ჩემი ქიმიის მასწავლებელი
3 თავი არაფერი უთქვამს ისეთი რაც მის ბრაზს ან გაცხარებას გამოხატავდა.უბრალოდ მშვიდი,მშვენიერი თვალებით მთხოვდა მხოლოდ რამდენიმე წუთი მომესმინა მისთვის. არ მინდოდა დამეჯერებინა. ამიტომ გარეთ გასვლა ვითხოვე.პასუხსაც არ დავლოდებივარ ისე გამოვედი,ახლა კი როგორც ყოველთვის წითელ საქანელაზე მჯდომი გაკვეთილის დამთავრებას ველი. რატომ არ შემიძლია მასაც ისევე მოვუშალო ნერვები,როგორც ფიზიკის ან თინდაც ისტორიის მასწავლებლებს ვუშლი?ისიც ხომ ისეთივე,როგორიც სხა ყველა.თუმცა ყველაზე ლამაზი მასწავლებელია... ალბათ კიდევ დიდხანს ვიფიქრებდი მასზე ზარი,რომ არ დარეკილიყო.წკრიალა ხმა ხეებზე მიმაგრებულ დინამიკებში გაისმა და 45 წუთიანი საშინელი დუმილიც ერთიანად შთანთქა. ზანტად წამოვიზლაზნე და საკლასო ოთახში დავბრუნდი.მანანას გავხედე სანამ მერხთან მივიდოდი. ჟურნალს ჩასცქეროდა. ლამის გული გამიჩერდა,როცა ამომხედა და ცასავით ცისფერი თვალები მომაბყრო.მართალია ბრჭყვიალა ნაპერწკლები აღარ უთამაშებდნენ მათში,როგორც პირველი შეხვედრისას შევნიშნე მაგრამ მაინც ისეთივე მშვენიერი იყო.ქერა თმა თავსაფრის ქვეშ დაემალა,რომელიც გრძელ კისერსა და თეთრ ლოყებსაც სანახევროდ უფარავდა. ჯანდაბა! რატომ არის ასეთი ლამაზი? შეეძლო სკოლის მზარეული ყოფილიყო კაფეტერიაში ან თუნდაც დამლაგებელი.მაგრამ არა მასწავლებელი! ამასთანავე ის ჩემი დამრიგებელია და მე არ უნდა მომწონდეს! ცინიკურად გავუღიმე მისი მზერის ასაცილებლად.არ მომწონს როგორც მიყურებს.არა! მსიამოვნებს მაგრამ არმინდა ასე იყოს! არმინდა მაინტერესებდეს. როცა ოთახი დატოვა ბიჭებს მივუახლოვდი. აღარ შემეძლო სკოლაში გაჩერება.ვიცი დედაჩემს შევპირდი არ გავაცდენდი მაგრამ პირობის დარღვევა მომიწევს. -შატალოზე წამოხვალთ? კუსტბაზე წავიდეთ-ვთქვი ხმამაღლა და ჯიბიდან დანა ამოვაცურე. თითებს შორის მოვიქციე და მკვეთრად შევათამაშე ხელში. ბიჭები აყაყანდნენ. ალბათ იმათაც ისე უჭირდათ სკოლაში ყოფნა როგორც მე.მხოლოდ რამდენიმე გოგოს დათანხმება მომიწია.წინ მჯდომ მსუქან ანასტასიას მივუახლოვდი გაფოფრილი ინდაურივით,რომ მოკალატებულიყო სკამზე და მის მერხზე შემოვჯექი.წარბშეკრულმა შემომხედა. -ჩამოდი ჩემი მერხიდან!-შემომიღრინა და ხელი მკრა. გავიცინე მის საცოდაობაზე. -კაი რა-ჩავიცინე.დანა ყურის ბიბილოსთან მივუტანე და კისრამდე ჩამოვუსრიალე.დავინახე,როგორ შეცვალა ბრაზი შიშმა მის გაბერილ სახეზე. -მისმინე!-წამოდი კაი? გავერთობით-ალმაცერად გავუღიმე. -არ შეგიძლია მაგ დანით ხალხს აშინებდე...-ამოიბუტბუტა და თავი გაწია. ცდილობდა ხმაში ბზარი არ გასჩენოდა. მაგრამ მე ხომ ვხედავდი,როგორ ეშინოდა. ჩემი ეშინოდა! მე კი ვგრძნობდი როგორ მახალისებდა ეს! -როგორც ხედავ შემიძლია!-თვალი ჩავუკარი და წამოვდექი.ვიცოდი დამთანხმდა.დუმილი... აი რა არის ამის დამადასტურებელი საბუთი.საკმარისად გავიწრვრთენი ამაში. -ანუ მივდივართ! -ჰეი! უჩვენოდ აპირებთ სადმე წასვლას?-კარისკენ გავიხედე სადაც ირაკლი და რამდენიმე მეთორმეტე კლასელი ყურებამდე გაღიმებულები იდგნენ და გვისმენდნენ. -თქმას ვაპირებდი -ჩავიხითხითე. მანაც კარგად იცოდა რომ არც კი გამხსენებია მისი არსებობაც კი. -მანანას ვუთხრათ წამოვიდეს-მოულოდნელად წამოიძახა ვიღაცამ. ბაგეები უნებურად დავაშორე ერთმანეთს და გაკვირვებული მივაჩერდი ხმის პატრონს. -ხუმრობ?-თავი გვერდით გადავხარე და ავათვალიერე.ეს ბიჭი ყოველთვის მაოცებდა თავისი სულელური აზრებით.ალბათ სწორედ მისი დეგენერატული ,,მსოფლმხედველობის'' გამო არ ემეგობრებოდა არავინ...საერთოდ არავინ! -არა!-მოკლედ მიპასუხა-მე მინდა ჩვენთან ერთად მანანაც წამოვიდეს!თუ არ წამოვა მე წამოსვლას არ ვაპირე!და არც შენი დანის მეშინია!-დავინახე როგორ აეპრიხა ზიზღისგან ტუჩი მარჯვენა კუთხეში.ზიზღისგან,რომელსაც მთელი კლასის მიერ გრძნობდა... -კარგი წავიყვანოთ მანანაც.თუ არ ჩაგვიშვა!-თვალები გადაატრიალა ირაკლიმ და სამასწავლებლოში გავიდა... არც კი ვიცი როგორ შეძლო მისი დათანხმება. და არც მაინტერესებს!უბრალოდ ვაპირებ დავაიგნორო! ისე თითქოს არც არსებობს!უკვე ტაქსს ვიძახებდით,როცა ჩემი ტელეფონი აღრიალდა.გაკვირვებულმა დავხედე ეკრანს.უცხო ნომრის ამოკითხვისას ცნობისმოყვარეობით აღვსილმა გადავუსვი თითი სენსორს და სწრაფად ვუპასუხე. -გამარჯობა-მოომესმა სუსტი,ხრინწიანი ხმა.თითქოს ნაცნობი მაგრამ ჩემი გონებისთვის მაინც უცნობი იყო. -რომელიხარ?-უხეშად ვკითხე -ამ...მე ნათია ვარ.მე...უჰ...ჯანდაბა... -ოუ-ტუჩზე ვიკბინე კმაყოფილების ღიმილი,რომ დამეფარა.გავიმარჯვე!როგორც ყოველთვის! -ნათია? ვინ ნათია?-მინდოდა გაწითლებულიყო.შერცხვენოდა მისი სისულელის.მინდოდა დამემცირებინა! არც კი ვიცი რატომ მაგრამ ასე მინდოდა! -გუშინ ბარში შენი ნომერი დამიტოვე...-ძვლივს ამოთქვა და დადუმდა -აჰ! ჰო, მახსოვს.მისმინე ახლა არ მცალია.თუმცა იქნებ შენ მოხვიდე კუს ტბაზე? თან უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს-გავიღიმე ისე თითქოს ჩემი დანახვა შეეძლო. -მმ კარგი.ახლავე? -ჰო! -წამოვალ.იქ გნახავ. თან...-რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამა რ ვაცადე.გავთიშე და კმაყოფილებით სავსე მოვთავსდი უკვე რამდენიმე წუთის მოსულ თაქსში. როგორც კი დანიშნულების ადგილზე მივედით ბავშვების ხმამაღალმა ყიჟინმა დაფარა მშვიდი ტბის მიდამოები.ირგვლივ მიმოვიხედე და ირაკლის მივუახლოვდი. მის კლასელებთან ერთად იდგა და ტბაში კენჭებს ისროდა. -შეხედეთ ბაყაყი!-დაიყვირა ჩემმა კლასელმა და ლორწოვან,საზიზღარი შესახედაობის ბაყაყთან ჩაიცუცქა უკეთ რომ დაენახა -ჩვენს დირექტორს არ ჰგავს?-გადაიხარხარა ირაკლიმ.მეც გამეცინა.ვიცი სისასტიკეა მაგრამ რაუნდა ვქნათ?! მხოლოდ სიმართლეს ვამბობთ. მკვეთრი დამუხრუჭების ხმაზე მანქანისკენ გავიხედე.გადმოვიდა თუ არა, მაშინვე დავინახე როგორ მიაშტერდა ყველა იქ მყოფი ნათიას,რომელიც მორცხვად მოაბიჯებდა ჩემკენ.თავი დაეხარა და პატარა ხელებით გამუდმებით ისწორებდა მოკლე კაბას,საოცრად რომ ეკვროდა თეძოებზე. -გამარჯობა-დღეს უკვე მეორედ მომესალმა და ძვლივს შესამჩნევად გამიღიმა. -უნიფორმის გარეშე უფრო მშვენიერი ხარ-ვეცადე მომნუსხავი ვყოფილიყავი.მისი ვარდისფრად შეფაკლული ლოყების დანახვაზე მივხვდი მასზე გავლენა მოვახდინე.ჰოდა მეც არ ვაპირებდი მოდუნებას -წამოდი ჩემს მეგობრებს გაგაცნობ-შევთავაზე.ხელი თამამად გადავხვიე მხარზე და ნაპირთან ხმამაღლა მოსაუბრე ბიჭებისკენ წავიყვანე.მოულოდნელად სხეული გამეყინა,როცა მანანას თვალებს შევეჩეხე.მიყურებდა...გვიყურებდა.აკვირდებოდა ჩემს ხელს,მჭიდროდ რომ შემომეხვია ნათიას სხეულზე.მშვენიერ სახეზე თთქოს იმედგაცრუება აღბეჭვდოდა... ამის დედაც!... =============================================================== ვიცი საშინელებაა :/ დაუფიქრებლად ვწერდი და ძაან სისულელე გამომივიდა მაგრამ რომარ დამედო ძალიან დამიგვიანდა და არმინდოდა.თუ დარჩით ვინმე ვისაც წაკითხვის სურვილი გაქვთ,როცა წაიკითხავთ აზრი დაწერეეთ.გთხოვთ მხოლოდ კარგი არა. რაც არ მოგწონთ ისიიც ;3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.