შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვამპირის ირონია 6


26-04-2015, 13:39
ავტორი Lydia
ნანახია 2 404

ანას სარდაფში ჩასძინებოდა და სიცივისგან სულ გალურჯებული იყო.ცოტა შეიშმუშნა და თვალი გაახილა როცა ამანდა რკინის დიდ კარებს აღებდა.გოგონამ იფიქრა შევეცოდეო და ცოტა არ იყოს თვალები აუციმციმდა.
-(ანნა) ამანდა გავიყინე! წამოიღლუღა გოგონამ
-(ამანდა) წამოდი დაუყვირა გოგოს და ისევ მწარედ ჩასჭიდა მაჯაში ხელი.
-(ანნა) ამანდა მტკივა გამიშვი ხელი
-(ამანდა) ბავშობიდან თავის დაცვას გასწავლი, რატომ არ იყენებ შენს შესაძლებლობებს? მაგრამ შენ ისეთი დებილი ხარ გეშინია ყველაფრის.ახლა სიცილი წასკდა ქალს.
-(ანნა) შენგან განსხვავებით ვიცი რომ დედაჩემი ხარ და რომც მომკლა ხელს არასდროს დაგაკარებ
-(ამანდა) კარგი რა ანა რა ბანალური ხარ,მე არ ვარ დედაშენი
-(ანნა) ხო ვიცი,შენ აღარ ხარ დედაჩემი,შენ ვიღაც სხვა ხარ.აღარ მყავს ის დედა რომელიც ბავშობაში ზღაპარს მიყვებოდა,ჩემთვის რომ არ ეკოცნა ისე არსად მიდიოდა,ყველაზე და ყველაფერზე მეტად რომ ვუყვარდი.
ერთ წამს ჩაფიქრდა გოგო და აცრემლებული უყურებდა ამანდას.
-(ანნა) ხო,ეხლა ნარკომანი,ლოთი და არ ვიცი კიდევ რა ხარ.რაც ჩემი და დაიბადა ამ სახლში მე უკვე აღარაფერს წარმოვადგენდი ზედმეტი ტვირთი ვიყავი.მისმა გარდაცვალებამ ხომ საერთოდ დამინგრია ცხოვრება.რატომ არ ფიქრობდი რომ მის გარდა, მე გყავდი და ნარკოტიკები არ უშველიდა ამ სიტვაციას.
-(ამანდა) შენ არ იცი რა არის, როცა კაიფში ხარ და გავიწყდება ყველა ტკვილი, დარდი და ნოსტალგია.
-(ანნა) რომელ ტკივილზე მელაპარაკები საერთოდ? შენ არ იცი რა ტკივილია როცა სკოლაში დედაშენს ბო**ს ეძახიან,ათას საყვარელთან ხედავენ და გგონიათ რომ შენც მისნაირი იქნები.არ იცი რა ტკივილია როცა არავინ გემეგობრება იმის გამო რომ მეც დედაჩემისნაირად მათ შეყვარებულთან არ დავწვე.შენ არ იცი რამდენ ცრემლს მალავს ჩემი ბალიში და ლოგინი,შიშები შენი მოსვლისთანავე იწყებოდა.
-(ამანდა) კარგი,ხომ გინდა რომ ესეთი აღარ ვიყო?მიდი მაშინ მცემე ისე რომ მოვკვდე და ჩემ შვილთან წავიდე.მიდი გამოიყენე შენი შესაძლებლობები.
-(ანნა) არც იოცნებო ამანდა.
-(ამანდა) კარგი მაშინ მე გცემ იქამდე სანამ შენ,შენს ძალას არ გამოიყენებ ჩემზე..
-(ანნა) რაა? ეს რა მაზოხისტობა? გოგონას თვალები გაუფართოვდა და სისხლი გაეყინა.
-(ამანდა) შემებრძოლები თუ არა?ან შენ დაისვემნებ ჩემგან ან მე.
-(ანნა) დედა ხვდები რას მეუბნები? საკუთარ დედას როგორ შევეხო?
-(ამანდა) წარა-მარა დედას ნუ მეძახი.ქალი მიხვდა რომ გოგონა მართლა თითს არ დააკარებდა და ისევ სარდაფში შეიყვანა და სკამზე დაუწყო თოკით მიბმა.
-(ანნა) დედა! რას აკეთებ? გთხოვ ნუ სულელობ გამოფხიზლდი გთხოვ !
ამანდამ ყურადღება არც კი მიაქცია მის სიტყვებს და მოახლეს დაუძახა.
-(ბონი) გისმენთ ქალბატონო? როგორც კი დაინახა მოახლე როგორ აბავდა სკამზე ხელი პირზე მიიფარა და გაოგნებისაგნ ლამის გადავარდა.
-(ბონი) ქალბატონო რას აკეთებთ?
-(ამანდა) შენი საქმე არ არის.ვინც არ უნდა მოვიდეს უთხარი რომ სახლში არ ვართ,და არც გაბედო რაიმეს თქმა თორემ შენ აღმოჩნდები ანნას მდგომარეობაში.გაიგე? დაუყვირა მოახლეს და თოკსაც ძლიერად მოუჭირა.
_(ბონი) დიახ გავიგე ქალბატონო.თქვა და სასწრაფოდ გავარდა.
ამანდამ რაღაც ნემსი აიღო და ვენაში გაუკეთა გოგონას.
-(ანნა)არა დედა გთხოვ გაჩერდი,ემუდარებოდა გოგო და ნელ-ნელა ძალა ერთმეოდა.
-(ამანდა) ხომ გინდოდა ყველაფრის დავიწყება?ხოდა ცოტახანში გაგივლის ტკივილი.ცინიკურად თქვა და ნაჭრის შავი შარვლიდან ქამარი მოიძრო.
-(ანნა) დედაა! მხოლოდ ამის დაყვირება მოასწრო და ქალმაც ქამარი ძლიერად გადაჰკრა წელზე.
-(ამანდა) მიდი იგრძენი ჩემი მოკვლის სურვილი მიდი.იძახდა და რაც ძალა და ღონე ჰქონდა არტყავდა გოგონას ქამარს.
ამასობაში კარზე ზარი იყო,მაგრამ ამანდამ სარდაფში ვერაფერი გაიგო მისი ქამარის ტკაცუნში.მოახლემ ტირილით გააღო კარი.
-(ლიდია) გამარჯობა ბონი, გუშინ ანა გველოდებოდა მაგრამ ვერ მოვედით და.....სიტყვა არ ქონდა დამთვარებული როცა ელისონმა შეატყო ბონის ცრემლები.
-(ელისონი) ბონი რა გჭირს?რატო ტირიხარ?
-(ბონი) გთხოვთ უშველეთ.ტირილს არ წყვეტდა ბონი.
-(ელისონი) რააა? ვერ გავიგე სად არის ანნა?
-(ბონი) თუ გაიგებს რომ გითხარით მომკლავს მაგრამ ანა მეცოდება.ეხლა დასძლია შიშია და წამოიძახა
-(ბონი) ქალბატონ ამანდას ანნა სარდაფში ყავს ჩაკეტილი და ქამრით სცემს გთხოვთ დაეხმარეთ.
გოგოენმა შეიცხადეს და წარმოთქვეს საცოდავად ,,ანნა''
-(ლიდი) დამიანი სად არის?
-(ბონი) ამანდამ გაათავისუფლა სამსახურიდან.
-(ელისონო) კარგი,ლიდია დამინის ტელეფონის ნომერი გვინდა უნდა დავურკოთ,თორემ მარტო ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ამანდას.
-(ბონი) მე მაქვს წიგნაკში დამიანის ნომერი ეხლავე მოგიტანთ.მოახლემ ცრემლები შეიმშრალა და სასწრაფოდ გავარდა სამზარელოსკენ წიგნაკის ასაღებად.
.................................................................
-(ელისონი) რატომ არ მპასუხობს დამიანი?
-(ელისონო) გთხოვ მიპასუხე გთხოვ.
-(დამიანი) გისმენთ.ისე უღიმღამოდ უპასუხა ეტყობოდა რომ ცოტა ნასვამი იყო
-(ელისონი) დამიან როგორც იქნა მიპასუხე,გთხოვ დამეხმარე ანას, ამანდამ ანასს..უცბად წასკდა ტირილი
-(დამინი) ანას რა ელისონ? რა მოუვიდა? ტელეფონში მისი ხმა ჭექა-ხუხილივით ისმოდა.
-(ლიდია) დამიან ლიდია ვარ,ამანდას ანა ჩაკეტილი ყავს სარდაფში და ქამრით სცემს გთხოვ დაეხმარე.
-(დამიანი) მოვდივარ.თქვა და ტელეფონი გათიშა.
-(ბონი) გოგოებო გთხოვთ თვენ გარეთ გადით შეიძლება ნებისმიერ წამს გამოვიდეს და თქვენ რომ აქ დაგინახავთ არ ვიცი როგორ დამთავრეება.
-(ლიდია) მართალი ხარ ბონი,გავალთ და დამინი რომ მოვა, ჩვენც მერე შემოვალთ
-(ელისონი) არ ინერვიულო ბონი დავეხმარებით.თუ გამოვიდა არაფერი შეიმჩნიო.
ბონიმ კარები მიხურა და სამზარეულოსკენ გავარადა.
......................................................................................................................................................
-(დამიანი) ლიდია,ელისონ ! დამინი მივარადა ბაღში მჯდომ გოგოებს.
-(ლიდია) ასე მალე როგორ მოხვედი?
-(დამიანი) აქვე ვიყვავი.
-(ელისონი) რა დროს ეგ არის დროზე შევიდეთ
ლიდიამ და ელისონმა ხელები ჩასჭიდეს ერთმანეთს და დამიანს მიყვებოდნენ შეშინებულები უკან.
დამიანმა კარები შეაღო და იმ წამსვე სარდაფისკენ აიღო გეზი.გოგოებიც მიყვებოდნენ.დიდი კიბები ჩაირბინეს და სარდაფში ამოყვეს თავი.
დაინახეს როგორ უმოწყალოდ სცემდა ამანდა უკვე გათიშულ ანას და თან ტიროდა.
-(დამიანი) ამანდა დააგდე ეგ ქამარი დროზე.
-(ამანდა) შენ ნუ ერევი,შენს საქმეს მიხედე.
-(დამიანი) ჩემი საქმე ეხლა ანნაა და სანამ წყნარად გეუბნები დააგდე ქამარი.
ქალი გაჯიუტდა და არ აგდება ქამარს და არც ანას ეშვებოდა.
ეხლა უკვე დამიანი გაწყრა,მივარდა ამანდას ხელი ჩაავლო და სარდაფიდან გაიყავანა.
-(დამიანი) ლიდი თოკები შეხსენით ანნას და მეც ეხლავე მოვალ.
ამანდა ოთახში წაიყვანა და მიაბა საწოლზე
-(ამანდა) გირჩევნია გამიშვა თორემ ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი.
-(დამიანი) შენ კიდევ გირჩევნია მოკეტო.მხოლოდ იმიტომ გცემდი პატივს რომ ანას დედა იყავი,მაგარამ არაბიოლოგიური,ეხლა კი ყველანაირ ზღვარს გადასცდი,ვიცი რაც გამოძრავებს,შენ მერე დაგელაპარეკბი.სიტყვა როგორც კი დაამთავრა დასაძინებელი ნემსი გაუკეთა და გათიშა.
................................................................................
დამიანი მივიდა ანასთან და ხელში აიყვანა დააპირა,გოგონამ თვალები გაახილა როცა დამიანი მის ნატკენ სხეულს შეეხო.
-(დამიანი) ვიცი გტკივა ცოტა მოთმინე და ყველფერი კარგად იქნება.ხელში აიყვანა გოგონამ კი სიმწრისგან ამოიხვნეშა.
-(ანნა) დამიან!
დამიანი ერთ ხანს გაჩერდა.
-(დამიანი) ჩუმათ,არ ილაპარაკო.
-(ანნა) გთხოვ წამიყავანე აქედან,გთხოვ თქვა და ისევ გონება დაკარგა.
გოგოები სასოწარკვეთილები აჰყვნენ კიბებზე მიმავალ დამიანს.
-(ლიდია) სად წაიყვან?
-(დამიანი) სახლში ჩემთან.ეხლა ბიჭი მოახლე ბონის მიაშტერდა რომელიც მისაღებ ოთახში იდგა და კანკალებდა,მას განსაკუთრებით უყვარდა ანნა.
-(დამიანი) ბონი! მიდი შენი ბარგი ჩაალაგე და გოგოები წამოგიყვანენ მანქანით.აქ აღარ იმუშავებ
-(ბონი) დიდი მადლობა ბატონო.ეხლავე ჩავალაგებ.
-(დამიანი) ელისონ დაელოდეთ ბონის და ამ მისამართზე მოიყვანეთ.კარნახობდა გოგოებს და ისინიც ფურცლის ნაგლეჯზე იწერდნენ.
-(ლიდია) კარგი.
............................................................................................................
ბიჭმა ანნა მოიყვანა სახლში და ნაცრისფერ საწოლში ჩააწვინა,გოგონა უკვე გონზე იყო მოსული.
-(ანნა) დამიან.წყალი მინდა
-(დამიანი) აი აქ დევს უკვე მოვიტანე.გამჭირვალე მინის ჭიქას ხელი დაავლო და ანნას მიაწოდა.
-(ანნა) ძალიან მრცხვენია ამ ყველაფრის გამო.მაპატიე.თქვა როცა მინის ჭიკა პატარა კარადაზე შემოდო
-(დამიანი) ნუ მებოდიშები.მე ყოველთვის დაგიცავ,სამსახურიდანაც რომ ვიყო გამოგდებული.გიმიღლია დაეფინათ სახეზე.
-(დამიანი) მოდი ჭრილობები დავამუშაოთ.ხელში პირველადი დახმარბის ნივთები აიღო და საწოლზე წამოჯდა
-(ანნა) კარგი ამ დაფლეთილ და სისხლაინ მაისურს გავიხდი,თუ შენ არ შეწუხდები.
-(დამიანი) არა მე რატომ უნდა შევწუხდე,თან ჭრილობას ვერც დაგიმუშავებ ისე,მე ჩემს რამე მაისურს მოგიტან.
-(ანნა) კარგი.გოგონამ მაისურის გახდა დაიწყო და იგრძნო თოთოეული იარის ტკვილი.
ბიჭმა მიუტანა შავი მაისური და დაიწყო ჭრილობების დამუშავება.
-(ანნა) შენ და გოგოების გარდა აღარავინ დამრჩა ამ ქვეყანაზე,ვინც ჩემზე ზრუნავს და მიფრხილდება.
-(ანნა) მინდა გამორთვის ღილაკი მქონდეს გამოვრთო ყველა გრძნობა ემოცია და სისპეტაკე.ძალიან დავიღალე ამ ყველაფრით.
-(დამიანი) ყველაფერი გაივლის,არ შეიძლება იმაზე დარდი და ნერვიულობა რასაც აღარ ეშველება.
თითქმის ორ წუთში უკვე ჭრილობა დამუშავებლი ქონდა,მაისური გადაიცვა და ისევ წამოწვა.
-(დამიანი)გინდა რამე მოგიმზადო?მე არაფერი მაქვს სახლში რადგან იშვიათად ვსადილობ სახლში.მაგრამ წავალ და ვიყიდი რამეს.
-(ანნა) არა,არ მინდა,ვერაფერს ვერ ჩევჭამ უბრალოდ მოდი და შენც წამოწექი,მომენატრა ბავშობა.
დამიანი მივიდა და წამოწვა,გოგანამ გაუღიმა და ჩაეძინა.


P.s არ გამიბრაზდეთ ვიცი,რომ პატარა თავია,მაგრამ ვერ მოვიცალე,მალე დიდი თავებსაც დაგიდებთ :* დამიფიქსირეთ თქვენი აზრები,ჩემთვის მნიშვნელოვანია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent