შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ლამბერსექსუალი [6]


29-04-2015, 21:21
ავტორი Pessimist
ნანახია 2 915

ლონდონი ისევ ისეთი იყო,წვიმიანი და მოღუშული.თითქმის წელიწადზე მეტია,რაც იქ ვცხოვრობდი და იშვიათად მქონდა ნანახი მზე.მეც ბუნებით რომანტიკოსი ყოველდღე სიხარულით ვხვდებოდი ნისლიან ქალაქს.ბავშვობაში მახსოვს დედა მეუბნებოდა,რომ შემოდგომაზე დაბადებულები განსაკუთრებულები არიანო.მე მაშინ უბრალოდ მეცინებოდა,მაგრამ ახლა ვხვდები,რომ მართლა განსხვავებული ბუნება და თვისებები გვაქვს შემდგომის თაობას.შემოდგომისნაირი ცვალებადები და ფერადები ვართ.მიყვარს წვიმა და სიმყუდროვე.მთელი დღე,რომ წვიმის წკაპა-წკუპს ვუსმინო,არ მომბეზრდება,პირიქით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ.მახსოვს,როდესაც პატარა ვიყავი ღამე ვოცნებობდი,რომ ეწვიმა,რადგან წვიმის ხმაზე ტკბილად მეძინებოდა.ან რა ჯობია ქუჩაში გასულს წვიმის სუნის შეგრძნებას?!
სახლში შესვლისთანავე ფანჯრები გამოვაღე და ტენიანი ჰაერი ჩავისუნთქე.საწოლამდე ძლივს მივედი მთელი ძალით დავენარცხე და თვალები დავხუჭე.ნელ-ნელა მივემგზავრებოდი მორფეოსის სამყაროში,მაგრამ მაინც ვგრძნობდი წვიმის სასიამოვნო სურნელს.

***
ისევ მამა ვნახე სიზმარში,ხმას არ იღებდა და მიღიმოდა.ძალიან ცუდად გამომეღვიძა,თავი საშინლად მტკიოდა,ნელ-ნელა ვგრძნობდი,როგორ მემატებოდა ძვლების ტკივილიც.მჭიდროდ შემოვიხვიე ფუმფულა პლედი და თვალები დავხუჭე.
ადამიანის ფსიქოლოგია საოცრად რთულია.იმდენად გაუგებარი და მიუწვდომელია,რომ ვერ ვხვდები საიდან მივუდგე ამ თემას.ძალიან მინდოდა ეს საშინელი ფიქრები თავიდან ამომეშალა,მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი.
პლედიდან კანკალით გამოვძვერი და სირბილით მივედი ფანჯრებამდე.ფანჯრები მივხურე და ლას-ლასით გავედი სამზარეულომდე,მადუღარა გაზქურაზე შემოვდგი და მაგიდასთან ჩამოვჯექი.თავში მომენტალურად ცოტნე ამომიტივტივდა,ტელეფონზე კანკალით ავკრიფე მისი ნომერი და ნანატრი ხმის გაგონებას დაველოდე.
-გისმენ.-მისი ბოხი ხმის გაგონებისას,სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.
-ჩავედი.-ტელეფონში ჩავყვირე მას.
-კარგად იმგზავრე?-მკითხა მან ოდნავ ბოხი ხმით.
-კი,მაგრამ დავიღალე.-ბუზღუნით ვუთხარი მე.
-აი რა მაკლდა.-მითხრა მან სიცილით.
-რა?-დაბნეულმა ვკითხე მე.
-შენი ბუზღუნი.
-ოჰ.-ვუთხარი სიცილით.-კიდევ დიდხანს ვერ გაიგებ ჩემს ბუზღუნს.
-ვნახოთ.
-კაი ვნახოთ.
-თავს მიხედე ნატალი.-მითხრა მან თბილი ხმით.
-შენც.-ჩურჩულით ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე.
რამდენიმე წუთი დადებილებული ვიჯექი და უაზროდ ვიყურებოდი სივრცეში.მკვეთრმა სუნმა მომიყვანა გონს და დაფეთებული წამოვხტი ფეხზე.თეთრი გაზქურა მთლიანად შეღებული იყო შავად.საკუთარ დაბნეულობაზე უფრო მეტად ამეშალა ნერვები და გაღიზიანებული შევწექი ისევ საწოლში.

***
თეატრში მისვლამ ყველაფერი დამავიწყა.საოცარი პროფესია მსახიობობა.როდესაც გრძნობ,რომ ყველა სიტუაციას ირგებ აი მაშინ ხდები ყველაზე ბედნიერი.ზოგადად არტისტები ყველაფრისთვის მზად არიან,როდესაც ვირტუალურად გავლილი გაქვს ყველანაირი ეტაპი,ცხოვრების სირთულეებს უფრო ადვილად ხვდები.
ჩემი კოლეგები ღიმილით მოვიკითხე და საგრიმიოროში შევედი.არაფერი იყო შეცვილი,ყველაფერი ისევ ისეთი დამხვდა,როგორიც დავტოვე.ბედნიერების ღიმილი მომეფინა სახეზე და დეკორატიულ ხეს ხელი ნაზად ჩამოვისვი.იმდენად მქონდა თეატრის სიყვარული სისხლში გამჯდარი,რომ თითოეული საგანიც კი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.
საჭირო ნივთები ავიღე და სცენაზე გავედი.მიუხედავად იმისა,რომ მცირე ხნიანი შესვენება მქონდა,მაინც ახალი და გაურკვეველი შეგრძნება დამეუფლა.ვიდექი სცენაზე და ასე მეგონა,რომ დედამიწის ცენტრში ვიყავი.ბედნიერებისაგან გამეღიმადა ანერვიულებულ რეჟისორს შევხედე.სათვალე ცხვირზე ჩამოეწია და სიგარეტს ხელის კანკალით ატრიალებდა.
-დავიწყოთ!-გაისმა მისი ჩახლეჩილი ხმა და სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო.
***
დაღლილი გამოვედი თეატრიდან.თბილ მოსაცმელში ცხვირი ჩავყავი და ნელი ნაბიჯებით წავედი ნაცონობი ქუჩისაკენ.ტელეფონის წკრიალმა დამაბრუნა დედამიწას,გაღიზიანებული ამოვიღე ჩანთიდან.ნაცნობი ნომრის დანახვამ გაყინული სხეული გამითბო.
-გისმენ ცოტნე.-ვუთხარი დამთბარი ხმით.
-როგორ ხარ ნატა?
-დაღლილად ცოტნე,შენ?
-ახლა მოვედი სამსახურიდან.რატომ ხარ დაღლილი?
-მეც ახლა გამოვედი სამსახურიდან.-ვუთხარი ჯიბრით.
-მიხარია.სახლში ხარ უკვე?
-ჯერ არა.
-რომ მიხვალ ვიდეო თვალით დამელაპარაკე რა.-მის ბუზღუნა ხმაზე გამეცინა.
-კაი დაგელაპარაკები.-ვუთხარი სიცილით და ტელეფონი ჩანთაში ჩავდე.
ნელი ნაბიჯები ინსტიქტურად ავაჩქარე და თითქმის სირბილით მივედი სახლამდე.კარების გაღებისას ჩანთა ერთ კუთხეში მივაგდე და ჩემს საყვარელ პლედში მოვთავსდი.ლეპტოპი მუხლებზე დავიდე და ცოტნეს შემოსვლას დაველოდე.ამწვანებულმა მისმა სახელმა მეორეჯერ ამაფრინა ღრუბლებში.ხელის კანკალით დავაჭირე მწვანე ღილაკს და ღიმილით შევხედე მის მომღიმარ სახეს.
-კიდევ ტოლმასავით ხარ გახვეული გოგო?-სიცილით მკითხა ცოტნემ.
-ცივა და რა ვქნა?-ვუთხარი ბუზღუნით და ენა გამოვუყავი.
-ენა გოგო!-დამემუქრა სიცილით.
-თორე?
-მეთამაშები?-მკითხა მან ღიმილით.
-ვიცი,რომ ვერაფერს იზავ ამიტომ ვსარგებლობ ამ ყველაფრით.-კმაყოფილმა ვუთხარი მას.
-ეგრე დარწმუნებულიც ნუ იქნები.-გამაფრთხილებელი ტონით მითხრა მან.
-არ გვინდა ახლა ჩხუბი.მითხარი რას შვებოდი დღეს?-სახილეში მოთავსებული მწვანე ვაშლი ავიღე და გემრიელად ჩავკბიჩე.
-არაფერს უაზროდ ვიყავი.მადას არ ვუჩივითო?-მკითხა მან სიცილით.
-ვიტამინებია ეს.-სიცილით ვუპასუხე მეც.
-ვიტამინები,რომელიც გაგაფუებს.
-მე ახლა მსუქანი ვარ?-გაოგნებულმა ვკითხე და ტანზე დავიხედე.
-ფუმფულა.-მითხრა მან სიცილი ვხვდებოდი,რომ ჩემს სახეზე ხალისობდა.
-კაცებს ფუმფულა და ხორციანი ქალები უყვართ.-ბავშვურად გამოვუყავი ენა.
-შენ ქალი ხარ მერე?-სიცილი ნელ-ნელა ხარხარში გადასდიოდა მას.
-გაგითიშავ ახლა.-დავემუქრე და ხელი გამაფრთხილებლად ავუწიე.
-კაი,კაი.-სიცილისგან ცრემლიანი თვალები მოიწმინდა.-შენ მომიყევი რა ქენი დღეს.
-მომავალ კვირას პრემიერა მაქვს.
-ნერვიულობ?
-ძალიან.
-ყველაფერი კარგად იქნება.-მითხრა მან ღიმილით.
-იმედი მაქვს.-ღიმილით ვუთხარი.
-ნატა ატყობ ციფრები რა უმნიშვნელოა?
-რას გულისხმობ?-დაბნეულმა ვკითხე მე.
-ჩვენს შორის ასეულობით კილომეტრია,მაგრამ ეს მხოლოდ ციფრებია.
მის ნათქვამზე სულელივით გამეღიმა.არ ვიცი რას მიკეთებს ეს ბიჭი,მაგრამ აშკარაა,რომ დიდ ზეგავლენას ახდენს ჩემზე.
-გეძინება?-მკითხა რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ.
-კი.-თავი ჩავხარე და კლავიატურას დავუწყე დაკვირვება.
-დავიძინოთ მერე.
-არ გეწყინე,რომ გაგითიშო?
-ვინ გითხრა,რომ უნდა გამითიშო?-მკითხა მან სიცილით.
-ანუ?-გაოგნებულმა ვკითხე მას.
-დაწექი და დაიძინე,ჩათვალე რომ ლეპტოპი მე ვარ.
-ანუ ლეპტოპს ჩავეხუტო?-მეამიტურად ვკითხე მას.
-ასე გინდა ჩემთან ჩახუტება?-სიცილი დაიწყო მან.
-მე კი არა შენ გინდა.-ცხვირი ავიბზუე და საწოლზე კარგად მოვთავსდი.
-ნუ ბუზღუნებ და თვალები დახუჭე!-მბრძანებლური კილოთი მითხრა მან.
-კაი ხო ვიძინებ.-ამოვიბუზღუნე და თვალები დავხუჭე.
რიტმულად მესმოდა მისი სუნთქვის ხმა და ასე მეგონა,რომ გვერდით რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით ცოტნე იყო.იმდენად გადავეშვი არარეალურ სამყაროში,რომ მართლა დავიჯერე ეს ყველაფერი და მეც ბედნიერი გადავეშვი სიზმრების ქვეყანაში.



№1  offline წევრი crazy jane

Au kaia male gaagrdzelera :-* <3

 


№2  offline წევრი happiness

vuaime sakvarlebi)))) malechaikvane chveno cotne natalistan!! dzaan kaia da iseti... tbili da pozitiuri) me dade ra gtxov

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent