შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რამდენად ტკბილი არ უნდა იყოს ოცნება, რეალობა მაინც მწარეა [8]


25-04-2015, 23:40
ავტორი შიკალატკა
ნანახია 3 398

სამი კვირა გავიდა იმ საშინელი დღის შემდეგ. მე? ჩემთავს ვერ ვცნობდი. შევიცვალე, უგრძნობი, ჩაკეტილი, ცივი, უხეში-ყველაფერ ამას წარმოვადგენდი. ჩემში სიბნელეს, სიცივედა და სიცარიელეს დაედო ბინა. მარტოსული ვიყავი, დიახ, მარტოსული. ერთხელ ხომ განვიცადე ვარდისფერი სათვალის მოხსნა, ახლაც და მგონი სამუდამოდ. მხილის ბნელ ფერრბად ვხედავდი გარშემორტყმულებს. არაფერი მადარდებდა. ტკივილსაც აღარ განვიცდიდი, ან ისევ მტკიოდა, მაგრამ მივეჩვიე. სიმღერითაც აღარ ვმღეროდი. მამიდამი მონატრებაც გამიქრა. ოცნებითაც აღარ ვოცნებობდი, რომ ნორმალურიცხოვრება მქონოდა. საერთოდ რა აზრი აქვს ოცნებას. უშედეგოა, რამდენის არ უნდა იფრინო ტკბილ-ტკბილ ღრუბლებში, არ აგიხდება ნატვრა. მწარე რეალობა ისევ ასეთი მწარე იქნება და ამას ვერ შეცვლი. პირველად ვინატრე სიკვდილი, იქ ხომ ტკივილს არ გრძნობ, თავისუფლდები ბოღმითა და სიძულვილით გატენილი ცხოვრებიდან. "ცხოვრება მშვენიერია" მძულს ეს ფრაზა, რადგან აბსურდია. არ არია მშვენიერი და არც არასდროს იქნება, რადგან ადამიანია ასეთი, სულ ცდილობს ჩააშხამოს იგი. სიყვარული? ეგეც შემძულდა, საერთოს ყველაფერი შემძულდა, არავინ მინდოდა ამ ქვეყნად. ელენესა და ლიზასაც აღარ ვხვდებოდი, ოთახის არ ვტოვებდი. გარეთ მხოლოდ სკოლისთვის გავდიოდი, რადგან არ მინდოდა უვიცი და გაუნათლებელი ვყოფილიყავი და მომავალში კარიერა არ ამეწყო. ერთადერთი რასაც ვაკეთებდი სწავლა იყო. ჭამითაც არ ვჭამდი, დღეში ერთხელ. უტა არ იკლავდა ჩემზე ნერვიულობით თავს, თუმცა ათაშში ერთხელ თუ შევხვდებოდი, ვამჩნევდი მის თვალებში რაღაც შეცვლილიყო, ჩემდამი გამოხედვაც სხვანაირი გამხდარიყო. არ ვიცი, იქნებ მეჩვენებოდა კიდეც.
დილით მაღვიძარას გულისგამაწვრილებელმა ხმამ გამაღვიძა. გამოვრთე და საათს დავხედე.
- ჯანდაბაა! - ხმამაღლა ამოვილაპარაკე. დღეს შაბათი იყო, მე კიდდვ მაღვიძარას გამორთვა დამვიწყებია. ბალისში ჩავრგე თავი და ძილის შებრუნება ვცადე, მაგრამ ოცი წუთი უშედეგოდ ვგორაობდი და დაძინების მაგივრად უფრო ვფხიზლდებოდი. სპორწულად გამოვეწყვე, თმა მოუწესრიგებელ კოსად ავიწიე და ქვებით ჩავედი. მშიოდა, გუშინაც ერთხე ვჭამე. სასტიკად გავხდი, რაზეც საკუთარ თავს ვუბრაზდებოდი, მაგრამ ვერაფრიდ დავაბრუნე ცხოვრება თავის კალაპოტს. ჩემდა გასაკვირად ბიჭები არ იყვნენ და მეც შვებით ამოვისუნთქე. არავის ველაპარაკებოდი და მათაც თუ შემთხვევით გადავეყრებოდი კითხვებს მაყროდნენ, მაგრამ ხმაამოუღებელი ვაგრძელებდი ჩემ გზას. ერთხდლ დედაჩემიც მოვიდა ჩემთან, როდესაც ჩემი მდგობარეობა შეიტყო, მაგრამ მის დანახვისას ზიზღი ვიგრძენი. დიახ, ის რომ არ გაყოლილიყო იმ არაკაც, ნაძი***ა კაცს, მე ახლა ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდი. შემოსვლის უფლებაც არ მივეცი და კარი ცხვირწინ მივუხურე.
სამზარეულოში შდვედი, საცაც უტა იჯდა და სივცეს გაშტერებოდა. ოთახში ჩემი შემოსვლა რომ იგრძნო, გაკვირვებულმა შემომხედა, რადგან იშვიათად მხედავდა, მითუმეტეს, სამზარეულოში. უყურადღებოდ დავტოვე მისი რეაქცია და მაცივარი გამოვაღე. ძეხვი და კეჩუპი გამოვიღე, დაჭრული პურიდან ორი ნაჭერი ამოვიღე და ბუტერბროდის კეთება დავიწყე.
- რატომ დამიმალე? - ჰაერი ბიხმა, სევდა და სიბრაზე ნარევმა ხმამ გაკვეთა და ჩემამდე მოაღწია. უემოციო სახით მივტდიალდი და არაფერის მთქმელი თვალებით შევხედე. არ მქონდა ახლა არაფრის თავი, მითუმეტეს, მასთან ლაპარაკის, თუმცა არ გავსულვარ და თვაებში შევცქეროდი.
- რატომ არ მითხარი ანუკისა და აკოს შესახებ? - შედაფებით მკაცრად და ხმამაღლა გამომეორე კითხვა. წესით გაკვირვებისგან თვალები უნდა გადმომცვენოდა, თუმცა არაფერი მიგრძვნია და მოკლედ ვუპასუხე:
- იმიტომ. - წამოთ ვკიდე კისერზე დაბერილ ძარღვებს თვალი და შევტრიალდი.
- რას ქვია იმიტომ?! - ფეხზე წამოდგა, მკლავში მწვდა და მისკენ მიმატრიალა. უემოციო სახე მობეზრებულ გამომეტყველებად გადაიქცა.
- იმიტომ, რომ არ მსურდა შსნსა და ანუკის საქმეში ჩავრეოდი. - ნაწილობრივ ვიცრუე, რადგან ეს რეალური მიზეზი არ იყო, თუმცა მართლა არ მსურდა მათი ურთიერთობის გარჩევა დანეწყო.
- რა?! გოგო არ გამაგიჟო! ეს როგორ დამალე?! რატომ არ ამოიღე ხმა გეკითხები?! - ბოლოხმაზე ყიროდა და ჩემს მხრებზე ხელჩაჭიდებული მანჯღრევდა.
- იმიტომ, რომ არ მინდოდა ის ტკივილი, ის სიცივე, იმედგაცრუება, სიბნელე, სიცარიელე გეგრძნო, რაც მე ვიგრძენი გესმის?! - ვუღრიალე. შეცბა, გაუკვირდა და წამით სითბო დავლანხე მის შავ-ბნელ ირისებში. გაჩუმდა, ხმა ვერ ამოიღო. ხუთიოდე წუთი თვალებში ვუცქერდით ერთმანეთს.
- რატომ... რატომ გადაწყვიტე, ამ ტკივილს მარტომ გამკლავებოდი? - სევდიანად, ოდნავ ბრაზშერეული ხმით დამჩურჩულა, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ მის ნათქვამში სითბო იგრძნობიდა. პირველად, რაც ამ მდგომარეობაში ჩავვარდი, პირველად განვიცადე ემოცია, გაკვირვება. დიახ, გამიკვირდა მისი სიტყვები. "ნუთუ... ჩემზე ნერვიულობდა?" თვალები გამიფართოვდა და ყბაც ჩამომივარდებოდა, გონზე მალე რომ არ მოვსულიყავი.
- შენ რა, ჩემზე ნერვიულობ? - გაკვირვებაშეპარული ტონით ვკითხე და ისევ არაფერის მთქმელი თვალები მივანათე.
- ხოო, ეგრე გამოდის. ვნერვიულობ, რადგან შეიცვალე. გარეთ არ გამოდიხარ, არ ლაპარაკობ, ჭანითაც არ ჭამ და გაღიმებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ასე არ შეიძლება ქეთა, ის ა***რი არ არის ამის ღირსი გესმის! ასეთია, არაკაცია და ვერაფერს იზამ! - ტონს თანდათან უწევდა და მეც ყბაჩამოგდებული ვუსმენდი. "ვნერვიულობ" მისი სიტყვა ექოსავით ჩამესმოდა. გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა, შემდეგ თჯერ უფრო სწრაფად დაიწყო ფეთქვა და საცაა ამოხტებოდა. სამი კვირის მანძილზე პირველად ვიგრძენი, რომ ვცოცხლობ და გული მაქვს, რომ ვიღაც ჩემზდ ნერვიულობს და ადარდებს ჩემი მდგომარეობა. გასაკვირი კი ის არის, რომ ეს უტაა, რომელსაც ადრე დემონადაც კი ვთვლოდი. ერთგვარ ოინად ჩავთვლიდი მის ასეთ ქმედებას, მაგრამ მისი შავი, დიდრონი და ლამაზი თვალები ამის საშუალებას არ მაძლევდნენ. მისი ირისები ადასტურებდნენ ნათქვამს. ვერ მოვითმინე, მარცხნივ გულოსარეში, თითქოს ჭრილობა გაიხსნა ისეთი ტკივილი ვიგრძენი. სამი კვირის დაგროვილი სევდა, ბრაზი, იმედგაცრუება-ყველაფერმა ამოასხა და წამებში ნიანგის ცრემლებით ვბღაოდი.
- ა-არა, ქეთა, არ იტირო. - დაბნეული თბილი ხმით ლაპარაკობდა. უცებ დიდი და მხურვალე მარწუხები ვიგრძენი მხრებზე და ჩემი თავი უტას მკერდზე მიყრდნობილი აღმოჩნდა. მისმა მოქმედებამ გული უფრო ამიჩუყა და ტირილსაც ვუმატე. ხელები უღონოდ ჩამომეშვა და ჰაერში ეკიდა. პატარა ბავშვივით ვსლუკუნებდი და ისიც როგორც პატარა ბავშვს ისე მისვამდა თმაზე ხელს, რაც ძალიან მსიამოვნებდა. მის მკლავებში ისეთ კომფორტს ვგრძნობდი, როგორიც ჯერ არ მიგრძვნია აკოსთანაც კი.
- ა-აზრ... რობ?? მი... მიღალა... ტა. დაა ფუ... ფულის გამ... გამო ვიყავი მა... მასთანო. - ვსლუკუნებდი და ჩუმად ვბურტყუნებდი.
- კაი ჩუუ, დაწყნარდი რა. - მიდარაშერეული ხმით მითხრა. მეც დავემორჩილე და ხუთიოდე წუთში, უკვე დამშვიდებული, გარინდული ვიყავი მის ძლიერ მკლავებში მოქცეული. მსიამოვნებდა მისი სიახლოვე, ახლა შევნიშნე, თუ რა ლამაზი თვალები ჰქონია. ჩემს გრძნობებშე სევცბი და დენდარტყმულივით მოვშირდი. უხმოდ ავავსე ჭიქა წყლით და სულმოუთქმენლად გამოვცალე. მისი ქცევბით გაოგნებული შევედი ოთახში და ლოგინზე დავემხე. "დედა ეს რა იყო?" გავიფიქრე და ვეცადე რაიმე საღი აზრი გამომეტანა მომხდარიდან, თუმცა თავი ვერაფერს მოვაბი.

=_=_=_=

უუუუუუუუდიდესი ბოდიში დაგვიანებისთვის. ისე მრცხვენია, ასეთი უპასუხისმგებლო საქციელის. იმედია ისიამოვნებთ და მოგეწონებათ ახალი ტავი. მგონი დიდია ხო? დააფიქსიროთ თქვენი აზრი გთხოვთ და ძალიან დიდი მადლობა ვინც კითხულობთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent