შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რამდენად ტკბილი არ უნდა იყოს ოცნება, რეალობა მაინც მწარეა [7]


24-04-2015, 00:43
ავტორი შიკალატკა
ნანახია 3 069

- აიღე რა, რას აკეთებ ასეთს? - ჩენთვის ვლაპარაკობდი და ტელეფონს ხელს მთელი ძალით ვუჭერდი. არავინ აიღო, ისევ. გაბრაზებულმა დავტაცე ქურთუკს ხელი და ღმერთმა იცის მერამდენედ გადავურეკე აკოს. ისევ აუღებელი ზარი. ნერვიულობა და ბრაზი ერთდროულად შემომეტია. კისრისტეხვით ჩავირბინე კუბეები და გიჟივით გავვარდი სახლიდან. ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუკარნახე. ფული მივეცი და მეექვსე სართულისჯენ ავუღე გეზი. ელვისებური დისწრაფით მივრბოდი და ის იყო დაკაკუნებას ვაპირებდი, როცა კარო ოდნავ ღია დამხვდა. "ვაი, აკო, რა გეშველება?" გავიფიქრე და ღიმილით შევაღე კარი. დარწმუნებული ვიყავი რომ ეძინა და მაგიტომ არ მპასუხობდა. ფრთხილად შევედი სახლში, მეშინოდა არ გამეღვიძებინა. საძინებლისკენ ვაპირებდი წასვლას, როდესაც მისაღებ ოთახში ხმაური გავიგონე. ჩუმად მივტრიალდი. "ტელევიზორთან ჩარძინრბოდა სულელს." ღიმილით მივიწევდი, აკოს გაღვიძებაში დარწმუნებულმა, თუმცა ღიმილი სახეზე შემაშრა, შემეყინა, შემახმა. იმედგაცრუებით აივსო შიგნეულება, არანაირი ბრაზი, წყრნა, მრისხანება, მხოლოდ იმედგაცრუება, ტკივილი და სივრცე, ცარიელი სივრცე. სიკვდილი ისევ განვიცადე, თუმცა ეს ყველაზე მწარე იყო, მამის გარდაცვალების შემდეგ. აკო და ანუკი კოცნიდნენ ერთმანეთს და ტანსაცმელს მხეცებივით ახევდნენ.
- ისე მოგეწონა, მეორედ დამირეკე. - აწიკვინდა ვნებამორეული ანუკი.
- აბა, ნუ იტყვი. სიამოვნებასთან ერთად ნერვებსაც მიწყნარებ. - ვნებისგან დაბოხებული ხმით ამოილაპარაკა და კოცნა განაგრძი.
- მერე ქეთა? ხომ გიყვარს. - ბიჭი ტუჩებს მოწყდა და თვალებში ჩახედა.
- მიყვარს? რა სისულელეა. მამამისს თუ მამინაცვალს, ნუ ვინც არის, წარმატებული კომპანია აქვს და ფულისგამო ვიყავი 4 წელი მასთან ერთად. მერე იმ ს*რმა შენს უტაზე გაათხოვა. - ბრაზმორეულმა ამოილაპარაკა. მე? მე ტკივილი უფრო გაუსაძლისდა, სიცარიელე უფრო გაფართოვდა, მარტოობის დაუნდობელი გრძნობა მიტევდა.
- და შენ? უტა ხომ გიყვარს, რატომ ღალატობ? - ჰკითხა და ისდვ აკოცა.
- ერთ გზაზე ვართ. მასთან მარტო ფული მაკავშირებს. - "შპაკლას" სიტყვებმა მრისხანებით ამავსო, თუმცა არანაირი პანიკა და კონცერტები არ მომიწყვია. უემოციო მიმიკით დავტოვე იქაურობა. ვერცერთმა შემამჩნია, რასაკვირველია, ისე იყვნენ ერთმანეთის ფერებაში ჩაძირულნი, რას შემამჩნევდნენ.
არა, ტირილს არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებდი. აკო არ არია ამის ღირსი. არა, არა, არ ვიტირებ! ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, მიუხედავად იმისა, რომ ყელში გაჩხერილი ბურთი ჩასუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. სახლში მივედი და პირდაპირ სამზარეულოსკენ ავიღე გეზი. სახეზე უემოციო, ცივი გამომეტყველება მეხატა. ბიჭდბი იყვნენ მისაღებში.
- ქეთას გაუმარჯოოს! - დამიყვირა ტატომ, მაგრამ მათთვის არ მცხელოდა. თავი არც მიმიტრიალებია მათკენ, ისე შევედი სამზარეულოში, მაცივრიდან ლუდის 2 ბოთლი გამოვიღე და ჩემს ოთახისკენ ავიღე გეზი. მისაღებს რომ გამოვცდი, ნათლად გავიგე ბიჭების ჩურჩული, თუ რა მჭირდა, ასეთი მანამდე არ ვყოფილვარ, რამე ხომ არ მიქნა უტამ და ასე შემდეგ. მართლაც რომ შევიცვალე, დიახ, სულ რაღაც 40 წუთში შევიცვალე. ამას არა მარტო ვატყობდი, არამედ ვგრძნობდი. რას? სიცივეს, სიმარტოვეს, სიბნელეს, იმედგაცრუებას, ტკივილს, ტკივილს და კიდევ ტკივილს. საკუთარ თავზე ვბრაზობდი, დიახ, გაგიკვირდებათ აკომ უღალატა რა ამის ბრალიაო, მაგრამ არა, აკო ასეთია, მოღალატე არაკაცია. მე, მე არასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს, მოღალატეს შეყვარებას. არა, ამისთვის არ მზრდიდა მამაჩემი, 15 წლის განმავლობაში იმაზე მეტი რამ მასწავლა, ვიდრე საჭირო იყო, რისთვისაც იზომოდ მადლიერი ვარ. ვგრძნობდი, თვალები ცრემლით რომ მევსებოდა, მაგრამ არა, ქეთა კერესელიძე ვიღაც ნაბი***ის გამო არ იტირებს. გიტარას დავსწვდი და სიმღერა დავიწყე. კარი საგულდაგულოდ მქონდა ჩაკეტილი, რათა არავის შევეწუხებინე. ვმღეროდი, მთელი გრძნობით ვმღეროდი.
"უტა... უტას ვუთხრა?" გამიელვა თავში და უმალ შევწყვიტე დაკვრა. "არა, ვხედავ, როფორ უყვარს და არ მინდა მანაც განიცადოს ეს, რასაც მე ვგრძნობ მკერდთან მარცხნივ. თავად გაარკვევს." არ ვიცი რომელზე ჩამეძინა, მაგრამ მგონი თენდებოდა. არავინ ამოსულა და შევუმოწმებივარ, რაც ერთდროულად მუხაროდა, რადგან არ მომიწევდა ყალბი ღიმილის აკვრა და მწყინდა, ნუთუ ასეთი ჯმნიშვნელი ვარ მათთვის?
რაღაც ხმამ დამიფრთხო ძილი დილით, უფრი სწორედ, შუადღით. ბურანიდან გამოსულს წუთი მაინც დამჭირდა იმის გასაანალიზებლად, რომ კარზე მიბრახუნებდნენ. ყველგან მტეხდა, ტანსაცმელში ისე უკომფორტოდ მეძინა, კუნთები ამტკიებოდა და წონასწორობას ძლივს ვიცავდი. კარი გავაღე და ხელში, როგორც ყოველთვის, გაბრაზებული და ირონიული უტა შემრჩა. ხმას არ ვიღებდი, ან რა უნდა მეთქვა.
- გაიღვიძე მძინარე მზეთუნახავო? - დამცინავი ტონით მითხრა და ირონიული მზერა შემავლი. ადრე, ალბათ, სიბრაზისგან გავწითლდდბოდი, მაგრამ საერთოდ არაფერი განმიცდია. იგივე მიმიკით ვიდექეი და თვალებში ვუყურებდი. გამახსენდა გუშინდელი ამბავი და სიბრალულით შევხედე, რადგან მასაც მოღალატე უყვარდა. ალბათ თვალებში შემეტყო ჩემი შინაგანი განცდები, რადგან "ქმარმა" ღრენით მითხრა:
- რანაირად მიყურებ? მალე გამოიცვალე და ჩამოდი ჭამე. - მკვახედ, ოდნავ გაღიზიანებულმა მომიგო.
- იყოს, ძილს გავაგრძელებ. ჭამის მადა ნამდვილახ არ მაქვს. - ჩემს ხმაში ემოციის ნასახიც არ იგრძნობოდა, ისევე როგორც სახეზე. მართალი ყოფილა, იმედგაცრუების მერე არაფერს გრძნობ.
- რა? - ცინიკურად მკითხა. არ მქონდა მასთან კამათის თავი ამიტომ მოკლედ მოვუჭერი:
- რახ გაიგე. - კარი ცხვირწინ მივუჩურე, ისე, რომ რამის თქმა აფ ვაცადე. ჩავკეტე და ამჯერად ტანსაცმელ გაძრობილი შევძვერი ლოგინში. მესმოდა უტას ღრიალი:
- გოგოო! ამდენს როგორ ბედავ?! გააღე კარი! გააღე, თორემ შემოვანგრევ ამის დედა ვატ**ე! - მთელი ძალით ურტყამდა მუშტებს, მაგრამ მე არ მესმოდა. მალევე შეწყდა და ისევ ვესტუმრე მორფეოსის სამყაროს.

_______________

ბავშვებოო! ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის. მართლა ვერ მოვახერხე აქამდე რომ დამედო. გავითვალისწინე თქვენი თხოვნა და მგონი შედარებით დიდი თავია ძალიან დიდი მადლობა ვინც კითხულობთ. ისევ და ისევ გთხოვთ, რომ თქვენი აზრი დააფიქსიროთ. ეს იმდენად მსიამოვხებს, რომ ვერ აღვწერ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent