შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი სიმღერა (3)


2-03-2015, 02:35
ავტორი Klaus
ნანახია 1 890

სახლში რომ მივედი,თავი ამტკივდა.ტელევიზორი რომ ჩავრთე,ტკივილი გაუარესდა.
დავწექი,მაგრამ არც ამან მიშველა,დაძინებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო.
მაშინ ლეპტოპი ჩავრთე და Youtube-ზე "BAT COUNTRY"-ს ერთერთი სიმღერა ჩავრთე.
მესიამოვნა მისი ხმის მოსმენა.თვალები რომ დავხუჭე,თითქოს ჩემს გვერდით იყო,მამხნევებდა,მეუბნებოდა რომ არაფრის უნდა მეშინოდეს,რომ ყველაფერი გამომივა..
მერე სხვა სიმღერა ჩავრთე,ყველა სიმღერას მოვუსმინე და თითოეული სულ უფრო და უფრო მომწონდა.
როგორც კი თვალებს ვხუჭავდი,მეთი მაშინვე ჩემს გვერდით ჩნდებოდა.თავის ტკივილი გაქვრა.სულში სიმშვიდემ დაისადგურა,მაგრამ იქ მაინც იყო ერთი ეკალი,სახელად მერიდიტი,მაგრამ არსებობდა საშუალება,რომელიც ეკვალს ამოძირკვავდა და ეს მხოლოდ კენდელი არ იყო.ეს მე ვიყავი.თუმცა წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა შემეყვარებინა მეთისთვის თავი. დაწოლის წინ,იმ უკანასკნელ წამს,როცა ძილი მოდის და შენი სხეული ითიშება,ვიცოდი რომ მეთი მიყვარდა.
დილით ისევ წვიმდა.ადიელა მოვიხვიე და სასტუმრო ოთახში გავედი.1-2 საათი ასე ვიჯექი.შემდეგ საჭმელი მოვიმზადე და კენდელისგან მესიჯი მივიღე-ლექციაზე არ მოდიხარ?
-უჩემოდ წადი.-მივწერე მე.
თავი აღარ მტკიოდა,მაგრამ ვიცოდი რომ ლექციაზე ლექტორის უსასრულო საუბარს და სტუდენტების ზუზუნს ვერ გავუძლებდი,თან ჩემი სხეული რაღაც სასიამოვნო გრძნობით იყო სავსე და არ მინდოდა ხალხმრავლობას ეს დაეთრგუნა.
ტელეფონი წინ დავიდე და ეკრანს მივაშტერდი,სანამ არ ჩაქვრა.შემდეგ ისევ ავანთე და კვლავ მივაშტერდი.ველოდებოდი მეთი როდის მომწერდა და როცა მესიჯი მოვიდა,საჭმელი გადამცდა და კინაღამ დავიხრჩე.მაგრამ ეს მეთი არ იყო.ის არც იმ დღეს მინახავს და არც იმ კვირას.
ის ზუსტად 8 დღის შემდეგ შემხვდა,გასართობ პარკში,როცა საღამოს ძველ მეგობართან ერთად ვსეირნობდი.ლაპარაკში ისე ვიყავი გართული,მეთი ვერ შევნიშნე,სანამ ჩემს წინ არ აღმოჩნდა და კინაღამ ენა გადავაყლაპე მოულოდნელობისგან.
-მეთ-წამომცდა გახარებულს.
-გამარჯობა სემ-გამიღიმა ისე,როგორც ჩვეოდა.
-გამარჯობა.ეს სარაა.
-სასიამოვნოა სარა-ხელი ჩამოართვა ჩემს მეგობარს და ისევ მე მომიბრუნდა-გამიხარდა რომ გნახე.
-მეც.
ვიდექი ასე,შემოდგომის ყვითელ ფოთლებში მეთის წინ და არ ვიცოდი კიდევ რა მეთქვა.გამოსავალი ისევ მან იპოვა-ამ კვირაში კონცერტი მაქვს,ისევ იქ,სადაც შენც იყავი.
-მოვალ-შევპირდი მე.
-გამიხარდება-გამიღიმა და თავი დამიკრა-შეხვედრამდე.
-ნახვამდის მეთ.
-ეს ვინ იყო?-გაოცებისგან პირი დააღო სარამ-რა სიმპატიურია.
-ფრთხილად გოგონი,ჩემია.
-შენი იყოს,მე ლუკასი მყავს.
-გყავს და გყავდეს.
-კაი ხო,რას მეჩხუბები,ვინ იყო.
-არავინ,უბრალოდ ნაცნობია.
-როგორ გიყურებდა!?
-როგორ?-ვითომ არ მაინტერესებდა ისე ვკითხე.
-როგორ და სულ არაფერს ნიშნავ მისთვის-მომახალა უცებ.
-მართლა?-მეწყინა.
-რათქმაუნდა არა-გამიღიმა სარამ-მოსწონხარ.
-დარწმუნებული ხარ?
-ამას დებილიც კი მიხვდება.
ღიმილი ვეღარ დავმალე და სასაუბრო თემის შეცვლა ვცადე-კარგი გვეყო,ეხლა ერთი ბამბის ნაყინი ვიყიდოთ და სახლებში წავიდეთ.
ღამით ისევ BAT COUNTRY-ს ვუსმენდი.სხვისთვის ეს სიმღერა იყო,ჩემთვის კი მეთის ხმა.ვუსმენდი და ბედნიერი ვიყავი,მაშინაც კი არ ვრთავდი,როცა დამეძინებოდა.
შევამჩნიე რომ ცხოვრება უფრო ხალისიანი გახდა.ბევრი სიმღერისთვის მომისმენია,მაგრამ მეთის სიმღერას უფრო მეტი გავლენა ჰქონდა ჩემზე,უფრო მეტად მოქმედებდა და მაფიქრებდა.იმედს მაძლევდა,მახარებდა,მამწუხრებდა ან მაძლიერებდა.
როცა მოწყენილი ვიყავი,ვუსმენდი მის იმ სიმღერებს,რომლებიც მასწავლიდნენ რომ ძლიერი უნდა ვიყო და არ უნდა დავეცე და სევდა სადღაც ქვრებოდა.
ორი დღის შემდეგ წავედი კონცერტზე,თუმცა მერიდიტის იქ ყოფნის გამო დიდხანს არ დავრჩენილვარ,კენდელიც არ მახლდა თან.
-დღეს იცი, მერიდიტი ვნახე-ვუთხარი კენდელს,როცა სახლში დავბრუნდი.
-მე კი ბეტს ვხვდები და მერიდიტი ნაკლებად მაინტერესებს.
-ეს ის შავთმიანი გოგოა?
-ჰო,სწორედ ისაა.
-ანუ გამოდის რომ მარტო ვრჩები.
-რას გულისხმობ.
-მეთს.
-რა სისულელეა სემ,დროა საჭირო,მხოლოდ დრო.
-არ ვიცი ვარ თუ არა საკმარისად კარგი.
-შეწყვიტე!შენ მერიდიტზე კარგი ხარ,ამას იმიტომ არ გეუბნები რომ გასიამოვნო.ოდესღაც ერთად ვიყავით და ვიცი როგორიც ხარ.შენ მსოფლიოში ყველაზე კარგი,ლამაზი და საოცარი ადამიანი ხარ.
-მადლობ კენდელ-გავუღიმე მას და ჩავეხუტე.-მეთი რომ არ მომწონდეს,შენთან დაბრუნებაზე ვიფიქრებდი.
-სანამ შანსი გქონდა,უნდა გამოგეყენებინა,ახლა დაიგვიანე.
-როგორი გოგოა ბეტი,მომიყევი.
-კარგი.
კენდელმა მოადუღა ყავა,დავჯექით დივანზე და გვიანობამდე ვუყვებოდით ერთმანეთს ბეტის,მეთის ან სხვა ამბების შესახებ.
აი ასეთია კენდელი,მას ყველაზე მეტად ესმის ჩემი.
დილის 4 საათი რომ გახდა,ავდექი და კენდელს დავემშვიდობე-წავედი,თორემ შენმა შეყვარებულმა აქ რომ მნახოს,რაღაცას იფიქრებს.
ისე მეძინებოდა,მხოლოდ ერთი სიმღერის მოსმენა მოვასწარი და მაშინვე ტკბილად ჩამეძინა.
დილით მესიჯი დამხვდა მეთისგან-ასე ადრე რატომ წახვედი?
-სხვა საქმეები მქონდა-მივწერე ის,რაც პირველად მომივიდა თავში.
-მე კი მეგონა,რომ ჩემი ნახვა არ გინდოდა.
-რატომ არ უნდა მდომოდა?
-არ ვიცი,შენ მითხარი.
-არა მე მინდა შენი ნახვა.
-ხოდა მაშინ გამოდი,შენს სადარბაზოსთან ვდგავარ.
წამის მეასედში წამოვფრინდი ლოგინიდან და ოთახიდან ოთახში დავრბოდი,რომ რამე ნორმალური ჩამეცვა.ბოლოს როგორც იქნა ვიპოვე რაღაც და კიბეებზე რაც შეიძლება ნელა ჩავედი,თითქოს ისეთ ადგილას მივდიოდი,სადაც წასვლა არ მინდოდა.
"ისევ ის ღიმილი.თანაც ლოყები რომ ეჩხვლიტება?ღმერთო რა საყვარელია.ჩავეხუტები რა?"
-როგორ ხარ სემ.
-კარგად,შენ როგორ ხარ.
-მეც კარგად,უფროსწორად ცუდ ხასიათზე ვიყავი,მაგრამ რომ გნახე კარგ ხასიათზე დავდექი.
-სასიამოვნო მოსასმენია-გავუღიმე.
-არავის ნახვა არ მინდოდა შენს გარდა.
-რატომ?
-არ ვიცი,შენ ისეთი ხარ,რაღაც სხვანაირი,თითქოს,შენს გვერდით მყოფი ადამიანი არ დაიწყებს იმაზე ფიქრს,თუ რა აწუხებს.პირიქით,როცა შენს გვერდით ვარ,ასე მგონია ცუდი არაფერი ხდება,ან თუ ხდება აუცილებლად გამოსწორდება.
-ადრე ასეთი რამ არასდროს უთქვამთ.
-მაგრამ ეს ნამდვილად ასეა.. დღეს რაღაც ცივა არა?
-ჰო,წამოდი,ჩემთან ავიდეთ.
ესეც ასე.ასე კარგად თუ წარიმართებოდა ყველაფერი,არ მოველოდი.
სავარძელში ჩაჯდა და ოთახი მიათვალიერ-მოათვალიერა-საყვარელი სახლი გაქვს.
-მე კი შენი სახლი მომწონს.
-შეგიძლია მოხვიდე ხოლმე.
-ყავას დალევ?
-შენ?
-მე ყავას.
-მაშინ მეც ყავას დავლევ.
-შაქარი?
-შენი გემოვნებით.
ყავა მოვადუღე და მის წინ,დივანზე დავჯექი.
-შეიძლება ვნახო?-მკითხა აიპოდზე და თავი დავუქნიე,შემდეგ გავიქნიე,მაგრამ უკვე გვიან იყო.ის უკვე უსმენდა თავის სიმღერებს.
-უცნაურია საკუთარ ხმას რომ უსმენ-დაიჭყანა მეთი.-ვერ ვიტან ჩემს ხმას.
-რას ამბობ-ავღშფოთდი მე-შენ საოცარი ხმა გაქვს.
-დიდი მადლობა-ესიამოვნა და აიპოდი მაგიდაზე დადო.-შენ არ მღერი?
-არა.მაგრამ ვუკრავ.
-მაშინ დაუკარი რამე.
-კარგი-ავდექი და პიანინოს თავი ავხადე.ის მელოდია დავუკარი,რომელიც მეთისთვის დავწერე,მაგრამ მეთმა ეს არ იცოდა.
-კარგად უკრავ,ლამაზი მელოდიაა-მოეწონა და კიდევ მთხოვა რომ რამე დამეკრა.
მეც დავუკარი.ყველა მელოდია,რომელიც მე დავწერე,მისთვის იყო განკუთვნილი.
-საოცარი რაღაც იგრძნობა ამ მელოდიებში-მითხრა მან და კინაღამ დავიხრჩე ისე მომინდა გაცინება.
მივტრიალდი და ისე ვცდილობდი სიცილის შეკავებას,თან ვუკრავდი.
-მერიდიტიც უკრავს-თქვა მან,როცა დაკვრას მოვრჩი.-თუმცა ისე კარგად არა,როგორც შენ.
მისი ხსენება არ მესიამოვნა,მაგრამ არ შევიმჩნიე.-მერიდიტი შენი შეყვარებულია,არა?
-ჰო.-მითხრა მან,თუმცა მის ხმაში ვერ შევამჩნიე სიხარული ან სიამაყე და მესიამოვნა.
-რამდენი წლის ხარ?-მკითხა.
-23.შენ?
-28.თითქმის 28.
-ასეც ვიცოდი-გამეღიმა და მეთს ისევ ისე მივაშტერდი,როგორც იმ საღამოს,როცა ბევრი დავლიე.
-რატომ მიყურებ ასე.
-არ ვიცი.-ვუპასუხე და მზერა ფანჯარაზე გადავიტანე.
-წვიმას აპირებს.
-დროა წავიდე-წამოდგა მეთი და უხერხულად გაიღიმა.
-არა,დარჩი ცოტახანს.
-წვიმაში ვეღარ წავალ.
დამშვიდობებისას ხელი ოდნავ შემომხვია წელზე და ტუჩები ყურზე შემახო.
-ნახვამდის სემ.
-ნახვამდის-ამოვღერღე ძლივს და როცა კარი დავხურე,კარს მივეყრდენი და 5იოდე წუთი ასე გაშტერებული ვიდექი.
"ნახვამდის მეთ.."



№1  offline წევრი FrAgOla

მომეწონა
^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent