მეორადი ბედნიერება [2]
პირველი ჯერ ისევ მატარებლის კარებთან იდგა შიდა მხრიდან და ნანახი სცენა თვალიდან არ ამოდიოდა. მატარებელმა დაიგუგუნა და ნელ-ნელა დაიძრა. - მოიცადეთ.. დამელოდეთ! გთხოვთ.. _ მატარებლის ვაგონს მისდევდა ვიღაც. - მომკიდეთ ხელი _ გაისმა ვაჟის ხმა. გოგონამაც ინსტიქტურად მოსჭიდა ხელი და ძლივს ავიდა. - ღმერთო ჩემო _ აქოშინებული ლუღლუღებდა რაღაცებს _ მოვასწარიი. მადლობა, უღრმესი მადლობა _ მადლიერი მზერით ახედა კაცს და ფართოდ გაუღიმა. პეტრეს ხმა არ გაუცია, ფანჯარასთან მოთავსდა და არაფრისმთქმელი მზერით გახედა გარემოს. - ისევ თქვენთან მოვხვდი, სხვაგან ადგილი არაა _ მხიარულად ჩაილაპარაკა გოგონამ და წინ მიუჯდა. ხმა ისევ არ გაუცია პირველს. _ მგონი სმენადაქვეითებული ხართ _ თანაგრძნობით გახედა. - შეგიძლია მოკეტო? _ გაღიზიანებულმა უხეშად მიუგდო. თვალები გაუფართოვდა ქალს. - როგორ? კარგი, როგორც გნებავთ _ თვითონაც უხეშად მიუგო გაბუტულმა და ფანჯრიდან გაიხედა. _ არა მაინც ვინ გაგაბრაზათ ასე ძალიან? _ ისევ ვერ მოითმინდა და ბიჭს მიუბრუნდა. მისი მზერის დანახვისთანავე ენაზე იკბინა. - არ გითხარი გაჩუმდი-თქო? _ დაიღმუვლა. - კარგი, კარგი, ბოდიში _ ისევ ფანჯარას მიუბრუნდა. _ არა მაინც არ შეიძლება ასე გაბოროტება _ კვლავ აატლიკინა ენა. - კიდევ ერთი სიტყვა და ჩემი ხელით გისვრი აქედან. - ეს უკვე მუქარაა _ აკისკისდა. - არ ვხუმრობ. - უჟმური _ ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ. პირველს სიმწრით ჩაეცინა. - გადაგეტანა ამდენი და როგორ იქნებოდი ვნახავდი _ ჩაისისინა. - ნეტა რა გადაიტანე ასეთი? _ ცხვირი აიბზუა გოგომ. - შენი საქმე არაა. - რა თქმა უნდა მისტერ უჟმურო. გზის ნაწილი სიჩუმეში გალიეს. ეს ტლიკინა გოგო, ანნა ნიჟარაძე, შეყვარებულთან შესახვედრად მიდიოდა. დაბადების დღისთვის სიურპრიზი უნდა მოეწყო. - ჰეი თქვენ, არ შეგიძლიათ ერთი წუთით მომისმინოთ? _ მიმართა პეტრეს, როცა მატარებელი შემდეგ სადგურზე გაჩერდა. - რა გინდა _ შეუბღვირა. - ახლა ორი წუთით ჩავალ, რაღაცას ვიყიდი და დავბრუნდები, ორ წუთში! თუ უფრო ადრე წახვალთ, იქნებ გააფრთხილოთ ვინმე და დამელოდოთ. - თქვენ სრულ ჭკუაზე ხართ? ვინ უნდა გავაფრთხილო? ვინ დაგელოდება? _ გაღიზიანებული იქნევდა ხელებს აქეთ-იქით, მაგრამ გოგონა უკვე ჩასული იყო მატარებლიდან და აზრიც არ ჰქონდა. „რა სულელი გოგოა, რამდენს ყბედობს“ - ფიქრობდა უკმაყოფილოდ. „ყველა დამთხეული მე როგორ უნდა შემეყაროს“ - თავი გადააქნია. ელოდა მაგრამ რამდენი ორი წუთი გავიდა ვინ იცის. არადა ახლა ამაზე სადარდელად სცალია? სადარდებელი ისედაც ბევრი აქვს. მატარებელმა დაიგუგუნა, ის სულელი გოგო კი არ ჩანს. თვითონაც არ იცის, ასე გაუაზრებლად, სწრაფად ჩავიდა ვაგონიდან.. ის კი დაიძრა და წავიდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა „დამთხვეული“. - მოიცა, მატარებელი სად მიდის? რატომ არ გააჩერე? ხომ გთხოვე? ღმერთო ჩემო.. ჩემი ბარგი, ჩანთა.. ყველაფერი იქ დარჩა. - შეგიძლია გაჩუმდე? სხვათაშორის შენ გამო მეც აქ დავრჩი და სხვათაშორის მატარებელი შენ ვერ დაგელოდებოდა. - ახლა რა ვქნა? - არ ვიცი, ჩემი ნება რომ იყოა აქვე დაგტოვებდი. - რა სასტიკი ვინმე ხარ. - გისმენ, შეგიძლია მითხრა ახლა რა ვქნათ? - რაღა უნდა ვქნათ, დანიშნულების ადგილას ვართ, უბრალოდ სხვა ქალაქში. - კარგი, მაშინ ვიკითხოთ რა ტრანსპორტი მიდის. - კარგი _ იქვე მივიდნენ. პეტრემ გამართული ინგლისურით იკითხა სამარშუტო, რომელიც ყველაზე ადრე გადიოდა. - ტელევიზორს არ უყურებთ? _ შეიცხადა ფაშფაშა ქალმა. _ აქედან არაფერი გადის, მძღოლები გაიფიცნენ, თვით ტაქსებიც კი აღარ მუშაობენ. შემდეგი მატარებელი ერთ კვირაში ჩამოივლის. - ხუმრობთ? - არა რა თქმა უნდა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბრაიტონში. _ ქალმა ფართოდ გაუღიმა, შემდგ ჩაიქირქილა. - სასტუმროები მაინც თუა ამ საშინელ ქალაქში? - დიახ, არრის ერთი სასტუმრო, ძალიან გაგიმართლათ, აქედან ორ კილომეტრშია. - ეს უკვე მეტისმეტია. - თქვენ ყველაზე იღბლიანი ტურისტები ხართ, წარმატებები. - წავედით _ დაიღრინა პეტრემ. - სად? _ გაოცებულმა გადახედა ვაჟს. - სასტუმროში, ორ კილომეტრში. თუ ლონდონამდე ფეხით აპირებ წასვლას? შეგიძლია მიბრძანდე, მე სასტუმროში დასვენება მინდა. - ჯანდაბა _ დაიწუწუნა _ წავედით _ მორჩილი ნაბიჯებით გაჰყვა. - პირდაპირ იარეთ, არ დაგავიწყდეთ _ გაწელილად მიაძახა ქალმა. დიდი, სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა პირველი, გოგონა კი უკან მიჩანჩალებდა. - გამოადგამ ფეხს თუ დაღამებამდე ქუჩაში უნდა ვიყოთ? - მისმინე კინგ-კონგ, შენსავით ორმეტრიანი ნაბიჯებით ვერ ვივლი. მაგხელა სულ არ ვარ _ გაბრაზებულმა მიაძახა და ნაბიჯს მოუჩქარა. - მისმინე ტლიკინა, აქ შენ გამო ვარ, კეთილი ინებე და იარე. - არავის უთხოვია მატარებლიდან ჩამოდიო. - მართალი ხარ, მე ვარ გიჟი, რა მინდოდა, სად ჩამოვდიოდი. ალბათ გზის ნახევარი გაიარეს. კვლავ არაფერი ჩანდა სასტუმროსმაგვარი. ორივე თავბედს იწყევლიდა. პეტრე წინ მიდიოდა და უკან არც კი იყურებოდა. მაინც ვერ ხვდებოდა რა ჯანდაბას აკეთებდა იქ. ერთადერთი სიკეთე ის იყო, რომ იმ რამდენიმე საათით დაივიწყა ყველაფერი, რაც საქართველოში მოხდა. მაგრამ მაინც გაახსენდა, ისევ გაახსენდა მოიღუშა. ამ ტლიკინა გოგოს გამო კი ასეთ დღეშია. ამაზე მაგარ დღეს ვერ ისურვებდა. ყველაფერს ბედი უნდა. ხომ შეიძლებოდა საერთოდ ვერ გაეგონა მისი ყვირილი, ან გაეგონა და ხელი არ გაეწოდებინა. რა მოხდებოდა, ცოტა ხნით შეაწუხებდა სინდისი და დაავიწყდებოდა. ახლა კი მასთან ერთად დარჩა უცხო ადგილზე, უტრანსპორტოდ და ფეხით უწევს ორი კილომეტრის გვალა იმის გამო, რომ სასტუმრომდე მივიდნენ. როდის მერე გახდა ასეთი გულისხმიერი? რას ჩარბოდა ამ მატარებლიდან? თავისი დარდი არ ეყოფოდა? უკან უარესად გაბრაზებული მისდევდა ნიჟარაძე. ჯერ საერთოდ რაღა იმ მატარებელში ავიდა, მერე რაში სჭირდებოდა იმ რაღაცის ყიდვა, ან ეს კინგ-კონგი რაღატომ დარჩა. უამისოდ ხმასაც არ გასცემდა არავინ. ერთი კვირა ხუმრობა ხომ არაა? ვეღარც შეყვარებულის დაბადების დღეს ჩაუსწრებს, არადა როგორ უნდოდა. - დავიღალე _ ამოიკნავლა. მაგრამ პირველს უკანაც არ მოუხედავს. _ შევისვენოთ _ ძალები მოიკრიბა და წინ წასულს დაუძახა. - ფეხი გამოადგი _ კვლავ არ მოუხედავს უკან. მაგრამ ცოტა ხანში შეკივლება რომ მოესმა, იძულებული გახდა მიბრუნებულიყო. - აუ, ჩემი ფეხი, მტკივაა _ თვალები ცრემლით ავსებოდა და დაკაწრულ ფეხს დაჰყურებდა. - რა მოგივიდა _ უინტერესოდ იკითხა. - კინგ-კონგ იქნებ თავს ძალა დაატანო და მიხვდე. - მომისმინე ტლიკინა, მგონი მშვენივარ გრძნობ თავს, ყოველ შემთხვევაში ენას არაფერი ეტყობა, ასე რომ ფეხი გამოადგი _ ანნამ რაღაც ჩაიფრუტუნა და ფეხზე წამოდგომა სცადა. - აა, ვერ ვდგები, მტკივა.. აუუ სისხლიც მომდის, ვაიმე _ გულის გამაწვრილებლად კიოდა. - რა დავაშავე. მაჩვენე ფეხი, ამოძრავებ? - მგონი კი, მაგრამ მტკივა. - კარგია, მოტეხილი არ გაქვს, დანარჩენს ეშველება. _ მიწაზე გართხმული ინტერესით შეჰყურებდა ვაჟს. ნატკენი ფეხი გაშლილი ჰქონდა, მეორე მოხრილი, წამომჯდარი მიწას ხელებით ეყრდნობოდა და აუტანელ ტკივილს გრძნობდა, რადგაც წაქცევისას ხელებიც გადაეყვლიფა. - კარგი, სხვა რა გზაა, ახლა მზიდავიც უნდა გავხდე _ მარტივი, უხეში მოძრაობით აიყვანა ხელში გოგონა და გზას გაუყვა. - კინგ-კონგ იქნებ ცოტა ნელა იარო, ტვინი გამილაყდა უკვე ამდენი ჯაყ-ჯაყით. - რატომ ენა არ გეყლაპება _ უკმაყოფილოდ გამოსცრა და იმავე ტემპით განაგრძო სიარული. სასტუმრო რომ გამოჩნდა, ბედნიერების შეძახილი ვერაფრით დაიოკა ანნამ. შესასვლელთან როგორც კი მივიდნენ კიდევ ერთხელ შეუბღვირა პეტრეს. - დამსვი, სირცხვილია ასე ხომ არ შევალთ _ მაგრამ სანამ ბოლო სიტყვებს იტყოდა უკვე მყარად იდგა მიწაზე, რადგან პირველს არც კი უფიქრია წინააღმდეგობის გაწევა. „უზრდელი, თავაზიანობის ნასახი არ გააჩნია“ - უკმაყოფილოდ გაიფიქრა და კოჭლობით დაედევნა უკან. - გამარჯობა, ორი ოთახი გვინდა ერთი კვირით _ მიმართა პეტრემ ქალს. - გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასტუმრო ბრაიტონში. ვწუხვარ ბატონო, მაგრამ ორი ოთახი არ გვაქვს. - აბა როგორ მოვიქცეთ? - შეგვიძლია შემოგთავაზოთ ერთი ოთახი წყვილისთვის. - ჩვენ წყვილი არ ვართ ქალბატონო, ახლახანს გავიცანით ერთმანეთი. - ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ ეს ერთი ოთახი გვაქვს, გნებავთ? - სხვა სასტუმრო არ არის სადმე? - ამ ტერიტორიაზე ერთადერთი სასტუმროა, თუმცა აქედან 30-40 კილომეტრში იქნება სხვა სასტუმროც. - კარგი, იყოს ის ოთახი _ ქალს კითხვებზე უპასუხა და გასაღები გამოართვა. - მოიცა კინგ-კონგ მე სად წავიდე? - თუ გინდა წამოდი, თუ არა და კარგად ბრძანდებოდე. - ერთ ოთახში? - სხვა შესაძლებლობა თუ გაქვს გზამშვიდობის. - უჟმური კინგ-კონგი _ გაბუტულმა ჩაილაპარაკა და კიბეებზე გაჰყვა კოჭლობით. კარები შეაღო პირველმა და შევიდა. - ჯენტლმენობა არავის უსწავლებია კინგ-კონგ? - გაჩუმდი თორემ გაგადებ _ დაიღმუვლა. - ნეტავ რას მედიდგულები _ ცხვირი აიბზუა და ლოგინზე დახტა _ აა, ფეხი.. - მოქმედებას ჭკუა უნდა დაატანო. - იმედია სააბაზანო მაინც ექნებათ _ ჩაიქირქილა და პირველის სისინს ყურადღება არ მიაქცია. - აქვთ და მე შევდივარ. - კინგ-კონგ კარგი რა, ფეხი მტკივა, აი ხელზეც სისხლი მაქვს, მე შევალ _ თავის შეცოდება სცადა. - დროებით _ ჩაიბურდღუნა და სააბაზანოში გაუჩინარდა. ყველა სიკეთესთან ერთად, ამ ტლიკინა არსებასთან უნდა გაატაროს ერთი კვირა. თან რომ არ იღლება და არ ჩუმდება. ლიაკოსავით წყნარი კი არაა. „წყნარი რომ იყო იმიტომაც არ გიერთგულა?!“ - ჩაისისინა ეგომ და კიდევ ერთხელ განუახლდა ჭრილობა. არაფერი არ აქვს თან, კიდევ კარგი საკრედიტო ბარათი საბუთებთან ერთად საფულეში ჰქონდა. ტანსაცმელს მაინც იყიდდა ამ მიყრუებულ ქალაქში. შხაპის მიღების შემდეგ იქვე დაკიდული ხალათი მოიცვა, ხელი თავზე გადაისვა და გამოვიდა. - ოჰ, გეღირსა კინგ-კონგ? _ ახლა ანნა წავიდა სააბაზანოში და ისიც მარტო დარჩა ფიქრებთან ერთად. ფულის დიდი ნაწილი ჩანთაში ჰქონდა, ჩანთაში, რომელიც მატარებელში დარჩა. კიდევ კარგი საფულე წაიყოლა მაღაზიაში და იმ კინგ-კონგმა ისიც მატარებელში არ დატოვა, ბარგიც იქვე დარჩა. არც ტანსაცმელი აქვს. კიდევ კარგი ოთახი წყვილისთვისაა განკუთვნილი და მეორე ხალათიც დახვდა. თმებზე პირსახოცი მოიხვია, ხალათი მოიცვა და სააბაზანოდან გავიდა. - ტლიკინა გშია? _ ცოტაოდენი ჰუმანურობა გამოიჩინა პირველმა. - ძალიან. - ოთახში შევუკვეთავ. - კარგად მოიქცევი, ტანსაცმელი გასარეცხია, სხვა არ მაქვს. - ჰო არც მე. - ხედავ კინგ-კონგ? არც ისე რთული ყოფილა ადამიანებთან საუბარი. - ნერვებს ნუ მომიშლი. ტელეფონი აიღო და ვახშამი ოთახში შეუკვეთა. მადიანად ილუკმებოდნენ ორივე. მთელი დღე ლუკმა არ ჰქონდა არც ერთს პირში ჩასული. პეტრეს რა ესაჭმელებოდა, ნიჟარაძემ კი უბრალოდ ვერ მოასწრო. ახლა თავისი შეყვარებული ხედავდეს, სასტუმროს ნომერში, უცხო ბიჭთან ერთად ხალათით ბედნიერად მიირთმევს. ოჰ! ვახშმის დასრულებისთანავე ანნა ლოგინზე მიწვა. პეტრემაც მას მიჰბაძა. ხელები თავქვეშ ამოიდო და ჭერს გაუსწორა თვალები. - ჰო მართლა კინ-კონგ, მე ანნა მქვია. - მე პეტრე ტლიკინა _ ღიმილით გაუწოდა ხელი ანნამ, პეტრემაც თავისი ხელი შეაგება მკაცრი მზერით. - სასიამოვნოა, და კიდევ, მიუხედავად კინგ-კონგობისა, მადლობა რომ მარტო არ დამტოვე. - ამას რას ვეღირსე.. ძილინების _ ზურგი აქცია და თვალები დახუჭა. - ძილინების კინგ-კონგ. - სახელი გითხარი მგონი _ შუღრინა. - კარგი რა კინგ-კონგ _ კარგი ძმაკაცივით მხარზე დაკრა ხელი და დაიკრუსუნა _ ვაიმე ხელი. თვალები კი დახუჭა პირველმა, მაგრამ მაშინვე თვალწინ გაურბინა კადრებმა საკუთარ სახლში, კაბინეტში, მაშინვე გაახილა და ლოგინზე წამოჯდა. მისი მოძრაობა არ გამოპარვია „მეზობელს“. მისკენ გადაბრუნდა. ხმა არ მოუღია, ვერ გაბედა. ელოდა როდის დაწვებოდა ისევ მაგრამ პირველი ადგა, აივნის კარები გააღო და გავიდა. „დახუჭე თვალები და დაიძინე, რა შენი საქმეა“ - გაიფიქრა და თვალები დახუჭა ანნამ. პირველი კი კვლავ საქართველოში მომხდარზე ფიქრობდა. ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა ეს ყველაფერი სიზმარი იყო თუ რეალობა. როგორ წარმოიდგენდა რომ თავისი ლიაკო, თავისი სიფრიფანა გოგო ასე მოექცეოდა, ასე უგულოდ მიატოვებდა, სხვას გაჰყვებოდა. ჯერ ეს არ ჰქონდა მონელებული, უარესი დარტყმა რომ მიიღო. ადამიანმა, რომელიც ქალის ეტალონად მიაჩნდა, ადამიანმა, რომელიც მისთვის ყველაზე ძვირფასი იყო, ადამიანმა, რომლის გამო თავსაც დაუფიქრებლად გაწირავდა, მიწასთან გაასწორა. თვით ქალბატონმა ნუნუმ, წესიერებისა და პატიოსნების განსახიერებამ გააკეთა ეს. ის სხვა კაცი? მამის საუკეთესო მეგობარი, საწარმოც ერთიანი ძალებით მართეს ერთ დროს. მაგრამ ახლა? ბატონი გუჯა, ძია გუჯა თუ ასე მოექცეოდა რას წარმოიდგენდა. ყველამ ერთად შეკრა პირი და ისე გადაწყვიტეს პეტრე პირველის განადგურება. მოახერხეს კიდეც. ასე სასოწარკვეთილი არასდროს ყოფილა. აბრჭყვიალებული თვალებით ახედა მთვარეს და ოთახში დაბრუნდა. არც კი გაუხედავს ტლიკინასკენ, ზურგშექცევით დაწვა და დაძინება სცადა. თუმცა ვერ დაიძინა. მზის პირველმა სხივმა გაახარა, მაშინვე წამოხტა, შხაპი მიიღო და ოთახში დაიწყო სიარული. მისმა ფორიაქმა ნიჟარაძეც გააღვიძა. თვალმოჭუტულმა გახედა პირველს. - კინგ-კონგ რამ გაგამწარა ამ დილაადრიან? - ბევრს ლაპარაკობ _ შეუბღვირა. - ბოდიში _ უხეშად მიუგდო და სააბაზანოსკენ წავიდა. თმაშეხვეული დაბრუნდა და აივანზე გაიხედა. _ ეს რა უბედური ქალაქია, დღეში ერთი ტრანსპორტი მაინც როგორ არ უნდა იყო. - ნეტავ ვისი ბრალია _ უკნიდან ბურდღუნი მოესმა, გაბრაზებული შებრუნდა. - მერამდენედ უნდა შემახსენო. - ჩაიცვი და გავიდეთ, ტანსაცმელი მაინც ვიყიდოთ. - იცი.. მე არ მაქვს თანხა თან _ უხერხულად დაიჭყანა. - არაუშავს, მე მაქვს, წავიდეთ. - ამ დილაადრიან ღია არ იქნება არაფერი. - საუზმე შევუკვეთოთ და მერე წავიდეთ. - არც ისეთი უხეში ხარ პეტრე _ პირველად მიმართა სახელით. - ეგ შენი საქმე არ არის ტლიკინა გოგო _ შედარებით თბილად უთხრა. - კარგი _ გაუღიმა. ________ ესეც მეორე თავი ჩემო ტკბილებო... უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებებისთვის.. იმედი მაქვს ეს თავიც მოგეწონებათ, ველი შეფასებას და კრიტიკას.. პ.ს. მადლობა ლილიანას იდეისთვის... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.