შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქორწილების ორგანიზატორი 11


29-04-2015, 19:48
ავტორი Tiiko ^.^
ნანახია 2 661

- მაგ ტყუილის გამო იცი რო მაგრად მოგხვდება?
-ნიკა თავზე ბოლი აგდის?.- ვითომ დავცინოდი
-მოგხვდება თქო
-სადა სადა?.- ჩემი უნიჭო იუმორი ნუ მე კი მეცინებოდა და
-ეხლავე განახებ.- ზემოდან მომექცა და თვალები დამანათა
-გავიჭყლიტე ვირო.- ვეჯაჯგურებოდი რომ ამდგარიყო
-კარგია.- საკოცნელად დახარა თავი მაგრამ თავი შევაბრუნე, ასე რამდენჯერმე ბოლოს კი მაინც დამიჭირა, ისე მკოცნიდა მეგონა ტუჩემბს მომაძრობდა, რაც არ მომეწონა და კბილები ქვედა ტუჩზე მოვუჭირე
-აუ.- იმხელა ხმაზე იყვირა და მალევე მომშორდა
-აი ასე.- უცბად წამოხტა და შუქი აანთო რო დაენახა სისხლი მსოდიოდა თუ არა
-გადარჩი. სისხლი რო ყოფილიყო მოგკლავდი
-ვერაფერსაც ვერ მიზავდი.- ენა გამოვუყავი და გვერდით გადავბრუნდი , ისც უკნიდან მომიწვა და მომეკრო, თან კისერში მკოცნიდა ისე რო ვდნებოდი, ჭკუა მერეოდა, მერე მხარზე გადაყვა
-ნი... ნიკა მეძინება.- ძლივს ამოვიკნავლე ისევ ზემოდან რო მომექცა, მაშინდელივით ახლაც თუ შუა გზაში გაჩერდა მეთქი მოვკლავ გავიფიქრე მაგრამ, აშკარად არ ცდილობდა გაჩერებას, რაც ძალიან მომეწონა და ვცადე დომინანტი ვყოფილიყავი თუმცა, კახელი ბაყბაყდევია და!
მთელი ღამე მის ალერსში გავატარე , მარტო გამთენიისას ჩამეძინა, მის მკერდზე. დილით საშინელმა სიცხემ გამაღვიძა, იქაურობა მოვათვარიელე, ნიკოლოზი გაქცეულა უკვე, მერე წუხანდელი ღამე გამახსენდა და გავკოტრიალდ-გამოვკოტრიალდი ლოგინში გახარებული, ლოგინიდან წამოვხტი და Ivy Levan - I Don't Wanna Wake Up-ს სიმღერას ვმღეროდი თან ვცეკვავდი, ტანსაცმელის არჩევა დავიწყე უკნიდან ხმა რო მომესმა
-არაფერი არ ჩიცვა მასე უფრო კარგი ხარ.- შევტრიალდი და გიჟივით შევახტი ზედ, თან კოცნა დავუწყე, ტუჩებიდან ვიმოგზაურე მთელ მის ყელზე და მერე ისევ კარადასთან დავბრუნდი
- დღეს იცი საჯირითოდ მივდივართ
-მე და შენ?
-ჰო და გიო
-აუ ეგეც?
-ჰო
-ნუ კაი. ეს ჩავიცვა თუ ეს?.- თეთრი სარაფანა და შორტიკ-მაიკა დავანახე
-სარაფანა.- თან თვალებით მანიშნა და ოთახიდან გავიდა, მეც ისევ ის სიმღერა და ცეკვა გავაგრძელე.

***

სუფრასთან ვიჯექით მე ნიკა და ზენარიი, ზენარის ხაჭაპურები დაეცხო და მე და ნიკას გვაჭმევდა, თან ისეთი გემრიელი იყო
-ღვინოს დალევთ ბებია?
-არა, საჯირითოდ მივდივართ
-ბებია არ გადმომიგდო ეს ბავშვი, შვილო იცი შენ ცხენზე ჯდომა?.- მერე მე მომიბრუნდა და შემათვარიელა
-არა, სამწუხაროდ, მაგრამ იმედია ნიკა მასწავლის.- გავხედე და თვალები ავუჟუჟუნე
-კი აბა.- კოლა მიაყოლა ხაჭაპურს და ფეხზე წამოდგა
-წავედით?
-ჰო მიდი, შენ შარვალი ჩაიცვი
-კაი.- 3 კიბეს ერთად ვახტებოდი, შავი შარვალი და შავივე მაიკა ჩავიცვი და უკან დავბრუნდი. გიორგის ოპელით მივედით სადღაც მინდორზე უამრავი ცხენი იყო
-ეს სუ გიოსია?.- ჩუმად ვკითხე ნიკას
-არა, აქედან ორიცალი
-აა.- გიორგი უკან ორი ცხენით დაბრუნდა ორივე მოწითალო ფერსი იყო, ოღონდ ერთს სახეზე თეთრი ლაქა ჰქონდა
-მიდი მოეფერე.- სიცილით მიბიძგა ცხენისკენ, ცხენმა კიდე ისე დაიფრუტუნა უკან გადმოვხტი შიშისაგან
-კაი მიდი დაჯე.- ხელით ამწია თან სპეციალურად საჯდომზე მომკიდა, ვითომ ისე ვერ დამსვავდა, თან თვალი ჩამიკრა, თვითონ უკან მომიჯდა და იმ თოკს მოკიდა ხელი მე რო სახელი აღარ მახსოვს. უკან მოზიდა და თვითონ უფრო ახლოს მოიწია ჩემთან
-ჩქარა თუ ნელა
-თავიდან ნელა.
-ე.ი ჩქარა.- ფეხები ისე შემოკრა საწყალ ცხენს "ძვლები დამეწვა" და ისიც ველურივით გაიქცა, მე ვწიოდი წინ ვიჯექი და რამე რო მომხდარიყო, თან მამაოჩვენოს ვიძახდი გულში, ის კი უფრო უმატებდა და უმატებდა
-მეშინია ნიკა მეშინია
-ხო გითხარი ჩემთან ნუ გეშინია თქო
-ხო მაგრამ რა არის ასე სწრაფად, გული გამისკდება
-არაფერია.- ბოლოს როგორც იქნა შენალელა გიორგი ისევ სწრაფად დაარბენინებდა ცხენს აქეთ-იქით
-კაი იყო
-გული გამიხეთქე.
-წარმოიდგინე მე თან მრბოლელი ვიყავი
-ვიცი, შენ მანქანაში აღარ ჩაგიჯდები
-კაი.- ნიკაპი მხარზე ჩამომადო და კისერზე დამიწყო კოცნა, ცოტაღა მაკლდა და დაბლა გავადენდი ზღართანს, კიდე კარგი მიჭერდა
-კაი გაჩერდი ეხლა, ტეხავს
-ვისი?
-გიორგი
-ოო...- ნიკაპი მხარზე გამიხახუნა და ისევ კოცნა დამიწყო...

***

სახლში დაბრუნებულებს დიდი სურპრიზი დაგვხვდა სახლში, დავითი და ნია იყვნენ ჩამოსულები, ისე გამიხარდა კინაღამ ჭკუიდან შევიშალე, მივედი და ორივეს მოვეხვიე
-მომენატრეთ, რატო არ დარეკეთ რო მოდიოდით?
-ნიკას ვურეკავდით მაგრამ არ გვიპასუხა
-ხო სახლში დამრჩა
-აბა როგორ ხართ გვრიტებო.- წარბების თამაშით ვკითხე ნიას
-უფ, მაგრად თქვენ რავახართ?
-რავი ისევ ისე.- ტუჩები დავბრიცე და გავხედე, არ მინდოდა ჯერ რამე მეთქვა ნუ ჯერ არც ვიცოდი რა ურთიერთობა გვქონდა მე და ნიკას, ამიტომ მოვკეტე და ჩვეულებრივად ვუპასუხე... მთელი საღამო სმა-ჭამას მოყვნენ ბიჭები მე და ნია საქანელაზე, "კოფეს" მივირთმევდით და ვლაპარაკობდით, მომიყვა დუბაის ამბები და ყველაფერი რაც კი მოხდა ამ ბოლოხანებში
-აუ დუბაი კაია, მეც მინდა წასვლა ნეტა იქიდანაც იყოს შემოთავაზება.- ვთქვი და გავიცინე
-აუფ , აქედან აღარ გაგიშვებთ შენ
-მერე ჩემი სამსახური უფროსი პედრო მომკლავს ალბათ
-აუ პედრო, მე მეგონა ეგ სახელები მარტო სერიალებში იყო
-აუ რა უჟმური კაცია იცი.- თან ვეცადე მისი ხმის პაროდია გამეკეთებინა
-მონიქქა რატომ აგვიანებ? მონიქქა რატომ არ შემითანმხდიი, მონიქქა._თან მეცინებოდა მერე ნიაც ამყვა
-მართლა ეგრე ლაპარაკობს
-ჰო გოგო, შეჭმული ვარ, მე კიდე დევს ვეძახი, მაინც არ ესმის ქართულად და ჰგონია კაი რამეა, ემის რო ვუთხარი რას ნიშნავდა მერე ისიც ამყვა, პედრო კი გახარებული დააბიჯებდა დევი ვარო
-აუ გიჟები ხართ!
-ჰო, კაი სამსახური კაია
-ჰო, აუ ისინი ნეტა არ ამთავრებენ
-ოჰო, დალიონ ერთი შენ რა
-რა და ცუდად ხდება მერე დავით ბატონი
-უფ, ეგრე ნიკა სუ ჩემი სათრევია
-ოჰო მოყე აბა.- მეც მოვუყევი სად როგორ და რამდენჯერ ვათრიე მთვრალი, ისიც იცინოდა
-ისე რას შვებით თქვენ?.- მაცდური ხმით მკითხა
-რავი, მეგობრები ვართ რას უნდა ვშვებოდეთ
-დავიჯერო არაფერი
-არა.- ოო ყველაზე მეტად ახლა ვინმესთან მინდოდა ამის მოყოლა მაგრამ არა, ნიკას სანამ არ ვეტყოდი ისე ვერა.
-ოო ცუდია.
-ვითომ რატომ ასე უფრო ვერთობი.- მხრები ავიჩეჩე და ჭიქა გამოვართი სამზარეულოში გასატანად, ისიც კუდში გამომყვა, შევედით თუ არა ნია დაიჭირა და კალთაში მოადენინა ზღართანი დავითმა
-ვინაა ჩემი ლამაზი ცოლი
-მმ, მგონი მე.- გაინაზა ქალბატონიც, მე ჭიქების გასარეცხად მოშორებით გავედი და მაინც მესმოდა ხორხოცი
-ეჰ შვილო, ნეტა ამასც მალე ეფიქროს მაგაზე.- დანანაებით ჩაილაპარაკა ზენარიმ
-კაი რა ბებია რა დროს ჩემი ეგეთებია.- ოჰო აბა ამას უყურე
-იზავს რამეს, ზენარი ბებო თქვენ შიში ნუ გაქვთ
-მე კი არა შვლო თვითონ უნდა ეშინოდეს დარჩება უყველაფროდ.- აბა ზენარიკოს უყურე, მეც ჩუმად გამოვედი დი ნიას გვერდით თავისუფალ სკამზე ჩამოვჯექი
-ჯადოქარიც მოსულა.- ირონიით თქვა ნიკოლოზმა და გამომხედა
-ბაყბაყდევი მაინც არ ვარ.- ენა გამოვუყავი და გაბრაზებული წამოვხტი, კიბეები ავირბინე და ოთახსი შევიკეტე, განა ადრე არ უთქვამს? კი, მაგრამ ახლა არ მომეწონა, ამდენ ხალხში გული მეტკინასავით, ლოგინზე პირქვე დავწექი და ბალიშში ჩავრგე თავი, ვულკანივით ღვივდეოდა ცეცხლი ჩემში მაგრამ ამოფრქვევას არ ვანებებდი, თუმცა დიდი სიამოვნებით გადავასხავდი ამ ლავას თავზე ნიკოლოზ ნაცვლიშვილს!



№1  offline წევრი dartymuli princesa

Auu dzaan magaria

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent