შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაურკვეველი ქორწინება (8თავი)


20-04-2015, 11:20
ავტორი MyLove
ნანახია 7 595

ორ ცეცხლს შორის მდგომს, ვერ გაეგო რა გადაწყვეტილება მიეღო. ეთქვა სიმართლე ელენასთვის და სამუდამოდ გაეშვა, თუ დაემალა მისთვის სიმართლე და ფარულად შეეწუხებინა ნამუსს? კარგად ხვდებოდა, მის გარეშე ცხოვრებას უბრალოდ რომ ვერ შეძლებდა. ეს არ იყო მხოლოდ მიჩვევა, ეს არ იყო ადამიანზე დამოკიდებულება, ეს იყო რაღაც მომაკვდინებელი ძალა, რომელიც განგაცდევინებდა ყველა ტკივილს ერთად მოზღვავებულს. თითქოს ყელში გიჭერს რაღაც მკვლელი, უსიცოცხლო გრძნობა და გაიძულებს შეეგუო უსამართლო და შენთვის ყველანაირად უარყოფით, არადადებით ცხოვრებას. ამის გაფიქრებაზე, ტვინში სისხლი ჩაექცა და ჩაწითლებული თვალები, მზერის გასაწმენდად რამდენჯერმე დახუჭა.

მანქანას ისე მართავდა, თითქოს რობოტი ყოფილიყოს, რომელიც საგანგებოდ დააპროგრამეს. ისეთი გამჭვირვალე იყო მისი თვალები იმ წამს, რომ ჩაგეხედათ ვერაფერს დაინახავდით... არ უნდოდა, მთელი გულით არ უნდოდა მაკალათიას სახლიდან გაშვება. იქნებ, გოგონას გადაეფიქრებინა? დარჩენილიყო მასთან? მაგრამ ამას არ გააკეთებდა, გეგა არ უყვარდა და თავს ვერ დაიტანჯავდა.. მაგრამ ამით ბაქრაძე, სამარეს ითხრიდა, თანაც საკუთარი ხელით.


ზოზინით აიარა კიბეები. გაურბოდა იმ დროს, როდესაც ყველაფრის ახსნა მოუწევდა მაკალათიასთვის. რამდენჯერმე აითრია ფეხი სანამ კარს მიადგებოდა. მერე ღრმად ამოისუნთქა და სწრაფად შეხსნა კარი. სამარისებული სიჩუმე იდგა ირგვლივ. გაკვირვებისგან თვალები შუბლზე აუვიდა, ელენას მუცელზე გაწოლილი სანდრო რომ დაინახა. იმხელა სითბო ჩაეღვარა გულში, შეეძლო მზეს შეჯიბრებოდა სიმხურვალეში. კიდევ ერთხელ იფიქრა, რა მოხდებოდა, მასაც რომ ქონოდა ბედნიერი ოჯახი, მაგრამ მის ბედში მსგავსი არაფერი ეწერა.

რამდენიმე წამში ელენამაც გაახილა თვალი და ფრთხილად გაუღიმა კაცს.. გუშინდელი წყენა აღარ ახსოვს როგორც ჩანს.. ფრთხილად გამოართვა ცოლს ბავშვი და საძინებლისკენ წაიყვანა.

***

-ელენე სად არის?-კითხა საუზმის დროს მშვიდად ცოლს.

-დათომ დაურეკა და იქ წავიდა,-დაიჩურჩულა ღიმილით და ქმარს მზერა გაუსწორა,-რაღაც ხდება ხომ?-ჰკითხა, როდესაც მის თვალებში ის ვერ ამოიკითხა, რასაც ამდენი ხანი უპრობლემოდ, ყოველგვარი დაკვირვების გარეშე ხედავდა, უბრალოდ ვერ ხვდებოდა რა იყო ეს.

-დადა დააკავეს,-ყველანაირი შესავლის გარეშე უთხრა გოგონას, რომლის სახეზეც მხოლოდ გაკვირვება იყო გამოსახული, სხვა დანარჩენს მის სახეზე არ დაებუდებინა.

-რატომ?-ეგოისტურად ესიამოვნა მის ხმაში ინტერესის მეტი რომ ვერაფერი ამოიკითხა.. თითქოს რაღაც იმედი ჩაესახა, სულ მზის პატარა სხივის ოდენა, რომელიც ხან ქრებოდა,ხან ჩნდებოდა, ეს ყველაფერი კი პირდაპირპროპორციულად მოქმედებდა გეგას ნერვებზე.

-მოკლედ, არ ვიცი შენთვის ეს როგორი მოსასმენი იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ადვილად და გულგრილად ვერ მიიღებ ამ ამბავს,-მცირე მონოლოგოს შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და საუბარი განაგრძო,-დადა სინამდვილეში ოცდაცხრამეტი წლის კაცია, თითქმის მამაშენის ტოლი, ასე გაგაცუცურაკათ მთელი ოჯახი, რომ ოცდარვა წლის ბიჭად წარადგინა თავი, ამაში კი ფიზიკურობა აშკარად უწყობდა ხელს. თურმე სანამ შენ გაგიცნობდა, ორი ცოლიც ჰყოლია, ერთ-ერთი მისი ხელით გამოასალმა სიცოცხლეს, მეორე კიდევ საგიჟეთში გააქცია თავის გადასარჩენად. იმ დღეს, როდესაც მამაშენთან მოვდიოდი სალაპარაკოდ, ჩვენ ხომ საერთო ბიზნესი გვაქვს, გავიგონე როგორ ესაუბრებოდა მის ერთ-ერთ მსახურს, გეგმას აწყობდა რომ მოეტაცებინე... ეს რომ გავიგე, მაშინ შენ ნანახიც არ მყავდი, უბრალოდ მამაშენი ხშირად ლაპარაკობდა ჩემთან შენზე და მეც ასე თუ ისე გიცნობდი. მაშინვე დაველაპარაკე მამაშენს ყველაფერი ავუხსენი, კაცი გადაირია, გაფითრდა, მერე კი თქვა, ვიცოდი რაღაცას რომ ჩალიჩობდა მაჩხოშვილიო. შვილის დაცვის ინსტიქტმა იმძლავრა მასში და მძინარე წამოგიყვანე შენი სახლიდან. გურამმა მითხრა, მაგან თუ გაიგო რომ თხოვდება, მთელს თბილისს შეყრის და შეიძლება თავ-ყბაც მიგიმტვრიოსო, ამიტომ მეც ვარჩიე საკუთარი სილამაზე შემენარჩუნებინა და შენც ნერვები არ აგეშალა. რაც შეეხება დადას, ის დააპატიმრეს და მინიმუმ 40 წელს მიუსჯიან. და შენც.. შენც შეგეძლება თავისუფალ, ძველებურ ცხოვრებას დაუბრუნდე..

-მგონი კარგად უნდა ხვდებოდე, რომ ასე უცებ ვერ წავალ ამ სახლიდან და საერთოდ შენგან, ჩვენ დანიშნულები ვართ..

-აღარანაირი ნიშნობა აღარ არსებობს, ყველაფერი გაუქმებულია,-საუბარი გააწყვეტინა გოგონას და თვალები დახარა, მისთვის რომ არ შეეხედა.

-ანუ ჩემ გარეშე გადაწყვიტე ყველაფერი?-ცოტა არ იყოს ნაწყენმა თქვა და ფეხზე წამოდგა.

-ამას აღარ სჭირდებოდა არანაირი ერთობლივი გადაწყვეტილება, შენ თავისუფალი ადამიანი ხარ და ამის წართმევის უფლება არ მაქვს,- საკუთარი ხელით ითხრიდა მართლაც სამარეს. ახლა მაკალათიას სიტყვებს აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, გეგამ ყველაფერი წყალში ჩაყარა. ამას აღარ ეშველება.

-ბავშვები ჩვენთან დატოვეს, გეგა. ახლა სახლიდან ვერ წავალ,-ბოლო იმედს მოეპოტინა ელენა. არ იცოდა, ამას რატომ აკეთებდა, მაგრამ საშინლად არ უნდოდა ეს სახლი დაეტოვებინა, სულ რაღაც სამი კვირაა აქ არის და უკვე შეეჩვია, ოთახის კედლებსაც და გეგასაც შეეჩვია. თუმცა ხვდება, ბაქრაძე მისდამი არანაირი გრძნობით რომ არ არის განსჭვალული, სხვა შემთხვევაში ასე არ დააჩქარებდა მის სახლიდან წასვლას. გული დაწყდა, პირველი კოცნა, პირველი ცოლის სტატუსი ამ კაცს რომ შეწირა, მაგრამ ხვდება, ამ ადამიანთან აღარაფერი დარჩენია. არ ღირს მასთან არანაირი საუბარი, იმას ვერ გააკეთებს რაც გეგას არ უნდა. მას ვერ აიძულებს თავისთან ცხოვრებას, ბაქრაძეს ის არ უყვარს, სწორედ ესაა მიზეზი, თუ რატომაც არ პოულობს საბაბს დასარჩენად.

მან რა იცოდა, რა ხდებოდა გეგას თავს? არ იცოდა და ვერც გაიგებდა, იმიტომ რომ ამას საოცრად ღრმად მალავდა გულში ბაქრაძე..

***

ასე ერთმანეთის გრძნობებზე ფიქრში დაავიწყდათ საკუთარი.. თუ რას განიცდიდნენ თვითონ უკანასკნელ სადარდებლად გახადეს, ამით დაკარგეს საკუთარი თავი და ერთმანეთიც.

***

-შეგეძლო პირდაპირ გეთქვა, რომ ჩემი თავიდან მოშორება გინდა, გეგა!-გამწარებული ადგილს ვერ პოულობდა და აღელვებით აშტერდებოდა ბიჭს თვალებში, რომელიც ამდენ სევდას იტევდა.

-რა სისულელეა, ნენა!-წამოიყვირა ბოლოს და თვითონაც წამოხტა ფეხზე,-ასე შენთვის ხდება! შენ ჯერ ზედმეტად პატარა ხარ ოჯახისთვის! ეს ტანჯვაა შენთვის,გესმის? ახლავე ჩაალაგებ ბარგს და ხვალ დილით მე თვითონ ჩაგაბარებ გურამს!

-რაც გინდა ის გიქნია,-დაიყვირა მწყობრიდან გამოსულმა,-სახლში ჩემით მივალ! არ მჭირდები.. უშენოდ გავაგრძელებ ცხოვრებას! ერთმანეთს ხელს ვუშლით, აი ესაა მიზეზი, მეტი არაფერი, თორემ გარეშე პირები მოგვარებადია, ისინი.. ისინი უბრალოდ ჩვენ პირადთან არაფერ შუაში არიან. დაივიწყე ყველაფერი, დღესვე წავიდოდი, უბრალოდ ბავშვებს რა ვუთხრა? რამ წამომიარა-თქო რა მოვიმიზეზო, თორემ შენს გვერდით გაჩერების სურვილიც კი არ მაქვს!

იმ წამს არ აინტერესებდა,ის რომ გეგაც ადამიანი იყო და მასაც ჰქონდა გრძნობები. მისი ერთადერთი საფიქრალი იყო, ისე ტკენოდა გული ბიჭს რომ შეზიზღებოდა. თუ ის შეიძულებდა, მაშინ არაფერი გააჩერებდა იმ სახლში. მიხვდა, მისი სურვილებისდამიუხედავად, რომ აქ მისი ადგილი არ იყო, გეგასთან ერთად ის ცხოვრებაში ადგილის დამკვიდრებას ვერ მოახერხებდა, ეს როგორაც არ უნდა ნდომებოდა..

სრულ ეიფორიაში იყო იმ დროს.. ვერ გაეგო რას გრძნობდა, ან რას ითხოვდა გეგასგან, ერთადერთი რაც გულით უნდოდა იმ სახლში დარჩენა იყო, რომელსაც მალე ტოვებდა. გაბრაზებულმა აიარა ის კიბეები, რაც სამი კვირის წინ, გაკვირვებულ-შეშინებულმა ჩამოიარა. თავიდან კი ძალიან შეაშინა ბაქრაძემ, მაგრამ მერე მიხვდა, რომ მის გვერდით არასოდეს არ უნდა შეპარვოდა გონებაში პანიკა.

ახლა კი, როგორ პირდაპირ აგრძნობინა მამაკაცმა რომ მისი სახლიდან წასვლა უნდოდა. რა თქმა უნდა, მან ხომ ვალი მოიხადა მის წინაშე და სიცოცხლე შეუნარჩუნა, ახლა ნამდვილად ვერ შეწირავს თავისუფლებას.


გეგა კი, ის უბრალოდ ყველაფერს მიხვდა. ერთადერთი, ვინც მათ ურთიერთობაში დამნაშავეა, ეს თავადაა. ხომ შეეძლო ასე პირდაპირ არ მიეხალა მისთვის, რომ წასულიყო სახლიდან. გული ატკინა, ამას ვერ წარმოიდგენდა, ვერ წარმოედგინა, ამხელა ტკივილს თუ დაინახავდა მის თვალებში.. რომ ცოდნოდა? ჰმ, განა შეცვლიდა რამეს? ყველაფერს ისე გააკეთებდა, როგორც ახლა. ის სხვა ნაბიჯს ვერ გადადგამდა, იცოდა ამით რაღაც ზარალს ორივე ნახავდა.. მაგრამ რადგან ასე მოიქცა, ე.ი ასე იყო საჭირო. მაინც იმდენად დიდი ეგოისტია, რომ ვერ გაიმეტა თავისი თავი ბედნიერებისთვის.. ისევ სხვის ბედნიერებაზე იფიქრა...

იცოდა, რომ გაუჭირდებოდა მისი გაშვება მაგრამ ასე მოხდა. ასე იყო საჭირო. ორივე წესიერად უნდა გარკვეულიყო საკუთარ გრძნობებში.. იქნებ, მერე მაინც გამოსვლოდათ რამე. ამის იმედი კი ორივეს გადაწურული ჰქონდა.


ღამის თორმეტი საათი იქნებოდა, კინოს უყურებდა მარტო მისაღებში,ტელეფონმა რომ დაურეკა. სწრაფად აიღო უცხო ნომრიდან შემოსული ზარი და საუკეთესო მეგობრის ხმა რომ გაიგონა, ლამის ჭკუიდაა შეიშალა.

-მარიამ!-წამოიყვირა სიხარულისგან და პირზე ხელები აიფარა.

-ჩამოვედი, ელა! საქართველოში ვარ, როგორ მომნატრებია აქაურობა!-გაყვიროდა ტელეფონში მარიამიც.-შენს ქორწილს ხომ არ გამოვტოვებდი?

-ქორწილი არ იქნება, მარი.-მშვიდად უთხრა გოგონამ და ყურიდან მოიცილა ტელეფონი, მეგობრის ყვირილი რომ არ გაეგონა.

-რა? რატომ? ყველაფრის ახსნას მოვითხოვ მაკალათია, დაუყოვნებლივ!-უთხრა მკაცრი ტონით მეგობარს.

-ხო, ხვალ სალხში მივდივარ და მოგიყვები აუცილებლად. ნეტავ იცოდე რა ხდება ჩემს თავს,-დანანებით ჩაილაპარაკა და სევდიანად გაიღიმა.

-კარგი, ხვალ მომიყევი. ძილინებისა აბა! ხვალ მოგიყვები როგორი იყო დუბაიში, აი ვერც კი წარმოიდგენ! - აჟიტირებული ლაპარაკობდა მარიამი. შემდეგ ლაპარაკ - ლაპარაკით გამოემშვიდობნენ ერთმანეთს და მაკალათიაც დასაძინებლად წავიდა, სხვა ოთახში.


***


მეორე დილას ადრე ადგა გეგა. ჯერ ბავშვები მიიყვანა დედამისთან, ყველაფერი აუხსნა. ქალიც ჭკუაზე აღარ იყო, ახლა არ დაინიშნეთ, რა განქორწინება მოგინდათო, მაგრამ შვილის ამბავი კარგად იცოდა, ვერაფრით გადაათქმევინებდა აზრს, ამიტომ გულდაწყვეტილი შეეშვა მასთან ლაპარაკს.

არ აზროვნებდა რას აკეთებდა, უბრალოდ მისი გონება გამუდმებით ერთსა და იმავეს იმეორებდა, "ნენა" უნდა გაეშვა.

სალხში დაბრუნებულმა ჩემოდნები რომ დაინახა, მაშინვე წაუხდა გუნება. გულში უეცარი ტკივილი ჩაეღვარა, იმდენად დიდი იყო გოგონას თავისთან დატოვების სურვილი, რომ ბარგს ფანჯრიდან ისე გადაუძახებდა, არც კი დაფიქრდებოდა, მაგრამ საქმე არც ისე იოლად იყო..

გოგონასთვის თვალებში არ ჩაუხედავს, ვერ შეძლებდა იმის გაკეთებას, რომ კიდევ ერთხელ ამოეკითხა მის თვალებში დაბუდებული იმედგაცრუება. ჯერ კიდევ იყო იმედი რომ არ გაეშვა, მაგრამ ამ იმედის მოსპობას თვითონ აპირებდა.

***

წავიდა ისე რომ მისთვის არ უთქვამს ერთი სიტყვაც კი. ისე მიიყვანა სახლამდე და დატოვა იქ, მისკენ გახედვაც კი ვერ შეძლო. კარგად იცოდა, მის გარეშე არავინ და არაფერი დარჩებოდა.. მაგრამ გაუშვა! ისე გაუშვა, რომ არ ჩახუტებია. ისე გაუშვა, რომ ვერ უთხრა, თუ როგორ უყვარდა, ვერ უთხრა ეპატიებინა მისთვის მიყენებული ტკივილი. ელენას გარეშე ყოფნა დაღუპავს, უმისობა ბაქრაძეში დარდის სახით ჩაისახა.. ვერ დაიბრუნებდა.. სუნთქვა ყელში მოებჯინა, ცარიელი სალხის დანახვისას, იმ წამს იმ ვაკუმით სავსე ოთახში ერჩივნა მიცვალებული დაენახა, ვიდრე არავინ!
დიახ, ვაკუმი* იყო მისთვის ის ადგილი, სადაც არ იმყოფებოდა მაკალათია..
მისი გრძნობები, კარგად იცოდა, დროში გაფანტვას რომ არ ექვემდებარებოდა. იმასაც მშვენივრად ხვდებოდა, "ნენა" არასოდეს იქნებოდა მისი წარსული, ელენა ტკბილ მოგონებად დაუდიოდა ვენებში. მოგონებებად, რომლებსაც ვერასოდეს მისცემდა დავიწყების უფლებას!


საწოლს შეხედა. ზეწარი დაჭმუჭნული და ნაცრისფერი იყო. არა უშავს, რომ უცდის. (მიუხედავად იმისა, რომ იცის არ მოვა.) ხშირად უცდია ქალებისთვის, მაგრამ გრძნობდა, რომ ეს უწინ რაღაც სხვაგვარად ხდებოდა. უბრალოდ, აშკარად და უხეშად,ზოგჯერ ფარული სინაზითაც, ხორციელ წადილს რომ აკეთილშობილებდა.. მაგრამ დიდი ხანია, ისე არავისთვის უცდია, როგორც დღეს.. უცდიდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა _ არ დაბრუნდებოდა..

უხმოდ შეწვა საწოლში და თვალი დახუჭა.. იცოდა, სიზმარშიც ნახავდა, სწორედ ამიტომ უნდოდა დაძინება, ის ხომ კიდევ ერთხელ ნახავდა მას, ან რეალურად, ან აბსტრაქტულად, მაგრამ ნახავდა.

* * *

საშინელი გულისტკივილი და იმედგაცრუება იგრძნო სულში.. უნდოდა ეკივლა, ამდენ ხალხში მარტო დარჩენილს, უნდოდა ეღიარებინა თუ როგორ ციოდა პაპანაქება სიცხეში. ხმა მაინც ამოეღო რომელიმეს! ეთქვა, რომ გეგა არასწორად მოიქცა, რომ მასთან უნდა ყოფილიყო მაკალათია.. მაგრამ ყველა დუმდა, თითქოს ფიცი ქონდათ დადებული რომ კრინტი არ უნდა დაეძრათ...

-ხალხო, თქვით რამე!-კიდევ ერთხელ მოავლო თვალი დედ-მამას.

-რა გვეთქმის, შვილო?-დაიწყო მანანამ.-ბიჭმა სიკვდილისგან გიხსნა, ახლაც რომ მახსენდება ტანში ჟრუანტელი მივლის. ის არ არის ვალდებული, ცოლად შეგირთოს.. მან საკმარისზე მეტი გააკეთა შენთვის..

-დედაშენი მართალია,-საუბარში ჩაერთო მამამისი_ გურამიც,- ჩვენ ვერაფერს გაიძულებთ.. ახლა ყველაფერი თქვენი გასარკვევია!

-მე მეძინება!-ისე მკაცრად წარმოთქვა ცივი ხმით, თითქოს მშობლების ნალაპარაკები არ გაეგოს.


საწოლში სწრაფად შეგორდა და ღრმა ოხვრა ამოუშვა.. ტირილს არ აპირებდა, იმიტომ კი არა, რომ ამაყი იყო... ის გეგას გამო ვერ იტირებდა, საკმარისზე მეტად ეცადა მასთან დარჩენილიყო, მაგრამ მისმა სიტყვებმა გული მოუკლა.. სწორედ ამან აიძულა იმ სახლიდან წამოსვლა და იქაურობის დატოვება...

ხვალიდან ისევ დაიწყებდა ჩვეულებრივ, სტუდენტურ ცხოვრებას.. დაივიწყებდა ყველას და ყველაფერს, მათ შორის გეგასაც, იმ წარსულსაც რომელიც მას ეხებოდა და მშვიდად გააგრძელებდა ცხოვრებას, მარისთან ერთად.

* * *

- თავი თურქულ სერიალში მგონია,-მეგობრის ნაამბობით პირდაღებული მარი სიტყვებს ვერ აბამდა თავს.

- აბა მე მკითხე სად მგონია თავი,- ირონიულად ჩაიქირქილა და თავი გადააქნია, - დადას ამბავი რატომღაც არ იყო ისე გასაკვირი ჩემთვის... არ მინდა ასეთი წარსული მქონდეს.. მინდა ახლაც თვალი დავხუჭო და რომ გავახელ, ისევ ჩვიდმეტი წლის გოგონა ვიყო, ისევ შენთან ერთად დავბოდიალებდე მასწავლებლებთან, არ მინდა დადა! გეგა.. გეგაც არ მინდა! მაგ ადამიანმა საკმარისზე მეტად მატკინა გული!

- შენ ოდესმე გითქვამს მისთვის, რომ გიყვარს, ან გიგრძნობინებია მაინც?-მოჭუტული თვალებით ამოხედა მეგობარს მარიმ,-კარგად გიცნობ, ვიცი, სიტყვას არ დაძრავდი მასთან.. იქნებ გეგას ჰგონია, რომ არ გიყვარს?! იქნებ მან ვერ გაგიმეტა თავისი თავისთვის, მხოლოდ იმიტომ რომ, ეგონა არ გიყვარდა? ამაზე რატომ არ ფიქრობ? იქნებ მას უყვარხარ?

- მარი, სისულელეს ამბობ დამიჯერე,- უთხრა მშვიდად მეგობარს. -ეგ ყველაზე უკანასკნელია, რაც რეალობას შეესაბამება. წამო, ლექცია იწყება!-სწრაფად წამოაგდო ფეხზე და აუდიტორიაში შეიყვანა.

* * *

-გეგა, საზღვარგარეთის ფირმასთან ხელშეკრულების გასაფორმებლად, გერმანიაში, მივლინებით მოგიწევს წასვლა, ექვსი თვით,-ამჟავებული სახით შემოვიდა კაბინეტში ლევანი.

- წავალ.-მხოლოდ ეს უთხრა პასუხად და ისევ ფანჯარას გაუსწორა არაფრისმთქმელი მზერა.

- კარგი რა, ასე ნუ დარდობ, ნახავ მალე დაგავიწყდება..

- რა დამავიწყდება, ლევან, რა?-წამოიყვირა მწყობრიდან გამოსულმა,-ის დამავიწყდება, თუ როგორ ცუდად ვარ მის გარეშე? თუ ის რომ ადამიანს აღარ ვგავარ?

- შენი წასვლა გამოსავალი არ იქნება.

- არასდროს არ შემაშინებს დრო და მანძილი.. და თუ ჩემი ექვსთვიანი მივლინება რამე შედეგს გამოიღებს, თუ ასე უფრო მალე გავა დრო, მე თანახმა ვარ დამატებით ექვსი თვე ვიცოდვილო მის გარეშე და არა _ ვიცხოვრო გესმის? უნდა წავიდე, აუცილებლად უნდა დავტოვო საქართველო, თორემ არ შემიძლია აქ იმის შიშით ყოფნა, რომ შეიძლება ყოველ წამს შევხვდე სადმე გზაში, მაღაზიაში და მკითხოს რატომ გავუშვი. რა ვქნა, მაგ დროს რა ვუპასუხო? როცა შენში ჩემთან დარჩენის სურვილი ამოვიკითხე, მაშინ შემეშინდა ყველაზე მეტად, ეს ყველაფერი ჩემი ჰალუცინაცია არ ყოფილიყო და არ დამეტანჯე-თქო? მითხარი, რა ვუთხრა?

ასეთ დღეში ჩავარდნილი,წლებია იცნობს, და მისი მეგობარი არ უნახავს.. თვალები სიმწრისგან ჩაწითლებული ჰქონდა გეგას, თავზე ნერვიულად ისვამდა ხელს და ტუჩებს იკვნეტდა. ალბათ, გადახოტრილი კატაც კი უკეთესად გამოიყურებოდა, იმ წამს, ვიდრე ბაქრაძე. ჩვეულებრივ ადამიანთან შედარებით, ნამდვილ ცხოველს გავდა..

- როგორც გული გიკარნახებს ისე მოიქეცი, უბრალოდ იცოდე, რომ ფრენა ხვალ არის.-წყნარად უთხრა მეგობარს ლევანმა, ამ წამს არც კი იცოდა რა ეთქვა.. ბოლოს ისევ გაჩუმება ამჯობინა და კაბინეტი დატოვა.

______________

უცნობი სიტყვის განმარტება:
*ვაკუმი-უჰაერო სივრცე.

_______________

"გადახოტრილი კატა" მომიტევეთ, მეტი ვერაფერი მოვიფიქრე, ისედაც მეძინება.
lol
ახლა რამდენი რამის თქმა მინდა და იმედია არ დამავიწყდება. ამ თავით ვაპირებდი დამთავრებას და ამათ ერთად დატოვებას, მაგრამ გადავიფიქრე. კიდევ ორი თავით გავწელავ ჩემს ისტორიას, დასასრული ჯერაც არ მომიფიქრებია, ან ცალ-ცალკე უნდა დავტოვო, ან ერთად. ეს ყველაფერი კი თქვენზეა დამოკიდებული! მე ყველანაირად ვცდილობ უკეთესი გავხდე, რომ თქვენ მოგეწონოთ ჩემში რაღაც.. მაგრამ ვერა და ვერ მივაღწიე ამას...

ამ თავს მგონი კარგად ეტყობა, რა ხასიათითაც არის დაწერილი.. იმედი მაქვს დასასრულზეც არ ვიქნები ასე, თორემ არამგონია ესენი ერთად დავტოვო lol

მე ყოველ ახალ თავში ვცდილობ გავიზარდო, გავხდე უკეთესი, ამაში თქვენი ხელშეწყობაც მჭირდება.

მადლობა კიდევ ერთხელ და ახალ თავს ხვალ ან ზეგ დავდებ.

ყველას თუ ვერ გიპასუხეთ კომენტარზე გული არ დაგწყდეთ და არ გეგონოთ არ ვკითხულობ, პირიქით ძალიან მიხარია თქვენგან წამოსული თითო სიტყვაც კი.

მიყვარხართ.



№1  offline წევრი tveni

ვაკუმი არა ვაკუუმი.. კარგი იყო, მე მომეწონა

 


№2  offline წევრი anna777

ძალიან მიყვარს ყველა შენი ისტორია.განსაკუთრებულად კარგად წერ! მართალია საიტზე ყველა ისტორია თითქმის ჰეფი ენდით მთავრდება და ზოგი ფიქრობს რომ ეს უკვე საშინლად მოსაწყენია. მაგრამ,ჩემი აზრით ამ ისტორიას და ამწყვილს ეკუთვნის ბედნიერი დასასრული :DD
გთხოვ რა არ დაასრულო ცუდად love
პ.ს რაც შეეხება იმას რომ უკეთესი კიდევ უკეთესი გახდე. შენ ისედაც ძალიან კარგი ხარ!! love
--------------------
სიყვარული ხანძარი არ არის, მაგრამ მის ცეცხლს ვერავინ ჩააქრობს

 


№3  offline წევრი Nensii

ახლა წავიკითხე პირველი თავიდან აქამდე, და მიკვირს როგორ გამომეპარა ეს ისტორიაა,,, აიიი ძააან მაგარი ვინმე ხაარ <3 დიდხანს არ აწვალოო ესენიი :)))))

 


№4  offline წევრი Anka.11

ძალიან მომწონს :* ესენიერთად დატოვე გთხოვ <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

ორი ტვინ ნაღრძობი:)).

 


№6  offline წევრი masu

აუუ ძაან მაგარია <3 ესენი ერთად დატოვე იცოდე <3

 


№7  offline წევრი Annee

შენ არ იცი როგორ მსიამოვნებს შენი ისტორიების კითხვა. რა თქმა უნდა ყოველი თავის შემდეგ იგრძნობა შენში ზრდა. :*:* ეს ისტორია კიდე ძაან მიყვარს :* იცოდე გეგა და ელენა არ დააშორო თორე მედა შენ ვიჩხუბებთ '@ :დდ

შენ არ იცი როგორ მსიამოვნებს შენი ისტორიების კითხვა. რა თქმა უნდა ყოველი თავის შემდეგ იგრძნობა შენში ზრდა. :*:* ეს ისტორია კიდე ძაან მიყვარს :* იცოდე გეგა და ელენა არ დააშორო თორე მედა შენ ვიჩხუბებთ '@ :დდ

 


№8  offline მოდერი MyLove

grafo
ორი ტვინ ნაღრძობი:)).

ამაზე მეტად ტვინ ნაღრძობი მე ვარ wink
ello1997
შენ რა კაი გოგო ხარ რომ იცოდეეე♥ სუპერ პუნქტუალური, ჭკვიანი და სხვა მრავალი. ჯერ არ წამიკითხავს, მარტო მოცულობა ვნახე და ისე გამიხარდა:D

მადლობაააა.... დიდიიიი!!! love
tveni
ვაკუმი არა ვაკუუმი.. კარგი იყო, მე მომეწონა

ვიცი, ხო შემეშალა, ტელეფონით დაწერილი კარგი არაფერი იქნება love
anna777
ძალიან მიყვარს ყველა შენი ისტორია.განსაკუთრებულად კარგად წერ! მართალია საიტზე ყველა ისტორია თითქმის ჰეფი ენდით მთავრდება და ზოგი ფიქრობს რომ ეს უკვე საშინლად მოსაწყენია. მაგრამ,ჩემი აზრით ამ ისტორიას და ამწყვილს ეკუთვნის ბედნიერი დასასრული :DD
გთხოვ რა არ დაასრულო ცუდად love
პ.ს რაც შეეხება იმას რომ უკეთესი კიდევ უკეთესი გახდე. შენ ისედაც ძალიან კარგი ხარ!! love

მადლობა ძალიან დიდი!! <3
Anka.11
ძალიან მომწონს :* ესენიერთად დატოვე გთხოვ <3

მადლობაააა....
masu
აუუ ძაან მაგარია <3 ესენი ერთად დატოვე იცოდე <3

მადლობაა love
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№9  offline წევრი lamazmani

Dzaan magaria veli axal tavs

 


№10  offline წევრი Unnamed

Ertad datove ra :D kai gogo xar shen :*

 


№11  offline წევრი ტატა

ვფიქრობ ეს თავი ყველაზე კარგი იყო შენს ისტორიებში, ემოციური, სიღმისეული და ტკივილიანი, რაც მთავარია გულახდილობა და სიწრფელე იგრძნობა, ბუნებრივობას არაფერი ჯობია :-) ყოჩაღ, კარგი გოგო ხარ :-* აშკარად გეტყობა ზრდა :-) წარმატებები

 


№12  offline წევრი Just give me a Hand . . .

ძალიან მომწონს ეს ისტორია და კარგად დაამთავრე რაა love

 


№13  offline წევრი qetu

რატო აღარ ამატებ რამეს ახალს სად დაიკარგე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent