და მაინც...(4)
რესტორანში ერთად შევედით,რა თქმა უნდა ალექსიც აქ იყო,შესვლისთანავე ვიგრძენი მისი იქ ყოფნა.მე და თამთამ მეგობრებისკენ ავიღეთ გეზი.საბასკენ გაღიმებული წავედი და ჩავეხუტე. -საბა,გილოცავ!მალე ცოლის მოყვანა მომელოცო._ვუთხარი სიცილით და ლოყაზე ვაკოცე. -მადლობა,მადლობა._საბამაც სიცილით მიპასუხა და მაგიდისკენ მიმანიშნა,რომ დავმკდარიყავი. -საბა,შენთვის საჩუქარი მაქვს._გავუწოდე მისთვის განკუთვნილი ყუთი და სულმოუთქმელად დაველოდე როდის გახსნიდა,რომ მიის რეაქცია მენახა. -ელენა,არ მითხრა რომ ეს ისაა რაც მე მგონია._თან მელაპარაკებოდა თან ყუთს შეფუთვას აცლიდა.-ეხლა გავაფრენ,რამდენი ხანია ამ მანქანას ვეძებ,ელენა შენ არ იცი როგორ გამახარე,მეგობარიც ასეთი უნდა,მადლობა._მოვიდა და გადამეხვია.საბა დიდი ხანია რაც პატარა მანქანებს აგროვებს და ძალიან ლამაზი მანქანების კოლექცია აქვს,იმ მანქანას,რომელიც ახლა მე ვაჩუქე,დიდი ხანია ეძებს.ამას წინათ ინტერნეტში გადავაწყდი გამოწერით და მეც შანსი ხელიდან არ გავუშვი და გამოვწერე,ვიცოდი როგორ ძალიანაც უნდოდა საბას ეს მანქანა.მე და თამთა ერთად დავჯექით,გვერდზე საბას ერთი მეგობარე მეჯდა.ძალიან არ მსიამოვნებდა მისი სიახლოვე.მთელი დრო რაც მოვედი ჩემთვის თვალი არ მოუშორებია.მგონი ეს ალექსმაც შეამჩნია და დაძაბული სახით მიშტერდებოდა. -ძალიან ლამაზი ხარ._მითხრა საბას მეგობარმა,როცა ალექსი მაგიდიდან ადგა.გვერდულად გავხედე,არაფერი ვუთხარი და აივნისკენ გავიხედე,ვნატრობდი ალექსი მალე შემოსულიყო. -მე გიორგი ვარ საბას თანამშრომელი,შენ როგორც გავიგე ალექსის ყოფილი ცოლი ელენა ხო?_ისე მომშტერებოდა,აღარ ვიცოდი საით გამეხედა. -ცოლი._ისე ვუთხარი არც შემიხედავს.გიორგიმ ჩაიცინა. -მაგას რა მნიშვნელობა აქვს.დღეს ხარ,ხვალ აღარ იქნები._ნამდვილად არ მქონდა ამის თავი. -მგონი უნდა მეტყობოდეს,რომ თქვენთან დიალოგის პერსპექტივა არ მხიბლავს._ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი.აივნიდან შემოსულ საბასკენ ავიღე გეზი,რომ დავმშვიდობებოდი. -ასე ადრე რატომ მიდიხარ?დარჩი რა ცოტახანს კიდევ. -არა საბა,ნიკუშა დედასთან მყავს დატოვილი და უნდა მივიდე მალე. -წამოდი,მე გაგიყვან._მითხრა ალექსმა და მაგიდისკენ წასვლა დააპირა კოსტუმის ასაღებად. -არ მინდა,მანქანით ვარ._აღარ დაველოდე და შენობა დავტოვე.ვიცოდი ალექცი მაინც გამომყვებოდა.ასე გვიან მარტო არ გამიშვებდა.მანქანაში ჩავჯეჩი და დავიძარი.წეღანდელი ამბით შეშინებულს გზისთვის თვალი არ მომიშორებია.რა თქმა უნდა ალექსიც გამომყვა უკან.მანქანა სადგომზე გავაჩერე და სახლში ავედი.ალექსიც წამომეწია და სახლში შემომყვა. წარბაწეული შევხედე და ჩანდა იქვე საკიდზე ჩამოვკიდზე -რა იყო?ნიკუშას სანახავად მოვედი._მითხრა და მისაღებში გავიდა.მეც უკან გავყევი და ნიკუშას ოთახში შევედი. -დედა მოვედი,ძინავს ნიკუშას? -უი ელენა,მოხვედი დედა,რატო არ დარჩი კიდევ? -რავი დედა დავიღალე ძალიან._ვუთხარი და მძინარე ნიკუშას დავხედე.ისეთი საყვარელი იყო,ალექსს ძალიან გავდა.გამეღიმა და ოთახში შემოსულ ალექსს გავხედე. -ნახევარი საათია რაც ჩეძინა._მიპასუხა დედამ და მანაც ალექსს გახედა. -ქეთი,როგორ ხარ?_მოიკითხა ალექსმა დედაჩემი.ქეთიმ ჯერ მე გამომხედა და მერე ალექსს.არ მინდოდა ჩვენი ურთიერთობის გამო ალექსსა და ჩემს მშობლებს შორის ურთიერთობა გაფუჭებულიყო.ამაზე დედასთანაც ვილაპარაკე და დამპირდა რომ ყველანაირად ეცდებოდა რომ ალექსთან „კარგი“ ურთიერთობა ქონოდა. -არამიშავს ალექსს.შენ როგორ ხარ? -მე?_ჩაიცინა ალექსმა.-ვარსებობ,ჯერჯერობით._მეტკინა გული,მის თვალებში სევდა და ტკივილი დავინახე.ჩემი თავის მიკვირდა ასეთი სიყვარული რომ შემეძლო.ალექსი ჩემს თავზე ძალიანაც კი მიყვარდა,მისმა საქციელმაც არ გამიქრო სიყვარული,ოდნავადაც არ გამინელა.ძლივს ვიკავაებდი თავს რომ არ ჩავხუტებოდი,მაგრამ რა ვუყუთ,პრინციპებს,სიამაყეს,თავმოყვარეობას.თავს ყოველთვის რომ გახსენებენ და არ გინდობენ.ჩავიცინე გულში.რომ მცოდნოდა რომ ალექსს ისე არ ვუყვარდი როგორც მე მიყვარდა,შეიძლება ასე არ გამჭირვებოდა მისი ღალატის გადატანა.მაგრამ ვიცოდი რომ მასაც ისე ძალიან ვუყვარდი როგორც მე.ამიტომ არ შემიძლია ვაპატიო,იცოდა რომ მისი ღალატით მომკლავდა სულიერად,ვერ ვაპატიებდი ჩემი თავის სხვაში გაცვლას და ნიკუშას დავიწყებოს,იცოდა ეს,ჩემზე უკეთაც.დედაჩემმა აღარაფერი უთხრა,დაგვემშვიდობა და სახლში წავიდა.ალექსი ბავშვის საწოლთან ჩამოჯდა და ლოცაზე მოეფერა.ნიკუშა შეიშმუშნა და თვალები ჭყიტა.ბედნიერმა გავიღიმე.ყოველთვის როცა ალექსი მძინარეს ეხებოდა ყოველთვი გრძნობდა და ეღვიძებოდა,არც ეს შემთხვევა ყოფილა განსხვავებული,ჩვენს ბიჭს მამამისი ძალიან უყვარდა.მაბედნიერებდა მათი ყურება,მაგრამ ჩვენი მომავალი შიგნიდან მჭამდა,მომავალი რომელიც ალექსს არ ითვალისწინებდა. გული აჩქარებული მქონდა,სახე ოფლისგან დაცვარული.საათს შევხედე,რომელიც კედელზე წიკწიკებდა.ღამის 4 საათ აჩვენებდა.არასასიამოვნო შეგრძნება მქონდა.ვერ მივხვდი რა მჭირდა.ორი წუთიც არ იყო გასული გულის რევის შეგრძნება დამეუფლა და პირზე ხელ აფარებული სააბაზანოსკენ გავიქეცი.მთელი ღამე გავათენე,გათენებისას ჩამეძინა,მაგრამ ორი საათიც არ მეძინა ნიკუშას ხმამ რომ გამაღვიძა.ფეხზე ძლივს ავდექი და ჩემი ბუტხუზას ოთახისკენ წავედი.გუშინ ალექსიმ მთხოვა ხვალ მე წავიყვანო,ჩემებსაც ძალიან მოენატრათო,მეც არ მითქვამს უარი,დიდიხანია ნიკუშას ბებია-ბაბუა არ უნახავს.ნიკუშა გავამზადე და სამზარეულოში გავედით,ნიკაშასთვის საჭმელი რომ გამემზადებინა.ალექსიც მალე მოვიდა,მეც შემომთავაზა მათთან ერთად წასვლა,მაგრამ კატეგორიული უარი განვუცხადე,იცოდა რომ არ გავყვებოდი და აღარ ჩამაცივდა.თან თავს ჯერ კიდევ ცუდად ვგრძნობდი. ჩემი ავადმყოფობის ამბავი რამდენიმე დღე გაგრძელდა.90% ვიცოდი რისი ბრალი იყო,მაგრამ ის ათი პროცენტიც შემევსო თამთასთან ერთად საავადმყოფოში წავედი. ჩემი იმედები გამართლდა,ისეთი ბედნიერი ვარ,ახლაც ყურებამდე გახარებული დავდივარ ოთხიდან ოთახში და აღარ ვიცი სიხარულით რა გავაკეთო.ახლა აქ რო მყავდეს ჩემი ბუთხუზა ბიჭი კოცნით დავახრჩობდი და ვეტყოდი რომ სულ რაღაც რვა თვეში დაიკო ან ძამიკო ეყოლება.დიახ დაიკო ან ძამიკო.ბედნიერი ვიყავი ძალიან,როგორ უნდოდა ალექსს მეორე შვილი...ალექსის გახსენებაზე ხასიათი გამიფუჭდა.ისევ მასზე ვფიქრობ,ისევ იმაზე ვფიქრობ რომ მას გაუხარდება,რომ მას უნდოდა.იმედი მაქვს რომ ჩემი პატარა,რომელიც ძალიან მიყვარ ამ ამბავს გადამატანინებს.როცა მივხვდი რომ ტირილს ვიწყებდი,სასტიკად ავუკრძალე ჩემ თავს ტირილი.ახლა ბავშვისთვის არ შეიძლება ნერვიულება.თუმცა ეს უკანასკნელი ძნელი შესასრულებელი იქნება,მით უფრო რომ ალექსი აღარაა ჩემს გვრდით.ნიკუშაზე ფეხმძიმობის დროს გვერდით ალექსი მყავდა და არაფერი გამჭირვებია,შუაღამეს რომ ვაღვიძებდი სიხარულით მიდიოდა მაღაზიაში ჩემი „კაპრიზების“ შესასრულებლად,შენ რაც გინდა მთხოვე და ყველაფერ მოგიტანო.მას ჩემზე ძალიან უნდოდა ნიკუშას დაბადება.მშობიარობა რომ დამეწყო მაშინაც ჩემზე ძალიან ნერვიულობდა.სამშობიარო ბლოკშიც შემომყვა,მარტო არ დაგტოვებო.ყოველ ჩემს ტკივილიანი სახის დანახვაზე მის თვალებში კითხულობდი,რომ ყველაფერს გააკეთებდა ოღონდ ჩემთვის ტკივილი როგორმე შეემსუბუქებინა.მაბედნიერებდა მისი ასეთი თვალები,რადგან ვიცოდი რომ ჩვენ მის ცხოვრებაში პირველი და უდიდესი ადგილი გვეკავა.როცა ნიკუშა დაიბადა,დავინახე როგორ ჩამოუცურდა მარჯვენა თვალიდან ცრემლი.მისი შემხედვერე მეც ავტირდი ბედნიერებისგან.მაშინ მჯეროდა ჩვენი სიყვარულის,მომავლის მჯეროდა,რომ ერთად ვიქნებოდით „სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებდა“.თუმცა ხომ იცით რა საშინელი სიტყვაა მაგრამ.მაგრამ თურმე მართალი ყოფილა,რომ ცხოვრება სურპრიზებითაა სავსე.სიმწრით ჩავიცინე.ჩვენ გვაჯობა სამყარომ!მისმა ბოროტმა ზრახვებმა ჩვენთანაც დააკაკუნა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.