შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და მაინც...(5)


30-04-2015, 20:40
ავტორი anoo
ნანახია 2 313

-შემო თამთა._ვუთხარი კართან ატუზულ მეგობარს და გვერძე გავიწიე,რომ სახლში შემოსულიყო.
-როგორ ხარ ელე?ნიკუშა საითაა?მომენატრა ძალიან._მოსაცმელი გაიხადა და მისაღებისკენ წავიდა.
-არამიშავს,ცოტა ტოქსიკოზი მაქვს,მაგრამ ისეთი არა როგორც ნიკუშაზე მონდა._უკან მივყევი და დივანზე თამთას და ნიკუშას გვერძე ჩამოვჯექი.
-ალექსს როდის უნდა უთხრა?
-არ ვიცი.თქმით აუცილებლად ვეტყვი,როდის არ ვიცი.
-იმედია მეცხრე თვემდე ეტყვი._სიცილით შემომხედა თამთამ.
-რომც არ ვუთხრა,თვითონ მიხვდება._დამისევდიანდა ხმა.
-ჰო მართალი ხარ,ისე მგონი თავის თავს არ იცნობს როგორც შენ._სევდა თამთასაც შეეტყო და მოტიტინე საბას გახედა.მე სამზარეულოში გავედი მადუღარას ჩასართავად თამტას ხმა რომ შემომესმა.
-ელენა,ელენა ნიკუშა გეძახის.
-თამთა ვინ ნიკუშა გოგო?_ვერ გავიაზრე თავიდან ვიზე მეუბნეოდა.
-ვინაა გოგო ნიკუშა,შენი შვილი._მადუღარას არც მივკარებივარ ისე გამოვბრუნდი უკან,მართალია ნიკუშა ერთი წლის იყო,მაგრამ ჯერ ჩემთვისაც არ დაუძახია.გაბადრული გამოვედი მისაღებში,სადაც გაუჩერებლად იმეორებდა „დედას“ ნიკუშა.სიხარულით მისკენ გავემართე და თამთას გამოვართვი.
-დე და._ლოყაზე მომისვა თავისი პატარა ხელი,მე კიდევ სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა.თურმე რა დიდი ბედნიერება ყოფილა შვილი დედას რომ დაგიძახებს,ახლა მივხვდი რომ მარტო ამისთვის ღირდა ცხოვრება.იმდენი ვეფერე და ვკოცნე ნიკუშას ბოლოს მგონი ძალიან შვაწუხე და ისევ თათასთან დაბრუნდა.აჟიტირებული ვიყავი და ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი.
-ელენა მგონი შენი ტელეფონი რეკავს.
-უი ხო ოთახში მაქვს._სწრაფი ნაბიჯებით წავედი ოთახში და კომოდზე მოთამაშე ტელეფონს დავწვდი.
-ელენა,როგორ ხარ?_გამაკანკალა,როგორც ყოველთვის ალექსის ხმაზე.
-ალექს,ნიკუშამ დედა დამიძახა._ვეღარ მოვზომე და ბედნიერმა ჩავძახე ყურმილში.იმდენი ხანი ვცდილობდით ბავშვს რამე ეთქვა.ვიგრძენი როგორ გაეღიმა ყურმილს მიღმა.
-მართლა?უკვე დიდი ბიჭია.
-ჰო,მალე სიარულსაც დაიწყებს._გამეღიმა ამის წარმოდგენაზე.
-ელენა,შეიძლება მოვიდე და ნიკუშა ვნახო?_რეალობაში დამაბრუნა ალექსის სიტყვებმა და მოვიღუშე.
-შეიძლება._ვუთხარი და აღარაფრის თქმა ვაცადე ისე გავუთიშე ტელეფონი.

-მამას კაცი,როგორ მომენატრე._თან ელაპარაკებოდა და თან კოცნიდა ალექსი ბავშვს.-რა გემრიელი ხარ ბუთხუზა._ნიკუშა კისკისებთა და თავისთვის ტიტინებდა „დედა“ რომ დამიძახა და ხელი ჩემსკენ გამოიშვირა.ალექსმა ბედნიერი სახით შეხედა ჯერ ნიკუშას,მერე მე.მეც უნებურად გამეპარა ღიმილი.დიდი ხანი ეთამაშებოდა ალესი ბავშვს,აარადა უკვე ნიკუშას დაძინების დრო იყო,მაგრამ არ ნიკუშა მომყვებოდა დასაძინებლად.მამამის რომ ხედავს ყველაფერი ავიწყდება.ალექს ვთხოვე იქნებ შენ დააძინო ცოდოა,მერე ძილი გადაუცდება თქო.ალექსმაც კაიო და ნიკუშა თავის ოთახისკენ „გააქანა“,თან გზაში ეუბნეოდა დედას დაუძახეო და ბავშვიც იმეორებდა და იმეორებდა.ვგრძნობდი როგორი ბედნიერებით ივსებოდა ალექსი ნიკუშას ყოველ“დედას“ თქმაზე.მაგრამ რეალობა მწარედ მახსენედა თავს.

-ელენა რა გჭირს?_შეშფოთებული სახით შემომხედა ალექსმა სააბაზანოდან გამოსულს.
-სერიოზული არაფერია._რატომ არ ვუთხარი სიმართლე არ ვიცი.
-ელენა,ორსულად ხარ?_გაოცებულმა შევხედე.მერე ჩამეცინა.
-ხო ალექს._დივანზე წამოვწექი და ალექსის რეაქციას დაველოდე.სახეზე გამომეტყველება შეეცვალა,შუბლი გაეხსნა და მივხვდი რომ ახლა აქ კი არა ღრუბლებში იყო.მისი შემხედვარე მეც მეღიმებოდა.
-ელენა,იცი რა ბედნიერი ვარ.არ მჯერა.არა დაუჯერებელი რა არის მაგრამ,მე იმის არ მჯერა ,რომ ღმერთმა,ყველაფრის მიუხედავად,მომცა უფლება კიდევ ერთი შვილის მამა ვიყო.მე ხომ არ ვიმსახურებ.არ ვიმსახურებ._კედელთან ჩაცურდა და თავი ხელებში ჩარგო.მტკინვეული იყო ჩემთვის მისი ასეთ დღეში ყურება,ძნელი გასაგები არ იყო რომ მის საქციელს ნანობდა,მაგრამ მე მაინც არ შემეძლო მეპატიებინა.ვხედავდი რომ ორივეს ჩემი უპატიებლობა ძალიან გვტკენდა,მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო.

-ალექსს უთხარი?_მკითმა მამაჩემმა,როჩა ჩემი ფეხმძიმობის ამბავი მშობლებს ვუთხარი.
-კი,გუშინ.
-მერე?რა რეაქცია ქონდა?_გამომცდელად შემომხედა დიმიტრიმ.
-რა რექცია უნდა ქონოდა,ძალიან გაუხარდა და მთხოვა რომ კონსულტაციებზე მასთან ერთად მევლო._ვუთხარი და დედას მოტანილი ჩემი საყვარელი სალათის ჭამა დავიწყე.
-გაუხარდა._ჩაილაპარაკა თავისთვის.
-ჰო გაუხარდა,თან ძალიან.რატომ არ უნდა გახარებოდა თავისი შვილის ამბავი.
-თავისი შვილის ხო.მაშინ არ ფიქრობდა ხო იმ ღლაპს რომ იგორებდა ლოგინში._რამის სალათა გადამცდა,ჩაწითლებილი თვალებით გავხედე მამაჩემს.
-მამა,მგონი მაგ თემაზე ვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ,რომ აღარ განვიხილავდით,მით უფრო ბავშვის თანდასწრებით.
-მე არაფერი გადამიწყვეტია,ეს შენ გადაწყვიტე.
-დიმიტრი დააცადე ბავშვს ჭამა._უსაყვედურა დედამ და თმაზე მომეფერა.მე მადა დამეკარგა და სალათა მოშორებით გავწიე.არასდროს არ დავუშვებდი,რომ ჩემს მშობლებს ალექსის ღალატზე გაეგოთ.არც ვაპირებდი ჩვენი დაშორების მიზეზი მათთვის მეთქვა,ყველაფრის მიუხედავად არ მინდოდა ალექსს მათ თვალში პატივისცემა და სიყვარული დაეკარგა,თუმცა მათ მაინც გაიგეს ამის შესახებ ალექსისგან.თვითონ არ დაუმალა და თავისი დანაშაული მათთან აღიარა.

თქვენი აზრი დააფიქსირეთ,ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია <3 <3



№1  offline წევრი ხატული♥

აუ შეურიგდეს რაა ალექსს ხო ხედავს რომ ნანობს არაუშავს შვილის გამო მაინც აპატიოს love თან ძაან საყვარელი ბიჭია

 


№2  offline წევრი lamazmani

აუ ძააან მაგარია დღეს წავიკითხე ყველა და ძაან მომეწონს ველი ახაკ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent