შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ლამბერსექსუალი [5]


25-04-2015, 19:25
ავტორი Pessimist
ნანახია 3 417

დრო იმაზე ნელა და მტკივნეულად გადიოდა,ვიდრე წარმოვიდგენდი.თურმე ეს ყველაფერი დასაწყისი ყოფილა და ყველაზე დიდი ტკივილი წინ მელოდა.არ ვიცი რა არის იმაზე საშინელი გრძნობა,როდესაც ადამიანი მთელი გულით გენატრება და ხვდები,რომ მას ვეღარასდროს ნახავ.ყველა ერთი და იგივე ფრაზას მიმეორებდა,რომ როდესაც დრო მოვიდოდა ჩემს მშობლებს შევხვდებოდი,მაგრამ საკითხავია არსებობს იმ ქვეყნად ცხოვრება?!თავში მხოლოდ და მხოლოდ ეს საშინელი აზრები მიტრიალებდა,რაც ჩემს მდგომარეობას დღითი-დღე უფრო მიმძიმებდა.
სახლში ერთხელ ვიყავი.დარდი და ტკივილი ვერ დავინახე მათ თვალებში,ცხოვრება ისე მარტივად გააგრძელეს თითქოს არც არაფერი მომხდარიყო ერთი თვის უკან.მხოლოდ ბებიაჩემის თვალები იყო ცრემლიანი.გულში შემეკუმშა მისი დანახვისას.იმაზე დიდი უფსკურილი იყო ჩვენს შორის,რომ აქამდე ვერც კი მივაქციე სათანადო ყურადღება,მაგრამ ის ფაქტი,რომ მათთვის არაფერს ვნიშნავდი ყველანაირ გრძნობას მიბათილებდა...
ჩემი ოთახიდან ჩანთა წვალებით გამოვაგორე,წასვლამდე ჩახლეჩილი ხმით ამოვიჩურჩულე ''ნახვამდის'' და სახლი დავტოვე.
იმ საშინელი დღიდან უკვე ერთი თვე გავიდა,მე კი მაინც ვერ ვეგუებოდი მამას გარდაცვალებას.თითქმის ყოველდღე ვაკითხავდი თავის სამფლობელოში,გაუთავებლად ვესაუბრებოდი მაგრამ მისგან მხოლოდ სიჩუმეს ვიღებდი.
ისევ მამასთან ვიყავი.მიწაზე ვიჯექი და ისევ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას ვუყვებოდი,მომენტებში მის მომღიმარ სურათს ავხედავდი და მეც მეღიმებოდა.ღმერთო,როგორ მენატრებოდა მისი ღიმილი,ლაპარაკი,სიცილი...ძალიან თბილი და ტკბილი მამა იყო,მაგრამ ღმერთმა ისიც წამართვა...
-მა ლონდონში ვბრუნდები ისევ,-ჩურჩულით ვთქვი და ცაში ავიხედე,თითქოს მრცხვენოდა ამის თქმის.-არ გეგონოს,რომ დაგივიწყებ.შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი იყავი,ხედავ რა მდგომარეობაში ვარ?ჰაერს ველაპარაკები.ასე მგონია,რომ მისმენ.არ ვიცი რაღა გავაკეთო,როგორ გადავლახო ეს საშინელი პერიოდი,მაგრამ მჯერა რომ დამეხმარება შენი სიყვარული.არ ვიცი უშენოდ როგორ უნდა ვიცოცხლო,მაგრამ გპირდები რომ არ შეგარცხვენ.-ცრემლები მუჭით მოვიწმინდე და ფეხზე წამოვდექი.ბოლოჯერ მოვავლე იქაურობას თვალი და სასაფლაოდან ტირილით გამოვედი.
***
მანქანაში ვიჯექი და ტელეფონს ხელში ვატრიალებდი.დღეს საღამოს მივფრინავდი და ვერ გადამეწყვიტა დამერეკა თუ არა ცოტნესთვის.არ მინდოდა დაუმშვიდებლად წასვა,ამიტომ ყველა უხერხული შეგრძნება ჯანდაბაში მოვისროლე და მისი ნომერი ხელის კანკალით ავკრიფე.
-ცოტნე როგორ ხარ?-ძლივს ამოვილუღლუღე.
-კარგად ნატა შენ?-არ ვიცი,მაგრამ რატომღაც მეგონა,რომ გაეღიმა.
-არამიშავს.დღეს მივფრინავ და მინდოდა,რომ მენახე.
-ლონდონში?-შეცვლილი ხმით მკითხა მან.
-ხო.
-მითხარი სად ხარ და მოგაკითხავ.
-ტაქსში ვზივარ ცოტნე.სად გნახო?
-ჩემთან მოდი.
-კარგი.-ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე.
ლიფტში საშინლად ვცქმუტავდი,თავში აზრებს ვალაგებდი რა უნდა მეთქვა.ძლივს ავიდა მოძველებული ლიფტი მეხუთე სართულამდე.ჩქარი ნაბიჯებით წავედი ნაცნობი ბინისაკენ და ზარს თითი დავაჭირე.
ცოტნეს დანახვისას სულელივით გამეღიმა.ოდნავ შემოვხვიე ხელები და ლოყაზე ვაკოცე.გამიღიმა და ისედაც აბურდული თმა უფრო მეტად ამიჩეჩა.მისაღებ ოთახში შევედი და სავარძელზე ჩამოვჯექი.
-ყავას დავლევ.-ვუთხარი და ეშმაკურად გავუღიმე.
-ხო რავი თავი ისე იგრძენი,როგორც საკუთარ სახლში.-მითხრა მან სიცილით და სამზარეულოში გავიდა.
-მაგის თქმა არ იყო საჭირო.-ვუთხარი მეც სიცილით და ტელევიზორის გადამრთველის ძებნა დავიწყე.ტელევიზორის გამორთვა და ჩემი თავის ტკივილის გაჩერება ერთი იყო.ერთი ამოვისუნთქე და თავი საზურგეს მივადე.
-ოჰო.-სიცილით თქვა მან და ყავა დადო მაგიდაზე.
-შოკოლადებიც გამომიტანე.-ვუთხარი ღიმილით.
-მომაქვს.-მითხრა მან და ჩემს წინ შოკოლადებით სავსე თეფში დადო.
-მმმ.-ერთი ამოვიზმუილე და ჩემი საყვარელი შოკოლადი ჩავკბიჩე.ღიმილით მიყურებდა ცოტნე და თან ყავას სვავდა.
-რამდენი ხნით მიდიხარ?-''სატკბილეთიდან'' ისევ მან დამაბრუნა დედამიწაზე.
-არ ვიცი ცოტნე.-ვუთხარი და თავი დავხარე.-ჩემი ადგილი აქ არ არის,ოჯახი არ მყავს და ჩემს აქ ყოფნას რა აზრი აქვს?
-შენი ქვეყანაა.-მითხრა მან და სივრცეში გაიხედა.
-ვიცი და აუცილებლად დავბრუნდები ჩემს ქვეყანაში.-ვუთხარი და ცხელ ფინჯანს ხელები შემოვხვიე.
-როგორ უნდა გაძლო იქ?
-ჩვეულებრივ.-მხრები ავიჩეჩე მე.
-ჩემს გარეშე?-მკითხა და თვალებში ჩამაშტერდა.
-შენს გარეშე გამიჭირდება,-ვუთხარი გულწრფელად და გავუღიმე.-ვერც კი წარმოიდგენ როგორ დამეხმარე იმ მძიმე წუთებში,თავისუფლად შემიძლია ვთქვა,რომ შენს გარდა არავინ მიდგას გვერდში,ამიტომ არ მინდოდა დაუმშვიდებლად წასვლა.
-წახვიდოდი და ჩემი ხელით მოგკლავდი.-ჩაიდუდღუნა მან.
-შენ აღარ აპირებ ლონდონში წასვლას?
-არ ვაპირებდი,მაგრამ როგორც ჩანს მომიწევს.-მითხრა მან და გამიღიმა.
-ეგ რას ნიშნავს?-ვკითხე დაეჭვებულმა.
-იქ ერთი სულელი გოგო მიდის და ამიტომ უნდა ჩავიდე და დავხედო ხოლმე.-სიცილით მითხრა მან.
-იმ სულელი გოგოს ხელუკუღმა ხელი,რომ წამოვა მერე ნახე შენ.-ვუთხარი სიცილით.
-გენდერული თანასწორება ირღვევა!-მითხრა მან და თითი დამიქნია.-ახალი კონტრაქტები გაქვს?
-არ ვიცი ჯერ,იმედი მაქვს მექნება.
-ჩემი იმედი სულ გქონდეს ნატა,სადაც არ უნდა იყო გახსოვდეს,რომ მე ვარსებობ.-მითხრა მან ღიმილით.
-რა დამავიწყებს შენს თავს.-ვუთხარი სიცილით და ფანჯარასთან მივედი.
-ძალიან მემაიმუნები.-ნელ-ნელა ჩემსკენ წამოვდა და უკნიდან ჩამეხუტა.
-რას ბრძანებ.-ვუთხარი სიცილით და მისკენ შევბრუნდი.
-მე გაგაცილებ დღეს.-მითხრა მან და ვიგრძენი,როგორ ჩაუდგა შავ თვალებში სევდა.
-არ არის საჭირო ცოტნე.-თვალები ავარიდე მას.
-არის!-მითხრა მან და ისევ სავარძელში მოთავსდა.
-არ მიყვარს გაცილებები.-ამოვიბუზღუნე და ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი.
-მეც არ მიყვარს შენი გაშვება,მაგრამ მეკითხება ვინმე?-ხმადაბლა თქვა მან და ხელები გადაიჯვარედინა.
-ამხელა სვანი კაცი,რომ მეგრელობ არ მომწონს.-ვუთხარი მე და ცხვირი ავიბზუე.
-რას ვშვები?-იკითხა ხმამაღლა და ნელ-ნელა ჩემსკენ წამოვიდა.
-ვიხუმრე.-ძლივს ამოვიკნავლე და ინსტიქტურად ხელები ავიფარე.
-შემიძლია მაგ ხუმრობისთვის დაგსაჯო.-მითხრა მან ეშმაკურად.
-მაგრად შემაშინე ხო იცი?-ვუთხარი სიცილით.
-საჭმელი არ მაქვს სახლში და მემგონი საქმე გამოგიჩნდა.-მითხრა ღიმილით და სავარძლიდან წამომაგდო.
-ო,მოიცა რა.-ხელი ავიქნიე და ყავა მოვსვი.
-გააკეთე რა რამე.-საწყალი თვალებით შემომხედა მან.
-არ გიხდება ეს ნაზი ბიჭის როლი.-მობეზრებულმა ვთქვი და სამზარეულოსაკენ წავედი.-რა გაგიკეთო?-უცბად შევბრუნდი და პირდაპირ მის მკერდს შევასკდი.
-ფრთხილად,-მითხრა ღიმილით.-რაც შენ გინდა.-მეც დავემორჩილე და მაცივარი გამოვაღე.ტყემლის ბოთლი და საწებელი იდო მხოლოდ.ვერ არის მემგონი ეს ბიჭი!
-არაფერი გაქვს და რა გავაკეთო?-ვუთხარი მობეზრებულმა და სკამზე ჩამოვჯექი.
-საყინულეში მაქვს ქათამი.მაინც ვერ გამოძვრები.-მითხრა სიცილით და გაყინული ქათამი წინ დამიდო ერთი ამოვიგმინე და სალათის მზადება დავიწყე.
ისე დაფუსფუსებდა სამზარეულოში,როგორც კარგი დიასახლისი.არაფერს მაცლიდა და მეც ნელ-ნელა აფეთქებისაკენ მივისწრაფოდი.ხან რას წამოკრავდა ფეხს,ხან რას.თვალები დავხუჭე და შევეცადე დავმშვიდებულიყავი.
-ცოტნე გაჩერდი,თორემ პურის დანით გამოგჭრი ყელს!-დავემუქრე ჩემი ჭკუით და ბოსტნეულის დაჭრა გავაგრძელე.
-არ ჭრის კარგად.-სიცილით მითხრა მან და სტაფილო ჩუმად მომპარა.
-მოგკლავ!-დავიყვირე და სამზარეულოდან გაქცეულ ცოტნეს გავეკიდე.
-სტაფილოს გამო გოგო?-მკითხა სიცილით და ხელები შემომხვია.
-არ არის მეტი და რა ვუყო ახლა სალათა?-ვუთხარი გაბრაზებულმა და მის მკლავებს ჯაჯგური დავუწყე.
-ნუ ბუზღუნებ.-სიცილით მითხრა მან და ლოყაზე მაკოცა.
სულ ბუზღუნით გავედი სამზარეულოში და ბოსტნეულის ჭრა განვაგრძე.
ჩემი ლამბერსექსუალი [5]


***
მართლა არ ვიცი როგორი ურთიერთობა გვქონდა,ზედმეტი არაფერი ყოფილა ჩვენს შორის,მაგრამ ვხვდებოდი,რომ არც უბრალო მეგობარი იყო.ცოტნემ ძალიან დიდი ადგილი დაიკავა ჩემს გულში.ალბათ ადამაინებს ყველაზე მეტად მაშინ ვაფასებთ,როდესაც გაჭირვებაში გვერდით გვიდგანან.ბედნიერი ვიყავი,რომ არსებობდა.სავარძელში მოთავსებულ ცოტნეს გავხედე და გავუღიმე.
-რა იყო?-მკითხა დაეჭვებულმა და გამიცინა.
-არფერი.-თავი გავაქნიე და უაზრო ფიქრები მოვიშორე.
-მემგონი ურევ.-მითხრა სიცილით და ტელევიზორი გამორთო.
-შენი შემყურე.-ენა გამოვუყავი და სასაცილოდ დავეჭყანე.
-როდის მოვა პირველი საათი,რომ მოგიშორო.-მითხრა მან სიცილით.
-მართლა გინდა რომ მომიშორო?-აცრემლიანებული თვალებით შევხედე.
-კი.-მანაც სერიოზულად მიპასუხა.ვერც კი მივხვდი ისე იწყეს ცრემლებმა დენა.-ტირი გოგო?-მკითხა ხარხარით და ჩემსკენ წამოვიდა.
-საზიზღარი ხარ.-ლუღლუღით ვუთხარი და მის ყელში კომფორტულად მოვათავსე თავი.

***
გაფრენამდე რამდენიმე ოცი წუთი იყო დარჩენილი.ორივე ერთმანეთს ვუყურებდით და ხმას არ ვიღებდით.როდესაც ფაქტის წინაშე დავდექი მაშინ ვიგრძენი უდიდესი სევდა.ჩემს გულში საოცარი პროცესები მიმდინარეობდა,ვერ ვხვდებოდი რატომ განვიცდიდი ასე წასვლას,არადა მართლა ძალიან მინდოდა ლონდონში დაბრუნება.მიჭირდა აქ ყოფნა,რადგან ყველაფერი მამას მაგონებდა...
-ნატა ჭკვიანად იყავი და როგორც კი ჩახვალ დამირეკე.-გამაფრთხილა მან და ხელები შემომხვია.
-დაგირეკავ და შენც ჭკვიანად იყავი.-გავაფრთხილე მე და სუსტი ხელები უფრო მაგრად მოვხვიე.
-წადი ნატა.-მითხრა მან გაბზარული ხმით და ყელში რამდენჯერმე მაკოცა.გული ისე ამიჩქარდა ასე მეგონა,მალე გასკდებოდა.
-მომენატრები.-ვუთხარი ჩურჩულით და ესკალატორზე ავედი.არ მინდოდა უკან შეხედვა,რადგან ვიცოდი რომ რაღაც ძალა ისევ უკან დამაბრუნებდა.თვალებზე მომდგარი ცრემლი მოვიწმინდე და გონებიდან ყველა უსიამოვნო შეგრძნება მოვიშორე.
ისევ იგივე შეგრძნება.
ფრენაზე ისევ არ მქონდა შეგრძნება.
უბრალოდ ერთი ადამიანით მეტზე ვფიქრობდი.ეს ადამიანი კი ცოტნე იყო...
უაზროდ გამეღიმა და ფიქრების სამყაროში დავიწყე მოგზაურობა.
ჩემი ლამბერსექსუალი [5]




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent