შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი ჭიქა ვისკი (5)


8-04-2015, 17:21
ავტორი new yorker
ნანახია 7 989

ყველაფერთან ერთად მყარად დგომის უნარიც მქონია ექსტრემალურ სიტუაციაში.
მაიას ისეთი სახე ჰქონდა თითქოს ამოისუნთქა მისი შვილის გვერდით ,,ცოლის`` სტატუსით პირსინგიანი და დატატუებული გადაპარსული თავის მქონე გოგო რომ არ იდგა.
მერედა როგორ იღიმის?!
დავიჯერო ასე უხარია არანორმალური შვილი რომ ყავს?
ეს არანორმალურიც როგორი ბედნიერია?!
მე?
მე არსად და არაფერში არ ვარ.
მგონია რომ გასული ვარ და ამ სასაცილო სიტუაციას ზემოდან ვუყურებ და იქიდანაც ჩემი თავი ისე მეცოდება ვერ ვხვდები უნდა ვიცინო თუ ვიტირო.
ისიც არ ვიცი რა უნდა ვქნა, რა ვთქვა, როგორი რეაქცია მქონდეს.
თითქოს ყველა მიხვდა რომ ხუმრობა იყო მაგრამ მაინც ისეთი სახეები აქვთ.
არაფერი არ მესმის.
ისეთი შეგრძნება მაწუხებს თითქოს წყალში ვარ, ყველაფერს ვხედავ მაგრამ არაფერი არ მესმის, უჰაერობაც მახრჩობს.
მგონია რომ ჩემ ასეთ მდგომარეობაზე ყველას ეცინება და უბრალოდ გამოხატვას ერიდებიან.
არც ერთი ნაკვთი არ შემცვლია სახეზე. ისევ ისეთი დინჯი და მკაცრი სახით ვიდექი და ველოდებოდი ყველაფრის ახსნას.
ბოლომდე ფხიზელი არ ვარ მაგრამ ვხვდები რომ ამ სიტუაციაზე აყოლა სრული კოშმარია.
ყიფიანს ცოტა აკლია,
დავასკვენი და ღრმად ამოვისუნთქე.
-დედა ნუ აშინებ რძალს. -უთხრა მაიას ყიფიანმა და უფრო მაგრად მომიჭირა ხელი მხრებზე.
ტკივილმა გამომაფხიზლა და ყიფიანის იატაკზე ისეთი სიმძლავრით დამახეთქა მთელი ამ რეალობის წამებში აღქმა მომიწია.
-ნუ სულელობ -გავერკვიე მე და ყიფიანის ხელი მოვიცილე.
მაიას უბრალოდ გავუღიმე და მივესალმე.
ყიფიანი იცინოდა.
მაიას ბრაზი გადაეფარა სახეზე.
-სანდრო! -თქვა და გაკაპასებული ვეღარ ხვდებოდა რა დაემტვრია. ისე აპილპილდა სახეზე, ჩემი თავი მეცნო, მეგონა ცეცხლი გაეკიდებოდა.
-რა იყო არ მოგწონს ჩემი ცოლი? -არ ნებდებოდა სანდრო.
-კარგი რა. -გავბრაზდი მეც. -ხუმრობს! -გადავხედე მაიას და ვეცადე მშვიდად გამეღიმა.
-აბა ეხლა ამ შუა ღამით ამის თავს აქ ვინ გამომატანდა?! -თქვა ყიფიანმა და თავზე მაკოცა.
ეს ბიჭი ან მართლა გიჟია, ან შესანიშნავი რეჟისორი.
ექსპრომტად ასეთი სპექტაკლების დადგმა ერთეულებს შეუძლიათ.
თან როგორი ბუნებრივია, როგორი ჩვეულებრივი.
მერე და მისი ქცევა?
არა ნამდვილად ცდილობს ჩემ გაგიჟებას.
ველოდებოდი როდის გადმოხტებოდა ვინმე და იყვირებდა ,,მორჩა გადაღებულია``
მაგრამ ჩემთვის საუბედუროდ არავინ ჩანდა.
მაიას ისევ გადაეკრა ღიმილი სახეზე.
-დიდხანს უნდა იდგეთ ასე? -საუბარში ჩაერთო ოჯახის უფროსიც. -შემობრძანდით.
მაია დაბნეული გაიწია გვერდით.
-არა სახლში უნდა წავიდე.
ერთდროულად გადმომხედეს დაბნეულებმა.
ყიფიანი ჯიუტად იდგა და სახის მიმიკა არც კი ცვლიდა.
-სახლში არ ხარ? -თქვა და მე შემომხედა.
ვერ ვხვდები რას აკეთებს.
კარგი, თუ მე მაგიჟებს აშკარად გამოსდის, მაგრამ მშობლებს რაღას ერჩის.
ან რისი იმედი აქვს, რომ მართლა გავაფრენ და იქ დავრჩები?
რა სისულელეა.
აბსოლიტური სისულელე.
სისულელეა ჩემი აქ დგომაც და საერთოდ ჭიქა ღვინის მერე მოყოლებული ყველაფერი.
მზად ვარ ბავშვივით მოვიქცე, გავტრიალდე და გავიქცე. არც სირცხვილი შემაწუხებს და არაფერი.
არაუშავს, ერთ-ორ მზერას ავიტან ქუჩაში თუ გადავეყრები რომელიმეს, მაგრამ ახლა იქიდან რომ არ გავიქცე ნამდვილად მოვკვდები.
უკან გადავდგი ერთი ნაბიჯი და ყიფიანის ხელი ვიგრძენი მაჯაზე.
ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სისხლის მოძრაობა მთლიანად შემიჩერდა და აზროვნების უნარი დავკარგე.
დავკარგე აღქმაც, ყიფიანის თვალების გარდა რამის დანახვა ძალიან მიჭირდა.
მანამდე ასეთი რამეების არ მჯეროდა.
მეგონა რომ უბრალოდ პათეთიკურად განწყობილი ადამიანების სიტყვის მასალა იყო ,,თვალებით საუბარი``
იმ წამის მერე მეც ამ აზრს დავუბრუნდი, მაგრამ იმ წამს ჩავთვალე რომ შემეძლო ყველაფერი მეთქვა რასაც ყიფიანი იმ წამს ფიქრობდა.
მეგონა რომ ლაპარაკობდა, მხოლოდ ჩემ გასაგონად, ან იმ ენაზე რომელიც მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით.
რას მიკეთებს?
ვგრძნობ რომ ჩემ თავში იმაზე მეტი ემოცია ეკუთვნის ახლა ყიფიანს,
იმაზე მეტი დადებითი და სასიამოვნო ვიდრე უნდა იყოს და საკუთარი თავის მცხვენია რომ ასე ვიქცევი.
მინდა რომ ყველაფრის კონტროლი შევძლო მაგრამ საბოლოოდ ვხვდები რომ არაფერი გამომდის.
ეს ის მომენტია, როცა მთლიანად ეშვები და ბედის იმედად რჩები.
უბრალოდ ღმერთს ეხვეწები რომ დაგეხმაროს, უამრავ პირობას დებ, მათ შორის ისეთსაც რომელსაც გასვლისთანავე დაარღვევ მაგრამ იმ წამს მეტზე ვეღარაფერზე ფიქრობ, ოღონდ გეშველოს და ყველაფერზე ხარ თანახმა.
სად არის ჩემი ანგელოზი, სულ რომ მეხმარება, რატომ აქვე არ მკლავს, რატომ არ მეღვიძება, რატომ არ მთავრდება ეს მელოდრამა, რატომ არავინ არ ყვირის ,,გადაღებულიას`` რატომაა ყიფიანი ასეთი არანორმალური, რას მერჩის, რა უნდა, რატომ მაგიჟებს.
თვალები ამემღვრა და ყიფიანს ისეთი ნაღვლიანი სახით შევხედე გაგიჟდა.
-წავედით ჩვენ.
თქვა სწრაფად გამომიყვანა და კარი მიკეტა.
ფილტვებში ისე მქონდა ჰაერი ჩაგუბებული სუნთქვა მიჭირდა და სულს ძლივს ვითქვამდი.
ლიფტი რომ გაიხსნა ყიფიანს შევხედე და ძლივს მოვუყარე სიტყვებს თავი.
-გთხოვ, -ვგრძნობდი რომ ერთი თვალი დახამხამებაც და ისე ავტირდებოდი ვეღარავინ გამაჩერებდა და ახლა ისე ძალიან მინდოდა ეს გამეკეთებინა როგორც არასდროს და პირველად გამიჩნდა მადლიერების გრძნობა რომ ქალები ასეთი სუსტები ვართ, რომ შეგვიძლია ძალიან ძალიან ბევრი ვიტიროთ როცა გვტკივა. -მარტო წავალ, აღარ მინდა შენთან ერთად.
ვუთხარი და ლიფტში შევედი.
-დარწმუნებული ხარ?
-კი.
ვუთხარი და ღილაკს დავაწექი.
მთელი ორგანიზმი ჩამეშალა ყიფიანის საქციელზე.
თქვენც იცით და ყველა სულიერმაც ასეთ დროს ეს რას ნიშნავს.
უკან რომ არ გამოგყვება და უბრალოდ გაგიშვებს, თან როგორ?!
თითქოს არაფერი მომხდარა.
სარკეში ვიხედებოდი და ჩემ თავს ვერ ვცნობდი.
რა ჯანდაბად ავეკიდე სახლში, რა მინდოდა, ასე როგორ გამაშტერა რომ ასე უსაქციელო გოგოსავით მოვიქეცი.
ისე ვტიროდი თითქოს იქ მორჩა ჩემი ცხოვრება და ყველაფერი დაინგრა.
ყველაფერი მეცოტავებოდა, ჰაერი, ემოციები, ტირილი...
ყველაფერი რაც ჩემ ირგვლივ იყო.
ყველაფერი რაც არსებობდა.
ლიფტი რომ გაჩერდა ცრემლები მოვიწმინდე და გარეთ გამოვედი.
-ესე იგი მარტო არა?
მოულოდნელობისგან და შიშისგან შევხტი და თან სინათლეც აინთო.
გაოცებული სახით შევხედე ყიფიანს რომელიც სადარბაზოს კართან იდგა.
დავრწმუნდი რომ მართლა გავგიჟდი, რომ ჰალუცინაციები მქონდა.
რომ გავაფრინე.
-ალბათ არ დააკვირდი ჩემ სახლს რომ ორი ლიფტი აქვს. -მითხრა ღიმილით და ჩემ უკან მანიშნა მეორე ლიფტზე.
ძალიან დაღლილ გულის ცემას ყელში ვგრძნობდი და ბოლო საფეხურზე ნელა ჩავედი.
-რატო იტირე? -ღიმილიანი სახე მოეღრუბლა ყიფიანს და კარს მოშორდა. მე ხმა არ ამომიღია.
იმასაც ვეღარ ვხვდებოდი კიდევ ვტიროდი თუ არა.
-ანა -უფრო მოეღუშა სახე ყიფიანს -რატო იტირე-მეთქი?! -ისეთი თბილი ტონი აერია ხმაში ცის გახსნა და მიწის გასკდომა ვინატრე რომ ისევ არ მეტირა.
-მეკითხები? -ძლივს ამოვთქვი მე და ყიფიანის გაშლილ ხელებში ინსტიქტურად ამოვყვინთე.
-რა გემრიელი ხარ ანა. -მითხრა ყიფიანმა და თავზე რამდენჯერმე მაკოცა -და თან როგორი სველი. -გაეცინა.
-სახლში მინდა.
-არ გინდა, ჩემთან გინდა.
-ალექსანდრე, რა გინდა?
თავს ძალა დავატანე და ძლივს მოვშორდი.
-არ ვიცი. -ამაზე გულწრფელს ვერც ვერაფერს მეტყოდა. -მინდა რომ ცოტა დავლიოთ.
-ამისთვის მოაწყვე ეს სპექტაკლი?
აღვშოფთდი მე.
-შეიძლება. -გაეღიმა და სადარბაზოს კარი გახსნა. -წავიდეთ?
-და მერე რა იქნება, ნათესავებს ეტყვი რომ შენი ცოლი ვარ?
-აი მაგაზე ლაპარაკი უკვე შეიძლება.
გამეღიმა.
-ასე ძალიან რატომ გინდა რომ მანდამაინც დავლიოთ? -მაინც მაშინებდა ყიფიანის იდეა გულის სიღრმეში.
-ქალი და თან ნასვამი ძაან სიმართლეებს იძახის. -თვალი ჩამიკრა -თან აფექტურია და ყველაზე ნამდვილი.
-მთვრალი ვერ ვახერხებ თავის გაკონტროლებას.
ვეცადე უკან დამეხია.
-ვერ გამოძვრები პირველო, თან მგონია რომ ჩემთან ერთად ლატეს დალევას და ამინდებზე ლაპარაკს, დალევა და გულწრფელი ლაპარაკი გირჩევნია.
კმაყოფილი იღიმოდა და მიყურებდა.
ყველაფერთან ერთად უკვე გარეთ იდგა და სველდებოდა, მაგრამ სულ არ ფიქრობდა ამაზე.
ასე მეგონა უამრავი წელი ვიცნობდი ყიფიანს.
ყველაფერი ისე მოაწყო და დადგა რომ საშინელებაზე ფიქრის უფლება არ მქონდა.
თანაც მართალია, ყველაფერ ამის მიუხედავად, ამ ცირკის და სიგიჟის, მაინც მინდა,
მაინც მინდა ყიფიანთან და რა სიგიჟეა არა?!
მეღიმება.
თითქოს მანამდე მომხდარი ყველაფერი სიზმარი იყო, გათვლილი ტყუილი ან რაიმე მსგავსი.
რას აკეთებ პირველო?
მიკვირს საკუთარი თავის და გაწუწულ ყიფიანს ვუყურებ.
-გიჟი ხარ.
-შეიძლება.
იღიმის ის და მანქანას აღებს.
სწრაფად ვჯდები მანქანაში და ღვედს ვიკრავ.
-ისე მაიას რა მაგრად მოეწონე. -თქვა და მანქანა დაძრა.
-და საერთოდ ეგ რა იყო? -შუბლი ავწკიპე მე და ყიფიანს გადავხედე.
გაეცინა და თავი გადააქნია.
-ეე პირველო. მარტინი?

გეუბნებით,
გიჟია ეს ბიჭი!

* * *

-ჩემ ცხოვრებაში სულ ორჯერ იყო ვარდნა და ორივეჯერ ანას გამო.
პირველი ვარდნა შეყვარება იყო, მეორე-გაშორება.
საერთოდ მგონია რომ თუ ვინმეს ცხოვრების აღქმა და სინამდვილის ასივე პროცენტით შეგრძნება უნდა,
აუცილებელია ორჯერ დავარდეს რომ მიხვდეს დედამიწაზე რა ხდება.

* * *

-თქვენთან დამოკიდებულება თქვენმა ყოფილმა მეუღლემ ასე ვთქვათ ორი ,,ვარდნით`` ახსნა, შეყვარებით და გაშორებით.
თქვენ რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით, რომელი უფრო გაგიჭირდათ?
-მგონი არც ღირს იმის კითხვა რომელი ვარდნაა უფრო მტკივნეული.
პირველ შემთხვევაში ისე ხარ გრძნობებით და ემოციებით სავსე რომ ვერც კი გრძნობ ამ ,,ვარდნის ტკივილს." იმდენად ხარ სიყვარულით დაბრმავებული რომ ყველაფერი მარტივია, თან როცა იცი რომ ამ შემთხვევასთან არაფერ შუაში ხარ უფრო მეტად ხარ თამამი.
არავინ გაძლევს არჩევანის საშუალებას.
თავისით გიყვარდება.
თავისით მოდის და როგორც ჩანს თავისით მიდის:)
მეორე ვარდნას რაც შეეხება თითქოს აქაც აბსოლიტურად დამოუკიდებლად ხდება ყველაფერი.
თითქოს ყველაფერი სხვისი ბრალია მაგრამ საბოლოოდ სწორედ იქ ხარ სადაც ყველაფერი შენით იწყება და მთავრდება. თავიდან ფეხებამდე მართალიც რომ იყო მაინც დამნაშავე ხარ, იმიტომ რომ აღარაფერი არ გეთმობა საკუთარი პრინციპების გულისთვის და მგონი ეს არის ის რაც მერე ყველაფერს ანადგურებს და წვავს.
პირადი ამბიციები ურთიერთობაში.
ყველას გვიჭირს იმის დაჯერება რომ ურთიერთობაში პირველი და მეორე არ არსებობს, ყველამ ვიცით ეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც მანდ გვეშლება ყოველთვის.
როცა იმაზე მეტს ვითხოვთ სხვისგან ვიდრე საჭიროა და სწორედ ეგ არ უყვარს ურთიერთობას, ვერ იტანს ასეთი თბილი გრძნობა ხარბ ადამიანებს და იმიტომაც იწყებს მერე შლას და ნგრევას.
მერე უკვე გტკივა...



№1  offline წევრი ninika25

ძალიან მაგარი გოგო ხარ love

 


№2  offline წევრი Nineli07

Elenikoo❤️ukargesi xar

 


№3  offline წევრი Annee

ელენიკო როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი ხარ! :*:*:* ყიფიანი რა გიჟია :დ

 


№4  offline წევრი ana456

საოცრება ხარ

 


№5  offline წევრი salomee

Aaaaaaaaaaaaaaaaaa shenze vgijdebi !!!!!!!!!

 


№6  offline წევრი Svvaaaniii

მე უკვე აღარ ვიცი რა უნდა გითხრა, არ ვიცი ასეთიი როგორ ხარ?! ასეთი განსხვავებული, გასაგგიჟებელი და ყველაფერით გამორჩეული... მე ვგიჟდებიი შენზეე...!
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 


№7  offline წევრი Laiza1

ვგიჟდები შენზეე!! <3 და ყიფიანზე wink

 


№8  offline წევრი SaLoOme

❤❤❤❤ googoo xaaar kanfet :D ❤❤

 


№9  offline წევრი EiLuL♥

მხოლოდ ერთი სიტყვით შეიძლება შენი დახასიათება საუკეთესო ხარ,,მართალია ბევრი ავტორი ჩემი ფავორიტია,მაგრამ საუკეთესო ხარ ❤❤))))
--------------------
elene

 


№10  offline წევრი MikY

აღარ აგრძელებ??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent