შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება(12)


27-04-2015, 01:21
ავტორი სპენსერი
ნანახია 2 087

მაშინ რას ვგრძნობდი?ვგრძნობდი იმას რომ საბა ყველაზემეტად მიყვარხარ ამდენი ხნის მანძილზე პირველად არა მეორედ ვიყავი ბედნიერი,ერთ დროს ჩაკეტილი ლიზავიყავი უკარება ჯიუტი სწერვა,ახლა?ყველაზე მხიარული,მომცინარი,საყვარელი ძლივს უკვე ბედნიერი ვარ.ჩემი პასუხი დადებითი იყო,მიყვარდა ღმერთო მე ის მიყვარდა ყველას და ყველაფერს მერჩივნა.ახლა ჩემი პასუხის დრო იყო.
-თანახმა ვარ_ვთქვი და ოთახში შეძახილები გაისმა:"ყიფოს ცოლი მოყავს ეე" "გილოცავთთ" "მაგარიაა ლიზა და საბა" და კიდევ უამრავი.საბამ ხელში ამიყვანა და დამაბზრიალა,ჩამეხუტა.
-ჩემი გოგო იქნები სამუდამოდ_მხურვალედ მაკოცა ყელში.შემდეგ ბეჭედი გამიკეთა და მაკოცა,ყველა გვილოცავდა.დიდი ხნის მერე ხალხი დაიშალა,ჩვენ ყველაფერი დავალაგეთ და დაღლილები დივანზე ჩამოვსხედით.
-აბა გვრიტებო ქორწილი როდის?_ღიმილით გვკითხა გიომ.
-აუუ არ მინდა მე ქორწილი_ბუზუნით ვთქვი მე.ალბათ დებილი გეგონებით ყველა გოგო ოცნებობს ქორწილზე მე კიდე არ მომწონს,რა არის ამის ხიბლი?ხო თხოვდები თეთრი კაბა გაცვია, უამრავ მილოცვას იღებ.არ მიყვარს მერე რო თვრებიან და იდიოტობაზე რომ ჩხუბობენ.
-რაა?! რა არ გინდა_ჩაერთო ანა.
-ხო არ მინდა_მაკაცრად ვთქვი.
-კაი რა(საბა)
-აუუ არ შეიძლება უბრალოდ ხელი რომ მოვაწეროთ?და ჯვარი დავიწეროთ?რა აუცილებელია ეს რესტორანი_გავიბღუსე.
-ისე რესტორანი არ მაწყობს მართლა რა არის(საბა)
-ხო, რა სადმე სადა და ელეგანტურ ადგილას ავღნიშნოთ,მეგობრების წერეში და ცოტა ნათესავები_ვთქვი მე.
-მერე ხალხს რას ეუბნებით?ლაშა ახვლედიანის გოგო ქორწილს იხდის ბარში?(ანა)
-კარგი რა ანა ხალხის აზრი არ მაინტერესებს,რაც უნდათ ის დაწერონ,სადა იყოს და ლამაზი_გავიღიმე.
-კაი დაიშალეთ ეხლა და ხვალ მოვიფიქროთ რა_ყველამ გიოს დავუჯერეთ და ოთახებში ავედით.მე სააბაზანოში შევედი საბა აივანზე"აბოლებდა"მალე გამოვედი შორტი და ტოპი გადავიცვი და მეც აივანზე გავედი.უკნიდან მოვეხვიე საქმროს.
-ქორწილი მართლა არ გინდა?
-მინდა მაგრამ ძაან რესტორნული არა,ვიწერო წრეში,რომ გავაკეთოთ არა?_წინიდან დავუდექი.
-ხო ეგ შეიძლება.ჩვენებს როდის ვუთხრათ?
-რავი ხვალ,მამაჩემი ჩამოდის ისედაც საქმეები აქვს და_ჩამეხუტა.
-ხოო..რო თქვი ქორწილი არ მინდა-ო გული გამისკდა მეთქი ლიზუს თეთრი კაბა როგორ არ უნდა ჩავაცვა-თქო.
-ვიამეეე_ვაკოცე_მინდა ქორწილი ოღონდ ძაან სადად უნდა იყოს ყველაფერი.
-კარგი ხელის მოწერა და ნიშნობა ერთ დღეს ხო_გამიცინა.
-ხო.მეჯვარეები?
-ჩემი გიო.
-ეე მერე მე_მოჩვენებით გავბრაზდი.
-შენ ნატა რო იყოს?
-კაი ვეტყვი,წამო დავიძინოთ რა დაივიღალე.
-წამო_ოთახში შევედით და ცივ ლოგინში სვევწექით,უკნიდან საბა მომეხვია დაღლილობამ მაინც თავისი გაიტანა და ჩაგვეძინა.
დილით კარზე კაკუნმა გაგვაღვიძა.
-აუ ბოდიში ესე ადრე რო გაღვიძებთ_თავი შემოყო ანიმ.
-შემო რა მოხდა_თავი წამოვწიე.
-გოგო ჩაიცვი და ჩამოდი.
-რა მოხდა ვინ მოვიდა?
-ჩამო და ნახე_უცებ გავარდა.ნეტა ვინ უნდა იყოს, წამოვიზლაზნე და აბაზანაში შევედი მოვწესრიგდი და სარაფანა გადავიცვი,ამასობაში საბამაც გაიღვიძა,ბალიშს ვაწორებდი მაჯაში ხელი ჩამავლო და მაღლიდან მომათავსა.
-სად მიიპარები საცოლევ?_გამიცინა.
-აუ საბა გამიშვი_ავბუზღუნდი.
-აუ არა იყავი რა_ლოყაზე მაკოცა.
-ანამ მითხრა ჩამოდი ნახე ვინ მოვიდაო.
-ვინ?
-რავიცი,გამიშვი და ვნახავ_ეშმაკურად გავუცინე.
-ეხლა გადარჩი_ავდექით და ჩავედით.ინტერესი მკლავდა ვინ იყო ჩავედით და თვალები გამიფართოვდა.ესს?ეს როგრ? ის ხომ წავიდა?! მითხრა აღარ მოვალოარ დამელოდოო!ეს..ეს..არ შეიძლება.
-ააააააა_შევკივლე და ბავშვები შეხტნენ.გაინტერესებთ ვინ იყო?ვინ იყო და ჩემი უფროსი ძმა,ხო ძმა მყავდა,ჩემზე დიდი იყო.ალბათ გაინტერესებთ რატომ მითხრა, არ დამელოდოო.დედა რომ გარდაგვეცვალა ვეღარ გაძლო აქ ყოფნა და ბარსელონაში წავიდა ამერიკა არ უყვარს, ოთხი წელია არ მინახავს,რომ მითხრა არ დამელოდოო ვერ წარმოვიდგენდი თუ ამას გულისხმობდა.გადიოდა წლები ის კი არ ჩანდა.ახლა კი აქ დგას ჩემს წინ.ჰაჰ ალბათ ფული გაუთავდა და მოენატრა თავისი დაიკო.
-შენ..აქ..რა გინდა_დაბნეულად ვლაპარაკობდი.
-ლიზა_ჩემთან მოვიდა და მომეხვია მე მოვიშორე.
-არ გაბედო არ მომეკარო..შენნ..შენ მითხარი არ დამელოდო..მე კი მთელი ოთხი წელი გელოდებოდი.შენ კი ოთხი წლით ბარსელონაში გადაიკარგე.ყოველთვის მჯეროდა,რომ მოხვიოდი და ამ პერიოდს ერთად დავძლევდით.ასე არ შეიძლება გიგა.გესმის მარტო დამტოვე_მოვრცი და მხოლოდ მაშინ შევამჩნიე გიგას გვერდით მდგარი გოგონა რომელიც ტიროდა,ვერ ვხვდებოდი რა ატირებდა.მაგრამ ძალიან ლამაზი იყო წაბლისფერ თმიანი,ყვავილებიანი სარაფანი ეცვა ტიროდა თან გიგას ხელს უჭერდა.
-მაპატიე ლიზი,მეც ცუდათ ვიყავი_დანანებით ჩაილაპარაკა.
-რა გაპატიო?! რომ დამტოვე?!
-ვიცი დამნაშავე ვარ!ამდენი ხანი რომ წავედი მაგრამ მეც ცუდათ ვიყავი,ცოტახანს ნარკომანი ვიყავი მერე აღარ! დარეკვა ნახვა მინდოდა მაგრამ მეშინოდა მეგონა არ მიმიღებდი და გამიშვებდი.მაგრამ აქ ვარ და მინდა ბოდიში გთხოვო.
-ჰაჰ! რა საცოდავად ლაპარაკობ.ფული გაითავდა მამამ, არ მოგცა და მე მომადექი ხო?
-არა ლიზი ასე არა!მარიამს გეფიცები,ფული არ მინდა!
-აბა რა გინდა?არ მითხრა რო მოგენატრე_ირონიულად ვუთხარი.
-მე..უბრალოდ მინდოდა ბოდიში მომეხადა..და მარიამი გამეცნო შენთვის.შენზე ვუყვებოდი,ორი წელია მეხვეწება გამაცანიო ახლა კი გაცნობ.ეს მარიამია ჩემი ცოლი.ორი წელია მოვიყვანე,ბარსელონაში ქართველი ვიპოვე.ის რომ არა მდგომარეობიდან ვერ გამოვიდოდი.
-კარგი გავიცანი და მასთან აუცილებლად ვიმეგობრებ!
-ჩემთან არა?_დანანებით მკითხა.
-ა..
-კაი ვისაუზმოთ რა_საბამ გამაჩერა.
_____________________
ესეც მეთორმეტე თავი,მგონი საინტერესო რაღაცეები მოხდა არა?ველი შეფასებას და კრიტიკას.მგონი დიდია ხო?მაგრამ უფრო დიდი მინდა.დიდი მადლობა კომენტარებისთვის. რას ფიქრობთ უნდა შეურიგდეს ლიზა თავის ძმას?
პ.ს შეცდომები გავითვალისწინე ასე თუ ისე^^



№1  offline წევრი arctic monkey

შეურიგდეს აბა რა
.მაგარიააა

 


№2  offline წევრი სპენსერი

arctic monkey
შეურიგდეს აბა რა
.მაგარიააა

მადლობა<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent