მეცამეტე თვე (3)
_ ანაბელ! ანაბელ!-ბოლო ხმაზე ყვიროდა აშკარელი თან გაქცეულ გოგონას მისდევდა უკან, _რომ გეძახი უნდა გამაგონო და უნდა გაჩერდე! -გაუწყრა როგორც კი წამოეწია და მკლავში ხელი ჩაავლო. _ მე რა ვალდებული ვარ მოვისმინო შენი სიტყვები, როცა შენ ჩემსას არაფრად აგდებ? -თვალებ ჩაწითლებულმა ძლივს შეძლო ორიოდ სიტყვის თქმა ყელში მოწოლილი სიბრაზისგან. _ მომისმინე-მეთქი! -თავისას განაგრძობდა მატათა. _ კარგად აგიხსენი, რომ ვინც მოგეკარება, ვინც ზედმეტად შეგხედავს, დავახრჩობ-მეთქი! რა, ასე არ ვთქვი? არ მსიამოვნებს სხვები ასე რომ გიყურებენ და გელაპარაკებიან მით უმეტეს! არ მინდა, ძალიან არ მინდა ვინმე ვცემო, მაგრამ მოვლენები ისე ვითარდება... _ რა აუცილებელია ვინმე ცემო, მატათა? -სიტყვა ბოლომდე არ დაამთავრებინა კალანდაძემ, _შენ მე ისეთი გგონივარ, რომ ვინმეს ავყვე, გავუღიმო ან კალთაში ჩავუვარდე? ნუ მაფიქრებინებ, რომ არ მენდობი! თუმცა, შენ რატომ უნდა მენდობოდე... საბაბი არ გაქვს ამისთვის! _ საბაბიც მაქვს და მიზეზიც! -სიტყვის დამთავრება არც მატათამ აცადა, _არ მინდა-მეთქი! ეს საკმარისი არ არის? _ არ არის! -სასურველი პასუხი რომ ვერ მიიღო კითხვაზე ამაზე უფრო განაწყენდა და ისევ წასასვლელად შებრუნდა. _ რა გინდა რომ გითხრა?- წყნარი ხმით ჰკითხა ბიჭმა. _ სიმართლე, მეტი არაფერი.. -წინ წასული უმალ უკან მობრუნდა და გამომცდელად ჩააჩერდა ბიჭს თვალებში. _ სიმართლის თქმით ბევრი რამის შეცვლა მოგვიწევს, -აშკარად ეტყობოდა მატათას, ნაღველი რომ შეეპარა ხმაში და იმის თქმა უძნელდებოდა, რაც უნდა ეთქვა, _ბევრი წინააღმდეგობა შეგვხვდება, გესმის? შენ თუ ჩემთან ერთად იქნები, დაიტანჯები! ხალხი როგორი ბრბოა ხომ იცი? მე კიდევ.. მე ვერ გაგიმეტებ ამ ტანჯვისთვის... _ დააყენე საშველი! -არც ანაბელი იყო კარგ დღეში, მშვენივრად იცოდა რაც უნდა ეთქვა აშკარელს, იმასაც ხვდებოდა, სიმართლეს რომ ამბობდა, უბრალოდ უნდოდა ეს სიტყვები მისი პირიდან მოესმინა. _ ვითომ არ იცი, ბელ! ვითომ არ იცი! -ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი და გოგონა იქვე სკამზე ჩამოაჯინა, _შენც მშვენივრად იცი, რაშიცაა საქმე და ნუ მირთულებ რა! შეხედე მაჭავარიანს, შეხედე ნემსაძეს, შენი აზრით, ჩვენ მათი უკბილო ჭორების მსხვერპლი არ გავხდებით? _ შენ გეშინია! -თითქოს რაღაც აღმოაჩინაო, ისეთი სახით უთხრა. აშკარელი გამოიჭირეს! ეშინოდა, ზუსტადაც ეშინოდა. თავისი თავისთვის კი არა _ ანაბელისთვის ეშინოდა. იცოდა გოგონას ემოციურობის ამბავი. ბოლოს და ბოლოს 11 წელი გაატარა მასთან ერთად.. ისიც იცოდა, ყველა სიტყვა გულთან რომ მიჰქონდა გოგონას, რაც არ უნდა ეთქვა, რომ სხვის აზრს ყურადღებას არ მიაქცევდა, მაინც ასე მოხდებოდა და გული ეტკინებოდა.. როგორი ხალხიც ასწავლიდა/სწავლობდა მის სკოლაში, მასზე უკეთ არავინ იცოდა. გადათელავდნენ, მიწასთან გაასწორებდნენ ანაბელს. _ მეშინია, -თქვა ჩუმად მატათამ, _ამის უარყოფას არც ვაპირებ! ეს ხალხი, მე და შენ, ბოლოს მოგვიღებს. _ არ მესმის... -დაბნეულმა დაიწყო თვალების ცეცება, _ხალხი რა შუაშია? _ კლასელები ვართ, გესმის? კლასელები, ეს დედა *******! დაიწყებენ უაზრო ჭორავს, გაკიცხვას და შენი აზრით გაუძლებ ამდენს? შენ რომ ვერ გაუძლებ.. შენ რომ ცუდად იქნები, მე რაღა მეშველება? ვიცი, შეცდომა დავუშვი შენი შეყვარებით. ეს არ უნდა გამეკეთებინა, სხვა რომ ჩემს ადგილას ყოფილიყო, ალბათ მეც გავკიცხავდი, კლასელი როგორ შეიყვარაო, მაგრამ.. შორიდან ყველაფერი ადვილი ჩანს! _ მთავარი ჩვენ ვართ და არა_ ხალხი! -წამოიყვირა ანაბელმა და ფეხზე წამოდგა, ზემოდან დააჩერდა თავჩაქინდრულ აშკარელს, _რატომ გგონია, რომ მათი ტიპიური ნაბოდვარი რამეს დაგვაკლებს? თუ ერთად ვიქნებით მე და შენ, ხალხი გაჩერდება! მიუხედავად ყველაფრისა, ისინი გაჩერდებიან! _ შენ მათ ბოლომდე არ იცნობ, ბელს. -უთხრა ხმაჩამწყდარმა, ისე რომ თავი არ აუწევია. _ მიყვარხარ! -დაუფიქრებლად უთხრა ბიჭს აწითლებულმა და თვალები დახარა. წამი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა და უამრავი პრობლემისდა მიუხედავად, მაინც გააფერადა ცხოვრება. სიტყვა, რომელმაც მოგცა სტიმული გეცხოვრა, იმისთვის რომ გებრძოლა.. ცამდე ასული სიტყვები, მრავლისმეტყველი თვალები და გულის ცემა, რომელიც უთქმელად გაგრძნობინებს ყველაფერს! შეუძლებელია იცხოვრო დედამიწაზე მიზნის გარეშე, რომელსაც ერთი ადამიანი წარმოადგენს! ბოღმა ყელში გაწვება, როცა ხვდები ამ ბედნიერებას რამდენი უბედურება მოყვება, მაგრამ მზად ხარ, როგორც მაზოხისტი, ერთი სასიამოვნო წამისთვის აიტანო უამრავი ტკივილიანი საათი! არ არსებობს სიყვარული წინააღმდეგობის გარეშე, და თუ შენ არ შეგხვდა წინააღმდეგობა შენი სიყვარულისთვის, მაშინ ის სხვებისთვის შეუმჩნეველი და უმნიშვნელოა.. ზოგჯერ ასეც ჯობს, მაგრამ როცა წინააღმდეგობა გხვდება, როცა გიწევს ბოროტების ბარიერს გადაცდე, უფრო გიცხოველდება გრძნობა _ გიყვარდეს! როცა ადამიანისთვის არაფერია წმინდა, მისთვის ყოველივე ხელახლა და კიდევ უფრო ადამიანურად ხდება წმინდა. იგი იწყებს სიცოცხლის იმ პატარა ნაპერწკლისათვის პატივისცემას, ჭიას რომ აიძულებს, დროგამოშვებით დღის სინათლეზე გამოძვრეს. სწრაფად წამოხტა ფეხზე და გულში ჩაიკრა სირცხვილისაგან ახურებული სხეული. ამან უფრო ააცახცახა გოგონა, უფრო მძლავრად ჩაეკრა გულში კანკალის შესაჩერებლად და გულზე თავი დაადო. მზად იყო მასთან ერთად შებრძოლებოდა ყველა პრობლემას, ოღონდ ისინი ყოფილიყვნენ ერთად. _ არ მინდოდა ეს ყველაფერი ასე უცებ მომხდარიყო, არ მინდოდა.. -დაჰიპნოზებულივით ერთსა და იმავეს უმეორებდა ღრმად აგზავნიდა ფილტვებში ანაბელის სურნელს. _ არაფერი ხდება ადრე, მაგრამ მე დაგასწარი! -გაიღიმა ანაბელმა და წელზე გაუბედავად შემოხვია ხელები. *** მეორე დღეს სკოლაში დაგვიანებით მოუწია მისვლა ისევ წვიმის გამო. გალურთხულმა სწრაფად შეაღო კლასის კარები და სველი თმა გვერდით გადაიყარა. _ შეიძლება, მას? -ჰკითხა გულუბრყვილოდ, თუმცა პასუხად მხოლოდ ცივი და ამრეზით სავსე მზერა მიიღო. გაკვირვებულმა მოავლო კლასს თვალი. მატათა დღეს არ იყო, როგორც ჩანს, რადგან მისი ადგილი უკანა მერხზე თავისუფალი დახვდა. მასწავლებელმა არაფერი უპასუხა. ამან უფრო გააკვირვა და იმით შეშინებულმა, რამე ხომ არ მოხდაო, კანკალით დაიკავა თავისი ადგილი. _ აბაშიძე! -დაჭექა მასწავლებელმა და სათვალეებიდან გადმოხედა კლასს. _ ვარ! -ფეხზე წამოდგა ხუჭუჭთმიანი გოგონა და თბილი ხმით უპასუხა მასწავლებელს. _ აშკარელი! -იგივე ტონით წამოიყვირა ქალმა, თითქოს კლასში ყრუები იჯდნენ. _ არ არის! -წამოიყვირა მაჭავარიანმა ისე რომ ფეხზე არც ამდგარა. _ რატომ? -გაცვეთილი სიტყვა კიდევ ერთხელ წარმოთქვა მასწავლებელმა. _ არ ვიცით. აგერ, კალანდაძეს ეცოდინება! -ირონიული ტონით თქვა ნაკაშიძემ. _ კალანდაძე, რაშია საქმე? -გამომცდელი თვალით შეხედა ერთ ადგილას აწურულ გოგონას ქალმა, რომელიც მისი გვარის დასახელებისთანავე წამოდგა ფეხზე, _რატომ არ არის შენი შეყვარებული? -ბოლო სიტყვების წარმოთქმისას გველურად გაიღიმა სათვალეებიანმა. _ არ ვიცი, არ უთქვამს. -ყველაფრისდა მიუხედავად მაინც ეცადა სიმტკიცე შეენარჩუნებინა ხმაში და იქვე არ ჩაკეცილიყო. ქალის სიტყვებმა გაანაწყენა და მასზე გულისამრევად იმოქმედა. _ მერე არ უნდა იცოდე, სად დადის შენი შეყვარებული? _ ნანი მასწავლებელო, დიდ პატივს გცემთ და არ მინდა რამე უზრდელურად გამომივიდეს, მაგრამ თქვენი ჩარევა ჩემ და მატათას საქმეში მიზანშეწონილად არ მიმაჩნია! -მშვენივრად მიუხვდა კალანდაძე საითკენაც მიყავდა ქალს საუბარი და საოცარი სიმტკიცით წარმოთქვა ბოლო სიტყვები. უზრდელი არასოდეს ყოფილა, მაგრამ როცა საქმე მის ადამიანობასა და საქმეს ეხებოდა, ყველანაირ მიზანშეუწონელ ზღვარს ცდებოდა. _ შეყვარებული გაგიჩენია და ენა დაგიგრძელებია! -სისინს აგრძელებდა ქალი, თან საოცრად სიამოვნებდა მის სიტყვებზე ყველა მოსწავლე რომ იცინოდა. სხეული ბოღმითა და გამწარებით აევსო. რომ არა მისი „ტიტული“ დიდი სიამოვნებით ითრევდა თმებით იმ ქალს და იმ ჭაღარა ბუმბულებს სულ სათითაოდ დააცლიდა. ყბები მაგრად დააჭირა ერთმანეთს და მთელი სიმშვიდით, რაც ნანიმ დაუტოვა, სკამზე დაეშვა. როგორც კი გაკვეთილი დამთავრდა, მაშინვე ტელეფონი მოიმარჯვა და მატათას მიწერა. „სად ხარ? მთელმა კლასმა ყველაფერი იცის და ნანიმ სასაცილოდ ამიგდო.“ იმდენი შეცდომა დაუშვა ნერვიულობისგან წერის დროს, ეჭვი ეპარებოდა რამე გაეგო აშკარელს. „რა უნდა?“ მალევე მოუვიდა მოკლე პასუხი, ამან უფრო გააბრაზა. „რა უნდა? მთელი გაკვეთილი იმაზე ტლიკინებდა რომ კლასელის შეყვარება უზრდელობაა“ „აკლია მაგ ქალს. მოვალ ამ გაკვეთილის მერე.“ „როგორ გეტყობა რომ ნერვიულობ ჩემი მდგომარეობით.“ ესღა მიწერა და ტელეფონი გამორთო. ცრემლები მოერია კლასელების სახეებს რომ წააწყდა. ასეთს რას აშავებდა მისი სიყვარულით? შეიძლება, აშკარელისთვის არ უნდა ეთქვა ის, რაც სკოლაში მოხდა, მაგრამ ვერ გაძლო. იცოდა, ბიჭს იმპულსური ხასიათი რომ ჰქონდა და ნანისაც საშინელ დღეს დაათევდა მის კლასელებთან ერთად, მაგრამ ამ ტკივილს, გულზე ჯანღად რომ აწვა ვერაფრით ვერ იტანდა. _ არ მიაქციო ყურადღება ამათ, არ იციან რა არის სიყვარული. -შეპარვით ჩაიალაპარაკა ნაკაშიძემ და გვერდით მიუჯდა გოგონას. _ ნეტავ ასე ადვილი იყოს ამ ყველაფრის ფეხებზე და*იდება,- ამოიქსუტუნა ანაბელმა, _შეხედე, როგორი სახეებით მიყურებენ! მგონია კაცი მოვკალი! _ მე კიდევ არ მგონია, აშკარელმა შენი ცრემლი შეარჩინოს ამათ! -რაღაცნაირი ხმით უთხრა ნიამ გოგონას, _მაგარი ბიჭია და სულ დაგიცავს! _ მადლობა ნია! -თბილად გაუღიმა გოგონამ და თავი დახარა, _მაგრამ ის სულ ჩემ გვერდით არ იქნება! _ ოჰ, რაო ზოლუშკა, მატათა შეგიყვარდა? -ირონიული მზერა ესროლა მაჭავარიანმა გოგონას და მის წინ დადგა, _სხვა ვერავინ ნახე კლასელის გარდა? _ ლუკა, შენი საქმე არ არის! -ფეხზე წამოდგა ნია და ბიჭს მზერა გაუსწორა. _ შენ დაეგდე! -უხეშად უთხრა ბიჭმა აბაშიძეს. _ ტონი აკონტროლე! -არც ნია ჩამორჩა და გაავებული ჩააჩერდა თვალებში. _ ლაწირაკო! -ჩვეული ირონია არც ახლა დაკარგა ბიჭმა, თუმცა მეტი არაფერი უთქვამს გოგონასთვის, ისე დაუბრუნდა საკუთარ ადგილს. * * * საზიზღრად გაიწელა ექვსი გაკვეთილი. აშკარელი არ გამოჩენილა. იმ დროს, როდესაც ბიჭი მის გვერდით უნდა ყოფილიყო არ მივიდა. მთელი ექვსი საათი ხმა არ ამოუღია. გმირულად იტანდა კლასელების უაზრო რეპლიკებს. ყოველი სიტყვის მოსმენის შემდეგ, გულში ფიქრობდა თუ რა საზიზღარი კლასი ყავდა. მაჭავარიანი არ გამოჩენილა. არც ნანა მასწავლებელი გაჩხერია თვალში. სახლში მიმავალს წერილი მოუვიდა. „ყველაფერი მოგვარებულია. არ ინერვიულო რა..“ გაეღიმა და გაუხარდა. გულიდან ლოდი მოეხსნა. თავი იმაზე თავისუფლად იგრძნო, ვიდრე იყო. ფრთაშესხმულმა გააყოლა მგზავრს თვალი და გულში კიდევ ერთხელ ინატრა აშკარელის თბილი ჩახუტება. „თუ არ გეჩქარება ბაღში გამოდი.“ ამ მესიჯმა სულ უფრო გააბედნიერა და მატათასთან გათამაშება გადაწყვიტა. „არ მინდა.“ „გამოდი“-მალევე მოუვიდა პასუხი. მიხვდა, მიზანს რომ მიაღწია და გაამწარა, თუმცა დანებებას არ აპირებდა. „არ მინდა-მეთქი“ „გელოდები!“ შეეცოდა და აღარ აპირებდა მის გაწვალებას, ამიტომ მხიარულად დაეშვა თავქვე ბილიკზე ბაღისკენ რომ მიჰყავდა. გრძელ ფიცრის სკამზე იჯდა აშკარელი და რაღაცას გაჰყურებდა, თან ეწეოდა. გულში უკმაყოფილოდ გაკინწლა გოგონას, თუმცა სახეზე არ შეიმჩნია. _ ჩემი ნერვების მოშლა სიამოვნებას განიჭებს? -ბუზღუნით ამოხედა გოგონას და თვალები დააწვრილა. _ არა, მე შენი ბუზღუნი უფრო მსიამოვნებს! -ღიმილით ჩაილაპარაკა და გვერდით მიუჯდა ბიჭს. _ მოდი აქ! -პასუხს არც დალოდებია ისე მოხვია წელზე ხელი და გვერდზე მიიწება, თან ღიმილით დახედა ზემოდან, _კიდევ კარგი აღარ წვიმს, თორემ ვერ ჩაგეხუტებოდი! _ თუ წვიმა შენს ჩახუტებაში ხელს შემიშლის, კიდევ უფრო შემძულდება! -ბავშვურად ჩაილაპარაკა და ქვემოდან ახედა ბიჭს, რომელზეც მისმა სიტყვებმა სასიამოვნოდ იმოქმედა. _ ახტი ფეხზე! -ხელის კვრით წამოგდო ფეხზე ფარატინა სხეული და თვითონაც წამოდგა. _ რამე მოხდა? -გაკვირვებულმა კითხა ბიჭს და თვალების ცეცება დაიწყო. _ კი! -გადაჭრით ჩაილაპარაკა და მოჩვენებით მოიღუშა, _ გუდიანი მოდის! -ხმამაღლა გადაიხარხარა და გოგონა წამის მეასედში აიტაცა ხელში. ვერაფრის გააზრება ვერ მოასწრო, ისე ამოყო თავი ბიჭის მხრებზე. გაუცნობიერებლად დაიწყო ფართხალი და გაურკვეველი სიტყვების ძახილი. _ დამსვი! დამსვი, აშკარელი! -კისკისით ცდილობდა მისგან თავის დახსნას და ხელ-ფეხს იქნევდა. _ ნწ, გუდიანი მოდის! -ჩახვეული მაგნიტოფონივით იმეორებდა ერთსა და იმავეს და გოგონას სადღაც მიარბენინებდა. _ ნუ ბავშვობ! დამსვი! -სიცილს ვერ წყვეტდა კალანდაძე. _ ჩემს გოგოს გუდიანისთვის ვერ გავიმეტებ! -არც აშკარელი ეშვებოდა ხარხარს. _ ნაყინი მინდა! -თქვა გადაჭრით და ტუჩები დაბრიცა. _ კარგი! -სწრაფად ჩამოსვა გოგონას სხეული ძირს და თვითონაც სული მოითქვა, _მომეცი შენი ჩანთა! -შავი ზურგჩანთა თვითონ მოხსნა მხრებიდან და ცალ მხარეს გადაიკიდა. მერე კი იქვე პატარა მაღაზიაში შევიდა, იქედან კი ნაყინებით ხელდამშვენებული გამოვიდა. _ ესე იგი მაინც და მაინც ნაყინები უნდა გთხოვო, რომ დაწყნარდე და მხრებიდან ჩამომსვა ხოლმე? -გზაში კითხა ბიჭს, რომელსაც ცხვირზე შოკოლადი მოსცხებოდა და ვერ ხვდებოდა. ამან კიდევ უფრო გაამხიარულა და ხმამაღლა გადაიკიკისა. _ რა გაცინებს? -გაკვირვებულმა კითხა და წარბები შეკრა. _ ნაყინი.. შენ.. ნაყინი.. გაცხია.. -მუცელზე ხელს იჭერდა და თან ცდილობდა სიცილი შეეჩერებინა. _ მართლა? _ ჰო.. მართლა.. -სიცილს განაგრძობდა გოგონა. _ კარგი, მაშინ შენც მოგაცხებ! -ეშმაკურად გადაიხითხითა და თვალებ გაფართოვებულ გოგონას გასაქცევად რომ იყო გამზადებული ნაყინი სახესთან ახლოს მიუტანა. _არ გაბედო!-მიაძახა უკვე გაქცეულმა ისე რომ სიცილი არ შეუწყვეტია. _შენ ხომ დამცინოდი!-სწრაფად დაედევნა უკან. _არა! არა! არ მომაცხო!-თავისას იმეორებდა გოგონა და წინ მიქროდა. _ნახე, როგორ მოგიხდება!- სიცილს არ წყვეტდა აშკარელი და უკან მისდევდა გოგონას. _არ..-სიტყვა შუააზე გაუწყდა როცა რაღაც ცივი მოაცხეს ცხვირზე და დანებების ნიშნად გაჩერდა. მერე თვითონაც წააცხო დარჩენილი ნაყინი სახეზე და ასე შეღებეს ერთმანეთი. * * * ცხრა საათი სრულდებოდა ყველანაირად დადებითი ემოციებით დატვირთულმა რომ შეაღო სახლის კარი. ნაყინისგან სახე გაწებილი ჰქონდა. ბედნიერი იყო, თანაც როგორ! მაგრამ რა იცოდა ეს ყველაფერი რომ ჩაშხამდებოდა და უბედური წამები, ბედნიერი წუთების დასასრულისთანავე რომ დაიწყებოდა. _ რა გინდოდა მატათასთან ერთად ამ დრომდე?-გაბრაზებული გადაეღობა წინ დედამისი. ___________________________ მნიამ მნიამ... იმაზე დიდი თავი გამომივიდა ვიდრე ვგეგმავდი.. წერის დროს მეწვივნენ მუზები.. ბოდიში დაგვიანებისათვის.. შემიფასეთ! ახალ თავს ხვალ დავდებ თუ არ გამაბრაზებთ! მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.