რაშიც იყო საქმე და მთელი გულით ცდილობდა დახმარებოდა ბაქრაძეს, რომ მალე დაბრუნებულიყო თბილისში ელენასთან.

მაკალათიას ცალკე თავისი ჭირდა. საშინელ დღეში იყო ჩავარდნილი, მარიამსაც იშვიათად ნახულობდა.. უნივერსიტეტს ნახევრად აცდენდა, ყველაფრის ხალისი დაკარგული ჰქონდა. უცდიდა როდის გავიდოდა ექვსი თვე, რომ მისულიყო და ამდენი მონატრება გეგასთვისაც გაენაწილებინა, რომ ეთქვა თუ როგორ ძალიან უყვარდა, სულ არ რცხვენოდა იმის, თვითონ რომ გამოუტყდებოდა სიყვარულში პირველად საყვარელ მამაკაცს. ეს სულაც არ იყო თავმოყვარეობის საკითხი.. ვეღარ იტევდა ამდენ ერთმანეთში არეულ გრძნობას, უნდოდა ბოლო ხმაზე დაეყვირა და ხმისთვის გაეტნია დარდის ნახევარი მაინც.

ასეთ გამოუვალ სიტუაციაში როგორ ჩაიგდეს თავი? აი რა გააკეთა ჯიუტობამ, თავმოყვარეობის ქადაგებამ და ათასმა უაზრო პრინციპმა. ლამის საკუთარი ხელით მოკლეს ამხელა სიყვარული. ეს ორი ტვინ გამოლაყებული როგორ შეხვდა ერთმანეთს, კუპიდონო? ყველაფერი მაინც შენი ბრალია, შენ გააბი მათ შორის სიყვარულის ძაფები და თვითონვე ხარ იძულებული ახლა დააკავშირო ერთმანეთთან.

* * *

-ელა, რანაირად იქცევი, კარგი რა!-ბუზღუნით შემოვიდა ოთახში მარიამი,-წამოდი, კლასელები ვიკრიბებით, ხელაძეც იქნება, იმნაძეებიც, მაგრად გავერთობით! შენც ცოტა გამოხვალ მდგომარეობიდან, მიდი რა! ძალიან გთხოვ.

-მარი, არ შემიძლია, არა!-ბალიშიდან გაბურძგნული თავი წამოყო და ჩაწითლებული თვალები ააფახულა.

-არ მითხრა, რომ იმ.. იმ იდიოტის გამო ტირიხარ!-თვალები გაუფართოვდა და გაკვირვებისგან წამოიწივლა.

-მარიამ!-ამოიზმუვლა კიდევ ერთხელ და ტუჩები მოპრუწა.

-არ ვიცი მარიამი და დარინე!-დაიყვირა მწყობრიდან გამოსულმა და საბანი გადახადა ნახევრადშიშველ მეგობარს,-აეგდე ფეხზე! მოკვდი ბარემ! აეგდე-მეთქი მაკალათია!

-ვდგები, ვდგები!-ამოიბუზღუნა და ნახევრადმძინარე წამოდგა ფეხზე,-მთელი კლასი იქ არის?

-კი და ჩვენ გველოდებიან!-თვალები დაუქაჩა გოგონას და კისერი მოიღეღა,-სტავაიწე!-გატეხილი რუსულით ამოიბლუყუნა და პანღურით შეაგდო სააბაზანოში საწოლიდან წამოგდებული მეგობარი.

-რუსული არც სკოლაში გეხერხებოდა!-მხიარულად გამოსძახა ჩაფიჩაძეს.

-სწრაფად!

-ადნუ მინუტუ!-არანაკლებ გატეხილი რუსულით მიუგდო სიტყვა მარიამს მაკალათიამ.

მგონი პირველად იდგა გეგას წასვლის შემდეგ ასეთ "კარგ" ხასიათზე. სწრაფად გამოეწყო თავისუფალ სტილში და მარიამთან ერთად დატოვა სახლლი.


სამი წლის უნახავი კლასი და მისი გიჟი ბავშვები ისე მოენატრა, რომ მათი დანახვისას ცრემლები წასკდა. ყველას მოესიყვარულა, ყველა მოიკითხა. ერთი გათხოვილა, მეორეს ცოლი მოუყვანია, ზოგი შეყვარებულია, ზოგი მარტოა. ეს ნამდვილად ჭირდებოდა იმისათვის რომ მწარე რეალობისგან თავი დაეხსნა, თუნდ ორი საათით. გაიხსენა ბავშვობა, რამდენი სისულელე აქვს ჩადენილი ამ ბავშვებთან ერთად, რამდენჯერ იდგა მათთან ერთად დირექტორის კაბინეტში თავჩაღუნული, და რამდენჯერ უსროლია მასწავლებლისთვის ქაღალდები მათთან ერთად.

-ის გახსოვთ, შატალოზე წასულები უკან რომ მოგვაბრუნეს?-გადაიხარხარა ჭელიძემ.

-მაგას რა დამავიწყებს,-გადაიხარხარა ლანამ,- ყველაზე მაგარი მაინც ის იყო, სკოლის პირველ დღეს ბიჭებმა ხელი რომ ჩამოგვართვეს მერვე კლასში!

-ოჰ, რა მოხდა მერე, მოგვერიდა!-თავი იმართლა ლუკამ.

-ის არ გერიდებოდათ, ნაგვის ყუთებით რომ დაგვდევდით!-გამოეკიდა თამთა.

-აბდალაძე რომ დირექტორმა დაიბარა კაბინეტში და რომ გაიქცა? ერთი კვირა არ გამოჩენილა სკოლაში!-დაიძახა რომელიღაცამ.

* * *

სახლისკენ მარტო დაუყვა გზას. გაეღიმა ბავშვობის გახსენებაზე. ღმერთო, რამდენს ოცნებობდა მაშინ ვინ იცის! რამდენი ბავშვური სურვილი კლავდა..

ახლაც ოცნებობს.. ოღონდ სერიოზული ოცნებები აქვს, რომლებიც მის მომავალში რევოლუციას მოახდენს. უნდა გეგას სახე კიდევ ერთხელ იხილოს, თუნდაც უკანასკნელად, ოღონდ ნახოს. არ იცის რა იქნება მომავალში და ამაზე ფიქრსაც არ აპირებს. რამდენჯერაც წინასწარ დააწყო გეგმები, იმდენჯერ დაენგრა ოცნების ყოველი კოშკი. თავის მეტად გაუბედურებასა და გულის ტკენას არ აპირებს. დანანებით გადააქნია თავი. გულზე ისევ დიდი ტვირთი აწევს.. ამ ყველაფრის მოშორებას კი შიშობს, კარგა ხანს ვერ შეძლებს, სანამ გეგას არ ნახავს, ამის შემდეგ კი ალბათ რამე შეიცვლება.

სახლში სრული სიჩუმე სუფევდა. დედ-მამა რაჭაში წავიდნენ დასასვენებლად, მარიამიც მის ოჯახთან ატარებს დროს.. სულ მის გვერდითაა და აღარ უნდა ოჯახს ჩამოაშოროს, ამიტომ თვითონ თხოვა ეს დღე მათთან ერთად გაეტარებინა.

სავარძელზე ერთი ამოსუნთქვით გადაწვა და თვალები დახუჭა..

* * *

მეორე დილას ისევ სავარძელზე გაეღვიძა. კისერი საშინლად ტკიოდა. საწყლად დამანჭა საზე და კვნესით წამოდგა ფეხზე.

კისერი დაიზილა და დახუჭული თვალებით გავიდა სამწარეულოში, წყლის დასალევად.

ტელეფონის ზმუილმა კიდევ უფრო ააფორიაქა და გააღიზიანა. ამრეზით უპასუხა უცნობ ნომერს და ხმადაბლა დაამთქნარა.

-გისმენთ.

-გამარჯობა, ელენა..-მოესმა ვიღაცის მკაცრი ხმა და სხეულში გასცრა.

-რომელი ხართ?-დაბნეულმა დაუსვა კითხვა და სკამზე ჩამოჯდა.

-მე ლევანი ვარ, გეგას მეგობარი. შენთან შეხვედრა მსურს დღეს, ხუთ საათზე.. -გეგას გახსენებამ ტკივილი მოჰგვარა გულის არეში, თვალზე ცრემლები მოაწვა და ცხვირი აეწვა. გული ისევ ისე აუფრთხიალდა, როგორც მაშინ მის სახელს რომ ეძახდა გული, ოღონდ ახლა უფრო მტკივნეულად.

-რამე მოხდა, ლევან?-გულისფანცქალით ორ სიტყვას ძლივს მოაბა თავი.

-გეგასთან დაკავშირებით უნდა ვილაპარაკოთ.. ოღონდ, აქ ჟურნალისტები იქნებიან და ცოტა გალამაზდი!

-რა დროს გალამაზებაა,-ლამის ბღავილი დაიწყო, ხმაში ცრემლი შეერია, და იქვე, სავარძელში მოცელილივით ჩაეშვა,-გეგას რამე დაემართა? არ დამიმალო, გთხოვ.

-არა, არაფერი მოსვლია. უბრალოდ, მე და შენ საქმე გვაქვს,-სიმკაცრეს ინარჩუნებდა კილაძე.

-დღეს, ხუთზე, რომელ კაფეში?

-"დეჟა-ვუ"-ში.. გელოდები!

----------

ისე ღელავდა ადგილზე ვეღარ ეტეოდა. ხუთი იყო დაწყებული, სწრაფად რომ გადაიცვა შავი მოკლე კაბა და მაღალქუსლიანებზე "შეიკაკვა". სახეზე არაფრის წასმა არ უნდოდა, მაგრამ მაინც გადაისვა ტუჩსაცხი და ფანქარი და სახლი ტაქსით დატოვა.

მინას შუბლი მიადო და ქალაქის ქუჩებს დაუწყო ყურება. დიდ აბრაზე დაინახა წარწერა, "ცხოვრება გრძელდება, ამბობენ, მაგრამ რატომ ხარ სულ ჩემში?" ნაწყვეტი მისი საყვარელი სიმღერიდან.

გულში სითბო ჩაღვარა ამ სიტყვებმა.. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს განგებ დააწერეს, მხოლოდ მას რომ წაეკითხა.

ამას კიდევ მიემატა რამდენიმე აბრა სხვადასხვანაირი წარწერებით.. ბოლომ კი, რომელზეც თვითონ და მის მუცელზე გაწოლილი მძინარე სანდრო იყო გამოსახული, სულ მთლად შეშალა და გადაიყვანა ჭკუიდან. დარწმუნდა, რომ ეს აბრები სპეციალურად მისთვის იყო გამოკრული, მას რომ წაეკითხა. ტაქსის მძღოლიც მისყიდული ჰყავდათ ალბათ, მაინც და მაინც ამ ადგილას რომ გამოევლო...

-უკაცრავად, რამე ხდება?-ბოლოს მაინც ვეღარ მოითმინა და ტაქსისტს ის კითხვა დაუსვა რაც შინაგანად ღრღნიდა.

-მაპატიე შვილო, მაგრამ მე არაფრის თქმა არ შემიძლია!-თბილად ჩაილაპარაკა კაცმა,-სიურპრიზია!

"სიურპრიზი? ნეტავ ვისგან უნდა იყოს? გეგა.. ის ხომ საზღვარგარეთაა. ის ლევანი, ნუთუ მას ვუყვარვარ და გეგასთვის ჩემი თავის წართმევა უნდა? ასეთი უნამუსო როგორ იქნება?" გაკვირვებულს იმდენი აზრი აერია თავში, რაზე ეფიქრა აღარ იცოდა.. შიშმაც კი შეიპყრო რამდენჯერმე.. იქნებ იტაცებდნენ და მერე უნდა მოეკლათ,ან რამე დაეშავებინათ?
ლამის ტირილი მორთო, სანამ კაფემდე მივიდოდა..
სწრაფად გადმოვიდა იქედან და გულისფანცქალით გადადგა პირველი ნაბიჯი. საკუთარმა გულის ცემამ დაუბუგა ბარაბნები და მიუხედავად იმისა, რომ მზე კარგად აცხუნებდა, მაინც გაუფართოვდა თვალის გუგები, იმდენად, რომ ბუნებრივი ზღვისფერი ფერი მხოლოდ წვრილ რკალს ტოვებდა თვალსაჩინოებისთვის.

კაფეში ფარდები ჩამოეფარებინათ, რაც გარედან ძალიან კარგად ჩანდა. ამან სიტუაცია უფრო იდუმალი გახადა და სიმტკიცე შიშში გადაეზარდა მაკალათიას.. კანკალმა შეიპყრო, როდესაც სახელურისთვის უნდა მოეკიდა ხელი. იმდენად ძლიერად ცახცახებდა, უჭირდა ხელი რაც შეიძლება მძლავრად მოეკიდა გასაღებისთვის, კარი რომ გაღებულიყო. რკინის კარები წამის მეასედში შეხსნა და გაკვირვებისგან თვალები შუბლზე აუვიდა.

დაუფიქრებლად, დაუდევრად იწყეს ცრემლებმა დენა... რომანტიკა არასოდეს ჰყავრებია, მაგრამ ეს ისეთი ამაღელვებელი სიტუაცია იყო რომ მუხლები ეკეცებოდა.. პირზე ხელი აიფარა და ჯანღგადაკრული თვალები მოავლო არე-მარეს. ირგვლივ ათასობით სურნელოვანი სანთელი ანათებდა, აქა-იქ ეყარა ფერადი ვარდის ფურცლებიც, წითელი, შავი, ლურჯი, ყვითელი, ვარდისფერი. შუაში ერთადერთი მაგიდა იდგა, რომელზეც გრძელი სანთლები ენთო, მეტ იდუმალებასა და რომანტიზმს რომ მატებდა გარემოს. გულისფანცქალით გადაიტანა მზერის ცენტრი მის წინ, ზურგშექცევით მჯდარი მამაკაცისაკენ. დაიფიცებდა, რომ ეს ტანი აშკარად ბაქრაძეს ეკუთვნოდა. ისე ღრმად და ნელა სუნთქავდა გეგა, გეგონებოდათ გონებას კარგავსო..

ბორძიკით მივიდა მაგიდასთან. სული ყელში მოებჯინა და ტუჩები აუთრთოლდა, მამაკაცის თვალებში ჩახედვის ბედნიერება კიდევ ერთხელ რომ ეღირსა. სუნთქვაც კი შეაჩერა იმ წამს, მხოლოდ მისი თვალების ყურებით რომ დაღლილიყო. იმხელა მონატრებას იტევდა მაკალათიას ცქნაფა სხეული, იმხელა სიყვარულს ფლობდა გეგას თვალები რომ ყველაზე ლამაზი იყო იმ წამს ეს სანახაობა!

ორი ერთმანეთზე გაგიჟებით შეყვარებული ადამიანის სურათი, რომელთაც არ გააჩნიათ გარესამყარო, რადგან ისინი არიან ერთმანეთისათვის გარე, შიდა, გარეშე და არაამქვეყნიური სამყაროც კი.

როგორ უნდოდა იმ წამს ჩახუტებოდა და კიდევ ერთხელ ეგრძნო რეალობის სიმტკიცე... მოესმინა მისი გულის ცემა და მის მხარზე დამხობილს ეტირა ყოველი წამი, რომელიც მის გარეშე ჰქონდა გატარებული.. აღარ ნანობდა არც წარსულს, არც გამოუსწორებელ შეცდომებს რომლებსაც აქამდე მისტიროდა. მისი ერთადერთი საფიქრალი იყო - ბედნიერება, რომელიც გახდიდა ცხოვრებას ფერადს და მიზანსწრაფულს არსებობისთვის.

ახლა იქვე სკამზე რომ არ დამჯდარიყო, ალბათ სულს გააფრთხობდა ამდენი ემოციის ცუნამივით მოზღვავებისგან. დაჯდა პირდაპირ მის წინ და თვალმოუწყვეტლივ ჩააშტერდა ცხოვრების უშრეტ წყაროში, თვალებში, რომელთა გარეშეც მის ცხოვრებას დაეკარგებოდა აზრი!


გეგას ქალის ნაღვლიანი თვალების გარდა, თავისი გაჭირვებაც ეყოფოდა. ამდენხნიანი მონატრების შემდეგ როგორ დაეწყო სათქმელი, როცა ამდენი რამე ერეოდა ტვინში..

-მთელი დღე ჩემ გარშემო რაღაც ჩქებდა,-ღრმად ამოიხვნეშა და მცირე შესავლის გაკეთება გადაწყვიტა,- თითქოს ყველგან წყაროები ჩუხჩუხებსო. ჭავლები მცემდა კეფასა და მკერდში. ასე მეგონა, სადაცაა შევიფოთლები და ყვავილებით დავიფარები-მეთქი.. მორევი სულ უფრო და უფრო ღრმად მითრევდა და აი, ახლა.. აქ ვართ მე.. და შენც.. არ ვიცი, მართლა არ ვიცი სიტყვებით როგორ გადმოვცე რას ვგრძნობ ახლა, ან რას ვგრძნობდი ამდენი ხანი, უბრალოდ.. ამ სამმა თვემ, 90-მა დღემ და უამრავმა წამმა საბოლოოდ დამარწმუნა, რომ უშენოდ მგონი მოვკვდები და.. იმასაც მივხვდი, ჩემს იქით გზა რომ არ გაქვს, ასევე მეც.. მინდა, ის მწარე, თუ ტკბილი წუთები ერთად გადავიტანოთ და ერთმანეთით ვისაზრდოოთ თავი. ცხოვრების არც ერთ წამს, რომელსაც შენ გარეშე გავატარებ აზრი არა აქვს! არ მინდა კიდევ ვიგრძნო ტკვილი, რომელსაც უშენობა ჰქვია.. არ მინდა სალხში დაბრუნებულს სიცივე მვეთდეს ფეხებს.. მინდა ჩვენი შვილები შემეგებონ დაღლილ-დაქანცულს სამსახურიდან რომ დავბრინდები, მინდა ყოველ წამს გაგახსენო რომ მიყვარხარ! ყოველ დილას ჩემმა კოცნამ გაგაღვიძოს. პირველად და უკანსაკნელად, ძილის წინ და გაღვიძებისას, მინდა მე ვხედავდე შენს თვალებს და ჩემს მეტი არავინ ეხებოდეს... მე ჯერ კიდევ არ დამისრულებია შენი მორჯულება!.. შენ ჩემთვის დაიბადე და არ აქვს მნიშვნელობა იმას, ვინ გიყვარდა და ვინ-არა! მინდა რომ ჩემი ცოლი გახდე! არ ვიცი ეს რამდენად ბანალური გეჩვენება, მაგრამ რაც მომაფიქრდა ის გავაკეთე.. რაც მთავარია სიყვარულით გავაკეთე..

არ ჯეროდა იმ სიტყვების ციტირებულ ვერსიას, ცოტა შეცვლილს თუ გაიგონებდა, რომელზეც ამდენი ხანი ოცნებობდა. ცრემლები? კი არ ტიროდა, ზღვისფერი თვალებიდან მდინარეები მოდიოდა... სწრაფად წამოდგა ფეხზე და ორივეს გულით ნანატრი სურვილი აასრულა. ისე მაგრად ჩაეკრო გულში ბაქრაძეს რომ აგრძნობინა არსებობა.. აცრემლებული თვალები მის ყელში ჩარგო და მაგრად აკოცა მფეთქავ არტერიასთან. იმდენად ესიამოვნა მისმა ქმედებამ კაცის შეკანკალება რომ გამოიწვია, რამდენჯერმე გაიმეორა იგივე.

-ჩემი მოთმინებით ნუ მანიპულირებ,-თვალებმილულულმა გეგამ ძლივს ამოილუღლუღა რამდენიმე სიტყვა და თითები მაგრად მოუჭირა თეძოებზე.

-იცი როგორ მენატრებოდი?-არანაკლებ დაბნეულმა და ვნებამორეულმა ჩაილაპარაკა ელენამ.

-არ ვიცი,-ეშმაკურად ამოილუღლუღა გეგამ და ქალი, რომელიც მის კალთაში იჯდა სწრაფად წამოაგდო ფეხზე.

-სად მივდივართ?-ჰკითხა გაკვირვებულმა.

-პირველი ბავშვი მანქანაში რომ გავაკეთოთ რას იტყვი?-ორაზროვნად მიაჩერდა გოგონას.

-რააა?-იმხელა ხმაზე დაიყვირა სახეზე წამოხურებულმა, მგონი მთელმა თბილისმა გაიგო.

-კარგი ნუ გადაირიე!-გადაიხარხარა გეგამ და გოგონა მანქანაში ჩასვა,-მაგრამ მერე არ თქვა ექსტრემალური სიტუაციები არ შემომითავაზებიაო!

-გარყვნილო! გაუზრდელო!-აკივლდა მაკალათია და მუშტების შენა დაუწყო მხარში კაცს,-გააჩერე! არ მოგყვები ცოლად! გააჩერე!

-ახლა ძალიანაც რომ გინდოდეს მაინც ვერსად გამექცევი!-სერიოზული ტონით ჩაილაპარაკა და გოგონა ცალი ხელით მიამაგრა სავარძელზე.

-ჰმ.. ხო კარგი, რადგან ასე ძალიან მთხოვ რომ ცოლად გამოგყვე,-ბოლო სიტყვა გაწელა და ეს წინადადება ისეთი სახით წარმოთქვა, თითქოს ხათრის გამო მიყვებოდა ცოლად ბაქრაძეს.

-თორემ შენ სულ არ გინდა ცოლად რომ გამომყვე რა!-გადაიხარხარა გეგამ და ცოლს ხელზე აკოცა.-მომენატრე.

-მეც.-ამოიკრუსუნა მიწურული ხმით,-ტაისიამ რომ მითხრა გერმანიაში წავიდაო, ლამის მიკროინფაქტი მივიღე.

-ინერვიულე?-ეშმაკური კითხვების დასმას არ ეშვებოდა ბაქრაძე.

-ძალიან.. მაგრამ მაგაზე უფრო მეტად მომენატრე,-შერცხვენილმა ამოილაპარაკა და თვალები დახარა.

-იცი როგორ მიყვარხარ? აი, წარმოუდგენლად!


* * *


-დე, *ეშკაპუნასთან შემიყვანე რა! მანახე ეშკაპუნა!-წუწუნს არ ეშვებოდა პატარა ნინია და დედას კალთის პირზე ექაჩებოდა.

-ძინავს დე, ილიას!-თბილად დაუკოცნა შვილს ორივე ბუთქუნა ლოყა და კალთაში ჩაისვა,-იცი? შენ მამიკოს თვალები გაქვს!

-ქო დე, მამიკოც კველაზე ლამაზი თვალები აქ მსოფლიოჩი!-დაბეჯითებით ჩაილაპარაკა გოგონამ, თითქოს ბევრი იცოდესო და ტუჩები გააწკლაპუნა,-მაგრამ მე მალი დეიდას მინდა ლომ ვგავდე!

-მარი დეიდას მისი შვილებიც ეყოფა დე, შენი მიმგვანება აღარ უნდა!-ხმამაღლა გადაიკისკისა ელენამ.

-ეშკაპუნას ილია ლატო დაალქვი?

-ეგ შენ დაარქვი ილიას ეშკაპუნა!

-დე, შენ და მამიკოს ერთად რატომ გძინავთ?-კითხა რამდენიმე წუთის შემდეგ.

-იმიტომ, რომ ასეა საჭირო!-წარბები შეკრა მაკალათიამ.

-კალქი. წავალ მე დავქატავ ლოგოლ გძინავთ შენ და მამიკოც გამე!-სწრაფად ჩამოსკუპდა დედის კალთიდან ნინია და თავისი ოთახისკენ გაიქცა.

-ნენა,-ბურტყუნით შემოვიდა მისაღებში გეგა და არეული ფეხით მიუჯდა გვერდით ცოლს,-ცოტა დავლიე!-ცერა და საჩვენებელი თითი ერთმანეთს მიუახლოვა და თვალები მოჭუტა,-მაგრამ ხომ იცი, მთვრალსაც მიყვარხარ!

-ვიცი, ვიცი!-ლოყაზე აკოცა ქმარს და მისი თავი კალთაში ჩაიდო.

რამდენიმე წუთით სიჩუმე ჩამოვარდა, ელენას ეგონა ჩაეძინა ბაქრაძეს, თუმცა მან მალე განაგრძო მთვრალი ბლუყუნი.

-ნენა.

-ჰო,-ღიმილით უპასუხა და გაეღიმა მის მთელი გრძნობით ნათქვამ "ნენა"-ზე.

-მიყვარხარ.

პ.ს იმის მარჩიელი გამხადა, ეს ისტორია სად მთავრდება! მგონი, არსად!


-----------------------

დავუსვი ამ ისტორიასაც ბოლო ტოჩკა და ამოვისუნთქე!
მადლობა ვინც ბოლომდე მომყვა!
სულ მალე დაგიბრუნდებით ახალი ისტორიით.

პ.ს წინა თავი ბაზაზე შექმნილი პრობლემების გამო წაიშალა. მეც, ჩემი "უბედური ბედის" გადამკიდეს ეს თავი არ შემინახია მაინც და მაინც და ქე დავრჩით ასე მეცხრე თავის გარეშე. თუმცაღა იმ თავში ისეთი რევოლუციურად მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა.

იმედია, ისიამოვნეთ!

პ.ს.ს განსაკუთრებული მადლობა ჩემს "ელი"-ს, "ello1997"-ს, "mrs.animal"-ს მხარდაჭერისათვის!!!!

ხოლო თითოეულ მკითხველს უღრმეს მადლობას ვუხდი კომენტარისა და იმ წუთებისთვის, რაც ჩემთვის გაიმეტა.

შეხვედრამდე.

მიყვარხართ!

სიყვარულით, mylove!



№1  offline წევრი nuki-nuka

აუუ ცუდია რომ დამთავრდა.
ძალიან ძალიან მაგარი იყო love

 


№2  offline წევრი qaosia

Kargia dzz magram "chemi tu Ara aba visi unda iyos cadet raa gtxovt.. Velodebi_^^
--------------------
ქაოსი

 


№3  offline მოდერი aleqsandra

Axla wavikitxe,yvela tavi am istoriis da zaalian momewona. <3 am saitze amochemebuli 2 mwerali myavs da mgoni 3-e,shen gaxdebi,kargad wer,yvela grznoba bolomde mogaqvs. Ifiqre am istoriis meore nawilzec,ogond iqidan gaagrzele,kafidan rom gamovidnen da detalurad agwere yveka grznoba,rac zaaalian kargad gamogdis!!! <3 xo martla,is fraza romeli simgeridan aris da vin mgeris??!! :-*

 


№4  offline წევრი DaaDaa

ყოჩაღი გოგო ხარ შენ <3 მომეწონა კარგი კიარა მაგაარიიყო <3

 


№5  offline წევრი lamazmani

აუ ძაან მაგრაი გოგო ხარ ძაან მაგარი დასასრული იყო უმაგრესი ძაან მომეწონა ველი შენს ახალ ისტორიას დიდი ხანი არ გვალოდინო წარმატებები მიყვარხარ ძაან love love love

 


№6  offline მოდერი MyLove

nuki-nuka
აუუ ცუდია რომ დამთავრდა.
ძალიან ძალიან მაგარი იყო love

Mrs. animal
ჩემო გახარება! ნიჭიერი გოგო მყავხარ და ძალიან გამახარე ასეთი დასასრულითაც და პოტენციური ისტორიითაც! მიხარია, თუ ჩემი რომელიმე სიტყვა დაგეხმარა და გაგამხნევა! მართლა ძალიან მიყვარხარ პატარა ლუციკო! ისტორია - "პერფექტო"!

qaosia
Kargia dzz magram "chemi tu Ara aba visi unda iyos cadet raa gtxovt.. Velodebi_^^

aleqsandra
Axla wavikitxe,yvela tavi am istoriis da zaalian momewona. <3 am saitze amochemebuli 2 mwerali myavs da mgoni 3-e,shen gaxdebi,kargad wer,yvela grznoba bolomde mogaqvs. Ifiqre am istoriis meore nawilzec,ogond iqidan gaagrzele,kafidan rom gamovidnen da detalurad agwere yveka grznoba,rac zaaalian kargad gamogdis!!! <3 xo martla,is fraza romeli simgeridan aris da vin mgeris??!! :-*

DaaDaa
ყოჩაღი გოგო ხარ შენ <3 მომეწონა კარგი კიარა მაგაარიიყო <3

lamazmani
აუ ძაან მაგრაი გოგო ხარ ძაან მაგარი დასასრული იყო უმაგრესი ძაან მომეწონა ველი შენს ახალ ისტორიას დიდი ხანი არ გვალოდინო წარმატებები მიყვარხარ ძაან love love love

უღრმესი მადლობა გვერდით დგომისა და მხარდაჭერისთვის! სიტყვები არ მყოფნის, ისე მახარებთ! love
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№7  offline წევრი masu

იმენა უმაგრესი იყო <3

 


№8  offline წევრი ელენა სვანი

დედა დედა, რა კაი ბაღანა ხარ შენ!!!! ესაა ვერ დავწერეო გოგო?! love winked ველოდები იცოდე ახალს, მთელი შემართებით winked ვიცი, არ გაგვიცრუებ იმედებს, სუპერ გოგო ხარ ნუუუ lol love

 


№9  offline წევრი Anka.11

dzaan kai iko

 


№10  offline მოდერი MyLove

masu
იმენა უმაგრესი იყო <3

მადლობა უღრმესი.
ელენა სვანი
დედა დედა, რა კაი ბაღანა ხარ შენ!!!! ესაა ვერ დავწერეო გოგო?! love winked ველოდები იცოდე ახალს, მთელი შემართებით winked ვიცი, არ გაგვიცრუებ იმედებს, სუპერ გოგო ხარ ნუუუ lol love

ჩემი სვანი! love იმედია მოგეწონებათ ახალი!!!
Anka.11
dzaan kai iko

მადლობა

პ.ს ტექსტი არის სიმღერიდან 1/4-ის "მთავრდება ღამე"
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№11  offline წევრი NataShka()()()

დღეს წავიკითხე მთლიანი ისტორიაა ძალიან მომეწონაა შესანიშნავი იყოო ვისიამოვნეე უმაგრესი იყოო და ველოდები მოუთმენლად ახალ ისტორიას ახალი ინტრიგებით და მოულოდნელობით ძალიან დიდი მადლობაა ფანტასტიური ხარ love
--------------------
ნ.ორბელაძე

 


№12  offline მოდერი MyLove

NataShka()()()
დღეს წავიკითხე მთლიანი ისტორიაა ძალიან მომეწონაა შესანიშნავი იყოო ვისიამოვნეე უმაგრესი იყოო და ველოდები მოუთმენლად ახალ ისტორიას ახალი ინტრიგებით და მოულოდნელობით ძალიან დიდი მადლობაა ფანტასტიური ხარ love

მადლობა ძალიან დიდი..
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№13  offline წევრი Annee

კარგი იყო ჩემო ლუცი. ეს ისტორია წავიკითხე ბიოლოგიაზე, ხოდა გამახარე რომ გადამარჩინე. სკოლაში ვერ მოვახერხე კომენტარის დაწერა. <3
გამიხარდა რომ ერთად დატოვე.. <3 ბოლოში მართლა ძაან საყვარლობა იყო: * ველოდები შენს ახალ ისტორიას.. თავი არ მოგვანატრო იცოდე. :*

 


Dzaliaaan kargad gadmocem grdznobeeebs, dzalian momewonaaa <3

 


№15  offline წევრი Nati natia

Sagool magari xaar... Umagresi istoria iyo...

 


№16  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო ყოჩაღ.

 


№17  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Vaime ra magari iyoo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent