შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მამის საყვარელი... 4


1-05-2015, 21:33
ავტორი maskaradi
ნანახია 2 338

ევამ თვალი მოჰკრა ლამაზ სახიანს და მის თანმხლებ ბიჭს.კიდევ ვიღაც ახლდათ.იმდენად მოეწონა ონისე რომ თვალი ვერ მოწყვიტა.როდესაც ბიჭის მზერაც იგრძნო გონს მოეგო და თვალები დაბლა დახარა,სხვა მხარეს გახედვას აზრი აღარ ქონდა.მაგრამ მაინც დაინახა ბიჭის კმაყოფილი ღიმილი და მოუნდა თავი მოეკლა მასზე მიშტერებისთვის.
-ევა აი კიდევ შევხვდით ერთმანეთს-სასიამოვნო ღიმილით მიუახლოვდა მათ მაგიდას მათე.
-გაიცანი ეს ჩვენი მესამე მეგობარია საბა-ისე წარუდგინა მეგობარი თითქოს მათ უკვე წლებია იცნობდა.
-სასიამოვნოა-თავი დაუკრა მისალმების ნიშნად ბიჭს-ეს ჩემი მეგობარი გახლავთ ეკა,ესენი კი -ამ დროს დაიბნა არც ერთი მათგანის სახელი აღარ ახსოვდა,აბა რაც აქ მოვიდა ონისეს გარდა არაფერზე უფიქრია.
მიუხვდა მეგობარი დაბნეულობას.სწრაფად წამოდგა ფეხზე ყველას თავი დაუკრა გაცნობის ნიშნად და შემდეგ თვითონ წარუდგინა ბიჭებს მეგობრები.
ხედავდა როგორ აღფრთოვანდა ონისეს გარეგნობით ეკას მეგობარი თაკო და უაზრო მანერებით ცდილობდა მიექცია მისი ყურადღება.თითქოს გამოსდიოდა კიდეც მაგრამ აკვირვებდა ბიჭის ირონიული გამოხედვა,თითქოს თვალებით ამბობდა რომ მისით ხალისობდა,ხვდებოდა გოგო რომ ტყავიდან ძვრებოდა ოღონდ მისი ყურადღება მიექცია და ეს ართობდა.
ისედაც არ უნდოდა კლუბში წამოსვლა,ახლა მთლად წაუხდა ხასიათი."სულელი ხარ,ერთი ნახვის მერე გადაირიე ბიჭზე და მერე იტყვი ჭკვიანი ვარო"გაიფიქრა თავის თავზე გაბრაზებულმა."ერთი რატო უკვე მეორედ ვნახე"გამოექომაგა თავის თავს.
-ეს სულ ასეთი წყნარია?-ღიმილით კითხა მათემ ეკას რომელსაც საეჭვოდ დაახლოებოდა და ეტყობოდათ რომ ერთმანეთით დაინტერესდნენ.მეტი მათი საუბრისთვის აღარ მოუსმენია.
-”აი მარტო მე არ შემძლებია ერთი ნახვით ადამიანით დაინტერესება,ეს ორი უკვე ცუდად უჟუჟუნებს თვალებს ერთმანეთს"ისევ ცადა თავისი ემოციების გამართლება და ოდნავ გაეღიმა,ისე რომ ვერავინ შეამჩნია,მაგრამ მგონი მოეჩვენა რომ "ლამაზ სახიანმაც" გაიღიმა სულ ოდნავ შესამჩნევად და მხოლოდ მისთვის."არა ოცნება კარგია მაგრამ უკვე ზედმეტია,ასეთი ბიჭი მე რას შემომხედავს".ცუდია რომ ეს გოგო ვერასდროს აფასებდა თავის თავს.
-შეიძლება ვიცეკვოთ?-უცნობი ბიჭი წამოიმართა ევას თავზე და იმდენად არ ელოდა გოგონა მის მიმართ ასეთ შემოთავაზებას რომ არც უფიქრია მას რომ მიმართავენ.
-პასუხს არ გამცემთ?-ამჯერად მიხვდა მას რომ ესაუბრებოდნენ,თვალი "მეგობრებს" მოავლო,შემთხვევით ონისეს წარბ აწეულ სახეზე შეაჩერა მზერა და შემდეგ როცა დარწმუნდა თავისი აზრის სისწორეში მერე შეხედა კითხვის ავტორს.
-სიამოვნებით.-ბიჭმა გაუღიმა და ხელი გაუწოდა,მანაც ნაზად შეახო ხელი და ფეხზე წამოიმართა.რატომღაც მოუნდა ეცეკვა,არა იმიტომ რომ ეს ბიჭი მოეწონა,მგონი ონისეს ეჭვიანობა მოუნდა,ეს მისმა სახის დანახვამ მოაფიქრებინა თორემ არც აპირებდა არავისთან ცეკვას.
ცეკვისას რამდენჯერმე შეავლო თვალი ონისეს მაგრამ ხასიათი წაუხდა თაკოსთან ტკბილად მოსაუბრე რომ შენიშნა."აბა რა გეგონა რატომ უნდა ეეჭვიანა ერთი".დატუქსა საკუთარი თავი.
აღარც ცეკვა სიამოვნებს,ეს ყმაწვილიც როგორ ცდილობს გულ-მკერძე აიკრას უკვე სული ეხუთება.ცადა შეუმჩნევლად გაეზარდა მათ შორის მანძილი,მაგრამ უფრო მეტად აიკრა სხეულზე და ევა მის საქციელზე უკვე გაღიზიანდა.
-უკაცრავად დავიღალე უნდა დავბრუნდე ჩემს ადგილზე.-ცოტა ხმამაღლა წარმოთქვა სიტყვები მუსიკის ხმა რომ გადაეფარა.
-თუ გინდა გარეთ წავიდეთ,ან სულაც მანქანით ვარ და ჩემთან წავიდეთ.-ანთებული თვალებით აათვალიერა ბიჭმა გოგინა.
-თავი ხომ არაფერს მიარტყი,მე შენთან ერთად არ მოვსულვარ და არც წამოსვლას ვაპირებ.-სწრაფად გადგა გვერძე და გაბრაზებული ისევ თავის ადგილს მიუჯდა.
ყველა ერთობოდა მხოლოდ ის იჯდა მაგიდასთან და თავის თავს ლანძღავდა უცნობთან ცეკვა რომ მოინდომა,ხომ ეძებდა რაც მიიღო.შესთავაზეს თუ არა გასეირნება.
-მასე იცის როდესაც უცნობს აეკიდები.-ფიქრებში გართულმა ვერც შეამჩნია მის პირისპირ მოთავსებული ონისე.
-ვერ გავიგე რას გულისხმობ?-რას გულისხმობდა კი არა,რა თქვა ისიც ვერ გაიგო გარკვევით.
-დაგინახე გაბრაზებული რომ დაბრუნდი,უცნობს აეკიდე და შემოთავაზებაც მიიღე ალბათ,მიკვირს არ დათანხმდი.-ცინიკურად ჩაილაპარაკა ონისემ და გოგონას აელვარებულ თვალებზე გულიანად გაეცინა გულში.
-მგონი ვიღაცაში გეშლები და პატივს დამდებ მეორედ ისეთებს თუ არ შემადარებ ბიჭებს კისერზე რომ ეკიდებიან.-როგორ ეცადა რომ ისეთი არაფერი ეთქვა მერე რომ არ ენანა.მაგრამ კიდევ რამეს თუ ეტყვის ეს ბიჭი მერე ვაღარ შეიკავებს და ცეკვის პარტნიორის,რომლის სახელიც არ იცის,ჯავრსაც მასზე ამოიყრის.
-ნუ გაეკიდებოდი პირველივეს და არავისში არ შემეშლებოდი.-ისევ ცინიკურად უყურებდა.
-ჩემი საქმეა ვისთან ვიცეკვებ და რამდენი ხნის გაცნობილთან.შენ კი ჯობია იმას მიაქციო ყურადღება წეღან ტკბილად რომ ეჭუკჭუკებოდი ეხლა კი მგონი სხვისთვის ცეკვავს,ღმერთმა იცის რას.
-ოჰო პატარავ ხომ არ ეჭვიანობ,მეგობრებში მასეთი რამე მოსულა?
-პირველი მე შენი პატარა არ ვარ,მეორე ის ჩემი მეგობარი არაა და მესამე ეჭვიანობას მიზეზი სჭირდება,რაც მე შენს მიმართ არ გამაჩნია და ნუ გონია რომ დედამიწა შენს გარშემო ტრიალებს.-მაინც ვერ შეიკავა თავი.
მიხვდა კიდევ რაღაცის თქმას რომ აპირებდა მამაკაცი და ადგილს გაეცალა,საპირფარეშოში უნდოდა გასვლა,ცოტა აზრზე მოვალო მაგრამ მანამდე გასასვლელი კარი დაინახა.ეკას დაუწყო ძებნა თვალებით და მათესთან მოცეკვავე რომ დაინახა,მათკენ გაეშურა.
-ეკ მე წასვლა მინდა,წავიდეთ რა?-თხოვნით მიმართა მეგობარს,ის კი მოშორდა მათეს და რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით გაყვა მეგობარს.
-ევა ეხლა ამ ბიჭს რომ არ დავუახლოვდე და სახლში წამოვიდე,მთელი ცხოვრება ვინანებ.მგონი ბედი გამეხსნა გოგო,ძალიან კარგი ბიჭია,გთხოვ ცოტა ხანსაც იყავი რააა?-პასუხისთვის არც მოუსმენია ისე გაემართა ისევ პარტნიორისკენ.ევა კი ასე დატოვა.
ეცადა,მართლა ეცადა რომ ცოტაც გაეძლო მაგრამ მამაკაცების ხარბ მზერას რომ იჭერდა უძნელდებოდა იქ გაჩერება.დაინახა ერთი მათგანი მისკენ რომ წამოვიდა,დაიძაბა,მთვრალი ჩანს რა უნდა ელაპარაკოს,უხეშობაც არ უნდა უფრო გააღიზიანებს,როგორმე გაასწრებს და გავა აქედან.
ფეხზე წამოდგა მამაკაცისგან საპირისპირო მხარეს შებრუნდა და რაც შეეძლო სწრაფად გაეცალა უცნობს.გარეთ გავიდა,მეტი აღარ შეეძლო.არ არის ეს კლუბები მისი სტიქია და რა ქნას.ან ეხლა როგორ წავიდეს,ის ბედოვლათი გოგო არის იქ ბედნიერი არ უნდა ასე უპასუხისმგებლოდ დატოვოს.ისევ შევიდა სწრაფად მოძებნა მეგობარი და როდესაც მან უთხრა არ მეწყინება თუ გინდა წადიო,თავიდან იუარა მერე გარეთ გავიდა,კვლავ ნასვამების გარემოცვაში მოხვდა,ამ დროს ტაქსი დაინახა და ხელის ქნევით გაემართა მისკენ.
"ეკ მე მივდივარ,არ მეძებო,მალე მოდი სახლში".-აკრიფა თუ არა ტექსტი გაგზავნა და პასუხს არც დალოდებია მძღოლს სახლის მისამართი უკარნახა.
ონისე უკმაყოფილო იყო,ამ საღამოს კარგად ვერ გაერთო იმის მიუხედავად რომ ეს სულელი გოგო თაკო ლამის იქვე დანებდა და ისე კოცნიდა რომ არა ხალხი არც თვითონ იტყოდა უარს.მაგრამ მაინც ვერ იყო ყველაფერი ისე როგორც უნდა ყოფილიყო.თვალი მოავლო მოცეკვავე წყვილებს ვერსად დაინახა ევა.კიდევ ერთხელ გადახედა,ბარმენთანაც შეავლო თვალი მაგრამ კვლავ ვერ დაინახა,ალბათ გოგოების ოთახშიაო გაიფიქრა და სასმელი მოიყუდა.თან მის გვერდით მჯდარ უაზროდ მოლაპარაკე გოგოს უკვე ზიზღით შეხედა.
თვითონაც არ იცის რატომ ანერვიულდა როდესაც ვერსად შენიშნა,მისი არავინაა,პატარა გოგოც არ არის რომ ყურადღება სჭირდებოდეს,ენაც საკმარისი აქვს,როგორც მასთან დაიცვა თავი ისე სხვას მიუჩენს მის ადგილს.
კიდევ ნახევარი საათი და კვლავ რომ ვერ შენიშნა,მისი მეგობრის მოძებნა გადაწყვიტა,ზუსტად ამ დროს შეამჩნია მათე და გოგონა რომ მისკენ მოიწევდნენ და თან რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ.
-შენ რა მოღუშული ზიხარ?-მათემ ღიმილით კითხა მეგობარს და მიმტანს სასმელი შეუკვეთა,ეკამ კი წვენი მოითხოვა.
-შენ გვერდით რომ არ ჰყავდი მოიწყინა.-სიცილით ჩაერთო მათ საუბარში საბა,რომელიც მთელი ეს პერიოდი ერთ-ერთ გოგოს არწმუნდებდა მასთან გაყოლოდა სახლში.
-შენი მეგობარი სად არის?-უკმაყოფილო სახით მიმართა ეკას.
-ევა?არ ვიცი აქვე იქნება სადმე,მე მელოდებოდა-მანაც მოავლო გარემოს თვალი.
-აქ არ არის ტყუილად ეძებ.
-დავურეკავ,იმედი მაქვს ყველაფერი რიგზეა.-ტელეფონი მოიმარჯვა და შეტყობინების წაკითხვის შემდეგ დამშვიდებულმა ამცნო ბიჭებს ევას ადგილ სამყოფელი.
-უკვე საკმაოდ გვიანია მეც უნდა წავიდე.-ძალიან მოსწონდა ბიჭის გარემოცვაში ყოფნა მაგრამ წასვლა მაინც გადაწყვიტა.
-სად უნდა წახვიდე მარტო ამ დროს,გაგიყვან.-მათე ბიჭებთან მივიდა,საბა არ აპირებდა წასვლას ყოველ შემთხვევაში მასთან ერთად.
ონისე და მათე და ეკა ბარიდან განოვიდნენ,ბიჭები წინ წავიდნენ მანქანისკენ.სიმართლე რომ თქვას მხოლოდ ახლა დაფიქრდა ეკა რას აკეთებდა.წამდენიმე საათის წინ გაცნობილ ბიჭებს კლუბიდან მიჰყვებოდა შუაღამეს.არც იცის რისი გამკეთებლები არიან,იქნებ ამ სანდომიანი სახეების უკან მანიაკები იმალებიან.ან სულაც რომ არ იყვნენ ასეთები გოგონას დაუფიქრებელი საქციელიდან შეიძლება სულ სხვანაირად იფიქრონ მასზე,მაგრამ ახლა უარსაც ვეღარ ეტყვის,როცა შესთავაზა მათემ გაყვანა მაშინ მაინც ეფიქრა მაგაზე მაგრამ იმდენად აღფრთოვანდა მისი ჯელტმენობით მგონი სადღა ახსოვდა სიფრთხილე.
ნელი ნაბიჯით გაყვა უკან,უკვე ფეხები უკანკალებდა შიშისგან,მათემ უკანა სალონის კარი რევერანსით გაუღო და ფართედ გულიანად გაუღიმა,ეკას ღიმილი კი ნამდვილად არ იყო გულიანი,მხნედ ჩაისუნთქა და უკვე მის წინ მოკეტილ კარს გაუშტერა თვალი.
მისამართი უკარნახა,გზაში ხმა არც ერთს ამოუღია,საჭესთან მოთავსებული მათე თუ გააპარებდა ხოლმე თვალს გოგონასკენ და ტუჩის კუთხეს ტეხავდა.
ცხოვრებაძე მიუხვდა გოგონას დაძაბულობის მიზეზს,მართალია ის ფაქტი რომ სახლში მიცილებაზე დათანხმდა ეკა,ამ დროში უკვე აღარაფერს ნიშნავდა,მაინც ესიამოვნა მისი შიში.
სანამ ბიჭი მასზე დაკვირვებას აწარმოებდა და მერე ხალისობდა,ონისე სივრცეს გაჰყურებდა,ახლა მხოლოდ ერთი საზრუნავი ჰქონდა,გაერკვია რა ხდებოდა მისი მშობლების თავს და თუ შეძლებდა გამოესწორებინა,თუ არა და არც მამამის და არც იმ პატარა გარყვნილ გოგოს არ აპატიებდა არაფერს და ცხოვრებას ჯოჯოხეთად უქცევდა.როგორმე შეძლებდა მის ცოლობაზე დაითანხმებდა და მერე ისე გაუმწარებდა სიცოცხლეს როგორც მან დედამის გაუმწარა ამდენ წლიანი სანიმუშო ურთიერთობა.
ონისე ერთი შეხედვით ცივი და უხასიათო ბიჭის შთაბეჭდილებას დაგიტოვებდათ,რომ გენახათ მისი დამოკიდებულება მშობლებთან ვერ იფიქრებდით ეს ადამიანი მშობლების მიმართ რამეს თუ გრძნოდა,მართალიან ორივესთან კარგი მეგობრული ურთიერთობა აქვს მაგრამ მაიას არასდროს აძლევდა საშვალებას მიჰფერებოდა.ხშირად საყვედურობდა კიდეც შვილს შენი ჯიშის ყველა თვისება ერთად როგორ აითვისეო.
გარეგნულად ონისე შკუბულიანი ნამდვილი სვანი იყო.არა მარტო გარეგნულად არა,ხასიათიც მტკიცე ჰქონდა,ერთს იტყოდა და თუ არ შესრულდებოდა იქ შეგეძლო სიცოცხლეს გამომშვიდობებოდი.იცოდა ქალის პატივისცემა დაფასი,როგორც ნამდვილმა ქართველმა და სვანმა.ქალის იდეალი დედა ჰყავს,გრძნობებს არ ავლენს მაგრამ ის ერთადერთი ადამიანია რომლის გამოც ყველაფერს დათმობს,ყველა პრინციპს უღალატებს.ზუსტად ამის გამო არის,მამამისის ღალატით გამწარებული,თან ვისთან პატარა გოგოსთან,არ სჯერა,სანამ თავისი თვალით არ ნახავს ვერ დაიჯერებს პატარა გოგომ როგორ გამოაშტერა ასეთი ჭკვიანი კაცი.
-მოვედით.-საახლში მშვიდობით მისვლისგან გახარებულმა ეკამ ბედნიერმა წამოიძახა და ცხოვრებაძის ღიმილიც დაიმსახურა.ონისე კი ფიქრებიდან გამოიყვანა.-მადლობა ორივეს რომ მომიყვანეთ.
-ასეთ მშვენიერ გოგოს მარტო როგორ გამოგიშვებდით.-მათემ ისეთი სახე მიიღო მადლობა როგორ მაკადრეო,სახეზე ეწერა.-თუ წინააღმდეგი არ იქნები საკონტაქტოდ ნომრები რომ გაგვეცვალა.-ონისეს მის პირდაპირობაზე ჩაეღიმა მაგრამ მზერა სივრცისთვის არ მოუშორეებია.
ეკამ თავიდან იყოყმანა,მაგრამ რა ქნას რომ თვითონაც ძალიან მოეწონა მათე და ის უფრო ეწყინებოდა ნომერით რომ არ დაინტერესებულიყო.
მანქანა დაიძრა და სადარბაზოში აპირებდა ეკა შესვლას როდესაც მეგობრის ხმა გაიგო.
-აქ რა გინდა?-გაფართოებული თვალებით უყურებდა ევას და მისი ნახევრად მძინარე სახის დანახვაზე უფრო შეშფოთდა.
-სახლში მარტო შესვლა ვერ შევძელი.-ნაღვლიანად ამოილაპარაკა-კარი ოდნავ ღია დამხვდა.
-რააა,შენ სულ გადაირიე,მერე აქ ზიხარ ამდენი ხანია და არც კი დაგირეკავს.ევა ვინმე რომ იყოს შიგნით?
-მეც მაგიტომ ვერ შევედი,არამგონი ვინმე ამდენ ხანს იქ გაჩერებულიყო არადა არც არავინ გამოსულა.წამოდი ავიდეთ.-მხრებში გასწორდა ევა და მეგობარს სადარბაზოსკენ უბიძგა.
-შენ მართლა გადარეულხარ,მე არსად მოვდივარ,რომ დაგერეკა მათემ მომიყვანა და ის დაგვეხმარებოდა.
-მათემ?-ღიმილით შეავლო მეგობარს თვალი-მაგაზე მერე ვილაპარაკოთ.ეხლა კი დარწმუნებული ვარ პრობლემა აღარაფერია უბრალოდ მარტოს მაინც შემეშინდა.
-შენ და შიში ცოტა სხვა და სხვა მცნებაა.-ცერად გახედა ეკამ მეგიბარს ხომ ნამდვილად ის არისო.
-ამ ბოლოს ყველაფერი დასაშვებია,ალბათ ვბერდები.-ღიმილით გადაულაპარაკა და ნაბიჯები გადადგა.
მართალი აღმოჩნდა მაისურაძე,სახლი ცარიელი იყო,ვერც ვერაფერი არეული და არც არაფერი მოპარული ნახეს.
-რა მიხდა აქ ვინმე დასავენებლად შემოვიდა?-ოთახების დათვალიერების მერე გაკვურვებულმა იკითხა ეკამ.
-ან ვის სანახავადაც მოვიდნენ აქ არ დახვდათ.-ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა ევამ.
-ფიქრობ შენი ნახვა უნდოდათ?-თვალებ-გაუფართოვდა ეკას-არა რა სისულელეა,მაშინ ასე არავინ დატოვებდა სახლს,ამაზე კარგ შანს ვინ მისცემდა რომ დაგლოდებოდა.
-არ ვიცი ეკა,იმედია მართალი ხარ.მაგრამ ამაზე დარდი არ ღირს,ხვალვე შევცვლი საკეტს და უფრო დაცულს დავაყენებ.-ეს გოგო ყოველთვის ცდილობს სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოს თუნდაც უიმედო.

-როგორ მოგეწონა ეკა?-მანქანა ადგილიდან დაძრა თუ არა მათემ გადახედა ონისეს.
-მშვენიერი გოგოა,მაგრან მე მომეწონა თუ არა რა მნიშვნელობა აქვს როდესაც შენ გადაგრია.
-მართლა მაგარი გოგოა,მხიარულიც არის და ჭკვიანიც,ნამდვილად არაა მოსაწყენი ადამიანი,წაემოიდგინე პირველივე ნახვაზე ასე რომ დამატყვევა.
-ვხვდები მერე რა იქნება,ისეთი ანთებული თვალები გაქვს ძმაო მგონი "დაგერხა".
-შენ მის მეგობარზე საეჭვბოდ ზრუნავდი,დავინახე იმ ბიჭს როგორ უყურებდი რომ ეცეკვებოდა და მგონი მერე არც დაადგა კარგი დღე.-ახლა მათემ დაუწყო გამოკითხვა,მაგრამ მისგან განსხვავებით ონისე არაფრის აღიარებას არ აპირებდა,ან იანებ არც არსებობდა საღიარებელი რამე.
-საეჭვო მანდ არაფერი იყო,ყველამ უნდა იცოდეს ქალის პატივისცემა.-არადა თვითონაც არ დააკლო,იმის მიუხედავად რომ თურმე მასზე სულაც არ იყო იმ აზრის.-მე უფრო მნიშვნელოვანი საზრუნავი მაქვს,ხვალიდანვე უნდა მივხედოთ მაგ საქმეს.
-არ იშლი შებსას?არ არის ონისე ეგ კარგის მომტანი ჩანაფიქრი,რომ შეგიყვარდეს?-ბოლომდე ცდილობდა გადაეფიქრებინა მეგობრისთვის გადაწყვეტიება.
-მე და ეგ პატარა ბ... შემიყვარდეს?არ მიცნობლე მაინც,როდის იყო მასეთები მიყვარდებოდა,ეჭვი მეპარება მასთან ფიზიკური კავშირის სურვიიც კი გამიჩნდეს,ფულის გამო ყველაფერზე წამსვლელებს ვერ ვიტან.
-არ ვიცი,სხვა ვერაფერს ვფიქრობ და ამიტომ ვერც გეწინააღმდეგები.იმედია ყველაფერი კარგად იქნება.
-კარგი.ეხლა კი ჩემთან წავიდეთ თორემ ხომ იცი მაიაც და ლეილაც ერთ ამბავს ატეხენ ამ დროს რომ მივიდეთ.
-ლეილა შეეგუა,ეგ მაიაა მასეთი კიდევ რომ პატარა ბიჭი ჰგონიხარ.-ორივეს გაეღიმა და წყნარად მიჰყვებოდნენ გზას.-იცი რას ვიზამ ეხლა ეკას დავურეკავ და ხვალ კაფეში დავპატიჟებ.
-ძალიან ხომ არ ჩქარობ.
-ხომ უნდა გავიცნო,რომ გავიგო ვჩქარობ თუ არა.ძმაო ნამდვილი ანგელოზი ვიპოვედა თუ რამე გეგმები შეგეცვალა შენთვისაც ჰყავს კიდევ ერთი ანგელოზი.-ხუმრობას არ წყვეტდა მათე და თან უკვე ეკას ტელეგონზე განავალ ზუმერს უსმედა,რომელიც პასუხს აგვიანებდა.
ის იყო უდა გაეთიშა "ალბათ უკვე დაიძინაო" რომ წკაპუნი გაისმა და ეკას ხმამაც არ დააყოვნა.
-გისმენთ.-ხმაზე შეეტყო გოგონას რომ იღიმოდა.
-იმედია უკვე არ დაგვიწყებივარ,-ოდნავ შეჩერდა მათე-ხვალისთვის რა გეგმები გაქვს?
-ხვალ,არ ვიცი ჩემს მეგობარს უნდა დავეხმარო და მერე თავისუფალი ვარ.-მიუხვდა დარევის მიზეზს ეკა მაგრამ მაინც პირდაპირ არ უნდოდა დათანხმებოდა.
-თუ შემიძლია რამით დაგეხმაროთ თქვენს გვერდით მიგუკეთ,მეც და ონისეც-ონისემ თვალების ბრიალით შეხედა და "მე ნუ გარევ"ო ჩუმად ჩაილაპარაკა.
-არ ვიცი,-რამდენიმე წამს იდევ შეჩერდა-მართალია ევასთვის არ მიკითხავს მაგრამ კარის დაკეტის გამოცვლა უნდა და კარგ ხელოსანს თუ გვირჩევდით.
-ხომ ყველაფერი რიგზეა.
-კი.ეხლა კი.თუ გეგულება ვინმე კარგი ხელოსანი მაშინ ხვალ დაგელოდებით.-მხიარულად შესძახა ეკამ და შემდეგ დააყოლა-ეხლა კი უნდა გავიქცე კარგად.
-კარგად.-მხოლოდ ამის ჩალაპარაკება მოასწრო.
-რა სახე გაქვს,უარი გითხრა?-გაურკვევლად იყო ონისეც მისი მოკლე საუბრიდან გამომდინარე.
-ხვალ საკეტების ხელოსანთან ერთად მელოდება.-ხომ გითხარი მაგარი გოგო არისთქო.შენც წამოხვალ იცოდე.
-მე ხვალ სხვა გეგმები მაქვს.-მძიმედ ჩაილაპარაკა ობნისემ და უკვე მისახვედრი იყო რომ მეტის გაგრძელებას აზრი აღარ ქონდა.

-ეკა გადაირიე,უცხო ადამიანს როგორ სთხოვე ხელოსნის მოიყვანა,მამას ვეტყოდი.-უსაყვედურა მეგობარს ევამ და სავარძელში გაბრაზებული ჩაესვენა.
-კარგი რა თვითონ შემომთავაზა,თან მე და ონისეცოო,როგორც შეგატყვე არ დარჩენილხარ გუგრილი მის მიმართ.-წარბები აათამაშა ეკა და მეგობარს გვერდით ისე მიუსკუპდა ლამის მის კალთაში ჩახტა.
-ფრთხილად ველურო და ვერაფერიც ვერ შემატყვე-შემდეგ გაიღიმა-იმედიაა მათესთან არაფერი გითქვია?
-არა მაგრამ იცი ონისემ მიგიკითხა კლუბში,ბოდიში მაგრამ მე ვერც კი შევამჩნიე იქ რომ აღარ იყავი,იქაურობა რომ მოვათვალიერე მითხრა ააქ არ არისო.ანუ გეძაბა კიდეც.
-კარგი რაა,არ მინდა უაზროდ ვიფიქრო ვინმეზე,მე როცა იქ ვიყავი საპირისპიროს ვამჩნევდი.ეხლა მაგაზე ფიქრი არ მინდა,ისიც საკმარისია რაზეც ნამდვილად მაქვს საფიქრი.ეხლა დავიძინოთ კარგი ხვალ ბევრი საქმე გვაქვს-მონოლოგი ჩაამთავრა და საძინებლისკენ წავიდა-უუუ მამას როგორ ავუხსნა შეცვლილი საკეტები?
-მაგაზეც ხვალ ვიფიქროთ ევა დღეს უკვე გვიანია.
ორივემ შეიკეტეს თავისი ოთახის კარებები და სათითაოდ გადაეშვნენ ოცნედბებში,მაგრამ საკითხავი ის იყო რომელს აუსრულდებოდა ოცნება,იქნებ ორივეს,იქნებ არც ერთს.


ვწუხვარ რომ აზრის გამოთქმის სურვილი არ გიჩნდებათ,ალბათ არ არის იმდენად კარგი რომ კომენტარი თუნდაც ცუდი დავიმსახურო.



№1  offline წევრი MaVne2

dzaaliiaan kaargii istooriiaaa maagraam ratoom agviaaaneeb

 


№2  offline წევრი maskaradi

მადლობა.სამწუხაროდ ეგ ჩემი სამსახურის ბრალია სულ საწერად რომ ვერ ვზივარ.ვიცი რამდენიმე თავი უნდა დამეგროვა და მერე დავბრუნებულიყავი მაგრამ არ გამომივიდა.

 


№3  offline წევრი SaLoOme

Ra mainteresebs iiciit onise naxevardzma ar ariiis ? Da cota sxvanairi urtiertobrbisken emizninebat tu ra. Xdeba ver vxvdebi iqneb amixsna ?.

 


№4  offline აქტიური მკითხველი uchveulo

SaLoOme
Ra mainteresebs iiciit onise naxevardzma ar ariiis ? Da cota sxvanairi urtiertobrbisken emizninebat tu ra. Xdeba ver vxvdebi iqneb amixsna ?.

გეთანხმები მეც ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩააა.... მალეე დადეე რაა

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

აუუ აგარ აგრძლეეეებ? :((

 


№6  offline წევრი maskaradi

uchveulo
აუუ აგარ აგრძლეეეებ? :((


ვეცდები დავამატო ახალი თავი მაგრამ ვერ შეგპირდებით,რამდენი ხანია ვწერ და ორ სიტყვას ძლივს ვამატებ ერთმანეთზე,მუზა ისე ქრება ვერაფრის დაწერას ვახერხებ.არ მინდა მხოლოდ იმიტომ დავწერო რომ საჭიროა ახალი თავის დამატება.ბოდიშს გიხდით ასეთი საქციელისთვის.

 


№7 სტუმარი Guest begura

აკი ევას ძმა მათედ გააცნო მამამ? ან ეს დინა და ევა ერთი ადამიანი როა ძლივს მმივხვდი. კარგია საერთო ჯამში მაგრამ სახელებს ურევ ერთმანეთში და იქნებ გადაგემოწმებინა სანამ დადებ ?
kissing_heart ძალიან საინტერესოდ წერ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent