შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების გემო (7,8)


24-04-2015, 21:56
ავტორი anuki_just love
ნანახია 5 286

დილით მერი ხმაურმა გამოაღვიძა,თავის გვერდზე მშვიდად მძინარე ელენეს გახედა და სახე სასიამოვნოდ გაებადრა,ისევ ბრახუნი იყო,ხალათი მოიცვა და გავიდა ოთახიდან,რამდენიმე კაცი დაინახა რაღაცეები შემოქონდათ
-რა ხდება?-გაკვირვებულმა იკითხა და ხალათის ქამარი შეიკრა
-ბავშვის ოთახის კომპლექტი მოვიტანეთ-უპასუხა ერთ-ერთმა
-რა?-პირი დააღო
-ეს აქეთ წამოიღეთ-მიუთითა უგულავამ და მერის გაუღიმა
-რა ხდება აქ?-კითხა მერიმ
-ელენეს ოთახს ვუწყობ
-რაა? რა ოთახს?-პირი დააღო
-ბავშვს თავისი ოთახი არუნდა? ხოდა ისეთი ოთახი ექნება იქიდან ვერ გამოიყვან-გაეკრიჭა და მუშებს მიეხმარა
მერი გაოცებული იდგა მისაღებში და აზრებს ვერ უყრიდა თავს,ნათელი იყო ამას რატომაც აკეთებდა დათო,უნდოდა მერისთან ერთად დაეძინა ოთახში. როცა ელენემ გაიგო ახალი ოთახის შესახებ ისე შეჰკივლა მთელმა სამეზობლომ გაიგო,სიძეს მოეხვია და გულწრფელი მადლობა გადაუხადა.ოთახი მართლაც რომ ყველა ამ ასაკის გოგონასათვის საოცნებო იყო.
-ეს რატომ გააკეთე?-დოინჯი შემოირტყა მერიმ და წინ დაუდგა დათოს
-იცი რატომაც-თვალი ჩაუკრა და სამზარეულოში გავიდა
-მერი!-დაუყვირა
-რა გინდა?!-იგივე ტონით უპასუხა
-მოდი აქ
-რა ჯანდაბა გაყვირებს?!-კოპები შეკრა
-მშია მერიემ!-თამამად განაცხადა და მაგიდასთან მოკალათდა
-მერე მე რა გიყო?
-კინტაური მიცეკვე-ჯიმქერისეულად გაუღიმა
-დეგენერატი ხარ უგულავა,შენ არიცი როგორ მეზიზღები!-კბილებში გამოსცრა მერიმ, ამ დროს კი სამზარეულოში თამარა შემოვიდა გაღიმებული
-მშვიდობა გაქვთ ბავშვებო?
-კი ბებია, კი-გაუღიმა დათომ და მერის წაეპოტინა წელზე
-მერიემ კარგად ხარ?-ფერდაკარგულ მერის გადახედა თამარამ
-დიახ, კარგად ვარ ქალბატონო თამარა-ყალბი ღიმილი აიკრა და უგულავას მკლავზე ისე მაგრად უჩქმიტა დათოს სახე მოეღრიცა ტკივილისგან,მაგრამ ხმა არამოუღია
-დედაჩემთან მინდა ქუთაისსში წასვლა და მინდა თქვენც წაგიყვანოთ-ფართოდ გაიღიმა თამარამ
-მე არ მცალია-ხელი სასაცილოდ აწია დათომ
-როგორმე მოიცლი 1 კვირა,მთხოვა ბავშვები ჩამომიყვანეო, მოენატრეთ თან მერის გაცნობაც ძალიან უნდა
ესღა აკლდა მერის სრული ბედნიერებისთვის,ღრმად ამოისუნთქა და ბაგე ყალბმა ღიმილმა გაუპო.
-თუ ასეა წამოვალთ
-ძალიან კარგი! არ მესმის შენნაირი კარგი და ზრდილობიანი გოგო როგორ უგებს დავითს-უგულავას გადახედა მერიმ ნიშნის მოგებით,
დათოს ნერვები მოეშალა და სახლიდან უკანმოუხედავად გავარდა.

ბარში ისხდნენ უგულავა და თავისი საძმო,გვერდს ლამაზმანები უმშვენებდნენ და თან ვისკის წრუპავდნენ.
-დაიპყარი მერიკო?-მხარზე ხელი დაჰკრა ძმაკაცს ნიკუშამ
-ეე თუ ძმა ხარ მაგ გოგოზე აღარ მებაზრო რა-ვისკის ჭიქა ბოლომდე გამოცალა
-რატო რა ხდება?ვერ შეუსრულე ?-ხარხარებდნენ ბიჭები
-ნეკნები რო დავალეწე ამას დაავიწყდა ხო მგონი?-კასპერას გადახედა უგულავამ
-კაი ტო რა გჭირს რა ხასიათზე ხარ? ჩვენ როდის გაგავაცნობ მაგ გოგოს?
-შენ კი არა ნეტა მე არ გამეცნო,იმენა ნერვების კიბოა,მარა სად წამივა მოუწევს მაინც ჩემი ნების შესრულება,აი მერე მაინც უნდა გავეყარო რამდენიმე თვეში და აღარც გავიხსენებ,ფულზე დახამებული ქალები რო მეზიზღება ისე არავინ ძმებო
-ისე შენც ხო ფულის პონტში შეირთე?-კითხა კასპერამ
-ეგ სხვდადასხვა რამეა
-რა პონტშია სხვადასხვა,ჩემი აზრით ერთიდაიგივეა
-ეე ნუ ატრაკებ ეხლა რა შემარგე აქ ყოფნა და იმ მაწაკზე ნუღა მებაზრები
ის ღამე არაჩვეულებრივად გაატარა უგულავამ,სულ აღარ ახსოვდა მერი და ის რომ ხვალ დილით ქუთაისში მიდიოდნენ ლამარასთან.

დილით მერის ადრე გამოეღვიძა,თავის გვერდზე დათო რომ ვერ ნახა ცას ეწია,სწრაფად წამოხტა საწოლიდან და ნივთების ჩალაგება დაიწყო,იფიქრა იმ გამოთაყვანებულს არ ექნება მზად ჩანთაო და მისი ბარგიც მოამზადა,თვალებდასიებული დაბრუნდა შინ უგულავა
-ზდაროვა მერი-ხელი ძლივს აუწია ცოლს და აბაზანაში შევიდა
იქიდან გამოსულს მერი აღარ დახვდა ოთახში,მხოლოდ მომზადებული ჩანთები დახვდა და გაახსენდა რომ უნდა წასულიყვნენ.
-მოემზადე?-ნარნარით შემოვიდა ოთახში მერი
-რა მაგრად მეზარება ეხლა იქ ბოდიალი რა-თავი გააქნია უგულავამ
-მე ხომ რასამბობ ვსკდები პირდაპირ სიხარულისგან,დათო მინდა დაგელაპარაკო და რაღაცაზე მაინც შევთანხმდეთ
-გისმენ აბა,აუ ოღონდ ერ ბორჯომი შემომიტანე რა გეხვეწები ძმურად მიდი რა მალე-საწყალი სახე მიიღო
მერიმაც შეუსრულა თხოვნა და მის წინ საწოლზე ჩამოჯდა
-მოკლედ, ესე გაგრძელება უკვე მართლა ამაზრზენი,ა ორივე რაღაც კომპრომისსზე უნდა წავიდეთ,ვიცი რომ შენ შენი ცხოვრება გაქვს და არც ვაპირებ მასში ჩავერიო,მინდა შენც იგივე გააკეთო,ჩვენ ვიქნებით ცოლ-ქმარი ოღონდ ფიქტიურად,ორივეს ჩვენი ცხოვრება გვექნება და მხოლოდ მოვაჩვენებთ თავს.
-ბაზარი არაა,ოღონდ ეხლა ჩემი შავი ჯინსი მომიძებნე და ლურჯი მაისური კარგი?-ჰეროვანი კოცნით დააჯილდოვა დადიანი და გაეკრიჭა
მერიმ თავი უკმაყოფილოდ გააქნია და ქმარს თხოვნა შეუსრულა.
ნახევარ საათში უკვე დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე იყვნენ,თამარამ წინ ჯდომა არ მინდაო და მერის მოუწია დათოს გვერდზე ჯდომა,ორივეს იმდენად უემოციო სახე ჰქონდა რომ თამარა და რევაზი ეჭვით უყურებდნენ.
როგორც იქნა ქუთაისის ერთ-ერთ სოფელში ჩააღწიეს,მერი პირველად იყო ამ მხარეში და გაოცებულიც დარჩა ისე მოეწონა აქაურობა,ულამაზესი იყო ივნისსში იქაურობა ყველაფერი ყვაოდა ირგვლივ მხოლოდ სიმწვანე იყო,აბიბინებული ველები და აყვავავებული ყვავილები,ლამარას ორსართულიანი სახლი ედგა, ეზო კი უზარმაზარი იყო,ამწავნებული და ხეებით სასვსე. სიხარულით შეხვდნენ ერთმანეთს
-მოხვედით ბებია?-თავში ხელები წაიშინა ლამარამ და უგულავას გადაეხვია
დათომაც ხელში აიტაცა მეტრანახევრიანი ქალი და ჰაერში დააბზრილა
-ვა ლამრო რავა ხარ ტო?
-რავა ვიქნები ბებია,იცი რაფერ მემენატრე? აგი ანგელოზივით ბოვში ვინაა ბებია?
-ჩემი ცოლია ბებო-სიცილით გადახედა აწურულ მერის
-დედა მომიკვტეს თავი! რავა სულ გადამავიწყდა მაგი ბებია,რავარი ლამაზი ბოვშვია ანგელოზია პირდაპირ,მოდი ბებია ერთი დამენახე კარქათ
კიდევ დიდხანს უყურებდა ლამარა მერის და კომპლიმენტებით ავსებდა,უგულავა იდგა და იხეოდა სიცილით.
-კარგი დედა, მოასვენე ახლა ახალგაზრდები დაიღლებოდნენ
-მომიკვტეს თავი! წამოით ბებია ახლავე გაგიშლით სუფრას!-წინ ქოთქოთით წავიდა ლამარა და სუფრა გაუშალა სტუმრებს
-პატარა რომ იყო ჩემი დათოიე ბებია ყველაფერს მიკეთებდა,სულ აქ იყო ბაღნობა აქაქვს გატარებული.
მერიმ სიცილით გადახედა ნერვებმოშლილ უგულავას
-კარგი რა ლამრო ყველაფერი კი არუნდა თქვა-უხერხულად გაიღიმა
-რატომაც არა? ძალიან მაინტერესებს შენი ბავშვობის დეტალები-თვალი ჩაუკრა მერიმ და გამარჯვებულის ღიმილით გადახედა
-იმფერი კარგი ბოვშვი იყო ჩემი დათოიე სოფელში ტოლი არავინ ყავდა!-ამაყად ლაპარაკობდა ლამარა თავის დათოიეზე, მერი იგუდებოდა სიცილით რაც დათოს მაგრად აღიზიანებდა
კიდევს დიდხანს ილაპარაკა და გაიხსენა ლამარამ უგულავას ბავშვობა. მოსაღამოვდა კიდეც და მერის თავისი ოთახი უჩვენა
-აქანე დეიძინებთ ბებია თქვენ,თუ რამე არ მოგეწონოს ხო მითხარი ნენა არ მოგერიდოს არაფერი-მზრუნველად გაუღიმა ლამარამ და ოთახი დატოვა
მერის ნამდვილად მოეწონა ლამარა ბებო,გულღია და თბილი ქალი იყო,ამათ კი არ გავდა სვავებივით რომ იყვნენ ჩასაფრებულები და მხოლოდ ანგარებაზე და ფულზე ფიქრობდნენ,ლამარასათვის თვისი პატარა სახლი და ეზო იყო ყველაზე ღირებული მას არ ადარდებდა არც ფული და არც სხვა მატერიალური რამ. ლამარას თამარა რომ გაუჩენია 14 წლის ყოფილა მაშინ ახლა კი 64 წლის ქალია მაგრამ არაფერი ეტყობა,უფრო ახალგაზრდდულად გამოიყურება. სააბაზანოში შესვლას აპირებდა უგულავას რომ შეეფეთა
-კარგად იხალისე ხო ლამარას მონაყოლზე?
-ვაიმე დათოიე რავარი კარგი ბოვშვი ყოფილხარ შენ-სიცილით უთხრა მერიმ და აბაზანაში მოქუსლა
-ამაღამ განახებ რავარი კარგიც ვარ-ჩაიქირქილა უგულავამ და ტუჩები ვნებიანად გაილოკა.
მერის სილამაზე მართლაც ყველა მამაკაცს გააბრუებდა,მისი გრძელი შოკოლადისფერი ფეხები და სავსე მკერდი,ლამაზი ფორმის უკანალი პიკი იყო დათოიესთის,როგორი იყო ასეთი ქალის გვერდში წოლა? მალე იმპოტენტად აქცევდა მერი უგულავას. 11 საათი იყო მერიმ აბაზანა რომ დატოვა და ხალათით შეტანტალდა ოთახში.გაუხარდა უგულავას იქ არ ყოფნა,სურნელოვანი მკვებავი გელი შეიზილა სხეულზე და საწოლში შეძვრა,ზაფხულში არასოდეს უყვარდა პიჟამოებით ძილი,სულ ბიუსჰალტერისა და ტრუსის ამარა იძინებდა,მიუხედავად იმისა,რომ უგულავას გვერდით უწევდა ძილი. 5წუთში იგრძნო მისი შემოსვლა და ლოგინში შეძრომაც
-გაიწიე ნუ მედები-ხმა გაიმკაცრა მერიემმა
-გედები თორე ეხლა შენც არ მყავდე რა
-დათო გაიწიე და ნუ მედებიმეთქი!-წამოფრნდა დადიანი და საბანი დაქაჩა თავისკენ
-თორე?!-ზემოდან მოექცა უგულავა
-თორემ ის რომ თუ ამოგარტყი მაგ შენს საამაყო ადგილას დაგტოვებ ინვალიდს
-ენას ამოგაგლიჯავ და დაგტოვებ მუნჯს-ყელში აკოცა
-გულს რო მირევ უკვე გითხარი?-არ ჩამორჩა მერი
-ახლა დაგსჯი
ვნებიანად დახედა სხეულზე და მკერდზე დააცხრა,მერი დაეჯაჯგურა,მაგრამ ვერაფერს გახდა
-უგულავა, ვიყვირებ იცოდე-მოგუდული ხმით თქვა
-შენ რა გგონია ასეთი კანფეტი გვერდით მიწევხარ და არ დაგაგემოვნებ?
-ჩვენი შეთანხმება დათო! არ მიყვარხარ და მე არ მსურს უსიყვარულოდ სექსი! და შენი ცხოველური ვნებების ჩაცხრომა
-ფეხებზე მკ*დია ეგ შეთანხმება.-ვნებიანად უკოცნიდა სავსე მკერდს
მერიმ როგორც იქნა დრო იხელთა და ძლივს გამოეწიწკნა დათოიეს
-დათო გთხოვ გაჩერდი-თვალები ცრემლით აევსო და ჩაკეტილ კარებს დაეჯაჯგურა
-ამის დედაც!-ხელი მაგრად დაკრა კედელს და ოთახიდან გავარდა
მერი მიხვდა რომ დათო კაცია და არ შეუძლია ესე უმოქმედოდ წოლა ქალის გვერდით. ეზოში იჯდა უგულავა წელზევით შიშველი და სიგარეტს აბოლებდა,გული გამალებით უცემდა როცა მერის შიშველ და ლამაზ სხეულს წარმოიდგენდა,ბილწი აზრების გასაქრობად თავი გააქნია.ნაბიჯების ხმა მოესმა და უკან გაიხედა
-აქ საიდან?-არ მოელოდა დიდი ხნის უნახავ ყოფილ ნაშას
-ხომ იცი ამ პატარა სოფელში არაფერი იმალება-ვნებიანად აკოცა ლოყაზე და გვედით ჩამოუჯდა თათა
-მეგონა რუსეთში იყავი
-უკვე 6 თვეა აქეთ ვარ,გამიკვირდა რომ გავიგე აქ იყავი
-მეც მიკვირს აქ რო ვარ მარა რას იზამ-გაუღიმა
-გავიგე ცოლი მოგიყვანია,სიმართლე გითხრა გამიკვირდა,შენ და ცოლი?-ქალმა გადაიკისკისა და ვნებიანი მზერით დააჯილდოვა ისედაც აღგზნებული უგულავა
-ყველაფერი გაგიგია შენ-ტუჩებისკენ გაიწია არც ქალს გაუწევია წინააღმდეგობა.მაისურის ქვეშ ხელები სეუცურა და ვნებიაად დაუსვა სხეულს.ქალმა სიამოვნებისგან ამოიკრუსუნა როდესაც მკერდზე მსუბუქი კბენა იგრძნო
-დათო აქ არ გვინდა-ვნებიანად კვნესოდა
ხელი დაავლო უგულავამ და მანქანაში შეათრია.წინააღმდეგობა არ გაუწევია თათას,პირიქით კისკისებდა და ვნებამორეული ეფერებოდა უგულავს ზურგს.დათო მშიერი მხეცივით დააცხრა ქალს და მთელი სხეული დაუკოცნა.ცხოველური ჟინი მასთან დაიკმაყოფილა,ოფლით დაცვარული იწვა მინდორზე უგულავა და სწრაფად სუნთქავდა,ქალმაც გადაიცვა შიშველ სხეულზე მისი მაისური და გვერდით მიუწვა ბალახზე
-ის შენი ცოლიც ჩემსავით ვნებიანია?
-სასწაული ქალი ხარ თათა!-მისკენ გადაიხა და მაისური გადააძრო.

-სადაა ჩემი დათოიე?-დილით საზარეულოში ფუსფუსებდა ლამარა და საუზმეს ამზადებდა
-არვიცი ბებია-არხენად უპასუხა მერიმ და ჩაის სმა განაგრძო
-რავა ბებია? რავა არიცი სადაა შენი ქმარი?
-დილით ადრე გავიდა-დაიბნა მერი
ლამარამ თავი გააქნია და ისევ განაგრძო საუზმის კეთება.
შუადღემდე არ გამოჩენილა უგულავა.მერის საერთოოდ არ ადარდება ეს ფაქტი,მეზობლები შემოდიოდნენ ლამარას რძლის სანახავად,ყველა აღტაცებული დარჩა ასეთი ლამაზი გოგოს ხილვის შემდეგ.ლამარა ამაყად იჯდა და მერის სილამაზით ტკბებოდა.
-სადაა შენი ქმარი მერიემ?-მკაცრად გადახედა თამარამ
მერის ტანში გაცრა,ხმა ვერ ამოიღო რა უნდა ეთქვა სად დადიოდა დათო მან საიდან იცოდა
-მლე მოვა ალბათ-სახეზე ღიმილი აიკრა
-რაღაც საეჭვოდ არ მომწონს ეს ყველაფერი-თვალები დაუწვრილდა თამარას
ვინ რას გამოაპარებდა ეშმაკი ქალი იყო.
მალე უგულავაც გამოჩნდა ჰორიზონტზე,მერის ზედაც არ შეუხედავს,არც დათოს მოუკლია თავი მისი ყურებით,მაშინვე სააბაზანოს მიაშურა.
-მერი სად ხარ?-გამოსძახა ოთახიდან
-რა გინდა?
-მშია, მაჭამე რამე
-იქ არ გაჭამეს სადაც იყავი?-ნიშნის მოგებით გადახედა ქმარს და ტუჩის კუთხეში გაეღიმა
-რასაც გეუბნები ის გააკეთე და ნერვებს ნუ მიშლი!-შეუღინა
-გშია? ადექი და თავად მოიტანე საჭმელი მე რა ვალდებული ვარ მოგემსახურო?
-მოცემით შენ არ მაძლევ,ჭამით შენ არ მაჭმევ და რანაირი ცოლი ხარ ერთი მითხარი-ზუსტად 10 წუთის განმავლობაში ხარხარებდა ორივე
-რა ხდება რა დღეში ხართ? თქვენი ხმა მთელ სოფელს ესმის!-ოთახში თამარა შემოვიდა
ორივე დასერიოზულდა
-გავალ მე საჭმელს ამოგიტან
-მიდი ჰო მიდი-უკან დააწია დათომ
იმდენი ჭამა უგულავამ ძლივს მოიფიქრა რომ გაჩერებულიყო
-სექსის მერე კაია ხო ჭამა?-სრულიად უადგილოდ იხუმრა მერიმ
-ჰაა?-თვალები გადმოკარკლა დათოიემ
-ხო რა გაგიკვირდა, შენს მაისურს ქალის სუნამოს სუნი ასდიოდა-მხრები უდარდელად აიჩეჩა მერიმ
-და შენ რა პონტში ყნოსავ ჩემს მაისურს?-თავისი პასუხით კმაყოფილმა დათომ ხელები გაასავსავა
-მე..მე.. გასარეცხად მიმქონდა-დაიბნა მერი
-გასარეცხად მიგქონდა და შემთხვევით შემოგეყნოსა ხო?-გაეღიმა დათოს
-საერთოდ არ მაინტერესებს ვისთან და როგორ გაქვს სექსი!-კბილებში გამოსცრა მერიმ და გაბრაზებულმა დატოვა ოთახი. რაში აინტერესებს მერის ვისთან ექნება სექსომაინიაკ დათოს ურთერთობა? თურმე აინტერესებს,მაგრამ თვითონაც არ იცის რატომ დაყნოსა მისი მაისური.ლამარამ დაუძახა მერის სტუმარი გვყავსო
-გეიცანი ბებია ეს თამთაა ჩვენი მეზობლის, ნელის შვილიშვილი,ერთად გაზრდილები არიან ეს და ჩემი დათოიე
-სასიამოვნოა-გაუღიმა მერიმ, მაგრამ ღიმილი სახეზე შეახმა როგოც კი მისი სუნამოს სუნი ეცა,მიხვდა ეს თათა სწორედ ის გოგო იყო ვისთანაც წუხელ მის ქმარს ეძინა
-ანუ შენხარ მერი?-ფეხიდან თმის ღერამდე აათვალიერა თათამ მერი და როცა გააცნობიერა,რომ მასზე 1000ჯერ უკეთესი ქალი იყო უკმაყოფილოდ ჩაიქირქილა,ყალბი ღიმილი აიკრო და ფარისევლურად უღიმოდა
მალე დათოც ჩამოვიდა ოთახიდან
-ვაა თათა-დაიბნა, თუმცა არაფერი შეიმჩნია
-დავით ეს რა ლამაზი ცოლი გყოლია-მკვლელი მზერა ესროლა მერის
-ხო, მადლობა-თავი მოიქექა უხერხულად უგულავამ და მხარზე გადაგდებული მაისური გადაიცვა
-მე უნდა გავიდე მერი
-უკვე მეც გასვლას ვაპირებდი დათო-ფეხზე სწრაფად წამოხტა და "ტრაკამდე"ასული კაბა შეისწორა
სულაც არ ესიამოვნა ეს ფაქტი მერის,მაგრამ არაფერი უთქვამს, ან რა უნდა ეთქვა,საქმე არაფერი ქონდა და ოთახში ავიდა.მალევე ჩაეძინა,არც იმ საღამოს დაბრუნებულა უგულავა სახლში,სავარაუდოდ თათასთან ერთობოდა.
ეზოში ხის ძირში იჯდა მერი და ჯინსების თაობას კითხულობდა.იცოდა სადაც იყო უგულავა და ნერვებზე სკდებოდა,თუმცა თვითონაც ვერ გაეგო რატომ. წიგნის კითხვა რომ მოსწყინდა გადაწყვიტა გარეთ გასულიყო და ცოტა გაესეირნა.ჭიშკარი გააღო და ქუჩას გაუყვა.რამდენიმე მილის შემდეგ ულამაზესი მდინარე შენიშნა,საშინელი სიცხე იყო და გაგრილება გადაწყვიტა,გიჟდებოდა წყალზე,მდინარეს მიუახლოვდა სარაფანი გადაიძრო და წყალში ნელა შევიდა,ყინულივით ცივი იყო და ააკანკალა თავიდან,თუმცა ესიამოვნა კიდეც გაყინული წყალი,ღმად შეცურა,ისე მოეწონა ჭყუმპალაობა ვერც შენიშნა როგორ ჩამოვიდნენ სოფლის გოგო-ბიჭები წყალში.რომ გაიხედა მიხვდა, რომ აქ მის გარდა სხვებიც იყვნენ.ასეთი ლამაზი ქალი თანაც ნახევრად შიშველი ყოველდღიური მოვლენა ხომ არარის სოფლელი ბიჭებისთვის? დათოეს ცოლია, დათოეს ცოლი! პირდაღებულები ეუბნებოდნენ ერთმანეთს და თან მერის თვალს ვერ აშორებდნენ,როგორც იქნა ნაპირამდე მოაღწია მერიმ და სარაფანი სწრაფად გადაიცვა.
სახლში დაბრუნებულს დათო დახვდა ჰამაკში მონებივრე
-სადიყავი?
-სასეირნოდ-მკაცრად უპასუხა
-მე არ მკითხავ სად ვიყავი?-ეშმაკურად აათამაშა თვალები
-არ მაინტერესებს-გაბრაზებულმა უპასუხა
-მოიცა რა გჭირს? თვალებში შემომხედე მერი!-სახე მისკენ მიატრიალებინა
-რა გინდა?-სივრცეს გახედა მერიმ,არუნდოდა იმსითვის თვალებში ეყურებინა
-მოხდა რამე?
-არაფერი-მოკლედ მოუჭრა
-თამარამ ხო არ გაწყენინა რამე?
-და შენ საერთოდ რაში გაინტერესებს რა მჭირს?!-ზედმეტად ხმამაღლა მოუვიდა დადიანს







№1  offline წევრი aDa

ძაან მაგარია love

 


№2  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Dxalian magaria

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent