შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Barman (10)


26-04-2015, 14:00
ავტორი elenika.13
ნანახია 3 131

საავადმყოფოდან მალე გამომწერეს. სადნრომ აიჩემა ჩემთან გადმოხვალო საცხოვრებლად. ბევრი კამათის შემდეგ მაინც გადაწყდა რომ თბილისში ჩასვლის შემდეგ სანდროსთან გადავიდოდი. ბიჭებმაც შემჭამეს მერამდენედ უნდა ჩავარდე ასეთ სიტუაციაშიო. მარტო ვეღარ დარჩებიო და რაღას გავაწყობდი. მოკლედ მალე დავბრუნდით თბილისში. ჯერ ჩემს ბინაში შევიარეთ. მერე კი ბაგრატიონის სახლისკენ გავუყევით გზას. ბავშვებმა მოეწყვეთ და მალე ჩვენც მივალთ, ასე, რომ ჭკვიანად იყავით, შეიძლება ნებისმიერ დროს დაგადგეთო. ჩვენც წავედით "ჩვენი" სახლისკენ. უნდა ვაღიარო საოცრად ლამაზი სახლი იყო. დიდი ეზოთი და ლამაზი მცენარეებით. არ მეგონა სანდრო ასე კარგ სახლში თუ ცხოვრობდა. არა, შეძლებული, რომ იყო ვიცოდი, მაგრამ ასეთიც არ მეგონა. ნუ მოკლედ გასაკვირი არაფერი არ უნდა იყოს თუ ვიტყვი, რომ სანდროს ოთახში დავბინავდი. სანდროს გვერდით თავს დაცულად და ძალიან კარგად ვგრძნობდი. ოთახში კარგად მოვთავსდი. საკმაოდ დიდი ოთახი ჰქონდ, დიდი საწოლითა და ლამაზი ინტერიერით. ოთახში ბაგრატიონის სურნელი ტრიალებდა, რაც დიდი სიხარულით მავსებდა და ფილტვებს ბოლომდე ვივსებდი ამ სურნელით. სანდრომ ყველაფერი დამათვალიერებინა. ძალიან მომეწონა აქაურობა. თავი მართლაც, რომ ისე ვიგრძენი როგორც საკუთარ სახლში. დამლაგებელი ჰყოლია დაქირავებული. მეც არ გამიკვირდა ამხელა სახლი ასე მოწესრიგებული როგორ აქვს თქვა. სამზარეულო ყველაზე მეტად მომეწინა და რადგან ძალიან გვშიოდა და სტუმრებსაც ველოდებოდით ფუსფუსი დავიწყე. გადავწყვიტე რამე გემრიელი მომემზადებინა და რაც მთავარია სწრაფად. ყველაფრის გაკეთებას რომ მოვრჩი ჭურჭლის რეცხვას შევუდექი. ცოტახანში მუცელზე თბილი ხელები შემომეხვია. მეც ისე მენატრებოდა სანდროს მოფერება, რომ მის ხელებში გავიტრუნე. -თავს რატომ იღლი? ჭურჭელს დამლაგებელიც გარეცხავს.-მითხრა თბილი და მზრუნველი ხმით. -სახლში მე სანამ ვარ მანამდე დამლაგებელი არ დაგჭირდება. -ანუ ქალბატონ ნანას მთელი ცხოვრება სხვაგან მოუწევს მუშაობა. მითხრა და თავისკენ შემატრიალა.ინიციატივა თავად გამოიჩინა და ჩენს ტუჩებს მოწყურებულივით დაეწაფა. მკოცნიდა ნაზად და თანაც მომთხივნად. იმდენად მსიამოვნებდა ეს ყველაფერი, რომ აღარ მინდოდა, რომ დასრულებულიყო, მაგრამ კარზე ზარის ხმამ გონზე მოგვიყვანა. სანდრო ცოტახნით მოწყდა ჩემს ტუჩებს, მაგრამ მერე ვითომც არაფერიო კვლავ გააგრძელა კოცნა. მე ძლივს მოვწყდი მის ტუჩებს. -სანდრო კარებზე არიან.-კარზე ზარი კი არა და არ წყდებოდა. სანდრომ ერთი შეიგინა, მოწყვეტით მაკოცა ტუჩებზე და კარისკენ წავიდა. როცა სანდრომ ბავშვები დაინახა კარის გაღება და დაკეტვა ერთი იყო. -ვინ იყო?-ვიკითხე მე. -სხვაგან მოხვდნენ... აბა სად გავჩერდით?-მომიახლივდა და ისევ გავაგრძელეთ დაწყებული საქმე, მაგრამ როცა კარზე ზარის ხმა ისევ გავიგეთ, ამჯერად მე წავედი კარის გასაღებად. კარი რომ გავაღე მივხვდი სანდრომ რატომაც არ გაუღო კარი და მეგობრებს სიცილით შევეგებე. -შენს ქმარს რა სჭირს?-მკითხა საბამ სიცილით. -ქმარს არა შეყვარებულს.-ვუპასუხე ნიშნის მოგებით და სამზარეულოსკენ გავუძეხი. -ფაქტობრივად ცოლ-ქმარი ხართ. ერთად ცხოვრობთ ერთად იძინებთ, ერთად.... -საბა ნუ ტლიკინებ.-გააწყვეტინა სანდრომ როლებში შეჭრილ საბას.-მარტო ყოფნაც არ დაგვაცადოთ ტო. რას დაგვადექით თავზე. იქნებ დასვენება გვინდოდა ჩვენც.-დაიწყო სანდრომ ბუზღუნით. -რა იყო შეჩ**ა. ხო გითხარით მალე მოვალთ თქვა? დანარჩენი ღამით გააგრძელეთ.-გვითხრა გიომ და თვალი ჩაგვიკრა. -კარგი რა გიო.-შეუბღვირა ნინიმ.-აბა რას გვაჭმევ ლი? -დასხედით უკვე ყველაფერი მზად არის. -დაიწყე უკვე დიასახლისობა?-მკითხა ელემ სიცილით. -კანეჩნა.-ვუპასუხე მეც სიცილით. ეს ჩემი პირველი დღე იყო ამ სახლში და ძალიან ბედნიერი ვიყავი. მთლიანად ვგრძნობდი ჩემი მეგიბრებისა და საყვარელი ადამიანების სიყვარულს და მთელი საღამო სანდროზე აკრული გაბადრული სახით ვუსმენდი ყველას. უკვე ღამის თორმეტი საათი იყო ბაგრატიონმა სახლიდან რომ გაყარა ყველა და როგორც კი მარტო დავრჩით მომთხივნად დააცხრა ჩემს ტუჩებს. -მომენატრე-მისი ვნებიანი ხმა მოსწვდა ჩემს ყურთასმენას. ვხვდებოდი, რომ უკვე შორს მივდიოდით, მაგრამ გაჩერება არცერთს არ შეგვეძლო და არც გვინდოდა. აღარ მახსოვს როგორ აღმოვჩნდით საძინებელში. იმდენად მსიამოვნებდა მისი უოველი შეხება, რომ კინაღამ გონება დავკარგე.... ცოტახნის შემდგე კი ჩემი და სანდროს ოფლით დაცვარული სხეულები ერთმანეთს ეკვროდნენ. მე მის გულ-მკერდზე მედო თავი და ვითვლიდი მის გულისცემას. ბოლოს დაღლილს ჩამეძინა....



№1  offline წევრი -tiko))

Raa iyo ra patara iyo ess?
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№2  offline წევრი elenika.13

Auu kargit ra bavshvebo.. Ubralod bevris ceras ver vaxerxeb da ra vkna? Tan ar minda, rom "mivapuchecho" da uazro gamomivides. Magas mirchevnia nela vcero da cota azrianad. Mets martla ver vcer xolme da ra vkna? Bodishi da mec gamiget gtxovt...

 


№3  offline წევრი NataShka()()()

დიდ თავებს თუ არ დადებ ყოველ დღეე მაინც დაამატეე ძალიან მომწონსს :( <3 მაგარიააა ^_^
--------------------
ნ.ორბელაძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent