შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ველური [თავი III]


26-04-2015, 22:33
ავტორი grifini
ნანახია 2 087

***
ფორტეპიანოს მიუახლოვდა და ახადა,რამდენი ხანია არ დაუკრავს.თითქოს რაღაც აკლდა მთელი ეს დრო.პედალზე ფეხი დადო და „მთვარის სონატის“ დაკვრა დაიწყო,როგორ უყვარდა ეს მელოდია.მისი სულში ჩამწვდომი აკორდები,რომლებიც გულს ვაზივით ეხვეოდა.

ველური [თავი III]
ველური [თავი III]
ველური [თავი III]

აი,რა აკლდა.
თვალები დახუჭა და მთლიანად ჩაიძირა იმ აკორდებში,რომლებიც უკვე დიდი ხანი იყო რაც არ დაეკრა.
მელოდია ტელეფონის ბჟუილმა გააწყვეტინა,უკმაყოფილოდ გაახილა თვალები და ტუჩები მოპრუწა.
-ხო,ნათ.
-გოგო,გამო რა,-მხიარული ხმა ჰქონდა ნათიას,-გავისეირნოთ რა კარგი ამინდია.
-კაი,ჩემთან მოდი და...-არაფერი უთქვია ისე გაუთიშა.
სწრაფად მოწესრიგდა და ნათიას დაელოდა,რომელიც სულაც არ ჩქარობდა და ნელი ნაბიჯებით მოაბოტებდა ლიკასთან.
რამდენიმე წუთის შემდეგ ტელეფონის ხმაც გაისმა.
-ჩამოდი,დაბლა ვარ.-არაფერი უთქვია ისე გაუთიშა და სწრაფად ჩაირბინა ორი სართული.
გარეთ გასულს,სასიამოვნოდ მოხვდა ქარი სახეზე.
-სად წავიდეთ?-ჰკითხა ნათიას და მზერა მისი ფუტლიარისკენ გადაიატანა.
-რავიცი,გავიაროთ .-მხრები აიჩეჩა ნათიამ და თმები შეისწორა.
-კაი,წამო ჩვენს ადგილას.-უთხრა ლიკამ და წინ მომავალ,გაღიმებულ მათეს შეხედა.
-გამარჯობა,მათე.-ღიმილით მიესალმა ნათია.
-გამარჯობა,გოგოები,-ღიმილითვე უპასუხა მათემ,-რას შევებით ? იმედია,დღესაც არ მეტყვით უარს და კაფეში წამომყვებით,მეგობრებთან ერთად ვარ.
-ისა...იცი?სხვაგან მივდივართ და...-დაიბნა ნათია,რაც ძალიან იშვიათად ხდებოდა.მხოლოდ იმიტომ ეუბებოდა უარს,რომ იცოდა ლიკას არ უნდოდა წასვლა.არ უყვარდა უცხოებთან ყოფნა.
-ლიკა უთხარი შენს მეგობარს,რომ არ ვიკბინებით,-სიცილით უთხრა მათემ ლიკას.ნათიამ ლიკას გადახედა,ყაჩლაურიმა უბრალოდ თავი დაუქნია.
-კაი,წამოვალთ.-უთხრა სიცილით ნათიამ.
-ეგრე რა,-ტაში შემოჰკრა პატარა ბავშვივით მათემ,რაზეც ლიკას გაეღიმა.-წავედით?
-ხო.
იქვე ახლოს მდებარე კაფისკენ წავიდნენ,სადაც უკვე ბიჭები იყვნენ.ლიკას წამშივე აუჩქარდა გული,ცალკე ნიკას დანახვისას ცალკე გიორგის.ნათიას გადახედა საწყალი სახით,რომელიც მასაც ასეთივე მიმიკით უმზერდა.ხელი მაგრად მოუჭირა და ხელოვნური ღიმილი აიკრა.ნათიამაც იგივე გააკეთა და ბიჭებისკენ გაემართნენ.
-გამარჯობათ,-მიესალმნენ ბიჭები ერთდროულად.
-გამარჯობა,-ამოიკნავლა ნათიამ.
-ნათია,-გაკვირვება ვერ დამალა ბიჭმა,-როგორ ხარ?-ჰკითხა უკვე გაღიმებულმა გიორგიმ,რომელსაც გვერძე გიტარა ედო.
-კარგად,შენ?-ძლივს ამოსთქვა ორიოდე სიტყვა ნათიამ და დახმარების ნიშნად ლიკას გადახედ.
-მეც.
ნათიამ ფუტლიარი მოიხსნა და მაგიდას მიაყუდა,გიორგიმ კი მასზე გადაიტანა ყურადღება.
-შენც აქ გქონია გიტარა,-გახარებულმა ამოსთქვა და თავისი გიტარა მოიმარჯვა.
-მე არ მომაქციო ყურადღება,-თითქოს ნაწყენი ხმით ამოილაპარაკა ლიკამ,ნათიამ კი მადლობა თვალებით გადაუხადა.
-უი,პანდა!როგორა ხარ აბა?-ჰკითხა მასაც გაღიმებულმა,ყველა დაკვირვებით უმზერდნენ ამ სამის საუბარს.
-რავიცი,-მხრები აიჩეჩა და მერე გაიღიმა-ჩვეულებრივად,შენ?
-კარგად!
-კარგია ეგ,-ღიმილით „ახარა“ ლიკამ.
-იქნებ ჩვენც მოგვაცქიოთ ყურადღება?!-თქვა ნაწყენი ხმით სანდრომ,ლიკამ და ნათიამ კი უხერხულად გაიღიმეს.
როგორც ყოველთვის ერთმანეთის მოკითხვა,მერე მობეზრებული ლაპარაკი შეყვარებულებზე და ა.შ.
უკვე ორივეს წასვლა ეჩქარებოდათ,ვეღარ ითმენდნენ მათთან საუბარს.განსაკუთრებით ნიკას და გიორგის ღიმილის ვეღარ იტანდნენ,რის გამოც მუცელში გაურკვეველი არსებები დაცოცავდნენ და გულები ხუთ დარტყმას ტოვებდა.
ლიკამ საათზე დაიხედა,რომელიც უკუღმა ტრიალებდა და მიხვდა,რომ მაგრად დააგვიანდა.
-ნათიაააა!-ისე შეჰყვირა,რომ ყველამ დამფრთხალი თვალები შეხედეს,ნათია კი ძალაუნებურად ადგილზე შეხტა.
-რა გაყვირებს ?-გაკვირვებულმა ჰკითხა და თვალებით დატუქსა.
-დაგვაგვიანდა! დროზე,დროზე...აუუ,მომკლავს თინო,-ამოიწუწუნა და ტელეფონი ხელში აიღო.
-ხო,მოვდივარ,-თქვა წუწუნით ნათიამ და ფუტლიარი მოიკიდა,-ნახვამდის.-ხელი დაუქნია ბიჭებს და ლიკას გაუსწრო.
-ნახვამდის,-ლიკამაც ხელი დაუქნია,გაუღიმა და კაფიდან ისე გავიდა.
სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდნენ შესახვედრ ადგილას,სადაც თინანო გამწარებული ელოდებოდათ.


***
თინანო ბავშობაში გაიცნო,ინტერნეტის საშუალებით.სულ ესმოდა ლიკასი და სულ ეხმარებოდა ყველაფერში.ვინ იცის რამდენჯერ უტირია თავისი დაწყევლილი ბედის გამო თინანოსთან და რამდენჯერ დაუმშვიდებია ლიკა.
ყველაზე საშინელება კი ის იყო,რომ სხვა და სხვა ქალაქებში ცხოვრობდნენ.პირველად წიგნების ფესტივალზე ნახეს ერთმანეთი,ნუ რა საკვირველია მარტო თინანო არ უნახია.კიდევ ჰყავდა იქ მეგობრები ნიკა,რომელსაც ირემს ეძახდნენ.გიორგი,რომელსაც სირაქლემას ეძახდა.კიდევ ბევრი მაგრამ ეს სამი განსაკუთრებით უყვარდა.
დედამისი სულ ეჩხუბებოდა არ მჯერა მაგ ინტერნეტით გაცნობილი ბავშვების,ან რანაირი მეგობრობა გექნებათო და უცხოებს ნუ იცნობ მაგ ფეისბუქითო,მაგრამ ერთხელ რომ დაუჯდა და მოუყვა მის ე.წ. „ინტერნეტ-მეგობრებზე“ ამის მერე ხმა არ ამოუღია.

***
დათქმულ ადგილას შეჩერდა,ირგვლივ მოიხედა მაგრამ დვალის ნასახი არ ჩანდა.
-აუუუ,ეს რა პუნქტუალურია,-ამოსთქვა ირონიული ღიმილით ლიკამ.
-დავჯდები რა,-თქვა ქოშინით ნათიამ და სკამზე ჩამოჯდა.
აქეთ-იქით იხედებოდა და წინ მომავალი გიორგის დანახვისას სახე გაებადრა,გიორგიმაც გაიღიმა და მისკენ ჩქარი ნაბიჯებიწამოვიდა.
-როგორ ხარ პანდუშ?-ჰკითხა ღიმილით და ჩაეხუტა.
-რავიცი,ვარ რა შენ?-მისი დიდი ტორებიდან თავი გაინთავისუფლა და მასზე ორი თავით მაღალ სილუეტს ახედა.
-მე ლიკა წავალ რა,გიტარაზე დამაგვიანდება,-ამოიწუწუნა ნათიამ და ფეხზე წამოდგა.
-კაი მიდი,არევუა.-დაემშვიდობა ლიკა და ისევ გიორგის მიუბრუნდა.
-თინანო და ნიკა სად არიან?
-მოჩანჩალებენ ალბათ.-მხრები აიჩეჩა და სკამზე დაჯდა,-აგერ,ბრუსი.
სიცილით გახედა მომავალ ნიკას და გაუღიმა,ნიკამაც იგივე გაიმეორა რაც გიორგიმ და ლიკას ჩაეხუტა.
-გაუმარჯოს,-მოშორდა და ხელი აუწია.
-გაგიმარჯოს,-სიცილით უთხრა ლიკაზე სამი თავით მაღალ ბიჭმა.-როგორც ყოველთვის თინანოს ველოდებით ხო?
-აჰამ,-დაეთანხმა ლიკამ და აბჟუებული ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო,-აი რეკავს.
-გოგო,კაფეში მოვალ რა არ დამელოდოთ.-ამოსთქვა აქოშინებულმა დვალმა,არაფრის თქმა აცადა ისე გაუთიშა ტელეფონი უკვე საჩხუბრად მომზადებულ ლიკას.
-ჯანდაბა და არ,გადარჩენა ამას!-მაინც ამოსთქვა გაბრაზებულმა და ბიჭებს ახარა,რომ დვალი კაფეში მივიდოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent