შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულს მოგცემ - 7


30-04-2015, 16:26
ავტორი D-roni
ნანახია 6 034

ოთახში იყო და ჩემოდანს ალაგაბედა ... ისე იყო გაბრაზებული მთელი გარდერობი და ნივთები ჩემოდნებში ჩატენა და კართან მიაგორიალა ...
კარში აყუდებული ერთმანეთზე ჩახუტებული მშობლებისთვის თვალიც არ მოუკრავს ... რომლებიც გაოცებულები ადევნებდნენ შვილის თითოეულ მოქმედებას თვალს ...
-დე ... რა ხდება ჩემო სიხარულო ?
-მე ... მე ... - არ იცოდა როგორ აეხსნა დედასთვის და მითუმეტეს მამასთვის ის რაც გუშინ ღამე მიქარა ... როგორ ჩაეხედა თვალებში და მოეტყუებინა რომ ნანობდა ... მტკნარი სიცრუის თქმის არანაირი სურვილი არ ჰქონდა ... ვერ იტყოდა რომ ჯაჭვლიანის შეხება ეზიზღებოდა ვერ იტყოდა რომ ნანობდა ... რადგან ...რადგან ამაზე სასიამოვნო შეცდომა არასდროს დაუშვია ... არასდროს !
-სანდრო ცოტა ხანი გთხოვ ... - თბილად შეხედა ცოლმა ქმარს და ანიშნა დაგვტოვეო ...ქმარიც უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან და უკვე მიხვედრილი რა შეიძლებოდა მომხდარიყო დაჯერების უფლებას არ აძლევდა თავს ... მაგრამ ... მაგრამ ელენეს ნაამბობიდან გამომდინარე ვერაფერს ამბობდა ... ცოლი ყველაფერს უყვებოდა და მერე მთელი დღე მსჯელობდნენ როგორი ბიჭი იყო ვაკო ჯაჭვლიანი ... ორივეს ძალიან მოსწონდა მაგრამ შვილთან მამა ხმას არ იღებდა ... ამბობდა მისი ცხოვრებაა და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილებაო ... ახლა კი ? ახლა დარწმუნებულია თავის ვარაუდებში და თუ ეს სიმართლეა ... ეს თუ აღმოჩნდა ... პირველი ის დათანხმდება შვილის ქვეყნიდან წასვლას ... და გაუმართლებს გადაწყვეტილებას ...
-დე რა მოხდა ... თქვი ნუ გადამრიე ნია ... ნიაკო მითხარი რა მოხდა ! -ეჯაჯგურებოდა განადგურებულ და საგონებელში ჩავარდნილ შვილს დედამისი მაგრამ რეაქცის ნული ... ოდნავ გონს რომ მოვიდა ბლუყუნი დაიწყო ...
-მე ... მე ცუდი ვარ ! ძალიან ცუდი ...
განა ასეთი ადვილია ჩააბარო შენი სიწმინდე "ქართველმა" გოგომ შენს საყვარელ და საოცნებო კაცს და აღმოაჩინო რომ ის ყოველი ვნებიანი შეხება თბილი სიტყვები ... ის ნამდვილი არ ყოფილა ... და შენ ? შენ ! ხო შენ ! შენ ვერც კი ნანობ და რატომ ?! რატომ ? ... იმიტომ რომ ... იმიტომ რომ გიყვარს ... ხო გიყვარს ... შენ ის გიყვარს ... ჩავძახოდი მე ანუ მისი მეორე მე თავში და არ ვასვენებდი ...
-მე ... მე უბრალოდ ვერ ვთქვი წუთიერ ბედნიერებაზე უარი ... სუსტი ვარ ! ყველაზე სუსტი ! მაპატიეთ ბოდიში დე ბოდიში იმედები გაგიცრუე ... გაგანადგურე და თავიც გავინადგურე დე ... ბოდიში მაპატიე ...
ლუღლუღებდა და ცრემლებ ჩამდგარ თვალებში ვერც კი უყურებდა დედამისს ... ტიროდა არა იმიტომ რომ ცხვენოდა უბრალოდ ტკიოდა ... ტკიოდა თავისი შვილის უბედურება ... ტკიოდა ის რომ შვილს ვერ შველოდა ... ტკიოდა ის რომ მის გოგონას ტკივილს ვერ დაუამებდა ... რადგან ის ვერაგი დაავადებით იყო დაავადებული სახელად "სიყვარულით" და მას მხოლოდ ერთი წამალი ჰქონდა სახელად "ვაკო ჯაჭვლიანი" რომელიც მისთვის გაურკვეველი მიზეზების და გამო აქ არ იყო სადღაც გამქრალიყო და ... და ... ფიქრები აქ წყდება ... ვერ ფიქრობს ... ვერ ვიფქრობ და არც ფიქრობს ...
-მე რა უნდა გაპატიოე დეე ... ნუ ტირი ჩემო სილამაზე ... ნუ ტირი ... წამოჯექი და მომიყევი რა მოხდა ... გთხოვ თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ და პატივს მცემ ...
ნიას წამოჯდა და ოდნავ დამშვიდებულმა დაიწყო ლაპარაკი დედას ყველაფერი უთხრა ... მერე კი ისევ მოთქმა დაიწყო ... ერთ დროს როგორ ვერ იტანდა გოგონებს რომლებიც ბიჭის გამო ნევრს მაინც იტოკავდნენ ... ახლა ? ახლა კი ხედავს და ხვდება რომ შორიდან ყველაფერი ადვილი ჩანს მაგრამ ... მაგრამ ახლოდან ... როცა შენ გეხება ... ის ძნელი ხდება და ... და ხვდები რომ შენი ყველა ადრინდელი ფიქრი უკუსვლას იწყებს ... და მას ახალი ფიქრები ანაცვლებენ ...
ელენემ მიძინებულ და დაღლილ შვილს გადასაფარებელი გადააფარა და მისაღებ ოთახში გავიდა ... დაძაბულ ქმარს გვერდით მიუჯდა და თავი მის გულ მკერდზე მოაკალათა ...
-რა მოხდა ? ნუ თუ ...
-კი სანდრო ... გთხოვ არ ეჩხუბო თუ გიყვარვარ საშინელ დღეშია სულ ბოდიშები მიხადა ...
-ვინაა ! - დაიგრუხუნა ბოხი ბარიტონით ...
-ვაკო ...
-რა ? და ახლა ? ... ახლა რა იქნება ...
-არ ვიცი ... არ ვიცი არ მეუბენება რა მოხდა ... მითხრა ვაკოს არაფერი უქნია ცუდიო ... მაგრამ რატომ წამოვიდა არ მეუბნება ... წასვლა უნდა ... მითხრა ამერიკაში განვაგრძობ სწავლასო ...
-შენ ? შენ რას ფიქრობ ?
-არ ვიცი როგორ გავძლებ მის გარეშე მაგრამ ... მაგრამ ასე ჯობს ალექსანდრე ...
-დღესვე მოვაგვარებ უნივერისტეტის ამბებს ... ბილეთს დავუჯაფშვნი ...სკოლიდანაც მე დავუწერ განცხადებას წამოსვლის შესახებ ...
-გთხოვ არ ეჩხუბო ვერ გადაიტანს ...
-ნუ ნერვიულობ ... თავზე აკოცა ცოლს და საბუთების მოსაწესრიგებლად წავიდა ... მანქანის გასაღებს დაავლო ხელი და გარეთ გავიდა ...
***
საღამო ხანი იყო რომ გაიღვიძა ... თავთან ანანო ეჯდა ცრემლებიანი სახით ... ღმერთო ჩემო ... ესეც როგორ განიცდის როგორც ჩანს ყველაფერი უთქვამს ელენეს ...
-როგორ ხარ? - დაჩურჩულა და თავი მის კისერში ჩარგო ...
-უკეთესადაც შეიძლებოდა ...
ცრემლები ძლივს შეიკავა და ირონიულად გაიღიმა ...
-რა მოხდა ელენემ მითხრა ... ნია რატომ წამოხვედი ?
-არ ვუყვარვარ გესმის ? არ ვუყვარვარ ანანო ... დილას ვერ დამინახა რომ გავიღვიძე თავისთვის ხმა მაღლა ფიქრობდა ... არ მიყვარს და როგორ მოვიყვანო ცოლადო ... როგორ ვიცხოვრო მასთან ერთადო ... გუშინ ... გუშინ მითხრა შენგან შვილის ყოლის არანირი სურვილი არ მაქვსო ... - სლუკუნებდა და ტიროდა დაქალის მკერდზე თავ მიდებული ... -წავალ ... აუცილებლად წავალ ... აქ დამრჩენი არ ვარ ... არ მინდა ყველა კუთხე კუნჭული მას მახსენებდეს ... არ მინდა თუნდაც ერთხელ შემხვდეს შემთხვევით ...
2 საათი ეწუწუნებოდა არ წახვიდეო ანანო ნიაკოს მაგრამ ვერაფერი შეაგნებინა ... დაპირდა შენი და კოკას ქორწილში ჩამოვალო ... მაგრამ ... ეგეც საკითხავია ვინ სად ჩავა ...
***
აეროპორტში მხოლოდ ანანო , დედა , ძმა და მამა აცილებდნენ ...
უკვე თვით მფრინავში იჯდა ... ერთი დღე იყო იმ ღამიდან გასული და ეს უკვე ამერიკის რეისზე ფრინავდა ... მისი დაჟინებული მოთხოვნით ანანოს სასტიკად აეკრძალა კოკასთან მასზე ლაპარაკი ირაკლისთან ლუკასთან და ვაკოსთან ხომ საერთოდ ... ისიც კი არ უთქვამთ რომ მიფრინავდა ... ასე ჩათვალა საჭიროდ გაუჭირდებოდა მათ გარეშე მაგრამ რამეს იზამდა ! ვაკოსთან ერთად ყოფნა უფრო ძნელი იქნებოდა რაც ნამდვილად გაუსაძლისი აღმოჩნებოდა ... ამიტომ არჩია ასე ყველაფრის დამთავრება და ახალი ცხოვრების დაწყება ამერიკაში ...
***
ორი კვირა იყო გასული მისი ამერიკაში ჩაფრენის დღიდან ...
ოჯახს და ანანოს ყოველ დღე ელაპარაკებოდა ...
ელენე წუწუნებდა აქ არაფერს ჭამდი და ამერიკის ჰაერმა გაგასუქა ოდნავ თუ მეჩვენებაო ? ... ესეც ეუბნებოდა უნივერსისტეტში გადარბენებზე ვარ და ღამე მიწევს ჭამაო ... დიდი არაფერი მხოლოდ 1 კილო მოიმატა ... მაგრამ დედის თვალს რას გამოაპარებთ ? ნახევარი გრამი რომ მოეკლო ელენე მაგასაც შეამჩნევდა ... კოკას ირაკლის და ლუკას ბოდიში მოუხადა და უზარმაზარი ტექსტით მადლობა გადაუხადა ამდდენ ხნიანი მეგობრობოსთვის ... შეპირდა არ დაგივიწყებთო ... მაგრამ აგერ უკვე 1 კვირაა არც კი დაკონტაქტებია ... ასე ჩათვალა საჭიროდ ... იცოდა თუ რამეს ეტყოდა ეს ვაკოსთან ლაპარაკის ტოლფასი იქნებოდა ხო და ესეც ჯიუტად არ ეკონტაქტებოდა მეგობრებს ... ანანოს სასტიკას აუკრძალა ვაკოსთან ამ თემაზე ლაპარაკი ეგ კი არა კოკასთვისაც კი არ ათქმევინა ... გააფრთხილა ვითომ არ იციო ...
ესეც პირ ნათლად ასრულებდა მეგობრისთვის დადებულ პირობას ...
***
სამი კვირა იყო გასული ... მონატრებულს ღამე ჭამის სურვილმა რომ გამოაღვიძა და ერთად შეყარა სკაიპში საერთო ჯგუფში ოჯახი და ანანო გინდა თუ არა ახლა უნდა დაგელაპარაკოთო ...
ყველას ეძინებოდა იმას კი არ ითვალისწინებდა რომ სხვა და სხვა დროით ცხოვრობდნენ იქ ... ჯიუტად აწვებოდა თავის სურვილს ლაპარაკის შესახებ ...
ლეპტოპთან დიდი ლანგარით დაიდო საჭმელი და ისე მადიანად შეექცეოდა გასუქდებოდა აბა რა იქნებოდა ... დედამ რომ უთხრა გასუქდიო იმის მერე კაი ხანი იკავებდა ღამე ჭამისგან თავს და ის 1 კილოც ჩამოიშორა ... მაგრამ ახლა იმდენს ჭამდა ... კაი 1000 კალორიას კი აირტყავდა ჩვეულებრივად ...
-ვაიმე ნიაკო დე რამდენს ჭამ რა არის ეს მე ვარ ცუდად შენს მაგივრად ...
-მშია დეე ... თან ძალიან ...
თავის თავს სასტიკად უკრძალავდა ჯაჭვლიანზე ფიქრს ... მაგრამ დილა ვაკოთი იწყებოდა შუა დღე სვანით გრძელდებოდა და ღამეც რა თქმა უნდა ჯაჭვლიანით მთავრდებოდა ... ტირილს უკვე გადაეჩვია მაგრამ ღამე მაინც ბევრს ტირის მთელი დღის ნაგროვებ ემოციებს ბალიშისთვის ინახავს ... ცოტაღა აკლია გაგიჟებამდე ... ხო და ხსნას საჭმელში პოულობს ...
-ნია ასე თუ გააგრძელებ მალე ჩვენი მეზობელი ციალას ხელა გახდები ... -ჩაიფხუკუნა სანდრომ და ცოლი მკერდზე მიიხუტა ...
-მადლობა მა კეთილი სურვილებისთვის ... ჭამას აგრძელებდა როცა გულის რევის მძაფრი შეგრძნება იგრძნო ... აბა რა ეგონა ამდენს რო იყრიდა მუცელში თან ყველაფერს ერთად ... სწრაფად მოკურცხლა ტვალეტისკენ და უნიტაზს ჩაეხუტა ... ო როგორ ვერ იტანს ამ საშინელ მომენტს ... მუცელი ისე ატიკვდა ფერ წასული მიესვენა ლეპტოპთან და შეშინებულ ოჯახს და დაქალს ძლივს გაუღიმა
-კარგად ვარ ... ძლივს ამოილაპარაკა და პირზე ხელი აიფარა ... ო არა ... ისევ ... ისევ ეს ამაზრზენი გრძნობა ისევ უნიტაზთან ჩახუტება და ისევ ლეპტოპთან ძლივს მისვენება ...
-რა კარგად ხარ შვილო რა ფერი გადევს ? ნია რამემ ხომ არ მოგწამლა დე ?
აშკარად მოწამლულია აქამდე მსგავსი რამ არასდდროს დამართნია თითი აწია და ანიშნა "იქ მყოფთ" დამელოდეთო როდესაც წამოდგა იატაკზე უგონოდ მიესვენა ... მხოლოდ სკაიპიდან წამოსული ტირილი და მისი სახელი ჩაესმოდა ყურებში ... მაგრამ ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი რამ კვეთდა ... ვაკოს სახე რომელიც ... რომელიც უბრალოდ შვებას და ბედიერებას გვრიდა და ყველა ტკივილს წამში უამებდა ... 5 წუთი უგონოდ იყო მისვენებული ... ძლივს რომ მოვიდა გონს ნელა წამოდგა და სკამზე ძლივს დაჯდა ... შეშინებულ ხალხს გაუღიმა და აცნობა რომ კარგად იყო ... ნეტა თვითონ თუ ჯერა ...
თავბრუ ისე დაეხვა ახლა თავი რომ არ დაედო ბალიშზე მოკვდებოდა
-თავბრუ მესხმის ... ლეპტოპს საწოლთან მივიტან დაიცადეთ ... - კარგად რომ მოკალათდა საწოლზე ბალიშზე თავი დადო და ლეპტოპისკენ გადაბრუნდა ...
-ნია ... შენ ... - ლუღლუღებდა ელენე და ვერ ხვდებოდა როგორ ეთქვა ეს ყველაფერი ...
-რა იყო დე უბრალოდ ბევრი ვჭამე და მოვიწამლე ალბათ სანერვიულო არაფერია დამშვიდდით გთხოვთ ...
-ნია ... რაღაც ხდება ... ეს მოწამლული ადამიანის სინფტომები არ არის ! მე ... მე რომ შენზე ... და სანდროზე ... ორსულად ვიყავი ... ასე მჭირდა ... ზუსთად ასე ...
ამოილუღლუღა და ფერი წაუვიდა ...
ნიას რა დაემართა ? ინტიქტურადთ წამოჯდა საწოლზე და თვალებ გაფართოებული მიაჩერდა ეკრანზე გამოსახულ მომტირალ ანანოს და ელენეს ... მამამისი ... მამა მისი უბრალოდ იდგა და გაოცებული შეჰყურებდა სანახაობას ...
-ნია ნუ თუ ... ნუ თუ შენ ... ორსულად ხარ ? - ძლივს ამოიღო ხმა ანანომ და ცრემლები წასკდა ...
ისე დაიბნა ისე დაიბნა როგორც არასდროს ... მხოლოდ ახლა დაფიქრდა ამაზე ... როგორ არ გახსენებია ... მათ ხომ თავი არც კი დაუცვიათ ... ეს კრიტიკული პერიოდიც რა უცნაურად დაუგვიანდა ... ნუ თუ ეს მართალია ? ნუ თუ მის სხეულში ორი გული ფეთქავს ? - ინსტიქტურად და ღიმილით გადაისვა მუცელზე ხელი და ბედნიერი ღიმილით შეხედა მშობლებს ...
-დედა ... ახლა რა ვქნა ? როგორ გავიგო ? ...
-ნია ახლავე ჩაიცვი და აფთიაქში ჩადი ! იქნება სადღე ღამისო აფთიაქი მანდვე სადმე ახლოს ... ორსულობის ტესტი იყიდე და დროზე გაგვაგებინე პასუხი ... - ძლივს ამოიღო ხმა გაოცებულმა სანდრომ და ერთადერთმა ფხიზელმა ძლივს გასცა განკარგულება ...
-ახლავე ...
ესეც მორჩილად ადგა და ჩაიცვა ... გარეთ გავიდა და აფთიაქის ძებნა დაიწყო ... თავში სულ ერთი და იგივე ფრაზა უტრიალებდა "მე დედა გავხდები ... ჩემი და ვაკოს შვილი" ...
აფთიაქში როგორც კი შევიდა ახალგაზრდა გოგონას გაუღიმა და ინგლისურად მიმართა ...
-გამარჯობა ორსულობის ტესტი მინდა რამდენიმე და სხვა და სხვა ...
გოგონაც მაშინვე დატრიალდა და წამებში დაუდო რამდენიმე ორსულობის ტესტი წინ ... ფული გადაიხადა და სახლში აირბინა ... მაშინვე აბაზანაში შევიდა და ინსტრუქციას გადახედა კიდევ კარგი ინგლისური კარგად იცის თორემ აქ რა უნდა გაიგოს ? ... ხელი აიქნია და ტესტის გახსნა დაიწყო ... ჯერ ერთი ჩაიტარა ... მერე მეორე ... მესამე ... მეოთხე ... მეხუთე ... და მერე ყველა ტესტს ერთად დახედა ... ეს რას ნიშნავს ? აქ წერია რომ თუ ღიმილიანი სმაილი გამოისახება დადებითია ... კი მაგრამ 5 თივე ტესტში ისეთივე ნიშნებია რომელსაც დადებითი აწერია ... არა ეს შეუძლებელია ... ბედნიერებისგან გაიბადრა და სირბილით მივიდა ლეპტოპთან საწოლში მოკალათდა და გამომცდელი მზერით მომზირალებს პასუხი გასცა ...
-ორსულად არ ვარ ...
ეს იმიტომ თქვა რომ ანანოს ვერ მოსთოხვდა ... ვერ თხოვდა მის გამო კოკა მოეტყუებინა ... და მერე პრობლემები შექმნოდათ ... ამას დაქალს ვერ გაუკეთებდა ...
როგორც კი ანანო დასაძიებლად წავიდა და სკაიპიდან გავიდა ... მშობლებს მიუტრიალდა ...
-დე მა ორსულად ვარ ... ანანოს წინ ვერ გითხარით არ მინდა კოკამ გაიგოს და მერე ვაკოს უთხრას ...
-შენ რა არ აპირებ მამამისისთვის ამის თქმას ? გააფრინე ?!
-მამა არ ვეტყვი და ძალიან გთხოვთ არავისთან არაფერი თქვათ !
-ნია ხომ არ გაგიჟდი ? ბავშვი სათამაშო გგონია ?
-დედა !
-მე ჩამოვალ და დაგეხმარები ...
-დედა რათ მინდა ... მე თვითონაც მშვენივრად გავართმევ თავს ...
-ნია ! ვიიცი ბავშვის მოვლა რომ შეგიძლია მაგრამ გაბერილი რას გააკეთებ ? გასაჩივრებას არ ექვემდებარება შენთან მოვდივარ !
-კი მაგრამ ...
-არანაირი მაგრამ ნიაკო ! მა დამიჯერე ასე აჯობებს დედა მანდ წამოვა სანდროსაც წამოიყვანს ... მეც ჩამოვალ ხოლმე დამიჯერე ...
-კარგი ხო როდის მოდიხარ ?
-ამ დღეებში მოვაგვარებთ ყველაფერს და გამოვფრინდები ... ახლა დაიძინე ძალიან არ დაიტვირთო თავი იცოდე !
სკაიპი ღიმილით გათიშა და დაწვა ...
-რაო დე ... რომელი ხარ ჩემო სიცოცხლე ბიჭი თუ გოგო ? არაუშავს დე შენი მამაც ვიქნები და დედაც ... მერე რა რომ მამიკოს არ ვუყვარვარ მე ხომ მიყვარხარ ?
მძიმედ მოხვდა გულზე გახსენების თანავე ვაკოს სიტყვები ... არ უყვარს უბრალოდ ჟინი დაიკმაყოფილა ... არ უყვარს არა ! უმეორებდა თავის თავს და მცუელს ეფერებოდა - ძილინებისა დე ...
***
ერთი კვირა გავიდა ... დილა ვაკოთი და მათი შვილის მისალმებით იწყებოდა ... ჩვეულებრივად აგრძელებდა ცხოვრაბას ერთი განსხვავებით ... ის ახლა შვილს ელოდებოდა ... ღმერთს ყოველ დღე მადლობას უხდიდა რომ ეს უდიდესი საჩუქარი გამოუგზავნა ... რომ ასე ბოლომდე არ გაწირა და ვაკოსგან რაღაც მაინც დაუტოვა ... ანანოსთან ცდილობდა არ შეემჩნია არაფერი ... არ უნდოდა დაქალისთვის პრობელემები შეექმნა ... ამიტომ ჯიუტად დუმდა ... უკვე ოთხი კვირის ფეხმძიმე იყო ... ექიმთან წავიდა და გამოკვლევები ჩაიტარა 2 თვეში სქესსაც გაიგებდა ... ო როგორ უნდოდა ბიჭი ყოფილიყო ... ვაკოს ასლი ... მისნაირი თვალები რომ ჰქონოდა ...
დღეს დედის და პატარა ძმის ჩასვლას ელოდებოდა ...
მამა 1 თვეში ესტუმრებოდათ ...
აეროპორტში დედა და ძმა რომ დაინახა ისეთი აჟიტირებული ჩაეფსკვნა კაცი შვილი ვერ გაგლეჯდა ერთმანეთისგან ...
დედა როგორც კი სახლში მივიდა მაშინვე საქმეს შეუდგა ...
ესეც გახარებული ეთამაშებოდა სანდრიკას ...
მონატრებული ძმა არც კი შორდებოდა ...
ვაკო ? ვაკოზე ანანოსთანაც კი არ ლაპარაკობდა ... ანანომ ცადა რამდენჯერმე ამ თემის წამოჭრა მაგრამ მაშინვე სხვა რამეზე გადაუტანა ამან ... რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ გაჩერდა და აღარც უცდია ამ თემის წინ წამოწევა ...
ასე გადიოდა დღეები უკვე 3 თვის იყო პატარა 1 თვის წინ მამა ჩავიდა ამერიკაში ... ახლა მთელი ოჯახი მიდიოდა კონსულტაციაზე ...
ექიმთან ყველა ერთად შევიდა ...
-ბიჭია ... - ახარა ექიმმა - ჯანმრთელი ბიჭი ... - ისე გაუხარდა ეს 3 სიტყვა შეეძლო მთელი სამყარო აეწია და დაეწია ათასჯერ ...
ცხოვრებაში პირველად იგრძნო დაიფიცებს რომ იგრძნო ... როგორ შეირხა მის მუცელში რაღაც ... რაღაც კი არა აშკარად ვიღაც ... პატარა ... მისი პატარა მისი სიცოცხლის ერთადერთი მიზანი ...
უი თქვენთვის არ მითქვამს ხო ? ჩემი მეორე მესი ანუ "ნიაკოს" დაბადების დღე რომაა დღეს ? ... ხო და ახლა გეუბნებით ...
სკაიპი ჩართო და კამერა ზემოთ აწია რომ ანანოს მისი მუცელი არ შეეიმჩნია ...
და ჰოპ ... სკაიპში თავი ერთის მაგივრად ... ოთხმა სხეულმა გამოყო თავი ...
კოკა ირაკლი ლუკა და ანანო ... ბუშტებით იდგნენ და შეძახილებით ულოცავდნენ "დაკარგულ" მეგობარს დაბადების დღეს ...
ცრემლები წასკდა და მწარედ აქვითინდა ...
-მადლობა მადლობა მეც მიყვარხართ ...
-სად დაიკარგე ტოო (კოკა)
-ეგრე უნდა დაგვივიწყო ხო ? (ირაკლი)
-მაგრად გამიტყდა ტოო როგორ დაგვიკიდე ეგრე (ლუკა)
-კარგით რა დაბადების დღე აქვს მერე გალანძღეთ (ანანო)
დაძაბული იჯდა და თვალებს აცეცებდა აქეთ იქით ყოველ წამს ელოდა ახლა გამოვა ვაკო და ახლაო მაგრამ ის ჯიუტად არ ჩანდა ... ეჭვი არ ეპარებოდა ანანო ამას არ გაუკეთებდა ... ასე არ ატკენდა გულს მაგრამ ეს მაინც ელოდა ... ალბათ იმიტომ რომ უნდოდა ? ხო ... ალბათ უნდოდა ... უნდოდა მონატრებული ნაკვთები კიდევ ეხილა ...
სკაიპი როგორც კი გათიშა იგრძნო როგორ ენატრებოდა მისი ქვეყანა ... მისი მეგობრები უნივერსიტეტი ... სახლი გზები ყველაფერი ... მთლიანად ნოსტალგიურმა განწყობამ დაიპყრო და ვერაფრით შეეგუა ამ სიშორეს ...
*6 თვის შემდეგ*
დღე დღეზე ელოდა მისი მოუსვენარი სიხარულის გამოძრომას ... რომელიც მუცელშიც არ ისვენებდა ... ტკიოდა ძალიან ტკიოდა რომ ახლა ვაკო მის გვერდით არ იდგა ... ტკიოდა ის რომ ახლა ვერ უყურებდა როგორ ებერებოდა მუცელი ... ძალიან ტკიოდა მაგრამ ჯიუტად არ იმჩნევდა ხალხში ... მხოლოდ ოჯახმა იცოდა მისი სულიერი მდგომარეობა ... თავს შემოუძახებდა ... "ნია შენ შვილი გყავს ... მისთვის უნდა გაძლიერდე !
წამალივით ჩაესმოდა ეს სიტყვები ...
ერთი ჩვეულებრივი დღე თენდებოდა დილას უსაშინლესმა ტკივილმა რომ გააღვიძა ... მთელ ხმაზე დაიყვირა და სველ ზეწარს შეხედა ...
ელენე გაოცებული და შეშინებული შემოვარდა შვილის ოთახში და შვილის დამშვიდება დაიწყო სანდროს დაუძახა და სასწრაფოდ გააქანა სავადმყოფოში ... იწვალა ? თანაც როგორ ... იცოდა გადმოცემით იცოდა რომ ეს ძალიან მტკივნეული იყო მაგრამ ასეთი ? არა ! ასეთი არ ეგონა ... ტკიოდა უფრო ტკიოდა როდესაც ოცნებებში ჩაძირული წარმოიდგენდა როგორ ეკავა მშობიარობის დროს ვაკოს მისი ხელი მაგრამ ... მაგრამ რეალურად ხელი ელენეს ეჭირა ... დედას რომელიც მუდამ გვერდით ედგა ...
ყველაზე ბედნიერ დღედ წუთად და წამათ შერაცხა ის მომენტი როცა შვილის ტირილი გაიგო და მეკდზე დაწვენილს გემრიელად აკოცა ... რამდენჯერ წარმოუდგენია ეს მომეტი რამდენჯერ უნატრია მალე დადგესო მაგრამ ეს ოცნებაზე და წარმოდგენილზე ბევრად სასიამოვნო ყოფილა ...
ამერიკაში გაატარებული 9 თვე არ ეყო მისჩვევად ... ახლაც წევს ოთახში თავის პატარა საბასთან ერთად "საბა ვაკოს მამას ქვია" და იხსენებს როგორ იყო ყველაფერი 1 წლის წინ ... ვაკოს გარეშე გატარებული ის 3 თვე სამოთხედ ეჩვენებოდა როდესაც განვლილ 9 თვეს იხსენებდა ... ყველაზე მეტად უნდოდა ახლა ისიც მასთან ყოფილიყო და ერთხელ მაინც შეხებოდა ჩახუტებოდა ეკოცნა და კიდევ შეეგრძნო მისი სუნი ... მისი გემო ...
მაგრამ ყველაფერს გმირულად ებრძვოდა მხოლოდ და მხოლოდ თავისი შვილის გამო ... ბევრჯერ უფრიქრია ვაკომ რომ გაიგოს რა რეაქცია ექნებაო მაგრამ მაშინვე უკუ აგდებდა რადგან მას ნია არ უყვარდა ... და მისგან შვილის ყოლის არანაირი სურვილი არ ჰქონდა ესე იგი არ უნდა ცოდნოდა და მორჩა ... !!!
***
წლი ნახევარი გავიდა ...
იმ 9 თვის შემდეგ კიდევ წლი ნახევარი ...
ტანჯული 9 თვე + 12 თვე + 6 თვე ...
წლი ნახევარი ნახევრად ბერნიერბაში და ნახევრად უბედურებაში ...
განა ადვილია ასე ცხოვრება ?
უკვე მიჩვეული იყო ... მიჩვეული მაგრამ მაინც ვერ ეჩვეოდა ჯაჭვლიანის გარეშე სიცოცხლეს ... მით უმეტეს როდესაც საბას უყურებდა ... ვაკო დვა იყო ... მამამისს ისე გავდა ისე რომ ვერ გაარჩევდით ვაკოს ასლი იყო ... ეს მაინც აბედნიერებდა დედას ... პატარა შვილს ჩაიხუტებდა და მამიკოზე უყვებოდა ...
ახლაც შვილი და დედა საუბრობდნენ თუ როგორი მამიკო ყავს საბას ... დიახ ყავს!
არასდროს უთქვამს შვილისთვის ჯაჭვლიანზე ცუდი რამ ... პირიქით გვარიც კი ჯაჭვლიანის მისცა ... ასე ჩათვალა საჭიროდ ...
-დე მამიკოს როდის ვნახავ ?
-არ ვიცი დე მორჩება საქმეეებს და ნახავ ...
-ქო ვუყვალვალ ?
-ძალიან დე ... ძალიან უკაქალ ... ისე უკაქალ ისე რომ აი არ ვიცი !
-ლა კაქლქიაა - ტაში შემოკრა მოჩლიფინემ და ხტუნვა დაიწყო სასაცილოდ მისი შემხედვარე როგორ არ უნდა გაბედნიერებულიყო ? ხელში აიყვანა და გულში ჩაიკრა ...
-მიყვარხარ დე !
-მეც მიკაქალ დე ...***
შვილი როგორც კი დააძინა ლეპტოპთან მივიდა სკაიპი აიღო და კამერაც თამამად გაასწორა ...
შვილი სანდრიკას მიუწვინა და მეორე ოთახში გავიდა ...
წონასთან დაკვაშირებით კიდევ კარგი პრობლემა არ შექმნია ... ვარჯიშით თავი მოიკლა ფორმიდან რომ არ ამოვარდნილიყო ... ახლა მგონი უკეთეს ფორმაში დგას ...
დაქალებული გალამაზებული ჩამოყალიბებული დამოუკიდებელი დედაა ...
- ხო ანანო ... - თბილად გაუღიმა დაქალს და კამერა გაასწორა ...
- რას შვები ჩემო ლამაზო ? - ოჰო რაღაც ძალიან ბედნიერი ჩანს ეს ...
- რა ვიცი აბა ვისვენებ შენ ? - ხო აბა იმას ხომ არ ეტყოდა ბავშვი დავაძინეო ...
- რავიცი ნია ... უნდა გაგახარო !
- რა ? რა ხდება ?
- მე და კოკა ვქორწინდებით ... 2 კვირაში !
- რაა ? - ისე წამოიყვირა პირზე ხელი იტკიცა "ჩუმად სამსონია ჩუმად შვილი გყავს სახლში გაიღვიძებს ისედაც ძლივს დააძინე" - მეღადავები ? ვაიმე რა მაგარიია გილოცაავ ჩემო სიცოცხლე ...
- ხო და იმედია ჩამოხვალ ... - არა ... ვერა ... ახლა როგორ ჩავა ? ვერ ჩავა ... შანსი არ არის ...
- მე ... მე ვერ ჩამოვალ ანანო ნახევარი წელი აქედან ფეხს ვერ გამოვადგამ ხომ იცი ...
- ნია არ გამაგიჟო !
- ანანო გამიგე ...
- კარგი კარგი ... - ხელი ჩაიქნია და ღიმილით შეეცადა წყენის დაფარვას მაგრამ ამას რას გამოაპარებდა ...
ცოტა ხანი ილაპარაკეს კაბაზე და სხვა დეტალებზე და გათიშეს ...
ძალიან არ უნდა ანანოს აწყენინოს ... რამდენჯერ დაუსახიათ გეგმები ბავშვობიდან როგორი ქორწილი ექნებოდათ ... როგორ დაუდგებოდნენ ერთმანეთს გვერდით ... და ახლა ? ახლა არ მიდის ? და რის გამო ეს რა აპირებს ვაკოს გამო საქართველოში ფეხი აღარ ჩაადგას ? რა სისულელეა !
ვსიო გადაწყვეტილია !
კვირა ნახევარში საქართველოში მიფრინავს !
და მიდი ქორწილში ....
რაც იქნება ... იქნება ...
დაქალს იმედს ვერ გაუცრუებს ...
დიახაც სიურპრიზს გაუკეთებს და საქართველოში დაბრუნდება !
კმარა მალვა ... !
ბრუნდება საქართველოში უკვე უნივერსიტეტ დამთავრებული მოკლე მაგისტრატურა გავლილი ...
სტაჟიანი ადვოკატი ... და დედა ...
ბევრი ფიქრი აღარ დაუწყია კვირა ნახევრის განმავლობაში ყველა პრობლემა მოაგვარა და უკვე თვით მფრინავში ზის მთელი ოჯახი ...
როგორც კი მიწაზე დადგეს ფეხი ნიაკოს ბედნიერი და გაბადრული სახე ოჯახმა ნათლად დაინახა ...
-გამარჯობა საქართველო ... მე დავბრუნდი ... უფრო სწორად ჩვენ დავბრუნდით ... და აქედან წასვლას შენს მიტოვებას და დამალვას აღარ ვაპირებ ! გამარჯობა ...
"ცხოვრება გრძელდება"
ჩაილაპრაკა ჩუმად და შვილს მიეფერა ...
სირპრიზი იქნება ის რომ ანანოს ქორწილში მოულოდნელად დაადგება ...

როგორც შემეძლო დიდი თავი დავდე ვაგრძელებ წერას და 12 ის მერე თუ არა ხვალ უეჭველი დავდებ ... შევეცადე დაპირებული ბუუმმ თავი გამომსვლოდა ... არ ვიცი რამდენად გამომივიდა ... გთხოვთ გამიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარებში ეს ჩემთვის უდიდესი სტიმული და მუზაა ... მიყვარხართ ...



№1  offline წევრი † mariami †

mtlad buumm tavi sheidzleba ar iyo magram ai momdevno tavi qorwilshi tu miva da iq vakos naxavs ai eg iqneba buumm tavi :D

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

12ის მერეე დადეე :))) და დიდებიიი :)))

 


№3  offline წევრი Shore

დღეს წავიკითხე ყველა თავი და ძან მომეწონააა "იმენა გლეჯავოი" არის რა :დდდ სულ მოუთქმელად ველი 8 თავს ♥

 


№4  offline წევრი ninonino7500

უმაგრესია :D ^_^ დზ მაგარია :* მალე დადე რა ინტერესისგან ვკვდები :D :D :D

 


№5  offline წევრი ხატული♥

ძაან მაგარია ეხლა ვაკოს გამოჩენაღა აკლია love იმედია 12 ის მერე დადებ ძან საინტერესოა და სულმოუთქმელად ველოდები love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent