ორი ჭიქა ვისკი (6)
სხვა შემთხვევაში ჩავთვლიდი რომ გიჟებთან ხელი მოვაწერე მაგრამ იმ წამს საკუთარ თავზე მეტად ყიფიანს ვენდობოდი და ამაზე უფრო ვბრაზობდი. ორიენტაცია რომ ვერც ერთი ბარისკენ ვერ ავიღე ვკითხე -სად მივდივართ? -ნახავ. სულ ორჯერ ვარ ალბათ მთელი ცხოვრების განმავლობაში იმ ქუჩაზე ნამყოფი ყიფიანის გაცნობამდე. მერე უკვე უამრავჯერ. იმ ვიწრო წრესაც ,,ავახიე`` მათი საყვარელი ადგილი. აქამდე როგორ არ ვიცოდი მიკვირს. უგრძეს კორპუსთან გააჩერა მანქანა ყიფიანმა. -მოვედით. -აქ რა გვინდა? -ფანჯარაში გავიხედე მე და იმ აზრის გაელვებამ რომ მართლა თავის სანათესაოს გამაცნობდა თავში მთელი სიძლიერით ჩამცა ჩაქუჩი და კეფა საშინლად მეტკინა, იმდენად რომ ხელი მოვისვი. -ნახავ. ისევ ეს სიძუნწე. მანქანიდან გადავყევი და წვიმისგან გადარეცხილ ტროტუარზე დავდექი, ხელები დავიკრიფე და დაველოდე როდის დაკეტავდა ყიფიანი მანქანას. წავედით. სადარბაზომდე რომ მიმართულება არ შეცვალა გავჩერდი. -ვის სახლში მომიყვანე? -არავის. -მომიჭრა ყიფიანმა. -აბა აქ ვერაფერს ვხედავ -ისევ მოვათვალიერე ირგვლივ ყველაფერი. -ვერც უნდა ხედავდე. -გამიღიმა და ჩემკენ წამოვიდა -წამო, თან იცოდე პირობა უნდა დადო. -რა პირობა? -რომ რაც არ უნდა მოხდეს არავის არასდროს არ ეტყვი. -საჩვენებელი თითი დამიქნია სახესთან. -რას? -გავოცდი მე. -ამ ადგილის შესახებ. -რომელი ადგილის? -გამეცინა და ისევ გიჟივით დავიწყე თვალიერება. -ნახავ. უბრალოდ იცოდე, რაც არ უნდა მოხდეს არავის ეტყვი, მპირდები? -კი. -რას? -დამცინი? -არა, რას მპირდები? -რომ ამ ადგილის შესახებ არავის ვეტყვი. -კარგია. ავიდეთ. -სად? -დასალევად. -მერე ზევით? -იცოდე დამპირდი უკვე რომ არავის ეტყოდი. უკან გავყევი. ლიფტში უკანასკნელ ღილაკს მიაჭირა თითი. თავბრუდახვეული ველოდებოდი ბოლო სართულს. რას იგონებს ეს ბიჭი რა?! გამოვედით. -და ეხლა? ისე შევხედე, თითქოს რაიმე ნიძლავი წაეგოს და მე როგორც გამარჯვებული საფასურს ვითხოვდე. ვიწრო დერეფანი გამატარა. ხელჩაკიდებულმა. ისეთი სიბნელე იყო შემეშინდა. მერე ისეთი პატარა კარი გამოაღო ლამის ოთხად მოკეცვა დამჭირდა რომ გავმძვრალიყავი. რა თქმა უნდა ამ უგრძესი კორპუსის სახურავზე ამომიყვანა. ნერვები მეშლებოდა, სულაც არ მერომანტიულებოდა ამ ყინვასა და სიცივეში სახურავზე ყოფნა. ალბათ მაინც გავძლებდი მაგ სიტუაციაში სულ სხვა რეალობა რომ არა. პატარა კარის მერე, რამდენიმე რკინისსაფეხურიანი კიბე ავიარე და ძლივს რომ გამოვიხედე გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა. ყიფიანს ისევ ხელი ჰქონდა ჩაკიდებული. უგრძესი კორპუსის სახურავზე კაფეს გარდა ალბათ ყველაფერს წარმოვიდგენდი. თუნდაც არარეალური ძალებით ტრაილერის დასმას, ან აეროდრომს. ან თუნდაც იპოდრომს. რა სისულელეა არა?! ორმაგად უფრო სისულელე და დაუჯერებელი მეჩვენა იმ წამს ის რაც ჩემ წინ გაჩნდა. ღია ბარი ჟალუზებით. თეთრი ნათურები ბადეებზე. პუფები, დაწნული სკამები, მაგიდები, პლედებში გახვეული ადამიანები, წყნარი მუსიკა, ცოტა მოშორებით ჰამაკიც, ყვავილებსაც ვხედავ... სიგიჟეა. აქ, ასეთი მაღალი კორპუსის სახურავზე კაფე. გამორიცხულია, მელანდება. -მოგწონს? -მკითხა ყიფიანმა და სივრცისკენ წამიყვანა. -ეს, რატომ არ ვიცოდი? -იმიტომ რომ არ ვაბაზრებთ. გაიცინა და ხელი გადამხვია. -რა ლამაზია. -ემოციების მოთოკვა მიჭირდა -არ მჯერა. წელამდე გაკეთებული მოაჯირებისკენ წავედი და გადავიხედე. -ეს თბილისი არ არის. ასეთი ლამაზი არასოდეს ყოფილა თბილისი. წვიმიანი, მშვიდი, ცოტა სევდიანიც, ალბათ შეყვარებულიც. -გინდა აქვე დავსხდეთ. -მინდა. დაუფიქრებლად ვთქვი და ღრმად ჩავისუნთქე. ჩემს უკან ყიფიანი გაქრა და მალევე გაჩნდა უზარმაზარი პუფებით. ზურგით მივეყრდენი მოაჯირს. ვხედავდი როგორ მოჰქონდა ვიღაც ბიჭს პატარა მაგიდა. ორ პუფს შორის ჩადგა და მენიუ ზემოდან დადო. -არ არსებობს -გამეცინა მე. -რა? -გაუკვირდა ყიფიანს. -რომ აქ კაფეა. -არსებობს. გაიხადე ეგ სველია და ესენი მოიფარე. ორი პლედი მომაწოდა ყიფიანმა და პუფში ჩაეშვა. სველი ჟაკეტი გავიხადე და პლედი მოვიხვიე, იმ წამსვე გავთბი. მეც დავჯექი და ისევ ხედს გავხედე. სასიამოვნოდ დამჟრიალა. მაინც ბოლომდე აღუქმელმა სიტუაციამ თავი ამირია. -წვიმას, სიმაღლეს, ღამის თბილისს, ამ სიტუაციას და კიდევ-შენ, წითელი ღვინო უფრო მოგიხდებათ. რას იტყვი? ყიფიანს შევხედე და უფრო მაგრად გავეხვიე პლედში. -მირჩევნია კი. -კარგია, რას შეჭამ? -ვერაფერს. -კარგი. -მიტრიალდა და ისევ იმ ბიჭს, სავარაუდოდ კი ოფიციანტს ანიშნა მოსულიყო. რამდენიმე წამში ჩვენთან გაჩნდა. -წითელი ღვინო, ბერძნული სალათი და ვერაფერი. სანამ ოფიციანტი რამეს იტყოდა გამეცინა და თავი გავატრიალე. -უკაცრავად, ბოლოს... -ხო ერთი ვერაფერი რა იყო? -მეღადავები ტო? -ბლოკნოტი დაუშვა ბიჭმა და ყიფიანს გაუცინა. -ჰაა, აბა რა. -მუშტი ხელზე მიარტყა მსუბუქად -რავი რა დაჩიუს, გოგოებს რო ჭამა არ უნდათ ხოლმე ეგ მოგვიტანე. -თავიდანვე ეგრე გეთქვა. თვალი ჩაუკრა და წავიდა. -კარგად იცნობ? -თვალი გავაყოლე ,,დაჩიუსს`` -ვის, დაჩის? -ხო. -ჩემი ძმაკაცია. -მართლა? -რატომ გავიკვირვე არ ვიცი. -ხო რა იყო? -არაფერი. თავიდან ისე ოფიციალურად ელაპარაკებოდი. -მუშაობს და აბა როგორ ველაპარაკო? -საწყენად არ მითქვამს. -შემრცხვა მე. -არც მე მწყენია. ყვავილებს გადავხედე. ყველაფერზე მეტად სახლის ეფექტი ჰქონდა იქაურობას. ისეთი გარემო, უსაქმურობის დროს რომ სახლის ტანსაცმელში გამოწყობილი დაჯდები და მთელი დღე კომფორტულად იქნები. არაფერი შეგაწუხებს, მათ შორის არც ღია ცის ქვეშ ყოფნა. წვიმაც ვერ მოგერევა, ვერც მზე. ერთი სიტყვით ყველანაირი მდგომარეობისთვის იდეალური ადგილია. მაინც ვერ ვიჯერებდი. მწკრივად ჩაყოლებულ გაზაფხულის ყვავილებს ვუყურებდი და ბევრი მოზღვავებული ემოციებისგან ყიფიანი სულ გადამავიწყდა. მეორე მხარეს, მოაჯირთან გოგოები ისხდნენ. იცინოდნენ, ფოტოებს იღებდნენ და ჩაის სვამდნენ. ვხედავდი ბიჭსაც, მარტო იჯდა და გიტარაზე უკრავდა, ალბათ სიმღერას წერდა, იმიტომ რომ მის წინ დადებულ რვეულში გამუდმებით ხაზავდა და ჯღაბნიდა რაღაცას. ოფიციანტ გოგო-ბიჭებსაც გადავაწყდი თვალებით. სიგარეტს ეწეოდნენ და რაღაცაზე კამათობდნენ. მერე გავიგე, ჯგუფზე რომელიც ხვალ უნდა ამოეყვანათ. ისევ გადავხედე თბილისს და კიდევ უფრო გაკვირვებულმა ვკითხე ჩემ თავს: აქამდე როგორ არ ვიცოდი აქაურობაზე არაფერი? ყიფიანის მზერა ჩემ სახეზე რომ დავიჭირე მთელი ორგანიზმი ამიდუღდა. ამდენი ხნის განმავლობაში ჩემ გაშტერებულ სახეს რომ უყურებდა, ეს რომ წარმოვიდგინე შემრცხვა. -მომიყევი აქაურობაზე. ვთქვი განსამუხტად და ყიფიანს შევხედე. -რა მოგიყვე? -აი მაგალითად შენ საიდან გაიგე ამ ადგილის შესახებ. -მე დაჩიმ მითხრა. -დაჩიმ? -დაჩის არ გაუგია. -აბა? -დაჩისაა ეს ყველაფერი. მთელი გაოცება დამატყდა თავს. თვალებს შეშინებულივით ვატარებდი ყველაფერზე. -მოიცა, იმ დაჩიმ? თითით ვანიშნე ბარისკენ. -კი იმ დაჩიმ -გაეცინა ყიფიანს. -ოფიციანტი რომაა? -დავაზუსტე მე. -დაჩი აქ ყველაფერია, ოფიციანტიც, მზარეულიც, პატრონიც, მომღერალიც და რავიცი თუ გინდა კიდევ შეითავსებს რამეს. ისევ იცინოდა ყიფიანი. -აჰა, ანუ დამცინი. -მეწყინასავით მე. -არანაირად, მართლა გეუბნები. -დაიფიცე. -ვინ? -დედა. -დედას ვფიცავარ. გამეღიმა. მერე იმ რეალობამ რომ ოფიციანტი დაჩი ყველაფერთან ერთად ასეთი ბიჭი აღმოჩნდა უფრო გამახალისა. და საერთოდ, რაც ყიფიანს გადავეყარე იმის მერე მივხვდი რომ ყველაფერი მაოცებდა. ერთი შეხედვით არ უცდია, არც ერთი წამით ჩემი გაოცება, იმდენად ბუნებრივი და გულწრფელი იყო მაგრამ მეორე მხრივ რომ ვუყურებ ყველაფერი დადგმული მგონია და ვფიქრობ ეს ფლეშ-მობი წუთი-წუთზე მორჩება და მეც საშინლად იმედგაცრუებული გადავეშვები ამ სახურავიდან. ეჰ, ამის გაფიქრებაზეც გამაჟრიალა და მიუხედავად იმისა რომ ცას ვერ ვხედავდი იმ მარტივი მიზეზის გამო რომ წვიმისგამ დამცავი მთელ სიგრძეზე იყო გადაჭიმული მაინც ავიხედე და ყველაფერს, პლანეტებს, ღრუბლებს, ღმერთს და ყველა სულიერს შევეხვეწე რომ არ დასრულებულიყო. -და ამ ხალხმა საიდან იცის? -ნდობა. -მოკლედ მომიჭრა ყიფიანმა. -ისევე როგორც შენ დადე პირობა, ისინიც დებენ და ძალიან კარგად ასრულებენ. გამეცინა. -რა კრიტერიუმებით ირჩევიან ადამიანები რომლებსაც აქ სიარულის უფლება აქვთ? -კონკრეტული არაფერი, მეგობრები, შეყვარებულები და ა.შ. -მერე? მე არც ერთი ვარ და არც მეორე. -მერე იქნები -გამომწვევად მითხრა ყიფიანმა -ან ერთი, ან-მეორე. გამიღიმა და დაჩის ახლად მოტანილ ღვინოს თავსახური მოხსნა. -რატომ არ გინდათ რომ სხვებმაც იცოდნენ? -თემა შევცვალე მე. -ის რაც სხვებმაც იციან მიწაზეც ბევრია და ზევით მაინც დავისვენოთ სხვებისგან. სადმე ხომ უნდა არსებობდეს ადგილი სადაც დასვენება შეიძლება. -მართალია. -დავეთანხმე მე. -და გინდა გითხრა ამ ბარის გაკეთების იდეა საიდან წამოვიდა? -ძალიან. -მეგობრები ვიყავით ამოსულები აქ, ვლაპარაკობდით, ვერთობოდით, მერე მაშინაც ასე ვიწუწუნე ,,სადმე ხომ უნდა არსებობდეს ადგილი სადაც დასვენება შეიძლება- მეთქი?" და ჰოპ, დაჩიუსმაც მეორე დღესვე გადაწყვიტა ამ ყველაფრის დაწყება. -რა მაგარია. -ბედნიერი სახით ვუყურებდი მე. -ასე რომ, დღეიდან შენც შეგიძლია აქ ამოსვლა და დასვენება, ოღონდ იცოდე, პირობა პირობაა და არანაირი ,,ეს არავის ეტყვის და მაგიტო ვუთხარი`` -ჰაჰა, ეგეთი შემთხვევებიც ყოფილა? -ბევრი არა მაგრამ იყო რამდენიმე. -მერე? -გადავუშვით თავით პირდაპირ. სანამ ყიფიანის შავ იუმორს ჩავწვდებოდი ისეთი სახე მივიღე ყიფიანმა სიცილი ვეღარ შეიკავა და გადაიხარხარა. -შემეშინდა. -ვთქვი ხუმრობაში გარკვეულმა და ქვემოთ გადავიხედე. -გულუბრყვილო ხარ ანა. -სიცილიდან ღიმილზე გადავიდა ყიფიანი და ასე უცებ დამშვიდებამ და მისი თვალების დანახვამ ერთადერთი რაც მაფიქრებინა ის იყო რომ ,,ღმერთო, მადლობა ყიფიანისთვის.`` იმ წამს არ მიფიქრია არანაირ ურთიერთობაზე, არც მის აწყობაზე, დანგრევაზე და ა.შ. იმ წამს ყიფიანის არსებობის გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი. -არ ვარ გულუბრყვილო. გაბუტული ბავშვივით გავიმართლე თავი. -ხარ. ჯერ კიდევ ჩემთან, გეგონა რომ მართლა გაგიშვებდი მარტო, და იმდენი იტირე. ასე მკვეთრ ცვლილებას იმდენად არ მოველოდი რომ ისევ მომინდა ტირილი. -ის, -შევბორძიკდი მე -ნერვებისგან იყო. -იმ ნერვებისგან რომლებითაც დაუშვი რომ არ გამოგყვებოდი. -არა. -კიდევ ერთი რამ, რაც ჩემთან ძალიან გამოგადგება ანა, -სიგარეტს გაუკიდა და ღრმა ნაპასი დაარტყა -აღიარებაა. იცოდე რომ არასდროს ჩავთვლი აღიარებას გამარჯვებად. ხომ იცი რაც აძლიერებს ყველაფერს რა არის? -გულწრფელობა. -ზუსტად მაგიტომ, ღიად ლაპარაკი უნდა დაიწყო. -ღიად ვლაპარაკობ. -გავჯიუტდი მე. -მაშინ თავიდან დავიწყოთ. რატომ იტირე? -მკითხა და ისევ მოქაჩა რამდენიმეჯერ. თვალი სიგარეტის წვაზე გამიშტერდა და პასუხის გაცემა გადავიფიქრე, ყიფიანმა ღრმად ამოისუნთქა და მუხლებს დაეყრდნო. -ნუ გეშინია. მითხრა და ქვემოდან ამომხედა. -რისი? ვერ მივუხვდი მე. -აღიარების. -ღვინო ჩამოასხა და მომაწოდა. -სასიამოვნოა შენი გაცნობა ანა. თქვა და პირველი ჭიქა დავლიეთ. არ მახსოვს როდის გავიდა დრო, რამდენი დავლიეთ ან რაზე ვილაპარაკეთ. მახსოვს ყიფიანის დაჟინებული მზერა, თვალები, უფრო სწორად კი-ზღაპრული თვალები. ხანდახან მგონია რომ ყველა ასეთ ბიჭს უნდს ცხვენოდეს არსებობის. მგონია რომ არ აქვთ უფლება ასეთი იდეალურები იყვნენ. თანაც, იდეალურები უამრავი მინუსით. ხანდახან ახსნა მინდა და ვერ ვახერხებ, იმის ახსნა მინდა თუ რას ნიშნავს იდეალური უამრავი მინუსით. ეს ნიშნავს სიყვარულს. აი რაშია ბრმა სიყვარულის იდეა. როცა იმდენად ხარ ამ გრძნობით გაბრუებული რომ უდიდესი მინუსები მთვარ ხიბლად გეჩვენება, პრობლემები-მაძლიერებელ საშუალებებად და ა.შ. შუა ღამემდე იმდენი ვილაპარაკეთ რომ მეგონა ყიფიანს უკვე ოცი წელი ვიცნობდი. საკმაოდ ნასვამმა ჟაკზეც მოვისურვე საუბარი. არ მახსოვს რა ვილაპარაკე, მაგრამ მახსოვს როგორ მისმენდა ყიფიანი. მიყურებდა, არ მაწყვეტინებდა და ყოველი პაუზის დროს მახსენებდა რომ გამეგრძელებინა. ხანდახან ნიუანსებს აღტაცებაში მოყავხარ, ხანდახან პირიქით. ყიფიანი ვერაფერს მოვარგე და ბოლოს დაღლილი პუფში ჩავესვენე და გავჩუმდი. არც ყიფიანს აღარ უთქვამს არაფერი. ისევ გაწვიმდა. მეორე პლედიც მოვიფარე სა პუფში ოთხად მოვიკეცე. ყოფიანი გასწორდა და მერე ფეხზე წამოდგა. ძლივს ვახელდი თვალებს რომ დამენახა რას აკეთებდა. ბარისკენ წავიდა. მერე უკან დაბრუნდა და რამდენომე ნაბიჯში გაწუწული თვალებმინაბულს გვერდით ჩამომიჯდა და ჩამეხუტა. ალბათ სასიამოვნო აურის გამო, ან უბრალოდ იმის გამო რომ ვერ მივხვდი უარი როგორ მეთქვა ამ საქციელზე ხმა არ ამომიღია. სისხლადუღებული და ყველა უჯრედგაგიჟებული ვიჯექი და ყელში ვგრძნობდი ყიფიანის ხშირ და ცხელ სუნთქვას და ისეთი არომატული მეჩვენა იმ წამს ყიფიანის სუნამოს სიგარეტის და ღვინის მიქსი რომ ყველას, ბექემის, გუჩის და დოლჩე-გაბანაზას თავზეც გავიარე ამაზე მაგარის შექმნისთვის. არ ვიცი ფხიზელი რას ვიტყოდი მაგრამ ძალიან ნასვამზე, თუ მართალია ყიფიანის სიტყვები რომ ნასვამი ქალი ძაან სიმართლეებს იძახის, ვაცხადებდი რომ მიყვარს და ამის ფიქრთან ერთად ძალიან წყნარი, მშვიდი და თბილი სიტყვა გავიგე ძალიან ახლოს -მიყვარხარ ჩემ პლედში ჩაყო თავი და ყელში მაკოცა. ვერაფერი მოვიფიქრე გარდა იმისა რომ თვალები არ გამეხილა და ისევ მძინარე მოვჩვენებოდი და ვინატრე, სცენარი დაეწერა რომელიმე ყოვლისშემძლე რეჟისორს, ამ მომენტზე ყველაფერი გაეყინა, დაეპაუზებინა, გაეწყვიტა და მე როგორც ერთადერთ მოძრავ პერსონაჟს მთელი ამ ემოციების თავმოსაყრელად ბოლომდე მეტირა! --- უღრმესი მადლობა მოთმინებისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.