შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი თამაში.. Part II (ნაწილი V)


30-04-2015, 21:06
ავტორი ნინი-21
ნანახია 2 941

-ასე მალე არ გელოდი პატარავ !
მისი ხმა ძალიან მკაცრად და ცინიკურად ჟღერდა მაგრამ მასში მაინც იგრძნობოდა მონატრებისა და სიყვარულის ნაპერწკლები.
,,ასე მალე არ გელოდი ?“ ეგ რაღას ნიშნავს, ანუ იცოდა რომ აქ იყავი ?!
პირველი ეს გაიფიქრა ჩემმა ტვინმა.
-უნდა ვილაპარაკოთ.
-ჰმ... ერთი წერილი მიიღე და გამოფრინდი აქეთ.
მისი, ეს ცინიკურად ნათქვანი ,,გამოფრინდი“ არ მოხვდა ყურს კარგად.
-წერილი არაფერს შუაშია, აქ სიყვარულის გამო ვარ.
-ჰაჰაჰა...
გადაიხარხარა ირონიულად.
-არაფერს შუაშია კიარა თავშია. სიყვარულის კი რამოგახსენო.
-ვერ მივხვდიი ?
-მიუხვედრელად არ ვლაპარაკობ ხოლმე, არც მეორეჯერ ვიმეორებ ნათქვამს.
-ასე რატომ მელაპარაკები?
-სხვა ტონით ლაპარაკს დამსახურება უნდა.
-მერე მე ვერ დავიმსახურე როგორ ფიქრობ?
ირონია არც მე დავაკელი, მკითხველო დამიჯერეთ იმ წამს ისეთი საზიზღარი სახით მიყურებდა, რომ ხელში რაღაც ბასრი, რომ მჭეროდა დაუფიქრებლად ჩავცხებდი თავში.
-ვერ ნაკლებად, უფრო არ !
-ქარაგმებით ნუ მელაპარაკები ერეკლე, მოდი ვილაპარაკოთ გახსნილად და დაუფარავად, რომ ბოლოს და ბოლოს გავარკვიოთ დავამთავროთ თუ დავიწყოთ, ან რავქნათ საერთოდაც.
-როგორ უნდა დაასრულო ის რის დაწყებაშიც საერთოდ ეჭვი გეპარება.
ამ სიტყვებმა მიწა გამომიცალა ფეხქვეშ, ყველაფერს ვიფიქრებდი მაგრამ ჩვენ სიყვარულს თუ კითხვითი ნიშნის ქვეშ დააყენებდა ვერასდროს წარმოვიდგენდი.
-მოიცა.. ამ... ამით რა გინდა, რომ თქვა?
ბედად დამება ენა. არადა დილით როგორი ენთუზიაზმითა და შემართებით წამოვედი, ახლა კი ეს ყველაფერი სადღაც უსასრულობაში ჩაიკარგა.
-რისი თქმაც მინდოდა უკვე ვთქვი.
მითხრა, სავარძელი დატოვა და ჩემკენ გამოემართა. იმ წამსვე მოახდინა სხეულმა სათანადო რეაგირება, კანი დამეხორკლა, გულისცემა გამიათმაგდა, შუბლი ოფლით დამეცვარა, ერთიანად გამომეცალა ენერგია. ახლა დავფიქრდი ერეკლეს შესაძლო ენერგოვამპირობაზე.
მაგრამ რა მეენერგოვამპირება ამწამს გამაგებინებთ ვინმე ?!
ან თქვენ რას გამაგებინებთ თვითონ არ მესმის არაფერი.
-გავიგე ის დანი თუ ვიღაცა ჩამოგყოლია.
მითხრა, მაგიდას მიეყრდნო და თვალი ქვემოდან, ზემოთ ამაყოლა.
-ის ვიღაცა არ არის ჩემთვის.
მივუგე, მისი სიტყვებით გაღიზიანებულმა, ჩემზე რაც უნდა ის თქვას მაგრამ დანი არაფერ შუაშია.
-ჰმ... და ამის მერე შენ ბედავ და სიყვარულზე მორალს მიკითხავ?
დაიგვირგვინა ბარათაშვილმა და განრისხებული თვალები მომაპყრო.
მოიცა და დანი რაღა შუაშია ამწამს? სათანადო რეპლიკა მესროლა ლუციფერმა. ვერ ვხვდებოდი რისი თქმა სურდა ამით ერეკლეს.
-ეგ რაღა შუაშია?
არც მე ჩამოვრჩი მაღალ ტემბრში.
-ტონი !!! ტონი აკონტროლე გოგონი.
მომიგდო სიტყვა. ეს ,,გოგონი“ აბუჩად აგდების ახალი ხერხი იყო, რომელმაც კარგად გაჭრა ჩემთან და შესაძლოზე მეტადაც გამაღიზიანა.
-რაღა შუაშია და თავშია, ორი წელია სულ კუდში დაგზდევს, ეგ არ კმაროდა ის ოთხი დღე სავადმყოფოში არ მოგშორებია, მანამდე ხომ საერთოდ აღარ ვამახვილებ ყურადღებას, მერე პოსტები არ გინდა სოციალურ ქსელში, სელფებით გაქვს აჭრელებული შენი გვერდი, ახლა საქართელოშიც ჩამოიყვანე და მე მეკითხები რა შუაშია მის ანნა ?!
დაიგვირგვინა ბოლოს და მუშტი დაჰკრა მაგიდას. ასეთ ჟესტს მისგან არ ველოდი და ადგილზე შევხტი.
მოიცაა... მოიცაა... ახლა ანუ რა გამოდის?
ერეკლე დანიზე ეჭვიანობს, თან მის ანნაო, თან საავადმყოფოს ამბებიო, ახლა კიდე საქართელოო ! ვანგაა და არ ვიცოდი ?!
-შენ რა... შენ რა იცოდი ყველაფერი ?
-ოჰჰ... კარგი რა ანნა, ნუთუ კიდევ ვერ აფასებ ჩემ შესაძლებლობებს სათანადოდ?!
-შენ... შენ იცოდი რა ცუდად ვიყავი ამ ოთხი დღის განმავლობაში, შენ იცოდი რაც გადავიტანე იმ შეხვედრის გამო, ახლა კი მოდიხარ, ბედავ და ჩემ სიყვარულს კითხვითი ნიშნის ქვეშ აყენებ, ვინ მოგცა ამის უფლება ერეკლე ბარათაშვილო ?!
ვეღარ ავიტანე, მისი ირონიით გაჟღენთილი სიტყვები და ყველაფერი რასაც იმ წამს ვფიქრობდი მის წინ გადმოვშალე. აშკარად დაეტყო სახეზე დაბნეულობა, მაგრამ ეს სულ წამიერად მოხდა, შემდეგ ისევ ცინიკური ღიმილი დაიბრუნა.
-ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს.
-ჰმ... აღარვიცი რა ვთქვა ?! ამ წამს მართლა არ დგას ჩემ წინ ის პიროვნება ვინც ორი წლის წინ სიგიჟემდე მიყვარდა და ვისი სიყვარულის დასაბრუნებლად ყველაფერი დავთმე და წამოვედი. შენ მეკითხები რატომ არის დღეს ჩემ გვერდით დანი და არა შენ ხომ ასეა?!
-ასეა !
-დრომ მოიტანა !
გავეცი პასუხად ის სიტყვები, რომლითაც ორი წლის უკან მისი ცხოვრებიდან გამიშვა.
-ჰმ... და ამის მერე კიდევ ხმას იღებ?
-ამის მერე ?! რა ვთქვი ასეთი ამწამს, რომ ხმის ამოღების უფლება დავკარგე? ხო ერეკლე სიმართლე გაინტერესებს ?! გეტყვი რა პრობლემაა ! კოშმარად მიქციე ცხოვრება ამ ორი წლის მანძილზე, ამომიტრიალე და თავდაყირა დამიყენე. ისე გამაგდე შენი ცხოვრებიდან არც მომისმინე, პრინციპეპი მამჯობინე. ჯანდაბაშიც წასულა ეს შენი პრინციპები!!!
დავუყვირე ბოლოს წყობიდან გამოსულმა. მაგრამ მალევე დავწყნარდი.
-დანი ! შენ ვერც კი წარმოიდგენ რამდენი რამ გააკეთა მან ჩემთვის. შენი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი და დეპრესია გადამატანინა!
-მეც ზუსტად მაგას ვამბობ ანნა, სხვას არაფერს, გადაგატანინა და გადაგიყოლა თან კიდეც. ჩემი ტასო გადაიყოლა სადღაც ჯანდაბაში.
-შენი ტასო მას არა მაგრამ შენ კი გადაისროლე ჯანდაბაში, 25 მაისს. შენი სიტყვებით მიწასთან გაასწორე, გააცამტვერე, ღირსება შეულახე, არ დაუჯერე, არ აპატიე და არამარტო შენგან წასვლა არამედ ყველასგან წასვლა აიძულე შენ ტასოს. ხო ერეკლე ეს შენ გააკეთე ! და ამ ორი წლის მანძილზე თუ ვინმე იყო ვინც მეხმარებოდა, ერთადერთი დანი იყო. ის რომ დღეს საგიჟეთში არ ვწევარ და აქ ასე მყარად ვდგავარ, ყველაფრის და მიუხედავად დანის დამსახურებაა. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. ის ოთხი დღე გვერდიდან არ მომშორებია, გეთანხმები მაგაში, მაგრამ არა იმიტომ რომ როგორც ქალი ვაინტერესებ, არანაირად ის ჩემზე, როგორც მეგობარზე ზრუნავდა და ახლაც როცა აქ, წამოვედი მითხრა, რომ მარტო არ გამომიშვებდა მისი საქმეები გადადო და გამომყვა. მე შენკენ ნაბიჯი გადმოვდგი მაგრამ ახლა უკვე ვნანობ.
ცრემლებს ვერ ვიკავებდი და ახლაც ვერ ვხვდები, როგორ მოვახერხე იმ დღეს ამდენის თქმა ასე მტკიცედ. როცა ყველაფერ ამას ვამბობდი ერეკლეს ვაკვირდებოდი. თვალები მამცნობდნენ, რომ ნანობდა, რომ უკან იხევდა, მეც ეს მაძლიერებდა და შეტევაზე გადასვლის ძალას მმატებდა.
-თუ შენ სიტყვებს დავუჯერებთ, ყოველთვის ყველაფერი იცოდი არა ჩემზე?
-ხო ასეა.
მიპასუხა დაბნეულმა.
-თუ მართლა ისე გიყვარდი, როგორც ორი წლის წინ, თუ მართლა იცოდი ჩემ შესახებ ყველაფერი, ამ ყველაფრისთვის, ასეთი სატანჯველისთვის როგორ გამიმეტე ? თუ იცოდი, პირველი კოშმარი თვის შესახებ, იცოდი შენ გამო რაც გადავიტანე, ისიც გეცოდინებოდა, რომ საქველმოქმედო აქციას მე ვაწყობდი, რატომ გამოჩნდი და რატომ ამირიე ისევ, ძვლივს დაწყობილი ცხოვრება, თუ ისევ უნდა წასულიყავი და გული გეტკინა რაღატომ გამოჩნდი? ჩემი განადგურება გსურდა?! მინდა გითხრა, რომ ხუთიანზე შეასრულე.
-მე არასდროს ვუკავშირებდი, ვუკავშირებ და არც მომავალში დავუკავშირებ ჩემ პირად ცხოვრებას სამსა...
-გაჩუმდიი !!!
ვეღარ მოვითმინე, მისი ეს სიტყვები და რაც შემეძლო ხმამაღლა დავუყვირე.
-ვერ გიტან გესმის, ვერც შენ პირად ცხოვრებას, ვერც შენ სამსახურს და ვერც ასეთ ერეკლეს ვერ ვიტან. ჩემი ერეკლე დამიბრუნე და შენ წადი, არაფერში მჭირდები !
ვუთხარი, ბოლო შერჩენილი ენერგიით და მუხლებში უძალობა ვიგრძელი, რომ არ წავქცეულიყავი იქვე მდგომ სავარძელს დავეყრდენი. ერეკლე, წამსვე წამოფრინდა ჩემკენ და ხელი შემაშველა.
-არ მომეკარო !
ვუთხარი და მკლავი უხეშად გავაქნიე.
-არ მომეკარო. ვერ ვიტან ასეთ ერეკლეს, მეზიზღება ის რადგან ყოველთვის ჩემ განადგურებაზე ფიქრობს და სულ აღწევს ხოლმე მიზანს, მისი დახმარება კი არაფრად მჭირდება.
-ტასო, დაწყნარდი გთხოვ, აი აქ დაჯექი წყალს მოგიტან.
,,ტასო“, რამდენი ხანია აღარ გამიგია ასე თბილად წარმოთქმული ჩემი სახელი, მაგრამ ახლა უკვე სულ ერთი იყო. გაძალიანებას აზრი არ ჰქონდა ამიტომ სავარძელზე ჩამოვჯექი, ერეკლე სწრაფად მივიდა მაგიდასთან, წყალი ჩაასხა ჭიქაში და გამომიწოდა.
-არ მინდა.
-უნდა დალიო.
მითხრა მკაცრად.
,,რამდენს ბედავს? ამას თავისი თავი ვინ ჰგონია?“
საპასუხო რეპლიკები გააკეთა ლუციფერმა.
იმ წამს, პირი, რომ არ მქონოდა გამომშრალი არაფრის დიდებით არ გამოვართმევდი მაგრამ ახლა კამათის თავი არ მქონდა. ზუსტად ხუთი წუთი ვიჯექით ასე, ჩუმად არც მე ვიღებდი ხმას რადგან ამის არც სურვილი მქონდა და არც საკმარისი ენერგია, ერეკლეს კი ღმერთმა უწყის რა უტრიალებდა თავში.
-ადექი მივდივართ !
მითხრა და მკლავში ხელი ჩამავლო.
-არ მომეკარო, გამიშვი, მტკივა.
-მაშინ დამპირდი, რომ ყველანაირი შეკითხვების გარეშე წამომყვები.
-თუ აღარ შემეხები, შეიძლება დავფიქრდე.
-ტასო, გთხოვ წამოდი!
-არ მინდა
- ერთხელ და სამუდამოდ მოდი ყველაფერი დავამთავროთ.
-დავამთავროთ.
ვუთხარი, ფეხზე წამოვდექი და უკან გავყევი.

მოკლედ კი ვამბობდი შემდეგ თავში დავამთავრებ, მეთქი მაგრამ ეს მუზა რაღაც ძაან ,,გამიბლატავდა" wink არაფერს აღარ მეკითხება, რა მოვუხერხო იქნებ მირჩიოთ ვინმემ ჰა? დამღლა უკვე wink თქვენც მგონი...♥



№1  offline წევრი ტასიკო

მაგარიაა ძაან ძაან

 


№2  offline წევრი Shore

ძან გამიხარდა ეხლა რო შემოვედი და ეს ისტორია დამხვდა დადებილიი უუუფ რა "გამისწორდა იმენა მიაჩმორა ერეკლე ((ჩემი ერეკლე))" :დდდ კარგიაააა და ყველქზე კარგი ხარ შეენ ♥

 


№3  offline წევრი Overthinking

კარგია შენი მუზა გააქტიურებული როაა wink ნუ მე პირადად არ დავღლილვარ ამიტომ შეგიძლია გააგრძელო და გააგრძელო wink კარგი იყო love

 


№4  offline წევრი მარგო ♥

ვაჰჰ.. მიყვარს შენი მუზა, იმიტომ რომ მაგრად გამახარა. ვიცოდიი.. ვიცოდიი ერეკლე ასეთი უყურადღებო რომ არ იქნებოდა, მაგარი ხარ ძაან ნინ, არ მინდა დამთავრებაა((((

 


№5  offline წევრი knuwik

ვაუუუ... რა მაგარიი იყო love გამიხარდა რომ დადე, აუუ ვგიჟდები ამათზე და შენ მუზაზე ხომ ვაფშე. მაგარი ვიღაცაა wink love

 


№6  offline წევრი mgaloblishvili

შენი მუზა თუ ასე გაბლატავდა სულ უნდა წერო..როგორ ველოდებოდი ამ თავს.. კარგი ხარ :***

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

მომწონსსს...
ველი შემდგეს...
სულ წერე..

 


№8  offline წევრი ნინი-21

ვააა ვაა ეს რა "კორონა" მკითხველი მყავს love
მადლობა გოგოები, თბილებო თქვენ ! wink love
ჩემი მუზაა კია მზად ყოფნაში, მაგრამ გამოცდები არ მაცლის არაფერს. sad
სკოლა უნდა გადავწყვა, ვინც შემომიერთდებით შემეხმიანეთ am wink
მადლობა კიდევ ერთხელ, ვეცდები დღეს დავდო ♥

Shore
ძან გამიხარდა ეხლა რო შემოვედი და ეს ისტორია დამხვდა დადებილიი უუუფ რა "გამისწორდა იმენა მიაჩმორა ერეკლე ((ჩემი ერეკლე))" :დდდ კარგიაააა და ყველქზე კარგი ხარ შეენ ♥

მადლობა საყვარელო, შენ არ იცი როგორ მახარებს შენი თბილი კომენტარები love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent