და მაინც...(6)
დედას ველაპარაკებოდი ჩემი ტელეფონი რომ აწკრიალდა.ნომერი არ მეცნო. -გისმენთ._ვუპასუხე ზარს და ნიკუშას მეორე ხელით თმა დავუსწორე. -ელენა,როგორ ხარ?_თითქოს ხმა მეცნო,მაგრამ ვერ გავიხსენე საიდან. -უკაცრავად,ვინ ბრძანდებით? -გიორგი ვარ,ლაშას თანამშრომელი._ამის გაგონებაზე არასასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა,ეს ადამიანი ცუდ განწყობაზე მაყენებს. -გიორგი?!რა გნებავთ?_გაოცება ხმაზე დამეტყო. -შენი ნახვა._უტიფრობის ზენიტშია ეს ადამიანი. -ჯერ იმით დავიწყოთ რომ მე თქვენ შენობით არ მოგმართავთ.მეორეს რაც შეეხება,მგონი უნდა მიმხვდარიყავით თქვენი პიროვნებისადმი ჩემს დამოკიდებულებას რესტორანში._ყურმილს იქით სიცილის ხმა გავიგე. -ვიცნობ პატარა შენნაირ ქალებს,ამიტომ თამაში არაა საჭირო.დღეს 8 საათზე სახლთან დაგელოდები._პასუხის გაცემაც არ მაცალა ისე გამითიშა.თავხედი.შენნაირ ქალებს ვიცნობო.და მე რანაირი ვარ? ნამდვილად არ მჭირდებოდა ახალი პრობლემები.არავისთან შეხვედრას არ ვაპირებდი,მით უმეტეს გიორგისთან.გიორგი ადამიანთა ისეთ კატეგორიას მიეკუთვნება,რომელსაც სახეზევე ეტყობა რა ბუნებისაა.შევხედე თუ არა ამ ადამიანს,არასასიამოვნო შეგრძნება დამრჩა.როცა მისი მოშტერებული მზარა დავაფიქსირე,მაშინვე მივხვდი,რომ მისი მოშორება გამიჭირდებოდა. დაახლოებით 6 საათი იქნებოდა სახლში,რომ დავბრუნდი.ნიკუშა ძალიან იყო დაღლილი და დაწოლისთანავე ჩაეძინა.აწითლებული ლოყები ჩავუკოცნე და მისაღებში გავედი.სახლი დასალაგებელი იყო.მაისურის მკლავები ავიკაპიწე და საქმე შევუდექი.თან ვღიღინებდი,თან ვალაგებდი.ვცდილობდი ძალიან არ გადავღლილიყავი.ასე ვიყავი გართული კარზე რომ დააკაკუნეს.ინსტიქტურად საათს შევხედე.8 საათი იყო უკვე.შევკრთი.ვაითუ გიორგიმ ამომაკითხა სახლში თქო.დამფრთხალი წავედი კარის გასაღებათ.და შვებით ამოვისუნთქე,როდესაც კარს უკან ალექსი დავინახე. -ალექს?შემოდი._ვუთხარი და გვერძე გავიწიე,რომ სახლში შემომეშვა.ხმა არ აგუცია,მისაღებში შევიდა და სავარძელში მოწყვეტით ჩეშვა.მეც გაკვირვებული უკან მივყევი. -ქვევით გიორგი იცდის._გამომცდელად შეხედა.ალექსმა სიგარეტი ამოიღო და მოწევა დაიწყო.გაოცებისგან თვალები ფართოდ გავახილე.არც კი მახსოვს ალექსმა ბოლოს როდის მოწია,მით უმეტეს სახლში. -ალექს,აქ მოწევა არ შეიძლება. -ის ქვევით,რომ გელოდება ხომ შეიძლება._მითხრა და სიგარეტი ჩააქრო.-რა უნდა?_იცოდა ალექსმა რომ ვერ მოვატყუებდი,იცოდა. -შეხვედრა მომთხოვა.მაგრამ ძალიან კარგად იცი რომ ეს შენ აღარ გეხება. -მეხება._დაიგრვგინა,მე არ მოველოდი და შევხტი.-მეხება._გაიმეორა უფრო ხმადაბლა. -ჩასვლას არ ვაპირებ,არ სამომავლოდ ვგეგმავ რამეს,სანერვიულო არაფერი გაქვს.თუმცა ეს შენთვის არაფერს ცვლის და ვიმეორებ,არც გეხება.ბავშვს სძინავს,შეგიძლია წახვიდე და ხვალ ნახო._ჩემი წინადადების დამთავრება და ნიკუშას ძახილი ერთი იყო.მუხლებით მოხოხავდა,უკვე მისაღებში შემოსულიყო და მამამისს ეძახდა.ალექსი გაოგნებული და დაბნეული უყურებდა ნიკუშას.ორ წუთში გაოცება უკიდეგანო ბედნიერებამ შეცვალა.ჯერ მე შემომხედა და მერე ნიკუშასკენ დაიძრა.ხელში აიტაცა და დააბზრალა.მათი შემხედვარე ცრემლები მომდიოდა.რა მოხდებოდა ახლა ისე ერთი მთლიანი ოჯახი რომ ვიყოთ.მერე გამახსენდა რომ არ უნდა მენერვიულა და ცრემლები შევიმშრალე და ბედნიერ მამა-შვილს გავხედე. დღეები იმაზე ჩვეულებრივად მიდიოდა ვიდრე წარმომედგინა,ალექსი მოდიოდა ნიკუშას სანახავად,ნიკუშაც მონატრებული მამამისს არ შორდებოდა.გიორგიმ ამ ხნის მანძილზე რამდენჯერმე დამირეკა თუმცა არ ვპასუხობდი,ბოლოს მგონი მობეზრდა და მისი ზარი აღარ შემოსულა. ამასობაში ორი თვის გავხდი.მუცელი ოდნავ შესამჩნევად გამეზარდა.ღამე უფრო ხშირად მეღვიძებოდა,მაგრამ სურვილს იქვე ვიკლავდი.მომტანი არავინ მყავდა და იმიტომ.ამაზე მერე ალექსი მახსენდებოდა და მეტირებოდა.ფეხმძიმობამ უფრო გულჩვილი გამხადა.ბავშვის სანახავად მოსული ალექსი ჩემს მუცელს შორიდან ღიმილით მიყურებდა.განა ვერ ვხვდებოდი რა ძალიან უნდოდა მუცელზე მომფერებოდა,მაგრამ იცოდა რომ ამის უფლება მაშინ დაკარგა,როცა დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა.მას რომ ტკიოსა,მეც მტკიოდა.ამიტომ ვცდილობდი მისგან თავი შორს დამეჭირა,რომ ნერვიულობით ბავშვისთვის არ მევნო. -ბედნიერება იწყება შენით და შენითვე მთავრდება,ეს ხომ ასე უბრალო რამეა._სალათას ვიკეთებდი,კარში მდგომმა ალექსმა ჩემი საყვარელი წიგნიდან ფრაზა,რომ თქვა.სევდიანი სახით შემომხედა. -ალექს არ ღირს.ორივეს გვეტკინება._ვეცადე თავიდან ამერიდებინა. -ელენა აღარ მინდა ასე,აღარ შემიძლია,არ მინდა „გრაფიკით“ ნიკუშას ნახვა.არ მინდა ვხვდებოდე თავს რომ მარიდებ,იმის გამო რომ არ ინერვიულო და მერე ბავშვს ზიანი არ მიაყენო. -ალექს ამ მინდა გითხრა,მაგრამ შენ მაიძულებ.ხომ იცი რომ ეს შენი ბრალია.არ გინდა დამიჯერე რა.უფრო ნუ გავანადგურებთ ერთმანეთ. -ხომ იცი მიყვარხარ,შენს გარდა ჩემს ცხოვრებაში არავინ მყვარებია,არც შენზე ძალიან.ეს შეცდომა იყო.გატაცება. -ზუსტად მაგიტომ.ზუსტად მაგიტომ არ შემიძლია გაპატიო.ხომ იცოდი ალექს,რამდენჯერ მითქვამს სხვებთან,რომ ღალატი ყველაზე ძალიან მატკენდა.ხომ იცოდი არაა?ჯერ-ჯერობით არ შემიძლია ამის გადალახვა,გთხოვ აღარ გააგრძელო. -„დააფასე შენი დრო ამ პატარა დედამიწაზე,გაიხსენე,ღმერთი ხომ ყოველთვის გაპატიებდა ხოლმე,ხოდა შენც აპატიე...“_მითხრა და სახლის კარი გაიხურა. ღამის 3 საათი იყო რომ გამეღვიძა.აქამდე ვახერხებდი ძილის შებრუნებას,რომ არაფერი არ მომნდომებოდა,მაგრამ დღეს ძალინ მომინდა შოკოლადი.ავდექი ხალათი შმეოვიცვი და სამზარეულოში გავედი.ვერსად შოკოლადი ვერ ვიპოვე. -სულ შეგვიჭამია._ვთქვი და გამეცინა.მიუხედავად,იმისა რომ ძალიან გვიანი იყო,ჩემს სახლთან ახლოს 24 საათიანი მაგაზიაა.ოთახში დავბრუნდი და მაღაზიაში ჩასასვლელად გამოვეწყვე.ნიკუშას დავხედე ყკბილად ეძინა.სახლის კარები ჩავკეტე და კიბეებზე ფრთხილად ჩავედი. ერთ ადგილას გავიყინე,არ მოველოდი.ვერც ვიფიქრებდი.ნელა დავიძარი მანქანისკენ და მინაზე დავაკაკუნე.ალექსი კაკუნმა გამოაფხიზლა და გაოცებულმა მინდა ჩამოწია. -ამ დროს ქუჩაში რა გინდა?_არაფრის თქმა არ დამაცადა.მანქანი კარი გააღო და გადმოვიდა. -მე შოკოლადი მომინდა და სახლში არ მქონდა._ავლუღლუღდი.-შენ რას აკეთებ აქ? -არაფერს.ადი სახლში და ამოგიტან შოკოლადს.მალე,მალე გაცივდები._ნელა მიბიძგა შნობისკენ,თვითონ მაღაზიისკენ წავიდა.გონს ჯერაც ვერ მოვსულიყავი.რას აკეთებდა ალექსი ამ შუა ღამეს.ამ გაურკვევლობაში ავედი სახლში და კარები გავაღე.ხუთი წუთიც არ იყო გასული ალექსიც მომვა უკან და გავსებული პარკი მაგიდაზე დადო.შოკოლადების დანახვაზე თვალები გამინათდა და მაგიდისკენ გავემართე.გახარებულმა დავავლე ხელი ჩემს საყვარელ შოკოლადს და სავარძელში მოვთავსდი. -მადლობა._ალექსს ჩაღიმა. -კიდევ რამე ხო არ გინდა?_ბროწეული მინდოდა ძალიან,მაგრამ შემეცოდა კიდევ მაღაზიაში გაშვება.უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და შოკოლადს ვუკბიჩე. -ელენა!რა გინდა მითხარი და ახლავე ამოგიტან._მიხვდა რომ ვატყუებდი,ნიკუშაზეც ასე ვეუბნეოდი ხანდახან თუ ძალიან შემეცოდებოდა. -ბროწეული მინდა._შეპარვით ვუთხარი და შევხედე.ჩაეცინა და კარგიო მითხრა.სავარძელიდან ადგა და ჩემსკენ წამოვიდა.ლოყაზე მაკოცა.მე გაოცებულმა შევხედე. -ძალიან საყვარელი ხარ._მითხრა და კარისკენ წავიდა.ვიგრძენი როგორ ჩამეღვარა ბედნიერება სულში და გამეღიმა. -ალექს,ნაყინი მიყიდე რა კიდე,ყუთის._მივაძახე უკვე კარებთან მისულს.გაიცინა და კარი მიიხურა.მე დავრჩი ჩემს შოკოლადებთან ერთად ბედნიერი.ახალი შოკოლადი გავხსენი და ფანჯარაში გავიხედე. ერთი თავიც და დავასრულებ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.