შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როდესაც მარტო რჩები (5)


29-04-2015, 23:30
ავტორი Тикуна
ნანახია 1 919

არაფერია იმეზე დიდი ბედნიერება, როდესაც შენს ყველაზე საყვარელ ადამიანს მაგრად ჩაეხუტები. დღეს ისეთი ბედნიერი ვარ, ვერავინ და ვერაფერი გამიფუჭებს ხასიათს! .. მე და ნიამ იმ დღეს დიდხანს ვილაპარაკეთ, ერთმანეთს ვუყვებოდით ჩვენს ისტორიებს რაც გამოვიარეთ და გადავიტანეთ. მე თითქმის მოსაყოლი არაფერი მქონდა, ყოველი დღე ერთი და იგივე იყო ბავშთა სახში. კაფეში ვიჯექით და ყავას ვსვავდით, ის ყვებოდა მე კი მთელი გულით და ემოციებით ვუსმენდი.
ჩემი წასვლის დროა ნია!_ ლაპარაკი შევაწყვეტინე და ფეხზე წამოვდექი
-ასე მალე!_ გაოცებული თვალებით შემომხედა. - კიდევ მინდა რაღაც მოგიყვე დაჯექი და სულ ცოტახანში სახლში მე წაგიყვან. _ დაჯდა
- ძალიან მინდა აქ ყოფნა მაგრამ უნდა წავიდე, სახლში მაგვიანდება ,თან ხვალისთვის უნდა მოვემზადო ბოდიში!
- კარგი, რა პრობლემაა წინ კიდე იმდენი დრო გვაქვს!
- ხვალამდე_ კარებისკენ წამოვეეიდი
- შენი მისამართი დამიტოვე, საკონტაქტო ტელეფონი ან ემაილი_მომაძახა
-ზეპირად არვიცი_ვუთხარი და ჩქარა წამოვედი იქედან.ძალიან გამიხარდა მისი ნახვა მართლა და ძალიან მინდოდა მასთან კიდევ დიდხანს დარჩენა და მისი მოსმენა მაგრამ ჩვენ ვეღარ ვიქნებით ისეთი მეგობრები როგორებიც ადრე ვიყავით. მას სხვა ოჯახი ყავს, სხვა მეგობრები მე კი არაფერი გამაჩნია და არმინდა ტვირთად დავაწვე .
ძვირფასო დღიურო! ალბად უკვე გითხარი რო ბექას სახლში მოსამსახურედ ვმუშაობ, პერანგებს ვაუთოვებ. სამიდან ათ საათამდე ვმუშაობ, ხოლო შემდეგ სახლში მივდივარ და ლექციებისთვის ვემზადები, მხოლოდ შაბათ-კვირა მაქვს დასვენების დღე.
პარასკევი იყო ღამის ცხრა საათი, გაუთოებული პერანგები ბექას ოთახში უნდა შემეტანა და კარადაში შემელაგებინა, ასეც გავაკეთე ოღონდ ამ ჯერად კარზე დავაკაკუნე!
ღიაა!_ დაიყვირა ბექამ და როგორც კი დამინახა წიგნი რომელსაც კითხულობდა ლოგინზე დააგდო და ფეხზე წამოდგა. ჩუმად ხმის ამოუღებლად ოთახში შევედი და პერანგები თავის ადგილას დავაწყვე უკან გამოსვლა დავაპირე და კარი გავაღე
მადლობა!
- რისთვის? _ შემოვბრუნდი
-დაუთოებული პერანგებისთვის! _ საყვარლად ჩაიცინა
- ეს ჩემი მოვალეობაა!_ოთახიდან გამოვედი,და ჩავილაპარაკე, _რა საზიზღარია ის კიარა რო მადლობა გადაეხადა, გალეშილი მთვრალი სახლში მივიყვანე და რო არ დავტოვე ქუჩაში მარტო.
ხო და იმისთვისაც რო სახლში მომიყვანე! _დამიყვირა უკნიდან. ძალიან შემრცხვა არვიცოდი თუ ჩემს უკან იდგა
- შენ რა მისმენ?
- არა, უბრალოდ ხმამაღლა ფიქრობ._ ისევ საყვარლად გაიცინა და ოთახში დაბრუნდა.. ჰმ მეც გამეცინა, სულელურ სიტუაციაში აღმოვჩნდი ვაღიარებ მაგრამ მისი ლამაზი ღიმილი ამად ღირდა.ყოველდღე სამსახურში მისვლა და მისი ნახვა უკვე მაბედნიერებს, მაგრამ მთელი კვირის მანძილზე არ შემხვედრია, ნეტავ სად წავიდა? ნეტავ ავად ხო არ არის? საკუთარ თავს ვეკითხებოდი.ჩემს თანამშრომელ მაკას ვკითხე სადარისთქო, მანაც არიცოდა. ორიკვირის შემდეგ ბექას მამამ მოიყვანა სახლში ბექა ორი ჩემოდნით, როგორც ჩანს სამოგზაუროთ იყვნენ!.ღამით სახლში წამოვედი.გზად ლილი ბებოს შევუარე კაფეტერიაში და ჭურჭლის რეცხვაში დავეხმარე
ბებო შენ უკვე დიდი გოგო ხარ და ვიცი რო ეგ შენი საქმეა მაგრამ იქნებ ჩემთან იმუშაო, მე უკვე დავბერდი დიდი დღე არ მაქვს და ბოლოს და ბოლოს ხო უნდა იცოდე როგორ მოუარო კაფეტერიას
- ლილი ბებო, რას ამბობთ!_ გაოცებული შევხედე,მან ხელი მომკიდა და მდივანზე ჩამოვჯექით
- ბებო, როგორ მსიამომნებს ასე რო მეძახი, შენ ძალიან გავხარ დედაშენს, მასავით ლამაზი და კეთილი ხარ. უკვე დროა სიმართლე გაიგო, ამ საიდუმლოს 65 წელი ვმალავდი და დროა წარსულში ჩადენილ შეცდომებზე პასუხი ვაგო.
- ლილი ბებო მაშინებთ,რახდება?
- ძალიან დიდი ხნის წინ როცა შენი ტოლი ვიყავი ერთი მამაკაცი გავიცანი, ის მაღალი და ძალიან სიმპატიური იყო და შემიყვარდა კიდეც რასაკვირველია მასაც შევუყვარდი და ჩვენ ხანმოკლე რომანი გვქონდა.მაზე ყურებამდე ვიყავი შეყვარებული, მაგრამ ჩვენი მშობლები წინააღმდეგები იყვნენ. ერთ მშვენიერ ზაფხულს მე და მან გადავწყვიტეთ გავქცეულიყავით სადღაც შორს სადაც ვერავინ გვიპოვიდა, ერთმანეთს ღამის თორმეტ საათზე ცაცხვის ხესთან უნდა შევხვედროდით. ასეც მოვიქეცი, მაგრამ ის არ მოსულა. მას შეეშინდა მშობლების წინააღმდეგ წასვლა და ლაჩრულად დამტოვა მარტოდ 16 წლის ფეხმძიმე.
- ამას რატო მიყვებით ლილი ბებო? _ შევაწყვეტინე ლაპარაკი. მან გაიღიმა თავისი თბილი და ნაოჭებიანი ხელით სახეზე მომეფერა
-ძალიან გთხოვ შვილო ამდენ კითხვას ნუ მისმევ, უბრალოდ მომისმინე!.. სიკვდილის წინ მინდა სიმართლე გაიგო, დიდი დრო არ მაქვს მე ამას ვგრძნობ!
- ახლავე დავურეკავ სასწრაფო დახმარებას!_ფეხზე ავდექი და ჩანთაში ტელეფონის ძებნა დავიწყე
- 7 თვის შემდეგ, მე ვიმშობიარე და გოგონა გავაჩინე რომელიც დაბადებისთანავე გარდაიცვალა. ვიტანჯებოდი, განვიცდიდი შვილის დაკარგვას რათქმაუნდა ყველა დედა განიცდის შვილის დაკარგვას მაგრამ ენინით აუღწერელი ტკივილია როდესაც ცხრა თვე მუცლით ატარებ, როდესაც გრძნობ რო შენში კიდევ ერთი სხეულია, როდესაც ყოველ დღე ელოდები როდის გაჩნდება და როდის აიყვან ხელში. ყველაზე დიდი ტკივილია შვილის დაკარგვა, რასაც ნამდვილად არცერთ დედას არ ვუსურვებ ამის გადატანას! 20 წელი ვცხოვრობდი ამ ტკივილით, მამაჩემი 20 წლის განმავლობაში ხედავდა როგორ ვიტანჯებოდი და მხოლოდ სიკვდილის წინ მან მასთან დამიბარა და მითხრა რო ჩემი ქალიშვილი ცოცხალი და სახსალამათია. 5 წელი ვეძებდი და როგორც იქნა მე ის ვიპოვე! ჩემი ქალიშვილი გათხოვილა და შვილიც შეძენია ანა მარია ჩემი ქალიშვილი იყო! _ამ სიტყვების გაგონებისას გაუკვევლობაში ჩავარდი, ენა ჩამივარდა.- 25 წელი ვეძებდი ჩემს ქალიშვილს მე ვიპოვე ის და მისი სახლის გვერდით სახლი ვიყიდე, მინდოდა მასთან ახლოს ვყოფილიყავი მაგრამ სიმართლე ვერ ვუთხარი.მარია მე მიცნობდა როგორც მეზობელ ლილის და არა როგორც დედას! შენ ძლიერი გოგო ხარ და შენ იპოვი შენს ძმას მე მჯერა შენი ჩემო გოგო! იმდენი რამ გადაიტანე ასეთ ასაკში და წინ კიდევ ბევრი სირთულე გელის! ძლიერი იყავი ბებო, გწამდეს უფალის და ყველაფერი კარგად იქნება! ძალიან მიყვარხარ ანი!..♥
- მეც ძალიან მიყვარხარ ბებო! _ მან ხელი მაგრად მომიჭირა და თვალები დახუჭა!.. ძალიან შემეშინდა მასთან ახლოს მივედი და ჩავეხუტე, მისი გულის ცემა აღარ მესმოდა, ყვირილი დავიწყე მაგრამ ჩემი არავის ესმოდა ირგვლივ არავინ იყო, სკამიდან გადმოვარდა და ძირს დაეცა, მე თავთან ვიჯექი თავზე ვეხუტებოდი და მთელი ძალით ვტიროდი.რამოდენიმე წამის შემდეგ თავს შემოვუძახე და სასწრაფო დახმარებაში დავრეკე. სასწრაფო დახმარება მალე მოვიდა მაგრამ უკვე აღარაფერი შველოდა, ლილი ბებო აღარ იყო!
ლილი ბებოს დაკრძალვიდან ორი კვირის შემდეგ მასთან ვიყავი მისული და მისი საყვარელი ყვავილი მივუტანე რომელსაც ასე მონდომებით უვლიდა . იქ გვიანობამდე ვიყავი, ივლისის ათი საათია მე კი სასაფლაოდან სახლში მივდივარ რომელიც ლილი ბებომ მიანდერძა. გზად მოვსეირნობდი და ჩემთვის განვიცდიდი დანაკლის...
გამარჯობა! _ მესალმება ბექა! რომელიც მანქანაში ზის და ნელნელა უკან მომყვება. გავხედე. -შენ რაა ტირი? _ ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო ის მანქანას აჩერებს ჩემსკენ მორბის და მაჩერებს
- ბექა თავი დამანებე!
-ვინმემ აწყენინა?
- კი კი გასაგებია ახა შემეშვი,მარტო მინდა ყოფნა ნუთუ ვერ ხვდები რო არ მინდა ლაპარაკი! _ ამის თქმის შემდეგ უნებურად ტილი ამივარდა, თავს ვერ ვიკავებდი
- მითხარი რაქვია მე მივხედავ!
- ანა!!.. ანა ქვია , ეს მე ვარ, ყველასთვის უბედურება მომაქვს, ჩემს ირგვლივ ყველა კვდება, არ გირჩევ ჩემთან მეგობრობას ჩემგან თავი შორს დაიჭრე!
- მეგორბრობას რაც შეეხება ამას დრო გვიჩვენებს! ხოლო მე ჯერ-ჯერობით ცოცხალი და უვნებელი ვარ_ ხელები აწია და დატრიალდა.. - თუ მოყოლა არ გინდა არ დაგაძალებ! უბრალოდ მოდი აქ ცის ქვეშ მინდორზე დავჯდეთ. დედაჩემისგან გამიგია ცას როდესაც ყურადღებით დააკვირდები ტკივილი მოგეშვებაო! მოდი ექსპერიმენტი ჩავატაროთ! ._ ხელი მომკიდა და მინდვრისკენ ჩამაჩარჩალა.
მთელი ერთი საათი მინდორზე ვიწექით და ვარსკვლავებს ვუყურებდით.
-კარგად ხარ? _ შემომხედა
-კი.. _ თავი დავუქნიე.. - უნდა წავიდე! _ ავდექი
- კარგი .. მოდი მე წაგიყვან! _ ხელი ჩამკიდა და მანქანისკენ წამიყვანა, შევაჩერე და ჩავეხუტე!
- მადლობა! _ ჩუმად ყურში ვუთხარი და გავეცალე
ძალიან დამეხმარა, მართლა მჭირდებოდა თანაგრძნობა... რამოდენიმე წუთში ლილი ბებოს სახლს მივუახლოვდი რომელიც ჩაბნელებული იყო, კარზე დავაკაკუნე მინდოდა მას კარი გაეღო მაგრამ როგორ გააღებს ის აღარ არის!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent