შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რუზველტის კუნძული


29-04-2015, 05:56
ავტორი Klaus
ნანახია 1 490

დინი რომ გავიცანი 17ის ვიყავი,ის კი 23ის იყო. იჯდა ბარში,სცენაზე და გიტარაზე უკრავდა.როგორც კი დავინახე,გავიფიქრე-ღმერთო,სამოთხიდან მოვლენილი ანგელოზიამაგრამ არაფერი შევიმჩნიე,ჩვეულებრივ გავაგრძელე გზა და მეგობართან ერთად მაგიდასთან დავჯექი.არაფერს ვიმჩნევდი,ვიცინოდი,ვსვამდი და მალულად მას ვუყურებდი.მან დაკვრა დაამთავრა და სცენიდან ჩამოვიდა. უცებ ერთი ტიპი მოუახლოვდა ჩვენს მაგიდას და ზედმეტად ცანცარული ღიმილით გვკითხა-შეიძლება თქვენთან დავჯდე?
-არა-ვუპასუხე მე.
-რატომ,მოგეწონებათ ჩენთან.
-არაო ხომ გითხრა,ესე იგი არა-მკვახედ მიუგო ბეკიმ,მაგრამ იმ ტიპს არაფრის გაგონება არ უნდოდა.სკამი ხმაურით გამოწია და სკამზე "გადაითხლაშა"
-რას იტყვი ბოთლი რომ ჩავარტყა?-ჩავჩურჩულე ბეკის.
-პრობლემები არ გვჭირდება,წავიდეთ.
ამ დროს დინი მოუახლოვდა ჩვენს მაგიდას და იმ ტიპს ხელი მხარზე დაადო-შენი წასვლის დროა მეგობარო.
კაცმა გადაიხარხარა და ქვევიდან ახედა დინს-უკაცრავად,მაგრამ შენ ვინ ხარ?
-არავინ,უბრალოდ წადი,ხომ ხედავ არ უნდათ შენთან ერთად ჯდომა.
კაცი სკამიდან წამოდგა და დინის წინ ისე ახლოს დადგა,მგონი მისი სუნთქვასაც კი გრძნობდა.
-ძალიან ახლოს ხომ არ მოხვედი?
-დაახვიე აქედან.
დინმა ცინიკურად გაიღიმა,კაცმა კი ისე შეხედა,მივხვდი რასაც აპირებდა და შემეშინდა,მაგრამ დინიც მიხვდა და სანამ კაცი რამეს მოიმოქმედებდა,სახეში მუშტი გაარტყა.
აი ასე გავიცანით ერთმანეთი.
მას შემდეგ კიდევ მოვდიოდი ამ ბარში,დინიც სულ იქ იყო. შემდეგ მეგობრობაზე უფრო დიდი გრძნობა გაჩნდა და ორი წლის შემდეგ მასთან საცხოვრებლად გადავედი.
დრო გადიოდა,დინმა სამსახური იშოვა,მე კი ვსწავლობდი.
ერთი კვირის შემდეგ ჩემს კურსელს შევხვდი,როცა ვახშმისთვის კერძის საყიდლად ჩავედი მაღაზიაში.
-გამარჯობა კენდელ,არ მეგონა თუ აქ ცხოვრობდი.
-გამარჯობა ნინა.
-გამიხარდა შენი ნახვა.
-მეც და გამიხარდება თუ მესტუმრები ხოლმე.
-დიდი ხანია აქ ცხოვრობ?
-რაც ჩემი მშობლები გაემგზავრნენ.
-აჰა.კარგი.ნახვამდის.
-შეხვედრამდე.
ის ხშირად მეხმარებოდა დავალებების დაწერაში და უამრავ რამეში.დინი არ ეჭვიანობდა,როცა გვიანობამდე ვრჩებოდი მასთან.მეუბნებოდა-ის არ არის სიმპატიური და ვიცი რომ როგორც ბიჭი,არ მოგეწონებაო.
-ადამიანს გარეგნობის მიხედვით არ ვაფასებ.
-გინდა ვიეჭვიანო?
-ამის საბაბი არ გაქვს.
-მართალია-გამიღიმა და შუბლზე მაკოცა.
რა ენაღვლებოდა,თითონ ძალიან სიმპატიური იყო,ჩალისფერი თმით და ცისფერი თვალებით.მაღალი იყო,ძლიერი,მოკლედ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა,რასაც ქალები "იდეალურ მამაკაცს" ეძახიან. კენდელი კი არ იყო ძალიან სიმპატიური.ის უბრალოდ ძალიან კარგი მეგობარი იყო და ყველაზე მეტად ვენდობოდი.თანაც,საოცარი ღიმილი და იუმორის გრძნობა ჰქონდა. "გაწუხებთ დეპრესია?წარსულის ცუდი მოგონენები?ან უბრალოდ ცუდ ხასიათზე ხართ?მაშინ მიმართეთ კენდელს და თქვენი პრობლემაც მოიხსნება"-აი ასეთი იყო ის.
ერთ შემოდგომის ცივ დილას დინის უფროსი ძმა-ჯეიმსი გვესტუმრა. არა,გვესტუმრა კი არა,ჩვენთან საცხოვრებლად გადმოვიდა.ოთახების უკმარისობის გამო სასტუმრო ოთახში,დივანზე ეძინა.საჭმელებს კარგად აკეთებდა,მოკლედ არ იყო ცუდი კომპანიონი.დილიდან საღამომდე გარეთ იყო,მუდამ მოუცლელს სადღაც ეჩქარებოდა.დინს საერთოდ არ ჰგავდა,უფრო სერიოზული და გულჩათხრობილი იყო,დინი კი პირიქით,მხიარული და კონტაქტური.(ლინზები არა ოღონდ)
გეცინებათ როცა გესმით ფრაზა-მუდამ მეყვარები? მე ნამდვილად მეცინებოდა,მაგრამ როცა დინმა მითხრა-ჩემი სიყვარული შენს მიმართ მარადიულიაო-მაშინ გამეღიმა,ოღონდ არა იმიტომ,რომ აბსურდად მივიჩნიე,არამედ ბედნიერებისგან.
მაგრამ მარადიული არაფერი არსებობს და რაღა სიყვარული იქნება გამონაკლისი.
ყველაფერი კარგად იყო,ზედმეტად კარგადაც.სანამ ერთ მშვენიერ,თუ პირიქით,საშინელ დღეს დინს მობილური დარჩა სახლში.გგონიათ მობილური შევამოწმე?არა,ვიცოდი რომ სამსახური აუცილებლად დასჭირდებოდა (სამსახურის გამო) და გადავწყვიტე მისთვის გამეტანა.
-მის,ვისთან მიბრძანდებით?
-მეგობართან,მობილური მოვუტანე.
-რომელ მეგობართან?
-დინ ფლეთჩერთან.
-ასეთი აქ არავინ მუშაობს.
-უკაცრავად?
-თითქმის ერთი კვირაა,რაც ის სამსახურიდან დაითხოვეს.
იქიდან გაკვირვებული წამოვედი.
"ალბათ სხვა სამსახური იშოვა და ჩემთვის თქმა დაავიწყდა?არა,ასეთი რამეები არ ავიწყდებათ,იქნებ უბრალოდ არ მითხრა რომ არ მენერვიულა?მაგრამ რატომ უნდა მენერვიულა?"-ყველაფერზე ვიფიქრე იმ ერთი მიზეზის გარდა და როცა გზაზე გადავდიოდი,შევჩერდი,რომ მწვანის ანთებას დავლოდებოდი.ჩემს წინ მანქანა გაჩერდა.შიგნით დინი იჯდა და შავთმიანი გოგონა.აი ის შავთმიანი გოგონა,დინს რომ სკოლიდან იცნობდა.უნდა მივსალმებოდი ორივეს,რომ ამ დროს დინმა გაიღიმა და კაილას აკოცა.არ ვიცი როგორი რეაქცია მქონდა,ალბათ თვალები გამიფართოვდა,პირი დავაღე ან რამე მსგავსი,მოკლედ შოკში ჩავვარდი.ნანახი მქონდა ფილმებში,როგორ იჭერდნენ ცოლები ქმრებს,მაშინ როცა მანქანაში საყვარლებთან ერთად იჯდნენ და მუდამ მეცინებოდა მსგავს სცენებზე-ვაიმე საწყალი,უიღბლო-და ამის მსგავსი და მივხვდი,რომ უიღბლო ქმარი ან საყვარელი კი არა,ცოლი იყო და თავი დამცირებულად ვიგღზენი,შემდეგ გავბრაზდი,კინაღამ ავტირდი კიდეც და თვალწინ გამიელვა უამრავმა სცენამ,მაგალითად როგორ გარბის მტირალა ცოლი ქმრისგან,ან ისტერიკებს უწყობს ქმარს და მის საყვარელს თმებით ითრევს,მაგრამ მე არ ვიყავი დინის ცოლი,ამიტომ წყნარად მივუახლოვდი მანქანას და ფანჯარაში შევიჭყიტე.-გამარჯობათ,როგორ ხართ?
-ნინა-დინი გაფითრდა და პირი გააღო,არ იცოდა რა ეთქვა.მე გავუღიმე და ვუთხარი-იცი,ტელეფონი დაგრჩა სახლში,აი გამომართვი.
-ყველაფერს აგიხსნი.
-გამომართვი,ხელი დამეღალა.
-მე წავალ-ჩაილაპარაკა კაილამ და მანქანიდან გადასვლა დააპირა,მაგრამ მე არ დავანებე-არაუშავს,იჯექი,დინი სახლამდე მიგიყვანს.ხომ ასეა დინ?-გავუღიმე და მანქანაში ჩავჯექი.
მანქანები განუწყვეტლივ ასიგნალებდნენ,დინს კი ვერ მოეფიქრებინა წასულიყო თუ რა გაეკეთებინა.
-დროზე დინ,ხომ ხედავ გველოდებიან.
კაილა უხმოდ გადავიდა მანქანიდან,დინი კი მომიტრიალდა და ისევ რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ არ ვაცალე-სიგნალის ხმა არ გესმის?
უხმოდ დაძრა მანქანა.სახლში ისე მიმიყვანა ხმა არ გაუცია.მე ისე ვიქცეოდი,ვითომ არაფერი მომხდარა.ჯეიმსს ჩვეულებრივ მივესალმე,ვჭამე,შხაპი მივიღე და საძინებელში ჩავიკეტე.იმდენი ვიტირე,რომ ლამის ტბა დავაყენე,უსაშველოდ დიდი ცრემლების ტბა.
დავიცადე,სანამ თვალები თავიანთ პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდებოდნენ,შემდეგ კი ოთახიდან გავედი.დინი სამზარეულოში იყო,ჯეიმსი კი ტელევიოზრს უყურებდა.
-სად მიდიხარ?
-არსად,გავისეირნებ.
-ვიცი რაც მოხდა,არ წახვიდე.
-უბრალოდ ჰაერზე მინდა გასვლა-ვუთხარი ძლივს და კარი გამოვიხურე.არავის ნახვა არ მინდოდა,თუმცა ვგრძნობდი რომ ეს არ მიშველიდა.არც ვინმეს ნახვა მიშველიდა მაგრამ,"გაწუხებთ დეპრესია?წარსულის ცუდი მოგონენები?ან უბრალოდ ცუდ ხასიათზე ხართ?მაშინ მიმართეთ კენდელს და თქვენი პრობლემაც მოიხსნება"
კარი ღიმილით გააღო და ჩემი სახის დანახვისთანავე სახე შეეცვალა-ნინა! რა გჭირს?
-რა მჭირს?არაფერი არ მჭირს.
-ნუ მატყუებ.
-არაფერია,უბრალოდ შენთან ლაპარაკი მინდოდა.
-შემოდი. რაზე გინდოდა ლაპარაკი?-მკითხა,როდესაც დივანზე დავჯექი.
-ნებისმიერ რამეზე.
-დინმა გაწყენინა?
-ჰო.
-მომიყევი.
-დავინახე სხვა ქალს რომ კოცნიდა.
-სულ ეს არის?
-და ეს არაფერია?
-როგორ არა,მაგრამ ამის გამო შორდები?
-არ ვშორდები,მაგრამ არ ვიცი რა გავაკეთო.
-დაელაპარაკე.
-ხომ იცი რა რთული ადამიანი ვარ.
-კი,და სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებდე,დაელაპარაკე.
-დაველაპარაკები,მაგრამ რაც შეეხება გადაწყვეტილებას..უნდა დავშორდე.
-ამდენი ხნის შემდეგ ერთ კოცნას მისცემ უფლებას რომ დაგაშოროთ?
-და რა იცი რომ ერთი კოცნაა და მხოლოდ იმ ქალთან
-ხოდა დაელაპარაკე.
-კარგი,რომ დავბრუნდები დაველაპარაკები.ახლა კი შენთან მინდა ყოფნა.
-გინდა 101 დალმატინელს ვუყუროთ?
-ხუმრობ?9 წლის რომ ვიყავი,ბოლოს მაშინ ვნახე და ლეკვი ისე მინდოდა,უპატრონო ლეკვებს დავდევდი,რომ სახლში წამეყვანა.
-მერე რა,გავიხსენოთ და თუ ლეკვი მოგინდება,გპირდები მე გაჩუქებ ლამაზ და საყვარელ ლეკვს.
-კარგი!-გამიხარდა მე.
როცა კატამ ლეკვების გაპარება სცადა,კარზე კაკუნი გაისმა,კენდელის კარზე.
-თუ დინია,მე აქ არ ვარ-ვუთხარი და სავარძლის უკან დავიმალე.
-ვიცი რომ აქ არის,მხოლოდ დალაპარაკება მინდა მასთან-მომესმა დინის ხმა.
-ვიცი რომ ჩემი საქმე არ არის,მაგრამ..
-არ არის შენი საქმე,ნინას უთხარი რომ ველოდები.-ამ სიტყვების შემდეგ გატრიალდა და წავიდა.
-გელოდება-გადმომცა კენდელმა.
-დამელოდოს-გავიღიმე მე.-რას დგახარ,აღარ გინდა მულწიკის ყურება?
ამ მულტფილმა ბავშვობა გამახსენა და კარგ ხასიათზე დავდექი,თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ,კარგ ხასიათზე არ დავდგებოდი,კენდელთან რომ არ ვყოფილიყავი.
როცა მულტფილმი დამთავრდა,კენდელს დავემშვიდობე.
-იმედი მაქვს ყველაფერი კარგად დასრულდება-მითხრა მან და მის თვალებში რაღაც დაფარული სევდა დავინახე.ვერ ვიტყვი რომ ეს აქამდე არ შემიმჩნევია,მაგრამ მეც პირველად ვიგრძენი სევდა და რაღაცის სურვილი.სურვილი,რომ კენდელთან დავრჩენილიყავი.მნიშვნელობა არ აქვს სამუდამოდ თუ დროებით,მთავარია რომ იმ დროს ვიგრძენი ეს და ვერც კი შევამჩნიე,რომ არც მივდიოდი,და არც ვრჩებოდი.კენდელი კი იდგა და მიყურებდა.
-კარგი,მოკლედ წავედი-გავუღიმე და ლოყაზე ვუჩქმიტე.
ჯეიმსი სახლში არ დამხვდა.წარმოვიდგინე ორისთვის გაწყობილი მაგიდა,სანთლებით და შამპანურით და გამეცინა.
-მიხარია რომ კარგ ხასიათზე ხარ-მითხრა დინმა,როცა დამინახა.
არანაირი სანთლები,სასმელი და რომანტიული გარემო.მხოლოდ მისი ბოდიშით სავსე თვალები და ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ მეპატიებინა ყველაფერი,მაგრამ დავსერიოზულდი და ვკითხე-რატომ?
-ეს..არ ვიცი,მე..არ მინდოდა,უბრალოდ შემთხვევით მოხდა,გეფიცები მე ის არ მიყვარს,მხოლოდ ერთხელ ვაკოცე,გეფიცები.
-სამსახურიდან რომ გამოგაგდეს რატომ არ მითხარი?
-არ მინდოდა გენერვიულა.
-თუ არ გინდოდა გამეგო როგორ დადიოდი იმ ქალთან.
-სამსახურს ვეძებდი.
-დილიდან საღამომდე არა?ამის შემდეგ არ ვიცი როგორ უნდა გენდო.
-ისეთი არაფერი დამიშავებია.
-შენი არ მჯერა,ხომ იცი რომ ვერ მომატყუებ.
-არ გატყუებ.
-არა მატყუებ.მაგრამ იცი,მე ვხედავ შენს დანაშაულს და ვიცი რომ გიყვარვარ,ვხედავ რომ გულწრფელად წუხხარ ამის გამო და ჩემი დაკარგვა არ გინდა.-რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ გავაწყვეტინე-მაგრამ იცი კიდე რას ვხედავ?რომ მატყუებდი და თუ ახლა ასე ადვილად გაპატიებ,ისევ მომატყუებ და კიდევ,ვიცი რომ კაილაც მოგწონს,შიძლება გიყვარს კიდეც და ვიცი რომ მასთან ასე ადვილად არ დაასრულებ ურთიერთობას.
-გპირდები აღარასდროს შევხვდები.
-იმას ნუ დამპირდები,რასაც ვერ შეასრულებს.როგორც ეხლა დავინახე შენს თვალებში ეს ყველაფერი,ისე დავინახე რას გრძნობდი მის მიმართ,როცა მას უყურებდი.
-ნინა,ეს ასე არ არის..
-დინ,ახლა მაინც მითხარი სიმართლე და გპირდები ყველაფერს გაპატიებ.
-არ მიყვარს კაილა.
-მაგრამ იწექი მასთან.
-არა..
-გაპატიებ,თუ სიმართლეს მეტყვი.
-კარგი,მხოლოდ ერთხელ,გეფიცები აღარასდროს განმეორდება.ხომ მაპატიებ?
-კი დინ,ყველაფერს გპატიობ.შეცდომებს ყველა უშვებს.-ვუთხარი და საძინებელში შევედი.ცოტაოდენი ტანსაცმელები ჩავაწყვე ჩანთაში და ჩემს დასთან წასვლა გადავწყვიტე.
-ეი,მოიცადე!სად მიდიხარ,ხომ მითხარი გაპატიეო.
-ჰო ასეა,ყველაფერი გაპატიე,მაგრამ აღარ გენდობი.
-ესე იგი მტოვებ?
-არა,დროებით მივდივარ და თუ მოგენატრები და არ გადაგიყვარდები,ისევ შევძლებთ ერთად ცხოვრებას.
დინმა არაფრის გაგონება არ ისურვა,წინ გადამიდგა და კარს აეფარა-ვერსადაც ვერ წახვალ!
-ჯეიმსს უთხარი რომ მომენატრება,ახლა კი თუ არ შეწუხდები გამატარე,ტაქსი მელოდება.
-კარგი-მითხრა მან და კარი გარედან ჩამიკეტა და თვითონ სადღაც წავიდა.
სანამ მე ვაბრახუნებდი გამიღე მეთქი,მან ტაქსის ფული გადაუხადა და უკან დაბრუნდა.
-გადაწყვიტე ჩამკეტო?
-გადავწყვიტე არ გაგიშვა,როგორ არ გესმის,არ მინდა ეს,გესმის?არ მინდა რომ წახვიდე,რომ არ მენდობოდე,რომ მიმატოვო..
-მიყვარხარ დინ..
-მაშინ რა პრობლემაა?
-შენ როგორ იქნებოდი ჩემს ადგილზე?
-ძალიან,ძალიან გავბრაზდებოდი,მაგრამ არასდროს არ წავიდოდი შენგან და არც შენ გაგიშვებდი.შეიძლება ბევრი რამ არ ვიცი,ბევრ რამეში ვცდები,ბევრ რამეს არასწორად ვაკეთებ,მაგრამ ერთადერთი რამ რაც დანამდვილებით ვიცი,არის ის რომ მიყვარხარ და შენთან ერთად მინდა ყოფნა სანამ წყეული აღსასრული დრო არ დადგება.



№1  offline წევრი DaaDaa

გააგრძელეაბა ვნახოთ რააგამოვა...ურიგო არჩანს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent