შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ლამბერსექსუალი [7]


30-04-2015, 21:05
ავტორი Pessimist
ნანახია 4 066

ჩემი ლამბერსექსუალი [7]
საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი,ალბათ არაფერი იმაზე უკეთესი,როდესაც საყვარელი ადამიანის სუნთქვას უსმენ.ჩემს სულში მომხდარი არეულობა წამში დალაგდა.საოცარი სიმშვიდე დამეუფლა და მეც უფრო მეტად ვიძირებოდა არარეალურ სამყაროში.ამ ყველაფერს წვიმის ხმაც ემატებოდა და სრულ ჰარმონიას ჰქმნიდა.ცოტნეს სუნთქვა იავნანასავით ჩამესმოდა,მეც ბავშვურად მეღიმებოდა არსებულ ვითარებაზე.
დილით ცოტნეს ჩურჩულმა გამაღვიძა,მეც თვალები ნელა გავახილე და მის მომღიმარ სახეს შევხედე.
-დილამშვიდობისა!-ჩახლეჩილი ხმით ვუთხარი და საათს გავხედე,რომელიც რვას აჩვენებდა.
-დილამშვიდობისა!-მითხრა მანაც ღიმილით და ყავა მოსვა.
-დიდი ხანია გღვიძავს?
-ერთი საათია.
-კიდევ კარგი არ გამაღვიძე.
-ისე საყვარლად გეღვიძა შემეცოდა.-მიპასუხა მან ღიმილით.
-თეატრში ვარ წასასვლელი და მეზარება ადგომა.-ამოვიბუზღუნე და თავი ბალიშში ჩავრგე.
-დილას ისევ ბუზღუნით იწყებ,ესე იგი ფორმაში ხარ.-მითხრა მან ხარხარით.
-საშინელი სიცილი გაქვს.-კომპლიმენტით შევამკე და ენა გამოვუყავი.
-პატარა,სულელი ბავშვი ხარ,-მობეზრებულმა ჩაიქნია ხელი.-მაგვიანდება სამსახურში,შენც მოემზადე.
-კარგი,წარმატებულ დღეს გისურვებ.
-შენც.-მითხრა მან და ტუჩის კუთხეში გაეღიმა.
სულელივით გამეღიმა. ყველა ადამიანს აქვს თავისი წამალი.ჩემს წამალს კი ცოტნე ჰქვია.არ ვიცი ეს ადამიანი რას აკეთებს,მაგრამ ფაქტია რომ საოცარი ზეგავლენა აქვს ჩემზე.მეც საოცარი პოზიტივით და სითბოთი ვიმუხტები,რაც მთელი დღის განმავლობაში მყვება.
***
ერთი კვირა სრული ქაოსი იყო.მთელ დღეებს თეატრში ვატარებდი,მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე საათი გადამბულად მქონდა რეპეტიციები მაინც უზღვავ ენერგიას ვგრძნობდი.თითქმის სამი წელია რაც თეატრის სცენაზე ვდგავარ,მაგრამ მაინც ვერაფრით მოვიშორე ეს ნერვიულობა.ახლაც გაფითრებული ვდგავარ საგრიმიოროში და აკანკალებულ ხელებს ერთმანეთში ვხლართავ.ჩემს სიტყვას ჩუმად ვბუტბუტებ და საკუთარ წაშლილ სახეს ვუყურებ სარკეში.საოცარი ტკივილი ვიგრძენი მარცხენა მხარეს და ინსტიქტურად მაგიდას დავეყრდენი.სკამზე ჩამოვჯექი და წყალი მოვსვი.რამდენიმე წამში შვება ვიგრძენი და ამოვისუნთქე.ყოველთვის ასე მემართება,როდესაც ვნერვიულობ,მაგრამ საბედნიეროდ ეს ყველაფერი რამდენიმე წამიანია.
საგრიმიოროში ქარბორბალასავით შემოვარდა რეჟისორი მთელი ხმით იყვირა ''მოემზადეთო'' და ოთახიდან გავარდა.სულ უფრო ვრწმუნედბი,რომ ამ თეატრში ყველას გაქანებული ნევროზი აქვს.
ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და კულისებისაკენ წავედი.ხელებს ერთმანეთში ვხლართავდი და გიჟივით დავდიოდი.ერთ ადგიალს ვერ ვჩერდებოდი,ბოლოს ისევ მე დავიღალე ამდენი ბოდიალით და გავჩერდი.ნაცნობმა მომენტმა უფრო მეტად ამიჩქარა პულსი,ერთი ამოვისუნთქე და სცენაზე გავედი.წუთიერად საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი,იმდენად მსუბუქად ვიყავი ასე მეგონა ფრთები მქონდა.პირველივე წამს მხოლოდ საკუთარ თავს აღვიქვამდი და გარშემო მყოფ ადამიანებს ვაიგნორებდი.მთელ სულს და გულს ვდებდი ჩემს თითოეულ სიტყვაში,მოქმედებაში და ალბათ ამიტომ გაისმა დარბაზში მქუხარე ტაში.
ბედნიერებისაგან გამეღიმა და მადლობის ნიშნად თავი დავხარე,მაგრამ...
მომენტალურად ყველაფერი გაჩერდა.
გაოგნებული და გაფითრებული ვუყურებდი მომღიმარ ცოტნეს,რომელიც პირველ რიგში იჯდა.
თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა და სახეზე ხელები ავიფარე.ყველა გაოგნებული მიყურებდა,იქამდე სანამ სცენაზე ამოსული ცოტნე არ დაინახეს.ხელში ულამაზესი ტიტები ეჭირა,მომაჯადოვებელი ღიმილით მიღიმოდა.მე კი გაბრუებული ვიდექი და მის უძირო შავ თვალებს ვუყურებდი.ხალხი კი ჩემს მოქმედებას ელოდა,მეც ბევრი აღარ მიყოყმანია და ხელები შემოვხვიე,დამაყრუებელი ტაშის ხმა გაისმა,რასაც ფოტოაპარატების ჩხაკუნი მოჰყვა.
იმედნად ვიყავი რეალობას მოწყვეტილი,რომ ვერც ვიაზრები რა ხდებოდა ჩემს თავს,ასე მეგონა რომ ეს ყველაფერი სასიამოვნო სიზმარი იყო.
ჩემი ლამბერსექსუალი [7]



***
შუა ქუჩაში ვიდექით და ერთმანეთს ვუყურებდით.ის ეშმაკური ღიმილით მიყურებდა და ჩემს რეაქციას ელოდა.ჩემს თავში საოცარი იდეები ტრიალებდა,ჩემი გონება კი მხოლოდ ცოტნეს ბუთხუზა ტუჩებისაკენ იყო მიმართული.მეც ბევრი აღარ მიფიქრია,მისკენ ღიმილით წავედი და ათრთოლებული ტუჩები მის ცხეელ ბაგეებს მივაწებე.დაიბნა.არ ელოდა ჩემს ამ ნაბიჯს,რამდენიმე წამი გაოგნებული იდგა,მაგრამ მერე ხელი წელზე მჭიდროდ მომხვია და კოცნაში ამყვა.
ღიმილით მოვშორდი მის ბაგეებს და გავუღიმე.
-საოცრება ხარ.-ჩახლეჩილი ხმით მითხრა მან და ხელები მჭიდროდ შემომხვია.
-ბედნიერება ხარ.-ჩურჩულით ვუთხარი მას.-მადლობა ცოტნე.შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე.
-ეს ყველაფერი ელემენტარულია ნატა.-ღიმილით მითხრა მან და შუბლზე ცხელი ტუჩები შემახო.
-ელემენტარული ეძახე და ხედავ როგორ დავფრინავ?-ღიმილით ვკითხე და მტირალა ცას ავხედე.
-ქალის იდეალი ხარ.-თმაზე ხელი ნაზად ჩამომისვა.-საოცრად გიხდება სცენა ნატა,როდესაც გიყურებდი რეალურობის შეგრძნება დამეუფლა.
-ეგ უმთავრესია ცოტნე.
-ძალიან წმინდა იყავი.-არ წყვეტდა აღფრთოვანების წინადადებებს.
-მიხარია,რომ მოგეწონა.-ოდნავ მოვშორდი და გავუღიმე.
-მე კი მიხარია,რომ ჩემს წინ შენნაირი ქალი დგას.ჩავსხდეთ მანქანაში,შეგცივდება.
ღიმილით დავუქნიე თავი და მანქანის სავარძელზე კომფორტულად მოვთავსდი.ტიტების თაიგულს ხელი ჩამოვუსვი და კალთაში დავიდე.
-ცოტნე მაინც და მაინც ტიტები რატომ?
-მინდოდა რამე ახალი მეჩუქებინა შენთვის.-ღიმილით გამომხედა მან.-ვარდები,გვირილები ეს ძალიან უბრალოა.მინდა რომ ჩვენს ურთიერთობაში რაღაც ახალი იყოს,თუნდაც ეს სიახლე ტიტებით დაიწყოს.
სულელივით გამეღიმა მის ნათქვამზე.თავი მისკენ მივატრიალე და სახის დათვალიერებას შევუდექი.წვერი საოცრად სიმპატიურს ხდიდა,სერიოზულობას მატებდა მის გარეგნობას და ალბათ ეს იყო მის იერსახეში უმთავრესი საიდუმლო.

***
მის მკლავებში კომფროტულად ვიყავი მოკალათებული,მისი სურნელით ვივსებდი ფილტვებს და გატრუნული ვუსმენი მის ლაქ-ლაქს.იმდენად ვიყავი მისით გაბრუებული,რომ ყველაფერზე თავს ვუქნევდი,ბოლოს გაბრაზებული მომშორდა და დამიბღვირა.
-ასე გაბნევ,რომ ხმას არ იღებ?
-კი.-ეშმაკურად გავუღიმე და ენა გამოვუყავი.
-არა ვიცოდი,რომ ჩემი გარეგნობით ყველა ქალის ყურადღებას ვიქცევდი,მაგრამ ასეთი სიმპატიური თუ ვიყავი ნაღდად არ მეგონა.-მითხრა მან ხარხარით და საკუთარი თავი სარკეში შეათვალიერა.
-თვითკმაყოფილი რომ ხარ ეგაც იცი?
-რა თქმა უნდა.-ღიმილით მომიახლოვდა და ხელები შემომხვია.-მაკოცე!-თითქმის მიბრძანა,მეც უყოყმანოდ ვაკოცე ლოყაზე.
-ასე შენს კოლეგას აკოცე დღეს თვალებს,რომ გიჟუჟუნებდა.-დაბღვერილმა მითხრა და ტუჩებზე მეძგერა.
გაოგნებული დამტოვა,ვერ მივხვდი ვისზე საუბრობდა,მაგრამ რადროს ეგ იყო?!ისეთი ვნებით მკოცნიდა,რომ ცოტაც და ხელში ჩავადნებოდი.რამდენიმე წამში მომშორდა და ეშმაკურად გამიღიმა.
-ეს წვერი მჩხვლეტს.-ამოვიბუზღუნე და აწითლებულ ტუჩებზე ხელი დავიდე.
-ჩემს წვერს საკუთარი შვილივით ვუვლი,ამიტომ ტყუილად იბუზღუნებ.-სამზარეულოში ღიღინით გავიდა.მე კი გაბრუებული დამტოვა.
საწოლზე მთელი ძალით დავეცი და სულელური ღიმილი ავიკარი სახეზე.თვალები დავხუჭე და დღევანდელი დღის გახსენება დავიწყე.

***
მადლობა,მადლობა და კიდევ მადლობა!
ძალიან მახარებთ.



№1  offline წევრი ხატული♥

ვაიმე რა მაგარი თავი იყოო love მეც სულელივით ვიღიმოდი wink ძალიან საყვარლები არიან love ერთად უნდა დატოვო ეს ორიიი :D love სულ სულ სულ

 


№2  offline წევრი DiscoGirl

ხატული♥
ვაიმე რა მაგარი თავი იყოო love მეც სულელივით ვიღიმოდი wink ძალიან საყვარლები არიან love ერთად უნდა დატოვო ეს ორიიი :D love სულ სულ სულ

მეც ზუსტად ეგრე ვიყავი winked მთელი თავის კითხვისას ღიმილი არ მომშორებია სახიდან love

 


№3  offline წევრი Pessimist

დიდი მადლობა ჩემო კარგებოოოო... love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent