შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავხედებო, მოგესაჯათ ერთად ყოფნა! 5


18-04-2015, 01:56
ავტორი ნათი_
ნანახია 2 822

გათენებას ზარის გამაღიზიანებელი წკრიალი გვაუწყებდა (ის ჩვენ მაინც ვერ მოვიშორეთ), მომზადებისთვის ნახევარი საათი გვქონდა, შემდეგ იწყებოდა ვარჯიში და ათ საათამდე გრძელდებოდა. პირველად თორმეტ საათზე ვსაუზმობდით. გაკვეთილები ორზე იწყებოდა და შვიდამდე გრძელდებოდა, ოთხ საათზე ვსადილობდით და სწავლას ვაგრძელებდით, შემდეგ კი რვა საათზე ვვახშმობდით. არვიცი, ეს რამდენად შეესაბამებოდა სწორ კვებას და ჯანმრთელი ცხოვრების წესს, თუმცა ასე იყო. შუალედურ, თავისუფალ დროს ფსიქოლოგთან გვქონდა საათები გადანაწილებული. მაგალითად, მე სამშაბათს და პარასკევს შვიდ საათზე ვიყავი ჩაწერილი. ათ საათზე უკვე ძილის დრო დგებოდა. დღეში 4-5 გაკვეთილი გვიტარდებოდა, არ სწავლა, ვერ გაგება, ვერ მოსწრება მიუღებელი იყო. თითოეულ გაკვეთილს იმდენი დრო ეთმობოდა, რომ თითოეული ჩვენგანი გამოეკითხა მასწავლებელს. თუ ვერ მოასწრებდა, სრულიად ჩვეულებრივ შეცვლიდა მთლინ დაგეგმილ დღეს და თავის საქმეს მაინც დაასრულებდა. ამით კი არ იფიქროთ, რომ სხვა მასწავლებელი ზარალდებოდა, არა, ეს ჩვენ ვრჩებოდით ჭამის და დასვენების საათების გარეშე. ეს კი განსაკუთრებით აუტანელი იყო მათთვის, ვისაც ლამის წერა-კითხვაც კი "დავიწყებოდათ" უსწავლელობის გამო, ასეთები კი ძირითადად ჩვენი ბიჭები იყვნენ, ისინი არასდროს გიჟდებოდნენ სწავლაზე.
-ნომერი ცამეტი, დავალება მაჩვენე-მკაცრი ტონით მიმართა ისტორიის მასწავლებელმა მათეს, (მოკლე ჩართვა: ჩვენ აქ იმ ნომრებით მოგვმართავდნენ, რომელიც ჩვენს სამაჯურებზე იყო გამოსახული, სახელებს მხოლოდ მადონა გვეძახდა)
-მე მათე მქვია!-გაღიზიანდა მათე
-მე სახელი არ მიკითხავს, აქ შენ ნომერი ცამეტი ხარ და მორჩა, პრეტენზიებით დირექტორს მიმართე. დავალება!
-არ მაქვს.-სახე დაემანჭა სიბრაზისგან
-ოჰოო, რას მეუბნები. რატომ?
-ვერ გავიგე
-რა ვერ გაიგე?
-ეგ რო გამეგო, რა ვერ გავიგე, ხო გავიგებდი
"ოხ ნეტა როგორ აფიქდებოდა ეს შედევრები"-მეფიქრებოდა-"ჩემი ჭკვიანი ბიჭი..."-მივხვდი რა სისულელეს ვფიქრობდი და თავი გავაქნიე-"ჩემი არა ისა!"
-გაკვეთილი თუ ისწავლე?-განაგრძობდა დაკითხვას
-არა
-კარგი-წარმოთქვა მოთმინება მოკრებილმა "მგონი ლალიმ"-შვიდ საათზე დაბრუნდები კლასში, აქ ისწავლი, დაწერ, ჩამაბარებ და წახვალ.-ღიმილით დაასრულა და სხვა მოსწავლეზე გადასვლა დააპირა
-შვიდზე ვერ მოვალ, ფსიქოლოგთან ვარ ჩაწერილი-კმაყოფილებით გააქნია თავი მათემ
-ოჰ, სამწუხაროა, რომ ვერ მიხვალ, გადავცემ, რომ ტყუილად არ გელოდოს.
მათეს აღარაფერი უპასუხია, თუმცა კმაყოფილი მაინც დარჩა. მართალია, მადონასთან მეგობრობდა, მაგრამ დიდად ისიც ვერ იტანდა თავში რომ უძვრებოდნენ.
ცხრა ხდებოდა, ჩვენ ჭამა უკვე მოგვემთავრებინა და
ერთმანეთთან საუბარში გაგვყავდა დრო.
-აუუ, ეგ წიკვინა ქალი ნერვებს მიშლის-უკმაყოფილება ვერ დავმალე
-ვისზე ამბობ?-მკითხა ლანამ
-ლალიზე, თუ რაც ქვია. დეგენერატი.
-აუ ერთი ეგ გამაჩეჩინა და მეორე ის სანიტარი, "ნაატაა"-ამყვა მარიამი, ბოლო სიტყვა დაწვრილებული ხმით წარმოთქვა და სასაცილოდ გაწელა.
-მაგან რაღა დაგიშავა?-ვკითხე სიცილით
-დამიშავა კი არა, თუ გამაგიჟა, იმ წითელ თმებს სუ ღერა-ღერა დავაცლი-თქვა თითქოს ვიღაცის გასაგონად და გიორგის ცერად გახედა, ის კი ბიჭებთან ლაპარაკში იყო გართული და მარიამს არ გამოპასუხებია, თუმცა მის ნათქვამზე ჩაეცინა და ლაპარაკი განაგრძო. მივხვდი ეს მათი საქმე რომ იყო და აღარ ჩავძიებივარ. მაგრამ ამას ნამდვილად ვერ მიხვდა ლილე. ყოველ მოძრაობას ინტერესით აკვირდებოდა და კითხვებსაც აკვეხებდა
-რატო გოგო? რა მოხდა? რა დაგიშავა ასეთი?
მათთვის აღარ მომისმენია. ახლა სხვა რამ უფრო მაინტერესებდა, ბუფეტში სიბრაზისკან სახე ალეწილი მათე შემოვიდა, ინტერესი მკლავდა რა და როგორ მოხდა, მაგრამ ამას მე ვინ მეტყოდა? რატო არ მეტყოდა, ამას ცოტა მოგვიანებით შეიტყობთ. ალბათ ოთახში დავრჩებოდი და მოვისმენდი კიდეც, ყველას გასაგონად რომ ალაპარაკებულიყო, მაგრამ რამდენიმე ბავშვთან ერთად ცალკე დაჯდა და ჭამას და ამბის მოყოლას ერთად შეუდგა. სულაც არ მინდოდა ლილეს და კიდევ რამდენიმე ბავშვივით ყურები დამგრძელებოდა ან უხერხულად შევკვეხებულიყავი ცალკე მჯდომებთან, რამის გაგების მოლოდინში. იმას კი მივხვდი რომ მათეს მადონასთან ჯდომა ერჩივნა, იმ ქალის მოსმენას. ლექსომ შენიშნა ეს "ყურდაგრძელებული" საზოგადოება და მიახალა
-რას გაშტერებლხართ, თქვენ საქმეს მიხედეთ რა!-ამათაც მაშინვე აქეთ იქით დაიწყეს თვალების ცეცება, მაგრამ მალევე დაუბრუნდნენ პირვანდელ მდგომარეობას. იქ თავს ზედმეტად ვგრძნობდი, ბუფეტიდან გამოვედი, საშინლად ვიყავი გაბრაზებული, არ ვიცოდი რატომ, მაგრამ მათეზე ნაკლებად გამწარებული არ ვყოფილვარ.
მეორე დღეს ისტორიის გაკვეთილიმა ხმაურიანად ჩაიარა
ლალიმ გამოკითხვა მათესგან დაიწყო
-არ ვიცი-ესეც მათეს პასუხი. ლალი წამით გაოცდა
-რატომ?
-ვერ მოვასწარი, ხვალ მოგიყვებით
-ხვალ ხვალის გაკვეთილს მომიყვები, დღეს კი დღეისთვის რაც გქონდა, იმას ჩამაბარებ-უკვე ყველასთვის გასაგები იყო რასაც გულისხმობდა ლალი
-არ დავრჩები, ხვალ ჩაგაბარებთ, ორივეს ერთად
-დარჩები!
-არ დავრჩები, დამიწერეთ ორიანი!-ლამის იყვირა მათემ, სკოლაში მიჩვეულს, დაავიწყდა რომ აქ ნიშნებს არ წერდნენ.
-დარჩები-მოკლედ უპასუხა ლალიმ და სიტყვის თქმა აღარ აცადა ნომერ პირველ მოსწავლეს, გოგას მიადგა
-არც მე არ ვიცი-მანაც აღარ დააყოვნა
-შენც დარჩები-ლალი უკვე ბრაზდებოდა
-ნომერი სამი?
-არ ვიცი- ესეც ნინას ხმა. მივხვდი რაც ხდებოდა, ნინა ყოველთვის სწავლობდა, მითუმეტეს ისტორია ძალიან უყვარდა. მისი "არ ვიცი" შეთქმულებას ნიშნავდა. ნომერი ოთხი, ხუთი ექვსი, პასუხი იგივე "არ ვიცი", ამ დროსი განმავლობაში, ჩემი თემის ფურცელი რვეულიდან შეუმჩნევლად ამოვხიე და ხელში მოვკუჭე.
-ნომერი შვიდი?-ლალის ყავისფერი თვალები ბრაზით შემომყურებდა
-არც მე ვიცი.-ჩემი ყავისფერი თვალებით მშვიდათ მივაშტერდი. ჩვენი უდრეკი ლალი მშვენივრად მიხვდა რაც ხდებოდა მაგრამ მაინც აგრძელებდა ბავშვების შემოწმებას, თითქოს ბზარს ეძებდა, მას ვინც ამ შეთქმულებას შეარყევდა, მაგრამ ასეთი ვერავინ იპოვა. მშვიდად დატოვა კლასი და ცოტახანში დირექტორთან და დაცვასთან ერთად დაბრუნდა. თავს არ შეგაწყენთ ბატონი გიორგის მონოლოგის გაცნობით, უბრალოდ შედეგებზე მოგახსენებთ. მათე ორი დღით "კარცელში" გაამწესეს, დიახ, ეს ის ადგილი აღმოჩნდა რომელიც დერეფნის ბოლოს, ჩაბნელებულ კუთხეში მდებარეობდა და რომელზეც განმარტება არავის მოუცია. ჩვენ კი ისტორიის გაკვეთილის კიდევ ერთი საათი დაგვემატა. კიდევ ბევრჯერ ავჯანყდით და ბევრჯერ დავისაჯეთ კიდეც. ერთი გემრიელი სასჯელი მეც დავიმსახურე.
წინა დღეების ვარჯიშის გამო კუნთები საშინლად მტკიოდა, იქამდე სპორტით დაკავებული არასდროს ვყოფილვარ და ასეთი დატვირთვა ჩემთვის აუტანელი იყო. ჩვენი მწვრთნელი კი სულ პაწაწინა შეღავათსაც კი არ გვაძლევდა. ნამდვილი ველური იყო. ერთ დილასაც ადგომაც კი ვეღარ შევძელი. დაცვის ნჯღრევამ გამომაღვიძა.
-რა გინდა?-ამოვიგმინე
-ნომერი შვიდი კარგია ძილი?-გამომაჯავრა
-რა გინდა?-ვეცადე ტონი გამემკაცრებინა
-მწვრთნელი გეძახის!
-უთხარი რო ვერ ჩავალ.
-ხო იცი რო ოთახში არ დაგტოვებენ და ადექი რაა
-არ ჩავალ!-ამოვიღრინე
ჩამათრიეს. ათ საათზე მწვრთნელმა ბავშვები გაუშვა და ჩემთვის მოიცალა.
-50 აზიდვა
-რაა?-აღმომხდა-ერთსაც ვერ გავაკეთებ
-50 აზიდვა, ბევრს ნუ ლაპარაკობ, გაინძერი!
-არ გავაკეთებ! არ შემიძლია.
-60 აზიდვა
ყოველ უარზე რიცხვი იზრდებოდა, იზრდებოდა და იზრდებოდა. არც ერთი არ ვთმობდით, მაგრამ ტყუილად არ მითქვამს ნამდვილი ველურიათქო. ჯერ ხელით უხეშად მიბიძგა მერე კი მშვენივრად მაგრძნობინა ცოტახანში წიხლქვეშ გაგიგდებო. ერთი კარგად მომცხო და ბარემ ძირს ვეგდე, მაინც ამამოძრავა. ბრაზი მახრჩობდა, ის კი ამით სიამოვნებას იღებდა. ბოლოს მოსწყინდა თუ მიხვდა, რომ მალე სულს გავაფრთხობდი და დამითხოვა, შეგიძლია დაისვენოო, მომაძახა და თავის ოთახს მიაშურა. არ ვიცი რამდენი წუთი დამჭირდა უკანასკნელი ძალების მოსაკრებად, რომ წამოდგომა მომეხერხებინა, მერე კი ძლივს გავბანცალდი დერეფანში, რადგან ველაზე ახლო ბუფეტი იყო, მეც იქით წავედი. ყურადღება არ მიმიქცევია გაოცებული სახეების და შეძახილებისათვის. სხამზე დავემხე და ბუფეტის ქალს, სვეტას წყალი ვთხოვე
-ვაიმე შე საწკალო, რა დგეში ჩაგაგდო იმ ველურმა-დაიწყო ტიტინი სვეტამ რუსული აქცენტით და წყალი მომაწოდა.
მოკლედ ბევრს აღარ გავაგრძელებ, ხან საჭმელს ვიპარავდით, რადგან ვერ ვეგუებოდით კვების ახალ რეჟიმს, მერე მთელი დღეები მშივრები დავწიწინებდით. ხან ფანჯრებს ვლეწავდით და მერე თვითონ ვამაგრებდით ახლებს, ხანაც ტანსაცმელს ვხევდით ან ჭურჭელს ვამტვრევდით, მერე გაყინულები, ხელით ვჭამდით. სხვადასხვა სულელურ აჯანყებას ვაწყობდით და მრავალფეროვან სასჯელსაც ვიღებდით. იქამდე სანამ მადონას
პროფესიონალიზმის დახმარებით, არ გავაანალიზეთ, რომ შეგუების გარდა სხვა გამოსავალი არ გვქონდა. თუმცა ჩვენს პროტესტებს უკვალოდ არ ჩაუვლია, რაღაც დათმობებზე ისინიც წავიდნენ, ბევრი რაღაც ჩვენც დავთმეთ და მოდი შემდეგ პერიოდს "შეგუების პერიოდი" ვუწოდოთ.



№1  offline წევრი optimistii...

ძალიან მომწონს love განსხვავებულიაა winked

 


№2  offline წევრი მარეამო

აუუუ კაიაა ^_^ მალე გააგრძელეე რააა <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent