შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავხედებო, მოგესაჯათ ერთად ყოფნა! 6


26-04-2015, 19:17
ავტორი ნათი_
ნანახია 2 704

შეგუების პერიოდი მშვიდი, მაგრამ დამთრგუნველი იყო. ჩევნ, უხეშად რომ ვთქვათ, "ჩვენი თავებისთვის მოვიცალეთ". ვფიქრობდი მომავალზე, რა იქნებოდა აქედან გასვლის შემდეგ, მიმიღებდა თუ არა ჩემი ოჯახი? მშობლები მენატრებოდა, თავისუფლება მენატრებოდა, ჩემი სახლი, დედას გაკეთებული საჭმელი, მეგობრები, ქუჩები, ძველი ცხოვრება, ყველაფერი... რაც ადრე ჩემთვის მოსაბეზრებელი იყო, ახლა სანატრელი გამიხდა. დღეებს ტირილში ვატარებდი, ყველაფრის ხალისი დამეკარგა, აღარც სვეტას მალული გამასპინძლება მახარებდა, საუზმემდე და აღარც ლალის გაცდენილი გაკვეთილები. ყოველ თავისუფალ წამს ბიბლიოთეკაში ვატარებდი, იქ თითქმის არავინ შემოდიოდა, ასე რომ ვახერხებდი მარტო დარჩენას, ყველასგან მოშორებით, ჩემი კლასელებისგანაც კი. ისინი აუტანლები გახდნენ ბოლო დროს, ეს კიდევ უფრო მთრგუნავდა. თითქოს, ერთ დროს ერთიანი კლასი, ორად გაიყო. პირველ სასტავს ისინი მიეკუთვნებოდნენ რომლებმაც, ასე ვთქვათ, თავები დაიმკვიდრეს, დაუმეგობრდნენ ადგილობრივებს, მათი ინტერესი და პატივისცემა დაიმსახურეს, მე მათ "პოპულარულების სასტავს" ვუწოდებ. აი მაგალითად, მათე ამ სასტავის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო. ამ სასტავს თითქმის ყველა ბიჭი და ორიოდე გოგო წარმოადგენდა. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ეს იმ ბავშვების ერთობლიობა იყო, ვინც წარმატებას სწავლაში აღწევდა და ჩაკეტილობას ამჯობინებდა. ვინც ვერ მოახერხა ადვილად დამეგობრება ყველასთან და "კაი ტიპობა". აი მაგალითად მე, თუმცაღა მე არ ვთვლიდი არცერთი სასტავის წევრად თავს, მაგრამ რეალურად ეს ასე ჩანდა. მე თუ მკითხავდით, არცერთი მათგანი არ მაინტერესებდა. მე ორივე მხარეში ვხედავდი რაღაც ცუდს, რის გამოც ვერ ვიტანდი მათ, მაგალითად "პოპულარულებს" წარმოდგენა ასწეოდათ საკუთარ თავზე და ლიდერობა მოსდომებოდათ. ხოლო ჩემიანებს ცხვირები წაგრძელებოდათ და დაბოღმილები არჩევდნენ სხვის ცხოვრებას. და იყი კარგი მხარეც, რის გამოც ორივეს ვაფასებდი. მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ეს ორი სასტავი ერთმანეთს ვერ იტანდა. თუმცა ამის დამალვას ყველა ცდილობდა და გამოსდიოდათ კიდეც.
ერთხელ ჩვეულებრივ, ბიბლიოთეკაში ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი, ლილე მომიჯდა
-რას შვრები?-საუბრის წამოსაწყებად მკითხა
-ვკითხულობ
-საინტერესო წიგნია?
-კი, მომწონს
-რო მორჩები, მათხოვე რაა
-მჰჰ-ვიფიქრე დასრულდა ჩვენი საუბარითქო, თუმცა შევცდი
-ბუფეტში ვიყავი ეხლა
-მერე?-უკვე მაღიზიანებდა
-მათე და ლაშაც იქ იყვნენ და სვეტას ეხვეწებოდნენ ოსტრი გაგვიკეთეო-ჩაიფხუკუნა ლილემ
-ოსტრი?-ზიზღით დავმანჭე სახე
-ხოო, შენც არ გიყვარს ხოო? მათე გიჟდება თურმე
-ხოო...იცი მე უკვე ვამთავრებ ამ წიგნს, შეგიძლია ნინისთან ახვიდე და ჩემი წიგნი გამოართვა? მე კიდე საღამოს ამას მოგცემ
-რა წიგნია?-დააღონა თემის შეცვლამ
-თვითონ იცის, უთხარი თეკლას წიგნი მომეციო და მოგცემს.
-კაი-უხალისოთ თქვა და გავიდა
მეც წამოვხტი და ბუფეტისკენ გავიქეცი. სვეტა მარტო იყო.
-სვეეტ, ოსტრის გაკეთება მასწავლე რაა-სვეტამ გაოცებულმა შემომხედა
-ტკვენ რა გჩირთ გოგოო, რამ გადაგრიათ ამ ოსტრიზე
-რავიციი, მიყვაარს-მოკლედ სვეტასაც მეტი რა უნოდა, ის მარტო საჭმელების გაკეთებაზე კი არა, ლაპარაკზეც გიჯდებოდა, ხოდა ალაქლაქდა, ვიფიქრე რეცეპტს ჩამაწერინებსთქო, მაგრამ ერთიდაიგივეს იმდენჯერ იმეორებდა რომ საჭირო არ გახდა, დავიზეპირე. ბოლოს ძლივს დავაღწიე თავი და ჩემი ოთახისკენ გამოვქანდი, უკვე დაძინების დრო იყო მაგრამ მე ვერაფრით მოვისვენე და პირველი საათისკენ ბუფეტში დავბრუნდი. უკვე ყველას ეძინა. სიმშვიდე და სიცარიელე იყო. შუქი ავანთე და ჩუმად დავიწყე იმ პროდუქტების მოძიება, რომლებიც კერძისთვის მჭირდებოდა. ჩემთვის ვფუსფუსებდი და მოულოდნელად ბუფეტის კარის გაღებამ შემახტუნა. კარში მათე იდგა.
-აქ რა გინდა გოგო?-გაკვირვებული შემომყურებდა
-ოსტრი უნდა გავაკეთო-კიდევ უფრო გაუკვირდა-შენ რას აკეთებ აქ?
-მეე?-ხელში სიგაეტის ღერი აათამაშა და ფანჯრისკენ წავიდა-როცა, ახლა ჩემი გაკვირვებული სახე დაინახა, განმიმარტა-ზურა ხო იცი, ჩვენი დაცვა?.. ჯიგარი ბიჭია-გამიღიმა და ფანჯარა გამოაღო
-აჰამ.. გასაგებია-საერთოდაც არ მესიამოვნა, მათეს ხელში სიგარეტის დანახვა, მაგრამ მე ვინ მეკითხებოდა-ესეიგი აქ ეწევით ხოლმე?
-ხო რაა, ის რაღაც კვამლის აღმომჩენები აქ ხო არ არის დამონტაჟებული და... მოიცა რა მითხარი აქ რას ვაკეთებოო?
-ოსტრს-გამეცინა
-ღამის პირველ საათზე?
-ხო, მთელი დღე დაკავებულია აქაურობა, თან არ მეძინება
-აუ ოსტრზე ვგიჯდები
"ვიცი, ამიტომაც ვცდილობ ვისწავლო გაკეთება" გავიფიქრე და ვუპასუხე-ხოო?
-ხო, იცი რა მაგარ ოსტრს ვაკეთებ?-თქვა თავმომწონედ
-შეენ? ვერ წარმომიდგენია
-ე, არ გჯერა? აი ნახე.. რა არის გოგო რას ეფერები მაგ ხორცს, ნორმალურად დაჭერი-დანა გამომართვა და ხორცის დაჭრას თვითონ შეუდგა. თან სრული სერიოზულობით მკითხა
-აბა რომელი თაგვი დადის ორ ფეხზე?
-რა? არ ვიცი-დაბნეული მივაშტერდი
-მიკი მაუსი. და რომელი იხვი დადის ორ ფეხზე?-მივხვდი რასაც სულელობდა
-დონალდი?
-არაა დებილო, ყველა იხვი.-დაიწყო და აღარ გაჩერებულა, იქამდე სანამ ოსტრის გასინჯვის დრო არ დადგა.
-მორჩი სისულელეებს და თქვი როგორია!
-უმაგრესია.. აბა ცუდი ხო არ გამომივიდოდა-თქვა ხაზგასმით ბოლო სიტყვა.
-ჰა ჰა ჰა-გავაჯავრე და იქაურობის მილაგებას შევუდექი.
-შემდეგში პიცა გავაკეთოთ-მითხრა და თვალი ჩამიკრა.
ესეც ჩემი ბედნიერი საღამო... დადებითი ემოციებით ავივსე. თუმცა ვიცოდი, რონ ეს აბსურდი იყო. გათენდებოდა მეორე დღე და ეს დადებითი ემოციები იმედგაცრუების მსვერპლნი აღმოჩნდებოდნენ, რომ არ დაგაბნიო, პირდაპირ გაგაცნობ იმ თვისებას, რომელიც მე მანადგურებდა.



№1  offline წევრი Tako_Latibashvili

Moomwons dzalian
Gansxvavebulia
gaagrdzdle da tavebi gazarde

 


№2  offline წევრი მარეამო

Malmalee dade tavebii ♥ dzalian momwoons! Did tavs velodebi shemdegshi ♥♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent