ომგამოვლილები (თავი 16)
როგორც ყოველთვის დაიგვიანა,ფრთხილობდა ერისთავი და ნელა დაჰყავდა მანქანა. ყველანი მათ უცდიდნენ, მომლოდინე სახეებით უყურებდნენ კერძებს. -სად ხართ დე ამდენ ხანს-კარი გაუღოთ ლალიკომ. -საცობს ვერ ავცდით, ძალიან დავიგვიანეთ ? -კი თქვენ გიცდით. სასტუმრო ოთახში ძალიან დიდი სუფრა გაეშალათ, წლების წინ მხოლოდ ოთხი ადამიანი შემოუსხდებოდა ამ მაგიდას, რაოდენოებრივმა ცვლილება პირდაპირპროპორციულად აისახა კატოს ხასიათზე. თეაკომ მისი რჩეული გააცნო, ილია მაჭავარიანი, ცნობილი ნეიროქირურგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ნიასგან იცოდა ამ კაცის მიერ ჩატარებული საოცრებას გატოლებული ოპერაციები. არცერთს ეტყობოდათ შუახნისანი რომ იყვნენ სიყვარული ხომ აახალგაზრდავებს. ხელი ჩამოართვა პოტენციურ ბიძას და სანდროს მიერ გამოწეულ სკამზე დაჯდა. -ჩვენ სახელზე ვიფიქრეთ-თქვა მაკამ. -ჩვენ ერთ აზრზე შევჯერდით და ლუკა მოგვწონს.-დაასრულა მან. -ჩვენ კიდევ იოანესა და ანდრეას შორის არჩევანს ვერ ვაკეთებთ, კატო შენ რა მოგწონს?-ნიშნისმოგებით გახედა ლალიკომ შვილს. -არვიცი ჩვენც ძალიან ბევრი ვარიანტი გვაქვს, სხვათაშორის სანდროს უნდა რომ თემო დავარქვათ. -ჩემი სახელი ?-გაიკვირვა თეიმურაზმა. -დიახ დიახ. -ამაყად ასწია თავი კატომ. ნიკოლოზი ყოველ წამს ტელეფონის ეკრანს უყურებდა, თითქოს რაღაც აწუხებდა. -რა ჭირს ნიკუშას? -შეყვარებულია ბიჭი.-მსახიობურად გამოუვიდა სანდროს. თეიმურაზმა გიტარა აიღო ხელში, კატოს გახედა და თვალი ჩაუკრა. იები ააჟღერეს, სანდრომ ვიდეოს ჩაწერა დაიწყო, ილია კი ცდილობდა ბანი მიეცა. ერთ სიმღერას სხვებიც მიჰყვა, ერისთავს სიამაყის გრძნობა ეუფლებოდა მიზეზი კი კატოს გამორჩეულობა იყო. ძალიან მოულოდნელად თეაკოს წინ ილია მაჭავარიანმა მუხლი მოიდრიკა და გულის ჯიბიდან ბეჭედი ამოაძვრინა. მოულოდნელობისგან გაოცებული სტუმრები, ფეირვერკების ხმა, შევსებული ფუჟერები, საათი რომელიც 12 აჩვენებს, ხმამღლა დათვლილი ბოლო 10 წამი, მრავალჟამიერი ეს ნამდვილად ახალ წელს მოასწავებდა. ახალ წელს კი მოწყენილი სახეები როდი უყვარს, ბედნიერებით გაღიმებულები ტოვებდნენ სახლს. დიდი ოჯახი დიდ სიყვარულს უტოლდებოდა, კატოც ხომ ბავშვობიდან ასეთ ახალი წლის საღამოზე ოცნებობდა. მანქანა დაძრეს, წყნეთში დათასთან იკრიბებოდნენ მეგობრები, გურულმა სანდროს ტელეფონი აიკლო. -გურულის ტო უკანა სავარძელზე მესმის-იცინოდა ნიკოლოზი. -შენ მოგწერა ტურფამ ?-არ დასცალდა უმცროსს ერისთავს ხუმრობა. -ენამწარე ხარ მაგარი. -კატო ეს ბავშვობიდან ესე იყო წყევლა-კრულვის დიდოსტატი. -მუცლითმეზღაპრე რა დღეში ხარ ? -გაბრაზდა სანდრო. კატო ხალისობდა მათ კინკლაობაზე. ბავშვობაში სულ უნდოდა და ან ძმა ყოლოდა, უფროსები ეხუმრებოდნენ თხოვე მშობლებს და გიყიდიანო, ამ თხოვნის მიუხედავად მაინც მარტო იყო. მაშინ საკუთარ თავთან პირობა დადო თუ კი შვილებს იყოლიებდა მათი რაოდნება აუცილებლად ერთზე მეტი იქნებოდა. არ უნდა მის შვილებსაც გამოეცადათ დედისერთობა. სახლში მათ გამოჩენას ოვაციები მოჰყვა, გურულმა ლამის ხანჯლები ალესა და როგორც ახლადდაქორწინებულებს ატარებენ ისეთივე კორიდორი მოუწყი. ისინიც შეურთდნენ მხიარულების ბანდას, აცილებდნენ ძველ წელს, სხვავდნენ ხასიათისთვის და ისევ გიტარა და ძველი სიმღერები. -იცი სულ მინდოდა და ან ძმა მყოლოდა, შენ და ნიკოს რომ გიყურებთ კიდევ უფრო მიძლიერდება ეს სურვილი. -მეც მინდოდა პატარა დაიკო მყოლოდა.-უჩვეულოდ თბილი იყო სანდრო. კატო თავისკენ მიიზიდა და ხელი მოხვია მის სუსტ მხრებს. -დაიღალე ? -ძალიან. -წავიდეთ ჰო სახლში. თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, ხვალ ზუსტად ამ დროს უკვე უკრაინაში იქნებოდა. დანაშაულის კომპენსირებას ცდილობდნენ, კატოს მყარი აზრი რომ ჯოხი მხოლოდ სანდროზე არ უნდა გადამტყდარიყო, ეხმარებოდა ურთიერთობას რადიკალური ცვლილებისკან. იხსენებდა თანაცხოვრების პირველ თვეს, ლამის ერთმანეთს ემალებოდნენ, ახლა კი ცდილობდნენ უფრო მეტი დრო გაეტარებინათ ერთა, ისევ და ისევ იმიტომ რომ უკეთ შეესწავლათ ერთმანეთის ხასიათის შტრიხები. . მეორე დილით როცა კატომ გაიღვიძა სანდრო სახლში არ დახვდა, გარეთ კი თოვდა, ვერ იჯერებდა სანდრო რომ სარბენად წავიდა, თუმცა მაცივარზე აკრულმა ყვითელმა ფურცელმა ამაში დაარწმუნა."სარბენად წავედი, ძალიან ტკბილად გეძინა და აღარ გაგაღვიძე. კომოდთან საჩუქარი დაგიტოვე." მაშინვე საძინებელში შევარდა და თეთრი ფერის კომოდზე პატარა ლურჯი კოლოფი შეამჩნია. " სვაროვსკი" გაიფიქრა გონებაში, თუმცა ადგილზე მხოლოდ გასაღები დახვდა, საიუველირო ნაკეთობის მაგიერ. ისევ ყვითელი წებოვანი ფურცელი. "იმედია მოგეწონება ფანჯრიდან გადაიხედე ! საახალწლო საჩუქარი ჩემგან" ეზოში შავი ინფინიტის ჯიპი ეყენა და თეთრი ფიფქები ფარავდა მის პრიალა ზედაპირს. კატო სავარძელში ჩაემხო, თავი ხელებში ჩარგო და ტირილი დაიწყო. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა მის ასეთობას, თითქოს მასში ცხოვრებდა და ყველა მისი სურვილის თუ ახირების შესახებ იცოდა. გონებაში შექმნილი იდეალი კი არაფერი იყო მასთან, ეს ბიჭი ჩვეულებრივობის საზღვრებს სცდებოდა, სანდრო ხომ ის ბიჭი იყო ვინც სულ აოცებდა მისი მოულოდნელობებით. სახლში დაბრუნებულს ძალიან ძლიერად ჩაეხუტა. -მადლობა, რომ ოცნებებს მისრულებ. იგრძნო, როგორ მიეწება შუბლზე ცხელი ტუჩები, როგორ მაგრად მოუჭირა ხელები. სანდრო ყველაფერს პირდებოდა, სანაცვლოდ კი არაფერს ითხოვდა საერთოდ არაფერს. ვერგამოუთქმელი მიყვარხარ, სანდროს სევდიანი თვალები და ნისლივით ჩამოწოლილი დარდები ძლივს შერჩენილ სიმშვიდეს აცლიდა მათ. სანდრომ რამდენიმე ზედა შემატა ბარგს და კატოსთან მისაღებში გავიდა. ეხლა გრძნობდა დროის სისწრაფეს და ცდილობდა ყველა წამი მისთვის მიეძღვნა. ფილმს უყურეს, მაგრამ დაძაბულობა მაინც ვერ გააქრეს. კატო საპირფარეშოში შევიდა, ვეღარ იკავებდა თავს გამძლეობა ქვიშასავით გამოეცალა, ატირდა მთელი გრძნობით, ლამის გული ამოუვარდა. ერისთავი იმ სათამაშოსავით ამოიჩემა ბავშვობაში მის გარეშე რომ არაფერს აკეთებდა. სახე ჩამოიბანა და ეცადა მისთვის სითბო და სიყვარული გაეტნია საგზლად. „სამი თვე მის გარეშე ტვინის“ ყველა უჯრედი განუწყვეტლივ იმერობდა. ყველაზე რთული აეროპორტში ყოფნა აღმოჩნდა მეგობრებს და ოჯახის წევრებს საუბარში გაჰყავდათ დრო. კატო მხარში ამოსდგომოდა ერისთავს და საერთოდ არ ამძიმებდა მისი ნავარჯიშები მკლავი. -მხოლოდ სამი თვე. -მხოლოდ სამი თვე-გაიმეორა სანდრომ. ჩასხდომა დაიწყო, ერისთავი ბარგს დასწვდა ყველას გადაეხვია და მადლობა გადაუხადა, ერთი თხოვნაც ყურადღება მიექციათ მისი ორსული ცოლისთვის. კატოს სევდანარევ სიყვარულით სავსე თვალებს წააწყდა, თბილად ჩაიკრა გულში, მის ყელში მოათავსა თავი და ასე იყვნენ რამდენიმე წუთი. არ უტირია მას, პირიქით ბევრი სითბო გაატანა, სულიერი საზრდო უცხო მხარეში. თვითმფრინავის კომფორტულ სავარძელში მოეწყო და ილუმინატორიდან გადახედა განათებულ ქალაქს. ვინ იცის მის გულში რა ხდებოდა, ლოცვა წაიკითხა სიმშვიდის ტალღები ნელ-ნელა უახლოვდებოდა. ერთადერთი მიზეზი რითიც წასვლა გაამართლა მხოლოდ მომავალზე ზრუნვა იყო. რთული იყო კატოსთვის სახლი სანდროს გარეშე, ნივთები რომლებიც მის სახელს აგონებდნენ, მისი სურნელი რომელიც ჯერ კიდევ იდგა სახლში. თითის ბალიშებით შეეხო ფორტეპიანოს კლავიშებს მოწყვეტიც დაჯდა მაღალ სკამზე და ძალიან სევდიანმა მუსიკამ თოვლის ფიფქების ფონზე, მარტოობა კიდევ უფრო მძაფრად შეაგრძნობინა. ყველა ემოციას აკორდებით გამოხატავდა, ნაზად არხევდა ტანს ხელის მოძრაობაზე და გრძნობდა პატარას მოძრაობას. ცრემლებს ვეღარ იკავებდა, ყველა ტოვებდა მის ცხოვრებას ეს გრძნობა კი არ მოსწონდა, ეს გრძნობა მის პიროვნებას ანგრევდა. ვისთვის სამი თვე და ანდრონიკაშვილისთვის ეს დრო სამ საუკუნეს უტოლდებოდა. გულის სიღრმეში გაუმართლებელი უნდობლობა. ჯერ კიდევ არ იცნობდა სანდროს? არა საკმოდ გაიცნო თუმცა ნდობის ფაქტორი საოცრად დაქვეითებული ჰქონდა, ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა მის გამორჩეულობას. მარტო დაძინება გაუჭირდა, მისი ძლიერი მხარი არ ეხებოდა, ვერ ექცეოდა მის მკლავებში, მისი ცხელი ხელებიც არ წვავდა კანს, არც მისი ხშირი სუნთქვა ესმოდა, ბალიშს მოუჭირა ფრჩხილები. "ალბათ ჩაფრინდა, ალბათ აღარც კი ვახსოვარ"... გამთენიას ჩაეძინა. თერთმეტი სრულდებოდა როცა ტელეფონის ზარმა გააღვიძა. -დილა მშვიდობის კატო. -დილამშვიდობის როგორ იფრინე ? რატო არ დამირეკე რომ ჩაფრინდი?-კითხვები მიაყარა და სანდროს გაეღიმა, ბუტია ქალბატონი პოსტს არ თმობდა. -გვიანი იყო და აღარ გაგაღვიძე, ისაუზმე უკვე ? -არა ეხლა გავიღვიძე. -დამპირდი, რომ კარგად გამოიკვებები და წონაში მოიმატებ. ყოყმანის შემდეგ კატომ პირობა დადო, გუშინდელი წყენა და დარდი კი სანდროს მზრუნველობამ გააუცხოვა. ბოდიშები, რომ არაპუნქტუალურად ვდებ სიახლეებს კონცერტები, უნივერსიტეტი გადამება და :(( აბა გამახარრეთ კომენტარებით <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.