წვიმს, წვიმს, მასველებს...5
გონს რომ მოვედი ისევ სავარძელზე ვიყავი მისვენებული. ფეხზე ძვლივს წამოვდექი, სამნზარეულოში შევედი და წყალი დავლიე. ძალა დამიბრუნდა და მოუთმენლად დაველოდე საღამოს. იმ ღამით ვაჟაბტონი საერთოდ არ მოსულა. გამთენიისას ქეთის დავურეკე. -ქეთუ გადმოხვალ? -რა ხმა გაქვს, რა იყო?-თუმცა მიხვდა რომ ვერაფერს გაიგებდა და დაამატა-მოვდივარ... -არ ვიცი რა მოუვიდა... გაუბედურებული ვარ. ახლა შენთან ერთი კითხვა მაქვს, რატომ არ გახარებდა ჩემი გათხოვება?-ვკითხე ქეთის როცა ჩემთან მოვიდა. -რას ქვია არ მახარებდა უბრალოდ...-რაღაცეების მიკიბვ-მოკიბვა დაიწყო მან. -ქეთი მომისმინე, მე ვერ მომატყუებ. მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი და შენი უცნაური საქციელისთვის ყურადღება არ მომაქცევია. ახლა კი სიმართლის გაგება მინდა.-მტკიცედ ვუთხარი მე. -არ ვიცი როგორ გითხრა ლილე... ანდრო შენთანაც იყო და სხვასთანაც არ მეგონა ცოლად თუ მოგიყვანდა და საქმე ქორწინებამდე მივიდოდა ამიტომ ისე არ ვღელავდი. როცა მითხარი ვთხოვდებიო შენს თვალებში იმხელა ბედნიერება დავინახე რომ ვეღარაფერი გითხარი... ყველაფერი ჩემი ბრალია... მაპატიე ჩემო მეგობარო...-ატირდა ქეთი. -ქეთი დამშვიდდი და ყველაფერი ადწვრილებით მომიყევი-საკუთარი ხმა ძვლოვს ვიცანი მე. -ერთ დღეს სამსახურიდან რომ გამოვდიოდი ანდრო შევნიშნე გოგოსთან ერთ ად. ისინი ზურგით იყვნენ. ვიფიქრე ლილე დაანდრო ჩემს სანახავად მოვიდნენ მეთქი. იმ გოგომ უცბად თავი გამოატრიალა ად შევცბი. ის შენ არ იყავი. ეს ხომ ღალატის ტოლფასია... ხომ არ აპატიებ ამას ლილე... ყველაფერი გადავამოწმე ის მისი არც ნათესავი არ ყოფილა და არც უბრალო მეგობარი, ყველაფერი მალულად გავარკვიე და როგორც გავიგე ის გოგო თითქმის მის სახლში ცხოვრობდა... მიპასუხე, ხომ არ დატოვებ ყველაფერს ისე როგორც არის?-ვერ მშვიდდებოდა ქეთი, მე კი გაშეშებული ვიყავი და ხმას ვეღარ ვიღებდი. -დღეს დაველაპარაკები-ჩავიჩურჩულე მე და მივხვდი რომ ჩემი სიყვარული ზიზღად გადაიქცა. საღამოს ადრე დაბრუნდა ანდრო და პირდაპირ სააბაზანოს მიაშურა. ცოტა ხანში გამოვიდა და საძინებლისკენ გასწია. ჩემმა ხმამ შეაჩერა: -უნდა ვილაპარაკოთ! ის ირონიული ღიმილით მომიახლოვდა და სკამზე ჩამოჯდა. -სად იყავი გუშინ? -........ -მიპასუხე. -ეჭვიანობ გოგო?-ირონია დააყოლა ხმაში და სახეზე ჩამოფანტული თმა უკან გადამიწია. -არა დღეიდან შენზე საერთოდ აღარ ვიფიქრებ. სხვა სადარდებელიც ემყოფა- მოვიშორე მისი ხელი სახედან და გამომწვევად შევხედე. მეგონა ანდრო გაბრაზდებოდა თუმცა მის სახეზე მხოლოდ ირონიას დაინახავდით. გული მეტკინა, ქმარს საძინებელში მეც შევყევი. ი გვერდზე გადაბრუნდა და ვითომც არაფერი, გაინაბა... დაწოლა გადავიფიქრე, გარეთ გავვარდი. წვიმდა. ისევ გავრბოდი და ფეხის ხმას ვუსმენდი, ხომ არ გამომედევნა ანდრო_მეთქი. დეჟავიუს შეგრძნება დამეუფლა და უცბად... ვიღაცამ მანქანა გამიჩერა და მკითხა: -რამით ხომ ვერ დაგეხმარებით?-ნაცნობმა ფრაზამ შეგრძნება გამიმძაფრა. -თქვენ?-თვალები მაღლა ამივიდა როცა მანქანაში მომღიმარი უცნობი დავინახე, აი ის ანდროსთან ჩხუბის შემდეგ წვიმაში რომ შევხდი. -უი ეს თქვენ ხართ? გაგიყვანთ. სად მიდიხართ ?-გაოცდა ისიც. -მეგობართან-მორიდებით ჩავჯექი და ქეთის მისამართი ვუთხარი. არ ვიცი როგორ ვენდობოდი ასე, მისგან იმხელა სითბო და პატივისცემა მოდიოდა რომ ყველა ეჭვს მიქრობდა. ქეთის კორპუსთან მალე მივედით, მანქანიდან გადმოვედი და უცნობს მადლობა გადავუხადე. -რისი მადლობა, თქვემნ სახელს არც ახლა არ მეტყვით”?-გამიღიმა მან. -მე ქმარი მყავს-სახელის მაგივრად ვუთხარი მე. -რაღაც არ გეტყობა-ირონიულად გამიღიმა მან, მანქანა დაქოქა და გიჟივით გავარდა. ........................................................ მართალია არ აქტიურობთ მაგრამ ამ ისტორიას მაინც დავამთავრებ, სადღაც 10 თავი გამოვა. მადლობა ვინც კითხულობთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.