შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომავალზე ყველა ფიქრობს (7)


26-04-2015, 00:58
ავტორი konkia
ნანახია 1 609

კარგი ამბავია ალბათ თქვენთვის, იფიქრებთ მას შემდეგ რაც გავიგებ დიტოს ასეთი გაბრაზების მიზეზსს, მივხვდები ჩემი წამიერი სისულელის გამო მას როგორი ტკივილი მივაყენე ჩავშლი ქორწილს და მასთან გავიქცევი. ეს ალბათ ჩემს გულსაც ძალიან უნდა, მაინდამაინც დღეს გავიგე ეს ამბავი სრულიად შემთხვევით, ჩემი ქორწილის დღეს გავიგე, რომ ჩემ საყვარელ ადამიანს წავართვი ის რაც ყველაზე მეტად ჭირდებოდა, დღეს კი ჩემ თავსაც ვართმევ საბოლოო შესაძლებლობას ვიყო მასთან ერთად, ვინგრევ და ალბათ ჩემ მომავალ მეუღლესაც ვუნგრევ ცხოვრებას, ჩვენ ხომ უსიყვარულოდ ვიცხოვრებთ. თუმცა ხშირად გამიგია სიყვარული თავისით მოვაო, იმედი ვიქონიოთ , რომ არც მე დამივიწყებს.
სარკის წინ საქორწინო კაბას ვიზომებ, გამიგია ამ დღეს პატარძალი ყველაზე ბედნიერი უნდა იყოს, მაგრამ სად არის ჩემი ბედნიერება? ნუთუ დიტოსთან, ტყით გარშემორტყმულ სახლში, სადაც ყველაფერი მექნებოდა სიყვარულის ჩათვლით, ჯანდაბას კარიერა ჯანდაბას ცივილიზაცია, მე სიყვარულით ვიცხოვრებდი, მაგრამ ეს შეუძლებელია, რომც მივატოვო ყველაფერი და გავიქცე ის არ მიმიღებს, მას აღარ ვჭირდები, ვგრძნობვ ამას.
ყველაფერი მზად არის, ქორწილი ჩემი თხოვნით ვიწრო და მოკრძალებულ წრეში ჩაივლის, მაშინ როდესაც ბავშვობიდან ვოცნებობდი ამ დღეზე, მინდოდა ყველაზე დასამახსოვრებელი ყოფილიყო. ძალიან დიდი ქორწილი მინდოდა, არ ვეთანხმები, რომ არ უნდა შევინარჩუნოთ გარკვეულწილად ტრადიციები, იყოს ქორწილში ის თამნადაც და ნურც ჩვენს წინაპრებს მოვაკლებთ ქორწილს, მოვა დრო დაიღლებიან და შემდეგ გათენებამდე იქნება ახალგაზრდობის "მოლხენის" დრო. თქვენ წარმოიდგინეთ, ისიც კი არ ვიცი როგორი ტორტი მექნება ქორწილში ან როგორი მოსაწვევები დარიგდა. ალბათ რა ცუდი წარმოდგენა გაქვთ ჩემზე, მართლებიც ხართ, უბრალოდ დამიჯერეთ ჩემნაირ სიტუაციაში ბევრი თქვენგანიც ასე მოიქცეოდა.
- ნიც მზად ხარ?
- კი ტას, რა ლამაზი მყავხარ და როგორ მეხმარები ყველაფერში.
- კაი რა, ლამაზი კი არა საშინაო ტანსაცმლით ვარ მგონი წამოსული რა იყო ასე დაჩქარება ქორწილის ვერაფერი მოვასწარი.
- ხო იცი მიზეზიც...
- ვიცი ვიცი და მინდა მაგაზე დაგელაპარაკო...
- ოღონდ დღეს არა ტას, გთხოვ, ზაზა სად არის ხო არ იცი?
- შეეშვი ზაზას ცოტახანი, დღეს თუ არ დაგელაპარაკე ხვალლ რარაზე დაგელაპარაკო ქმარს გაშორდი და ისე წადი დიტოსტანთქო თუ საყვარლები იყავითთქო?
- ტას...
- მისმინე, მე ჩემი სათქმელი უნდა გითხრა, სულ არ მინდა ვიყო შენი მეჯვარე, ამ ფარსის მონაწილე, არ ვიცი ხელის მოწერის დროს შევძლებ თუ არა ამ უაზრობაში დაგეხმარო, უბრალოდ მეცოდები, ვერ გტოვებ მარტო, შენ რომ იცოდე რამდენი ეძებს ბედნიერებას, სიყვარულს და ვერ პოულობს ამას არ გააკეთებდი, გაგიმართლა, იპოვე ადამიანი რომელმაც შიშველი შეგიყვარა, გული გადაგიშალა, ისეთ სამყაროში შეგიშვა სადაც არავის უშვებს.
- ტას ოღონდ დღეს არაა...
- შენ არ მისმენ? რა დღეს არა? ამას იმიტომ კი არ გეუბნები, რომ დაზეპირებული მაქვს ან ჩემი ვალია, ვცდილობ გადაგარჩინო ვცდილობ გაჩვენო გზა დიტოსკენ, რომელიც ვიცი მიგიღებს, ერთად შეძლებთ ყველაფერს, იქნებით ბედნიერები. თუ ბედნიერება და სიყვარული შენს გულში ვერ იპოვე სხვაგან ვერსად იპოვი, გულში კი რა ხდება შენც კარგად იცი და მეც. მე მეტს ვერაფერს გეტყვი, არ ვიცი შევძლებ თუ არა მართლა დაგეხმარო სამი ადამიანსი ცხოვრების დანგრევაში, კარგია, რომ ორი მეჯვარე გყავს. ბოდიში თუ ეს დღე უარესად გაგიმწარე, მაგრამ ეს ჩემი ვალი იყო.

- ძალიან მინდა მოგისმინო, დაგიჯერო გთხოვო გაპარვაში დამეხმარო, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებ, ზაზას აქ ვერ მივატოვებ.
- ხოდა ვისი ბრალია?
- ვიცი ტასო ვიცი, მაგრამ ახლა გვიანია - უცებ კარებში ბებია შემოვიდა და მამცნო, რომ უკვე დრო იყო, უკვე დრო იყო დამეწყო სხვლა გზაზე, რომელიც მიდის ზაზამდე, მის ცოლობამდე.
სახლიდან ქორწინების სახლამდე საკუთარი თავი ვაიძულე უბრალოდ არაფერზე მეფიქრა, ამის უფლება, რომ მიმეცა საკუთარი თავისთვის ვიცი ახლა მანქანაში არ ვიჯდებოდი, არა ვიჯდებოდი, ოღონდ სხვაში, რომელიც უღრანი ტყისკენ გაეშურებოდა.
მეჯვარეთა ხელის მოწერის დროს, ისედაც დაბნეულს ყურში ტასოს ხმა ჩამესმა
- ბოდიში დაო, არ შემიძლია, იცოდე, რომ გარეთ გელოდები მანქანით და იცი რაც უნდა გააკეთო.
ეს იყო ბოლო წვეთი, მეგონა მუხლები მომეკვეთებოდა, ყველა გაშტერებული უყურებდა ტასოს, ფიქრობდნენ, რომ ღელვისგან ცუდად გახდა, ეგონათ ჩემსავით ბედნიერი იყო, აი სად ცდებოდნენ.
- დაველოდოთ?
- უკაცრავად ვერ გავიგე - ფიქრებიდან გამომაფხიზლა ზაზას შეხებამ და კითხვისნისნებით სავსე მზერამ.
- დაველოდოთ თქვენს მეჯვარეს?
- არა, არა, ის აღარ მოვა - მივხვდი, რომ ჩემს უკან ჩოჩქოლი ატყდა, ზაზას ახსნას ითხოვდა, მკლავდა ეს სიტუაცია. - იცით რა? ის აღარ მოვა, წავიდა და მე, მე ...



№1  offline წევრი lamazmani

აუ ია ძაან მაგარი გოგო ხარ რო გაააგრძელე ძაან მომწონს მარა სად გაწყვიტრე მალე დადე ტორე ძააან მაინტერესებს და ვერ ვითმენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent