ორი ჭიქა ვისკი (4)
მელანდება. მგონია რომ რეალობაა, მაგრამ ვგრძნობ რომ მელანდება და იმასაც ვგრძნობ რომ ძალა აღარ მაქვს. გული მიმდის. მუხლები მეკეცება და ყიფიანის ხელებში უგონოდ ვიკეცები. მერე მეღვიძება. სრულიად უცნაურად მეღვიძება. ნიას აქ რა უნდა?! -მადლობა ღმერთს! ისე შემაშინე. რა მოხდა ანა?! * * * ყიფიანიც გრძნობ რომ ძალიან ცუდადაა, ვერც თავს და უკვე ვეღარც სხეულს ვერ იმორჩილებს. ხელებში უგონოდ ჩაკეცილს გული უსკდება და მაშინვე სახლში შეყავს. დივანზე აწვენს. სწრაფად ანჯღრევს და საფეთქლებზე ხელებს უსვამს, ფერი მოსდის... თვალებს ახელს, კარში ნია შემოდის. -რა ხდება? -გული წაუვიდა. ანერვიულებული ჯერ პირველს უყურებს. მერე ფეხებს მაღლა აწევინებს, სანდროს თხოვს რომ ფანჯრები გამოაღოს. მაგიდაზე დადებულ ორ ჭიქას ხედავს და ეღიმება. ამის დროც არ აქვს. ანა აზრზე მოდის. ყიფიანი წავიდა. * * * ამაზე საშინელი შეგრძნება არასდროს მქონია. ვერ მივხვდი რა მოხდა. ვერ მივხვდი რა იყო ნამდვილი და რა ფანტაზიის ნაყოფი. ვერ მივხვდი რომელი ნაწილი იყო სიზმარი. მერედა ყიფიანი? სად გაქრა. დავიჯერო, მთელი ეს ნაწილი გამოვტოვე? არ მინდა ამის დაჯერება. ან მინდა. -მარტო შენ ხარ? -ძლივს ვკითხე ნიას და თავი წამოვწიე. -კი, ყიფიანი წავიდა. -აქ იყო? -გამიხარდა მე. -კი, არ იცოდი? -მეგონა დამესიზმრა. -რა მოხდა, მომიყევი. -შენ საიდან გაჩნდი აქ? -ავათვალიერე ნია და სულაც არ გავდა ნასვამს. -მობილური დაგრჩა მთაწმინდაზე და რომ მოვდიოდი წამოგიღე, თან ვიფიქრე დავრჩები-მეთქი. -მაკოცა. -ჩავუჭერი ნიას ლაპარაკი და დივანს მივეყრდენი. -რა? -გაგიჟდა ნია. -არ ვიცი რა მოხდა და როგორ. -დაბნეული ვიყავი ისევ მე. -რატომ წავიდა? -ნაღვლიანად გადავხედე ნიას. ნიას ისეთი გაოცებული სახე ქონდა, იმდენი კითხვის ნიშანი, იმდენი ,,ნორმალური ხარ?“ და იმდენი ,,იმდენი“ რომ ჩემმა კითხვამ სულ ვერ მოახდინა მასზე ოდნავი გავლენაც კი. -ნია რატომ წავიდა? -ისევ გავუმეორე და წარბები შევკარი. -მე, რა ვიცი?! -ღრმად ამოისუნთქა და ფეხზე წამოდგა.-გააფრინე? -მე? მგონი არა. -აუღელვებლად ვუპასუხე და თვალები დავხუჭე. ისევ ვიგრძენი თავბრუს ხვევა. წინდაუკან დადიოდა ნია და რაღაცებს წუწუნებდა, მე თავი მისკდებოდა და ერთი სული მქონდა როდის დამეძინებოდა. ყიფიანმა დარეკა. ჯერ წყენამ გადამირბინა სახეზე. ლამის ხელებში ჩავაკვდი და ასე უბრალოდ წავიდა. მაკოცა და წავიდა. ჩამეხუტა და წავიდა. ეს რა იყო?! ყურმილი არ ავიღე. ეს არ აღება უმაგრესი რამეა. გულს რომ გახეთქვას აიძულებს. მეორეჯერ რომ დამირეკა გვიან ავიღე. -გისმენ. -ძალიან მკაცრი ტონი შევიფერე მე. -მნახე. -რა? -15 წუთში ქვევით იყავი. -ალექსანდრე... -გკოცნი. ყურმილი დამიკიდა. სრული სიგიჟე. -რას იზამ პირველო? -თავზე დამადგა ნია. გაშტერებული ვუყურებდი ტელეფონს. არ არსებულია. ანა პირველი, შუა ღამით, ვიღაც ყიფიანის სანახავად, ასეთ მდგომარეობაში არ ჩავა. მაგრამ რომ აკოცა? მერე რა, გული რომ წაუვიდა, იმიტომაც ვერ გასცა საკადრისი პასუხი. ანა პირველი ჩავა და ყველაფერს თავდაყირა დააყენებს. -ჩახვალ? -კითხა ნიამ და ხელები დაიკრიფა. საშინლად დაიბა პირველი. ვერ მივხდა რა უნდა ექნა. თავში ყველაფერი უტრიალებდა და ვერაფერს ალაგებდა. 15 წუთიც ნელ-ნელა გადიოდა... * * * -ჩაჯექი. -არ მინდა. აქ ვილაპარაკოთ. -მცივა ანა -გამიღიმა და კარი გახსნა. ძალიან ამაყად ჩავჯექი მანქანაში. წინ გავიხედე. წვიმის ხმა ისე სიამოვნებდა ჩემ გაგიჟებულ თავს, შემეძლო იმ წამს მარტო ამისთვის მესმინა. მანქანა დაძრა. -სად მიდიხარ? -შენ სად გინდა რომ წავიდე? გადმომხედა და ეზოდან გავიდა. -გააჩერე რას აკეთებ? -სიჩქარეების კოლოფს გადავაფარე ხელი და სახეზე მივაშტერდი. -არ გიტაცებ ნუ გეშინია. -არ მაინტერესებს, გააჩერე, უბრალოდ გნახე, რაღაცების გასარკვევად და არა სადმე წასასვლელად. -ისეთი კატეგორიული ტონი მქონდა ყიფიანი ცოტა შევაშინე და მანქანა გააჩერა. -მომისმინე ანა. -ეღიმებოდა ყიფიანს და იმ წამს ამაზე ლამაზი და ჯადოსნური არაფერი მეგონა. -ძალიან მშია, ეხლა რომ არ ვჭამო, შენ შეგჭამ. ისეთი გაკვირვებული ვუყურებდი ყიფიანმა ვეღარ მოითმინა და მაგრად გაეცინა. -სად მივდივართ? -ვკითხე ისევ მე და სახეზე ფერი დავკარგე. -ჩემთან სახლში. ეს პასუხი და ყველა კარის ჩაკეტვა ერთ წამში მოხდა. მერე ვინანე ყველა ის წამი, რომელშიც ვიფიქრე რომ სწორი გადაწყვეტილება იყო შუა ღამით ყიფიანის ნახვა. * * * -მოვედით. თქვა და ღვედი მოიხსნა, მეც გამიხსნა და კარებიც გახსნა. მე არ გავქანებულვარ. -იმედია მთელი ღამის მანქანაში გატარებას არ აპირებ. -მითხრა ყიფიანმა და გასაღები გამოიღო. -არც შენთან ამოსვლას ვაპირებ, სახლში მინდა. -მკაცრად ვთქვი და წარბები შევკარი. -შევჭამთ და წავიდეთ. -მერე ჭამე. და საერთოდ რა საქციელია ეს ,,მშია`` ვბრაზდებოდი მე. ან საერთოდ რა ხდება? მთელი გზა ხმა არ ამოუღია არც მას და არც მე. გაბრაზებული შეყვარებულებივით ვისხედით და ავტო რადიოს ვუსმენდით. ან მე ვინ მაიძულა ენა გადამეყლაპა და არ მეყვირა, ან რაიმე მეთქვა. ვინ არის ყიფიანი. ან საერთოდ რა მინდა მასთან სახლში, შუა ღამით. ხომ გამორიცხულია ახლა ჩემი მანქანიდან გადასვლა. მაშინ როცა ჩემი ტვინი საღად აზროვნებას იწყებდა ნელ-ნელა ისე მიხურდებოდა მთელი კანი სირცხვილისგან მეგონა ცეცხლი გამიჩნდებოდა და ასანთივით ჩავიწვებოდი ძალიან მალე. რა გავაკეთე? ბოლო დონის უსაქციელო ქალივით, მთვრალი, შუა ღამით ჩამოვედი ყიფიანის სანახავად, არაფერი მითქვამს იმ კოცნაზე, წასვლაზე და ახლა მისი სახლის წინ ვდგავარ. ახლა უკვე საკუთარ თავზე გულის რევამ წამომიარა და ტირილი მომინდა. რა ვგონივარ ყიფიანს წარმომიდგენია და მართალიც არის. რომელი ნორმალური იზამდა ამ ყველაფერს. უბრალოდ არც მომინდა წარმომედგინა რა ხდებოდა ყიფიანის თავში. მერედა ეს ღიმილი? ალბათ ისე დამცინის და იმდენად კმაყოფილია რომ ასე მცხვენია... არა, არც მინდა ამ ყველაფერზე ფიქრი. ღვედს ხელები მოვკიდე და კარი მოვკეტე. -მთელი ღამე აქ ვიჯდები! -ვთქვი და თავი საზურგეს მივეყრდენი. ყიფიანმა გადმომხედა. რამდენიმე წამი გაშტერებული მიყურებდა და მერე ჩუმად თქვა -ისეთი ლამაზი ხარ, ანა. ხელი ლოყაზე ჩამომისვა და წინ გაიხედა. გულის ფეთქვას საფეთქლებთან ვგრძნობდი. მთელ ტანზე ისეთი სიმძიმით მოძრაობდა ჟრუანტელი მეგონა გარეგნულადაც მეტყობოდა. -რატომ გინდოდა ჩემი ნახვა? -ვკითხე და ახლა მე მივაშტერდი სახეზე. არ აპირებდა არაფრის თქმას. -სახლში მინდა. -გავიმეორე ისევ მე და თავი დავღუნე. იმაზე მეტი წყენა იყო ყიფიანის მანქანაში ვიდრე ჰაერი. ქორწილის დღე გამახსენდა და შეუმჩნევლად გამეღიმა. -არ წაგიყვან -გადმომხედა ყიფიანმა და ღრმად ამოისუნთქა. -რას ნიშნავს არ წამიყვან და საერთოდ რას აკეთებ, როგორ იქცევი? -მე? -გაეცინა ყიფიანს, -და შენ? გულის სიჩქარისგან მარცხენა მხარე მთლიანად ამტკივდა. მთელი დღევანდელი საქციელი ჩავატიე ამ კითხვაში. -ჩემით წავალ. კარი გავხსენი და ღვედი მოვიხსენი. რა თქმა უნდა ყიფიანიც გადმომყვა. -შენით წახვალ აი იმ სადარბაზოში. თითით მანიშნა მეორე სადარბაზოსკენ. მე ქუჩისკენ წამოვედი. ყიფიანი გადამიდგა წინ. -სისულელეს რომ აკეთებ ხომ ხვდები?! იცინოდა. -შემეშვი, რა გინდა? ხელით ვცადე გამეწია და უფრო მომინდა ტირილი. ორი წლის ბავშვივით ვუტრიალებდი ყველა მხრიდან. მერე ისევ ტროტუარზე ავედი. -ის მაინც არ გაინტერესებს შუა ღამით შენი წაყვანა ჩემ სამასკაციან ოჯახში რატომ მინდა? ეს რომ გავიგე, თავით-ფეხებამდე დაბნეულს და ცოტა კიდევ ნასვამს გაოცებისგან თვალები მთელ სახეზე გამეშალა. ოჯახი? რაც აქამდე ყიფიანის ფიქრებზე ვიდარდე ჩემი ავტორობით ყველა გადავხაზე და ახლა გაურკვევლობისგან რა მეთქვა ვეღარ ვხვდებოდი. მინდოდა ბევრი რამ მეკითხა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი პირველი რა უნდა ყოფილიყო. მერე მივხვდი რომ უფრო მაგრად ვსველდებოდი, ყიფიანი კიდევ იდგა და მიყურებდა. რა უნდა ამ ბიჭს? სახე ამერია ემოციებისგან და ყიფიანისკენ წავედი. -გიჟი ხარ? ჩავთვალე რომ პირველი კითხვა სწორედ ეს უნდა ყოფილიყო. -შეიძლება -იყო ძალიან მოკლე და მხიარული პასუხი. -შუა ღამით, მოგყავარ სახლში, სადაც შენ გარდა კიდევ სამასი კაცი ცხოვრობს, შენი ნამდვილად გიჟი ხარ! ხელები საქმიანად დავიკრიფე და თვალებში ჩავაშტერდი ყიფიანს. -სულ სამასიც არ ვართ. -თავი გადააქნია ყიფიანმა. -ასე ხშირად იქცევი? -ვკითხე ისევ მე და წარბები შევკარი. -ასე როგორ? -აი როგორც ეხლა. -პირველად. ვთვლი რომ მატყუებს. -დარწმუნებული ვარ ყველას ძინავს. -გამორიცხულია. ყველა ოთახში სინათლეა. -ზემოთ აიხედა ყიფიანმა. მე მეცინება. მართლა გიჟია ეს ბიჭი. -და ასე უბრალოდ შეჭამ და მერე სახლში წამიყვან? ისტერიულად ვიცინოდი უკვე მე. -კი ასე უბრალოდ შევჭამ. ავედით? მკითხა და ჩემკენ წამოვიდა. ყიფიანის არაადეკვატურმა ქცევამ და უზომო ცნობისმოყვარეობამ მეშვიდე სართულზე ლიფტით ამიტანა. სულ ვიცინოდი. -და რას ეტყვი ვინ არიო? -ანა პირველია-მეთქი, ასე ვეტყვი. გაეცინა ყიფიანსაც და ზარი დარეკა. სრულად ფხიზელი ამას არასდროს ჩავიდენდი. არ ავყვებოდი გიჟ ადამიანს სამასკაციან ოჯახშო მაგრამ ალბათ იმ წამს ამაზე გიჟური ვერაფერი მოხდებოდა. კარი ყიფიანის ულამაზესმა დედამ გაგვიღო, რომლის უკანაც ყიფიანის მამა გამოჩნდა გაზეთით და ცხვირზე ჩამოწეული სათვალით. მახსოვს როგორ გადაეკრა ღიმილი ჩვენ დანახვაზე მაიას. მეცნობა ეს ქალი, მომკალით და სადღაც მყავს ნანახი. მერე ყიფიანმა ისე მაგრად მიმიხუტა მხრები ამტკივდა. ,,გიჟთან ერთად ჯანღონიანიც ყოფილა`` გავიფიქრე და ყველა უჯრედი ამეწვა ყიფიანის სიტყვებზე -მაი, ჩემი ცოლი მოგიყვანე. შუბლზე აკოცა დედამისს და მე გადმომხედა ყურებამდე გაღიმებულმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.