შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი თამაში.. Part II (ნაწილი III)


26-04-2015, 21:03
ავტორი ნინი-21
ნანახია 3 243

არვიცი რამდენი ხანი მეძინა, ან საერთოდ ჩემ ამ მდგომარეობას შეიძლებოდა თუ არა დარქმეოდა სახელდობრივად ძილი, მაგრამ როცა გამომეღვიძა ფანჯრიდან მოელვარე მთვარე მიმზერდა. პალატაში ვიწექი, ირგვლივ არავინ იყო, მხოლოდ აპარატის წიკწიკი და გადასხმის დროს წვეთების ხმა ისმოდა. როგორც კი გონს მოვედი, წამსვე ამომიტივტივდა თავში მომხდარი ფაქტები და ვცდილობდი გამეაზრებინა რა მოხდა საერთოდ.
მაგრამ... არაფერი გამომდიოდა, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ვერაფრით დამეჯერებინა მე და ერეკლეს სპონტანური შეხვედრის ისტორია.
-როგორი სუსტი ხარ ანასტასია !
ჩავიდუდღუნე ჩემთვის. გულის წასვლა ღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის, ვითომ ერეკლეს ასეთი გამოჩენა და ყველაფრის თავდაყირა დაყენება არ კმაროდა. ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როცა პალატის კარები გაიღო და დანი შემოვიდა. როგორც კი შეამჩნია, რომ უკვე გაღვიძებული ვიყავი, ნაბიჯებს აუჩქარა და მომიახლოვდა.
-გაიღვიძე ტას?
-გავიღვიძე.
-როგორ ხარ? რამე ხომ არ გინდა?
-კი. გაქრობა მინდა.
ვუთხარი და თავი უმისამართოდ გავატრიალე.
-ბოდიშს გიხდი. მე... მე... მართლა არ ვიცოდი
-კარგი რა, საბოდიშო არაფერია, ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა.
-ხო მაგრამ არა ახლა და ამ სიტუაციაში.
-მაგრამ მოხდა, რეალობას ვერსად გავექცევით.
-უბრალოდ ჩემ თავზე მეშლება ნერვები, როგორ ვერ დავუშვი რომ ეს ერეკლე ის ერეკლე იქნებოდა. უბრალოდ ისე ვიყავი ამ პროექტზე გადართული, რომ მსგავს რაღაცაზე საერთოდ არ მიფიქრია. არა რა მოსაკლავი ვარ.
მითხრა და ხელი ნერვულად აათამაშა.
-კარგი, დაწყნარდი, ხომ ხედავ ამით უფრო მძაბავ.
-მართალი ხარ.
მითხრა და თბილად გამიღიმა. ძალიან მაინტერესებდა იმ ყველაფრის შემდეგ რაც მოხდა სად იყო ერეკლე, იქნებ საავადმყოდმყოფოს ფოიეში ელოდა ჩემი ამბის გაგებას, ან იქნებ საერთოდ წავიდა ლონდონიდან. მინდოდა გამეგო ყველაფერი მაგრამ ვერ ვბედავდი, ვიცოდი რომ ამის უფლება არ მქონდა.
-ერეკლე წავიდა.
მითხრა რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ დანიმ, თითქოს მიხვდა რაც მაწუხებდა და ჩემს ფიქრებს სიტყვიერად გამოეხმაურა.
-როცა გული წაგივიდა, საავადმყოფოში მოგიყვანა, შემდეგ კი ჩარტერული რეისით საქართველოში დაბრუნდა.
დანის თითოეული სიტყვა გულში ნემსების დასობას გავდა, რომელიც ისე გტკივა, რომ აზრზე ვერ მოდიხარ და ტკივილში იკარგები.
ჰმმ.. სხვას რას ელოდი ანასტასია? მოვიდოდა და გინახულებდა?!
კარგი რა ვითომ არ იცნობდე ერეკლეს თავისი პრინციპებით.!
მართალი იყო ლუციფერი, ერეკლე ამას არასდროს გააკეთებდა, მაგრამ იქ სადღაც გულში მიჩქმალულ მეორე მეს სურდა რომ ეს რეალობა ყოფილიყო.
ჩემდა საუბედუროდ სურვილი სურვილად დარჩა.
-სურა..თი? სურათი წაიღო?
მხოლოდ ამის კითხვა მოვახერხე და თვალები კვლავ მლაშე სითხით ამევსო.
-არ დაუბრუნებია, სავარაუდოდ წაიღო.
-რატომ ?!
ამოვიგმინე განადგურებული ხმით, გრძნობებს გასაქანი მივეცი და ავტირდი. ვტიროდი მთელი არსებით, მინდოდა მთელი ემოცია მასში ჩამექსოვა და დავცარიელებულიყავი, მაგრამ არ გამოვიდა.
-რატომ მაინცდამაინც ახლა? როცა ცხოვრება ახლიდან დავიწყე, როცა ძვლივს გადავიტანე. ღმერთო რატომ მაინცდამაინც ახლა? როცა უკვე ყვეალფერი გადავიტანე.
-გთხოვ დამშვიდდი. ისევ ცუდად გახდები არ გინდა ტას.
-რა დავაშავე ასეთი. ვეღარ გადავიტან დანი. აღარშემიძლია მეტი მოვითმინო.
-შეგიძლია...
-აღარ შემიძლია.
ამ სიტყვას მთელი გრძნობა, გულის ნადები და განცდები ამოვაყოლე.
უცებ უძალობა ვიგრძენი, მივხვდი რომ გავითიშე და თვალები დავხუჭე. ყრუდ ჩამესმოდა დანის ხმა.
-ტას... ანასტასია, თვალები გაახილეე.
თან სახეში მიტყაპუნებდა ხელებს. შემდეგ გავიგონე როგორ გამოგლიჯეს პალატის კარები.
-ექიმო რა სჭირს?
-პალატიდან გადით.
-ექიმო რახდება ?!
-პალატა დატოვეთ მეთქი.
დაუყვირა ბოხი ბარიტონის პატრონმა, და ხმაც მიწყდა. მრავალსაათიანი ძილის შემდეგ ისევ იგივე პალატაში, ისევ გულისგამგმირავ სიცარიელეში აღმოვჩნდი, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად დანი გვერდით ტახტზე ფშინავდა და გამეფებულ სიჩუმეს არღვევდა აპარატის წიკწიკთან ერთად. თვალები რამდენიმეჯერ დავაფახურე და გამოსახულება გავწმინდე, შემდეგ წამოდგომა ვცადე, მაგრამ ძალა არ მეყო და ბალიშზე დავეხეთქე. ამ ხმაურზე დანისაც გაეღვიძა და დაფეთებულმა წამოხტა ტახტიდან.
-როგორ ხარ?
-თავი მისკდება.
-მოიცა, არ გაექანო ექიმს დავუძახებ.
მითხრა და პალატა დატოვა. მალე სანდომიან მამაკაცთან ერთად დაბრუნდა რომელიც სავარაუდოდ ჩემი ექიმი უნდა ყოფილიყო. ექიმმა ფრთხილად მომიახლოვდა, აპარატი შეამოწმა, რაღაც ჩაინიშნა და შემდეგ მე მომიბრუნდა.
-თავს როგორ გრძნობთ მის ანნა?
-თავი მისკდება.
-ეს გასაკვირი არ არის.
-რა მჭირდა?
-ნერვული აშლილობის ფონზე, გონება დაკარგეთ.
-რა უნდა ვქნა რომ მსგავსი რამ მომავალში თავიდან ავიცილო?
-თავი ხელში უნდა აიყვანოთ და ემოციების სადავეები ხელში აიღოთ.
-და წამლები?
-რამდენიმე დამამშვიდებელს გამოგიწერთ, მაგრამ ვერ დაგპირდებით რომ ეს რამეს უშველის, მკურნალი თქვენი თავისა ისევ თქვენ ხართ, ახლა კი დაგტოვებთ თუ შეიძლება, ორ საათში ისევ შემოგივლით.
მითხრა, თბილი ღიმილით დამაჯილდოვა და პალატა დატოვა.
-იცოდე მეორეჯერ მასე აღარ მომექცე, გული კინაღამ გამისკდა.
-ვეცდები.
ვუთხარი და ნაძალადევად გავუღიმე.
-რამდენი დღეა საავადმყოფოში ვარ?
-სამი დღე-ღამეა.
-რაა?
გაკვირვება ვერ დავმალე.
-ასე უცებ როგორ გავიდა სამი დღე?
-ძილში ყველაფერი სწრაფად ხდება.
-აღარ მინდა წოლა.
ვუთხარი და ნატანჯი სახით გავხედე დანის, ვითომ მას რამე შესძლებოდა.
-კარგი რა ტას. ახლა დაისვენე, ხვალ გაგწერენ და ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდები.
-ჰმმ... რა ადვილია თქმა დაუბრუნდები. არავინ იცის რა მოხდება.
-იცის. ეს შენ უნდა იცოდე. აირჩიე ისევ გაურვევლობასა და ანარქიით მოცულ სამყაროში გირჩევნია ცხოვრება, თუ იმ სამყაროში სადაც მეგობრები, ნათესავები, კოლეგები, ცხოველები და საკუთარი საქმე გელოდება?!
-ზოგჯერ ადამიანის ცხოვრებაშიც კი დგება ისეთი მომენტი როცა არაფერზე ფიქრობ, აქედან ათესვის გარდა.
-კარგი რა, ეს მე რომ ვიცნობ იმ ანასტასიას სიტყვები ვერ იქნება.
-საკუთარ თავს ჯერ ვერც მე ვიცნობ ბოლომდე, ამიტომ არ გაგიკვირდეს.
გაკვირვებულმა შემომხედა, შემდეგ კი თითქოს რაღაც გადაწყვიტაო თბილად გამიღიმა და ტახტს დაუბრუნდა.
-ახლა დასვენება არცერთს არ გვაწყენს.
მეც მის იდეას დავემორჩილე და სიბნელეში ჩავიკარგე.

მართლაც, როგორც დანიმ თქვა საავადმყოფოდან მეორე დღესვე გამომწერეს, ექიმმა რამდენიმე დამამშვიდებელი გამომიწერა, მაგრამ ისევ შემახსენა რომ ეს წამლები ვერაფერს მიშველიდა თუ თვითონ არ ვუშველიდი საკუთარ თავს. საავადმყოფოდან პირდაპირ სახლში წავედით. სახლში შესვლისთანავე ჩამერთო თავში განგაშის სიგნალები. ოთხი დღის განმავლობაში ბობი მშიერი იყო ?!
ოო... ღმერთო და ამის შემდეგ მე ადამიანი ვარ ?!
აშკარად მიმიხვდა დანი ფიქრთა აზრს და გაღიმებული სახით გადმომხედა.
-ნუღელავ, აქ ყოველ საღამოს მოვდიოდი , ბობის ვაჭმევდი, ვასმევდი, ვბანდი, ვასეირნებდი და ვაძინებდი.
-დიდი მადლობაა.
ვუთხარი დანის და რაც შემეძლო ძლიერად ჩავეხუტე.
-ძალიან სუსტად ხარ ტას. მოდი ეს ერთი კვირა სამსახურში ნუ ივლი.
-სახლში, რომ დავრჩე უფრო მეტი დრო მექნება ფიქრისთვის და არ გამოვრიცხავ რომ ჭკუაზე შევიშალო.
-კარგი რა ! რა უაზროებს როშავ. რას ქვია შეიშალო და წაიშალო კიდე. ხვალვე სამსახურში გამოცხადდები.
მისი იდეის არასწორობა თვითონ აღიარა და საძინებელი ოთახისკენ შემიძღვა.
იმ დღეს ჩემთან დარჩა დანი, მერის და მშობლებს დავურეკე. როგორც მერის ნათქვამიდან გავიგე, ერეკლე ეს ოთხი დღეა არეალზე არ ჩანდა, რამაც არ დაგიმალავთ და ჩემი უსაზღვრო გაკვირვება გამოიწვია. დანისგან მერის ყველაფერი შეეტყო უკვე, ამიტომ ზედმეტი კითხვებისგან თავს იკავებდა მხოლოდ თბილისზე, ბიჭებზე და მომავალ ქორწილზე ვლაპარაკობდით. მერიმ ქორწილში დანიც დაპატიჟა და მანაც განუცხადა სიამოვნებით ჩამოვალო. მერე თენგოს და თამარს შევეხმიანეთ, ორივე ეჭვობდა თითქოს რაღაცას, მაგრამ შეკრულებსავით არცერთი იღებდა ხმას, რაც ალბათ ისევ დანის გაფრთილებიდან იყო გამომდინარე. ღამის ორი საათი იყო, მე და დანიმ რომ ფილმის ყურება დავასრულეთ და დასაძინებლად გავემართეთ.

-ადექი... ანასტასიაა !!! აუუუ ეს ვინ ყოფილა რა. ახლა ვხვდები რატომ აგვიანებ სულ.
-აუუ დანი შემეშვი რა მეძინება.
-არაფერიც ქალბატონო, დღეს 21 მაისია, ჩემი ტასუნას დაბადებისდღე და შენ მთხოვ ძილი დაგაცადო.
თითქოს მეხი დამეცაო ის ეფექტი მქონდა, როცა გავიაზრე რომ დღეს ჩემი დაბიდუბი იყო და საერთოდ არ მახსოვდა. ან რა გასაკვირია, იმ ყველაფრის შემდეგ საერთოდ რომ ვარსებობ ეგეც მიკვირს.
დარეტიანებული წამოვჯექი ლოგინზე და თავი ხელებში ჩავრგე.
-სულ აღარ მახსოვდა.
წამში ამომიტივტივდა ორი წლის წინ ჩემი დაბადებისდღე, შემდეგ საჩუქარი ბინისა და ბუშტების სახით და სულ ბოლოს ბობი. ჩემი დაბადებისდღის ხუთი დღის შემდეგ ჩემი სანატრელი ქორწილი უნდა ყოფილიყო, რომელიც არ შედგა. მოგონებები უკუვაგდე და საწოლიდან წამოვდექი.
-აი ჩემი საჩუქარიც.
მითხრა დანიმ და ხელებს შორის პატარა ყუთი ამოაძვრინა. პატარა ბავშვივით დავტაცე ხელი საჩუქარს, ფრთხილად შემოვაცალე ლენტი, და ავხადე. ლამაზ. პატარა ბალიშებში საყვარლად ჩაკარგულიყო, ლამაზი მედალიონი მზის ფორმის. აღფრთოვანებულმა ამოვიღე ყუთიდან და ხელში შევათამაშე.
-რა ლამაზია, მადლობა დანი.
ვუთხარი და თბილად გავუღიმე.
-მომაწოდე აბა გაგიკეთო.
მეც მივეცი, უკან შევტრიალდი, თმები ავიწიე და დანის დაველოდე. მალე ლამაზი მედალიონი ჩემს კისერზე მოთავსდა.
-ძალიან გიხდება ტას. დაბადების დღეს გილოცავ ანნა!
მითხრა და ჩამეხუტა.
-ვაიმე მადლობა დიდი, უდიდესი.
-კარგი ახლა ჩაიცვი, ,მოწესრიგდი და წავედით შენთვის სურპრიზი მაქვს.
მითხრა და ოთახი დატოვა. მეც აბაზანას მივაშურე. იქიდან გამოსული გარდერობსისკენ წავედი, საბოლოოდ არჩევანი თეთრ-შავ ზოლებიან კაბაზე შევაჩერე, შესაბამისი შავი ფეხსაცმელებიც გამოვიღე, თმები მაღლა ძუასავით შევიკარი, მცირე მაკიაჟი და მზად ვიყავი უკვე.
ორმაგი თამაში..  Part II (ნაწილი III)

-WOW ! რა კარგად გამოიყურები !
მითხრა და წარბები აათამაშა.
-დიახ. დღეს ყველაფერი უნდა დავივიწყო.
-ძალიან მომწონს შენი იდეა.
მითხრა და თვალი ჩამიკრა. მეც ბობის საჭმელი დავუყარე, წავეთამაშე და სახლი დავტოვეთ.
-სად მივდივართ?
-ფოტო სახლში.
-და იქ რა გვინდა?
-ნახავ.
მითხრა და მზერა ისევ გზაზე გადაიტანა. 10 წუთში უკვე ფოტოსახლში ვიყავით.
-ეს გამომართვი ტას და თვალები აიხვიე.
მითხრა და შავ ნაჭერზე მანიშნა, ამ ყველაფერმა ,,ის“ დღე გამახსენა და გული საშინლად შემეკუმშა. მაგრამ ნაჭერი მაინც გამოვართვი.
-ხელი მომკიდე არ წამექცე მისვლამდე.
მითხრა და ხელი გამომიწოდა, მეც ჩავეჭიდე. კარები გამოაღო და ნაჭერიც ჩამომხსნა თვალებიდან. გული სითბოთი ამევსო როცა ჩემ წინ მთელი კოლეგია დავინახე, საზეიმო ქუდებით თავზე და შამპანურებით ხელში. თან უკან დიდი პლაკატი მოჩანდა. “Happy Birthday Miss Anna”. თამამად შემიძლია ვთქვა რომ ასეთი ბედნიერი ამ ორი წლის განმავლობაში სულ რამდენჯერმე თუ ვყოფილვარ. ამ ყვეალფერმა ჩემზე მართლაც ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ყველა მოგონება უკუვაგდე და ,,დროის ტარებას“ შევუდექი.
იმ დღეს ბევრი დავლიე. არვიცი რატომ, სასმელი დარდს მიქარვებდა თუ მინდოდა ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ ყველაფერს შევძლებ, მაგრამ ფაქტია რომ კარგად გავილეშე.
ღამის ორ საათზე ფოტო სახლი დავტოვეთ სახლამდე დანიმ მომიყვანა და შემდეგ, ჩემი დაჟინებული თხოვნით წავიდა. ტაატით ავუყევი კიბის საფეხურებს და ჩემს კარებთან შევჩერდი. თვალში მომხვდა კარებთან დაყუდებული, შეფუთული, ოთკუთხედის ფორმის რაღაც. კარები გავაღე და ეს სავარაუდოდ ჩემთვის განკუთვნილი საჩუქარიც სახლში შევიტანე. ყველას ვისგანაც ველოდი საჩუქარს უკვე მიღებული მქონდა. საქართველოდანაც მივიღე საჩუქრები, ჩემი მშობლებისაგან, მერისაგან, ეილინისა და ჩემი ბიჭებისაგან. სხვა კი იქ აღარავინ მეგულებოდა.
ნელა შემოვაცალე ქაღალდი და გავქვავდი, როცა ნახევარ გამოსახულებაში ჩემი ფოტო-სურათი ამოვიცანი. (ერეკლეს ფოტოსურათი). გიჟივით დავხიე ქაღალდები და ფოტო მთლიანად გამოჩნდა. ვიდექი გახევებული ოთახში, ხელში ერეკლეს სურათი მეჭირა და თვალებს უაზროდ დავაცეცებდი გამოსახულებაზე. მალევე შევამჩნიე ჩარჩოში ჩადებული პატარა წერილი, სურათი გვერდით დავდე და წერილი ავიღე.
ქაღალდი დავყნოსე და ცხვირი ამიწვა CHANEL N5ის სუნმა, სითბო ჩამეღვარა გულში და წერილი გავხსენი.
,,ყოველთვის მახსოვხარ. ვიცი ეს სურათი შენთვის ბევრს ნიშნავს ამიტომ გჩუქნი ან გიბრუნებ. დაბადებისდღეს გილოცავ პაწაწ.“
მუდამ შენი კეთილის მსურველი, ერეკლე ბარათაშვილი.



№1  offline წევრი მარგო ♥

Dzvlivs, shenze ki viyavi gabrazebuli imdeni xani rom ar dade, magram mizezi gkonda. Axla ki iseti tavi dade ukomentarod ver gavushveb. Tan bedii ar ginda shemovedi da damxvda

 


№2  offline წევრი Shore

Vaime chemi erekle :( neta tu icoda is rom taso 4 dge iwva saavadmyofoshii?? :D chemi warmosaxviit minda vifiqro rom eqimtan iyo shekruli erekle da nebismieri detali icoda im 4 dgis mandzilze tasos shesaxeeb :D :::ddd vaime ra sentimentaluri gamxadee nini ro icode .lol. :D chemi tavi agar maxsoovs amatze vaar gadartulii .lol.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent