მოტაცება შეკვეთით 3
ამსობაში ერთი კვირაც გავიდა და ჩემი გამოცდებიც დაიწყო, მეცადინეობა მჭირდებოდა და ამიტომ თბილისში მომიწია ყოფნამ. ტელეფონის ხმა არღვევს სიჩუმეს, ნიკას ნომერია. -სად ხარ ნიტა? -გამოცდები მაქვს და თბილისში ვარ, რა ხდება? -ქეიფი გვინდოდა და გაემზადე თქო უნდა მეთქვა. -ხოო, აბა ჯერ აქეთ ვარ მე, უჩემოდ იქეიფეთ ამ ერთხელ, არაფერი დაშავდება. - ისე იღიმი თითქოს ნიკაც ხედავდეს რაა. -ეგ ხო. რომ ჩამოხვალ მერე კიდევ წავიდეთ სადმე მაშინ. -კარგი მოვრჩე და რომ ჩამოვალ წავიდეთ, პრობლემა რაა ხომ იცი. -პირობა დახსომებულია. - ამბობს ნიკა, ტელეფონს ვთიშავ და მეცადინეობას ვაგრძელებ. ბოლო გამოცდაც ჩავაბარე და სახლში წასვლა მეტროთი გადავწყვიტე, ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული, მომღიმარი სახით ვიყურებოდი და გარშემომყოფებს, რომლებიც გაკვირვებულები შემომყურებდნენ ყურადღებას არ ვაქცევდი, ასე ფიქრში გავლიე გზა და როდესაც უკვე მატარებილი ბოლო სადგურზე აპირებდა გაჩერებას, მხოლოდ მაშინ შევნიშნე მოწყალების სათხოვნელად შემოსული ბავშვი, რომელიც ათიოდე წლისაც არ იქნებოდა და ხელში კიდევ ბავშვი ეჭირა, გაოცებული შევყურებდი. როგორ დადიოდა მოძრავ მატარებელში თან ბავშვით ხელში... -ნეტავ ბავშვი არ ეცოდებათ? როგორ შეუძლიათ ასე მოქცევა? - ვფიქრობდი ჩემთვის და ვერც კი შევნიშნე, თურმე ჩემს თავს ხმა მაღლა ველაპარაკებოდი. -თქვენ გამაოცებთ. - მესმის ბოხი ხმა. წამიერად გაოცებულმა გავიხედე გვერდით, საიდანაც ხმა მოდიოდა. -დიახ, თქვენ გეუბნებით. - ამბობს იგივე ხმა. -უკაცრავად მე მითხარით რამე? - გაკვირვებულმა შევხედე. -დიახ, თან მარტო თქვენ ხართ ახლოს. - მართლაც გავიხედე და სიახლოვეს არავინ იყო, მატარებლიდან კი გამოვედი, მაგრამ წასვლა აღარ გამხსენებია რატომღაც და იმ ბავშვზე ვფიქრობდი. -რამე დავაშავე თუ რა ხდება? -არაფერი, უბრალოდ მთელი გზაა იცინით, ახლა კიდევ ლაპარაკობთ, თან მარტო ხართ და გამაკვირვეთ. საინტერესო პიროვნება ჩანხართ. - აგრძელებს ისევ უცნობი. -მადლობთ, მაგრამ ახლა უნდა წავიდე. - როგორც იქნა მოვიფიქრე რომ სახლში წავსულიყავი. -კარგით გაგაცილებთ. -მადლობთ, არ მინდა. მარტოც უსაფრთხოდ ვივლი. -ისეთი დაბნეული ხართ არამგონია უსსაფრთხოდ მიხვიდეთ, ამიტომ მიგაცილებთ და გულს დავიმშვიდებ. - აგრძელებს ლაპარაკს და იცინის. ვატყობ რომ მალე ნერვები მიმტყუნებს. -თქვენ ჩემზე ნუ დარდობთ, მივხედავ თავს როგორმე, ახლა კი გთხოვთ თავი დამანებოთ! - ვმაბობ გაბრაზებული და გზას ვაგრძელებ. -რა ბრაზიანი ყოფილხარ. - ისევ აგრძელებს ჩემს გვერდით სიაულს და იცინის. -წახვალ შენს გზაზე თუ უნდა ვიყვირო რომ რამე გაგაგებინო? არ მჭირდება შენი მზრუნველობა . ღმერთო რა დავაშავე ასეთი? - ვამატებ ბოლოს ჩემთვის, მაგრამ უცნობის გასაგონნად. წინ მივიწევ, არავითარი ხმა აღარ ისმის. გვერდით ვიხედები და აღარ მომყვება, მალე მოსახვევსი ვვუჩინარდები. მეორე დღეს უკვე თბილისს რამდენიმე კვირით ვტოვებ. რა თქმა უნდა, არავინ იცის რომ მივდივარ, გამოცდა გადამიტანეს მეთქი და იმათმაც დაიჯერეს, სხვა გზაც არ ჰქონდათ. სამარშუტო ტაქსიდან ჩავდივარ და ნიკას გაღიმებულ სახეს ვხედავ. -დღეს თუ მოდიოდი რატომ არ ვიცოდი? -მარტო შენ კკი არა, არავინ იცოდა. -შენი მოულოდნელი ჩამოსვლები რაა. ხომ გახსოვს პირობა? -რომელი? - ვეკითხები გაოცებული და არაფერი მახსენდება ისეთი. -დაგავიწყდა ხოო? რომ უნდა გვექეიფა რაა. -წავიდეთ ხოო, შენ მარტო დღე თქვი. -დღესვე. - ამბობს ნიკა და იცინის. -მატყუებ ეხლა რაღაცას ხოომ? - დაეჭვებული სახით ვუყურებ. -რა მეტყობა ეხლა მოტყუების? შეგეხმიანები მერე და წავიდეთ. -კარგი მაშინ და ვინები მივდივართ. -ვინც აქ იქნება ისინი. ნიკას დროებით დავემშვიდობე. სახლში მისულს ტასო მწერს. -რომ მოდიოდი არ უნდა გეთქქვა? - შენ საიდან გაიგე? ; - ნიკამ დამირეკა, დღეს ვქეიფობთ და მზად იყავი, ნიტაც აქააო - არავინ იცოდა, ნიკას გაუმართლა და გზაში შემხვდა - მოგეკითხება იცოდე საღამოს ლაშამ დამირეკა, სახლთან გელოდებით და გამოდიო. ტასო მანქანაში იყო უკვე, ნიკას მძღოლის როლი მოერგო და გვერდს ლაშა უმშვენებდა. -დანარჩენები რას შვებიან? -სოფიმ დაღლილი ვარო, შენც ხომ იცი აბიტურიენტობა რაას ნიშნავს, აკოს ნათესავი ჩამოუვიდა და იქაა, გიო დაბადების დღეში. - ჩამოარაკრაკა ტასომ -დანარჩენებს კიდევ საქმეები აქვთ რაა. - დაამატა ლაშამ. მაგიდასთან როდესაც ვიჯექით შევნიშნე რომ ლაშა ხშირად წერდა მეიჯს, თან გახარებული იყო. -ლაშა შეყვარებულია. -გამოვიტანე დასკვნა და თვითონვე გამიხარდა ჩემი მიხვედრილობა. ლაშა მხოლოდ ღიმილით შემოიარრგლა. -ეგ საიდან დაასკვენი? რამდენი ხანია ვცდილობ რამე ვათქმევინო და სულ ტყუილად. - მპასუხობ ნიკა. -უბრალოდ დააკვირდი რაა. რაც მოსულები ვართ თავი არ აუწევია, სულ ტელეფონში იყურება, ეხლა ეს თამაშს არ დაიწყებს, თან გახარებულია რა. - ვასუხობ გამარჯვებულის კილოთი. -ეს ქალური ლოგკა რაა. - ამბობს ნიკა სიცილით. -ქალურ ლოგიკას რას ერჩი? ლაშა თქვი ეხლა რამე რაა. - ვეუბენბი საცოდავი სახით. -კარგით, ნიტა მართალია რა. ერთი გოგო მიყვარს რა, უბრალოდ დარწმუნებული არ ვიყავი და არ მინდოდა ამაზე ლაპარაკი და აქამდე იმიტომ არ გითხარი არაფერი ნიკუშ. ეხლა აქაა ახლოს და ცოტა ხანი გნახავო რა... -აი რატომ ჰქონდა გაღიმებული სახე. -ჩვენ როდის უნდა გავიცნოთ რძალი? - იკითხა ნიკამ. -მე არ წამომყვება, უნდა მოგიტაცო მეთქი და იმის მერე მარტო შენთან მანქანაში არ ჩავჯდებიო. - თქვა მოწყენილი სახით ლაშამ. -ლაშუკ, მეც რომ წამოვიდე არ წამოვა? - ვიკითხე მოულოდნელად. -ეგრე კი, წამო და აქ მოვიყვანოთ. - მიპასუხა ბედნიერი სახით. -ისე მეც მოგეხმარები მოტაცებაში. - ვამობ და გულიანად ვიცინი. მანქანაში ადგილს ვიკავებ და ლაშა ადლის სწყდება. -ნიტა შენ ტარება ხომ იცი? - მეკითხება მოულოდნელად. -კი, მაგრამ მოწმობა არ მაქვს. -ვეუბნები მოწყენილი სახით. -ძმურად ხომ დამეხმარები? - მეკითხება და საცოდავ მზერას მაპყრობს. -აბა რა ხდება? -ეხლა რა ხდება, მართლა მოვიტაცოთ ჩვენი სალო... -მოიცა ეგ როგორ? - როგორც ყოველთვის არ ვაცდი ლაპარაკს. -ჩემები რამდენიმე დღე სახლში არ არიან და მარტო ვარ, ჩვენ სალოს წავიყვანთ და მერე მანქანას შენ წამოიყვან უკან რა, ამათ აქ ხომ არ დავტოვებთ... -კა, ჯანდაბას ჩემი თავი, მაგრამ იცოდეეე..... -რა მოხდა? -თუ პატრულმა გამაჩერა ჩემი ბრალი არ იქნება... -ნუ გეშინია, არ გაგაჩერებს. -შენ რა დარქწმუნებული ხარ? კიდევ ერთი რაღაც... - ვეუბნები სერიოზულ სახით. -რა ხდება? - კითხულობს შეშინებული -იცოდე ბავშვს მე ვნათლავ. - ვეუნები და ვიცინი. -მეც არ მეგონ რა მოხდა თქო... შენი ხუმრობები მომიღებს მე ბოლოს. - ამბობს ლაშა და ორივე გულიანად ვიცინით. ამასბაში სოფიც გამოჩნდა და მანქანა მის ფეხებთან ჩერდება. ლაშამ ერთმანეთი გაგვაცნო, კარგი გოგო ჩანს, ერთმანეთს მარტივად გავუგეთ. მე რომ დამინახა მანქანაში ჩაჯდა, გზაში ლაშამ რომ მოვდიოდით დედაცჰემმა დარეკა, რაღაცეები უნდა წავუღო მაღაზიიდან და უცებ მივუტანოთო. სალოს კი არ უნდოდა წამოსვლა მაგრამ.... -კარგი მაშინ მე სახლში წავალ? - იითხა სალომ -კარგი სალო რაა. - ლაპარაკში ჩავერთე მეც - უცებ მივიტანოთ და დავბრუნდეთ,თან ცოტა კარგად გავიცნოთ ერთმანეთი. - ვუთხარი და თბილად გავუღიმე. -კარგი ოღონდ მალე დავბრუნდეთ რაა. - ლაშა მარკეტში გადავიდა, რაღაცეები რომ რყიდა, ამ დროს ჩვე მანქანაში ვლაპარაკობდით და ერთმანეთის გაცნობას ვცდილობდით. გაგვიმართლა რომ ასეთი რძალი გვეყოლება, მართლა კარგი გოგოა. ამასობაში ლაშაც დაბრუნდა და სახლის გზას დავადექით. მალე მივედით კიდეც. მანქანიდან გადასვლას ვაპირებდით, ჩემმა ტელეფონმა რომ დარეკკა. -რა იყო დეე? -.... -ვეცდები, სხვა ხომ არაფერი გინდათ? -.... -კარგი მალე მოვალ. - ვუთხრი და ტელეფონი გავთიშე. -ხომ მშვიდობაა? - იკითხა ლაშამ. -კი, ეკა და მია ნათესავთან არიან და მიას ჩასძინებია და იქნებ მალე მოხვიდე და სახლში წავიდეთ, მარტო ვერ წავიყვანო. -ტარეა ხომ იცი და აი მანქანაც, მიიყვანე და მოგვაკითხე მერე ისევ, მანამდე ჩვენ პარკებს შევითანთ. - მითხრა ლაშამ და გასაღები გამომიწოდა. ------------------- მადლობათ რომ კითხულობთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.