შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და მაინც...(7)დასასრული


2-05-2015, 14:42
ავტორი anoo
ნანახია 2 909

ვგრძნობდი,რომ ნელ-ნელა ალექსის პატიებას შვეძლებდი.ძალიან მიხაროდა.აღარ მინდოდა ტკივილით ცხოვრება და არც ის მინდოდა ალექსი დამეტანჯა.ვხედავდი როგორ ნანობდა თავის საქციელს.თან ნიკუშაც მეცოდებოდა,ძალიან უყვარდა მამამისი.
გუშინ კონსულტაციაზე ვიყავი.ალექსიც წამომყვა.თვალებიდან არ ამომდის ალექსის სახე,როცა ექიმმა გვითხრა გოგოაო,ემოციებს ვერ იკავებდა და მუცელზე ნაზად მეფერებოდა.მეც სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი,ძალიან გვინგოგა მეორე ბავშვი გოგო ყოოფილიყო.ჯანმრთელობის მხირავც ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა.მესამე თვეს ვუკაკუნებდი უკვე და მუცელიც მეტყობოდა.ყოველთვის ვცდილობდი მომდგარი ტანსაცმელი ჩამეცვა,რომ მუცელი შესამჩნევი ყოფილიყო.სარკის წინაც დიდი ხანი ვიდექი და ვათვალიერებდი ჩემს მუცელს,ამ დროს თვალები სიხარულის ცრემლებით მევსებოდა.თამთაც ყველაფერში მეხმარებოდა,თუმცა ახლა გერმანიაში უწევდა წასვლა,ძმასთან.ერთი პერიოდო გადაიფიქრა,ვერ დაგტოვებო,მაგრამ არ დავანებე და ახლა უკვე თავი ძმასთან ერთადაა.აი ეს გიორგი რა მოუშორებელი გახდა.ორჯერ დამხვდა სადარბაზოსთან,როცა მე და ნიკუშა ჩემს მშობლებთან მივდიოდით.პირველად როცა მუცელი დამინახა,შეკრთა.მაგრამ მერე ისეთი სისულელეების ლაპარაკი დაიწყო,რამის ცუდად გავხდი.გინდა თუ არა,ცოლად გამომყევიო,ისე მეყვარება შენი შვილები როგორც ჩემიო.ალექსზე საშინელებების ლაპარაკი დაიწყო.მივხვდი რომ ამ ადამიანთან ლაპარაკს აზრი არ ქონდა.არ ვიცი საიდან,მაგრამ ალექსმა ამის შეხაბ გაიგო.გიჟივით მომივარდა სახლში,ჩემს გარეშე გარეთ აღარ გახვალო,მაგ გიორგის კი მე მივხედავო.შეწინააღმდეგების თავი არ მქონდა,ისედაც ძალინ ვიყავი დაძაბული და შეშინებული.ისეთი თავდაჯერებული ლაპარაკობდა გიორგი ალექსი ხელს ვერ შეგვიშლის,შენ მაინც ჩემი ცოლი იქნებიო, და თუ მაინც ვერ მოისვენა ალექსმა მაგასაც მივხედავო.ალექსის გამო მეშინოდა.ვცდილობდი ამ თემაზე ბევრი არ მეფიქრა ჩემი გოგონასთვი ზიანი რომ არ მიმეყენებინა.გარეთ მარტო აღარ გავდიოდი.ალექსს მოჰქონდა სახლში ყველაფერი რაც მე და ნიკუშას გვჭირდებოდა.რამდენჯერმე გავიგონე გიორგის რომ ელაპარაკებოდა.თუმცა დიალოგიდან გამომდინარე მგონი გიორგის მაინც არაფერი აინტერესებდა და არც ალექსის მუქარა აშინებდა.მიუხედავად იმისა რომ ალექსის გარეშე არსად დავდიოდი გიორგი მაინც უკან დაგვყვებოდა.ხშირად შემინიშნავს მისი მანქანა ჩვენი მანქანიც უკან.ეს უფრო მაშინებდა და ნერვიულობაზე კანკალი მეწყებოდა.ჩემს გამო არა ალექსის და ბავშვების გამო.

მეცინება.მეცინება ამ ბედის უკუღმართობაზე.ვზივარ ახლა საავადმყოფოში,გულში ნიკუშა მყავს ჩახუტებული და მთელი ხმით ვტირივარ.ნიკუშაც ხვდება ჩემს ტკივილს და ისიც ჩემთან ერთად ყრის ცრემლებს.რატომ არსებობენ ასეთი ადამიანები?რატომ არსებობს ბოროტება?განა არ შეიძლება რომ უბრალოდ ვიყოთ ბედნიერები.ახლა როცა ალექსითან შერიგებას ვაპირებდი,ახლა როცა ბედნიერები უნდა ვყოფილიყავით მეორე შვილის მოლოდინში,მე ვზივარ საავადმყოფოს იატაკზე და მივტირი ჩემს მომაკვდავ სიყვარულს.მაინც არ მოისვენა გიორგიმ.ალექსი როცა ჩემთან მოდიოდა დაურეკა და შეხვედრა სთხოვა.მერე არაკაცურად ზურგიდან სამჯერ ჩაარტყა დანა.გიორგი კი დააკავეს,მაგრამ ჩემითვის ამას არ ქონდა მნიშვნელობა,მთავარი იყო ალექსი გადარჩენილიყო.ნელ-ნელა გარშემო ყველაფერი უფერულდებოდა.ნიკუშას ხელს არ ვუშვებდი.ის კიდევ აქეთ იქით აცეცებდა თვალებს და მამას ძახილით ალექს ეძებდა,ამაზე უფრო მეტირებოდა.ვგრძნობდი რომ მეტი აღარ შემეძლო,მაგრამ რაღაც ძალია მაკავებდა.იმედი.იმედი რომ ალექსი გადარჩებოდა და ისევ ვიცხოვრებდით ერთად,გავზრდიდით ჩვენ პატარებს.

„-მე მიყვარხარ, არა იმისთვის თუ ვინ ხარ შენ, არამედ იმისთვის, ვინ ვარ მე, როდესაც შენთან ვარ“_ჩავჩურჩულე ალექსს,როცა ექიმმა მისი ნახვის ნება დამრთო.-შენ რომ მეპოვნე მთელი სამყარო ხელს მიწყობდა,ახლა კი მთელი სამყარო ჩვენს წინააღმდეგაა.განაა ეს სამართლიანია.განა შეიძლება ახლა აქ რომ წევხარ უგუნოდ და მე რომ მანერვიულებ.ხომ იცი რომ ჩემთვის ნერვიულობა არ შეიძლება,მაშინ რატომ მანერვიულებ?გაახილე რა თვალები,ის თვალები გაახილე მე რომ შემაყვარა თავი.გაიღვიძე,მე ხომ გაპატიე ალექს.მე ხომ გაპატიე._ცრემლები ლაპარაკში ხელს მიშლიდნენ.-ნიკუშა შენ გეძებს და გეძახის.მერე რომ არ მოდიხარ ტირის და თვალებით მეკითხება მამა სადააო.გაიგე ალექს!გაახილე თვალები!ალექს შეცდომა კი გაპატიე,მაგრამ რომ არ დაბრუნდე აი მაგას არ გაპატიებ,გაიგე ალექს!_“დავიყვირე“ აკანკალებული ხმით.
არამგონია ჯოჯოხეთი ამაზე საშინელი იყოს.სამი გაუსაძლისი დღე ველოდებოდით ალექსის გონზე მოსვლას,სამი დღე.საჭმელს ბავშვის გამო ვჭამდი.ნიკუშა დედაჩემს გავაყოლე სახლში.დღის უმეტეს ნაწილს საავადმყოფოს სალოცავში ვიყავი,ახლაც იქიდან ვბრუნდებოდი ექიმი რომ მელოდა მოსაცდელში.ექიმს სახეზეც ეტობოდა,რომ ჩემთვის სასურველს ვერაფერ მეტყოდა,მაგრამ განა შეიძლებოდა იმის წარმოდგენა რაც მან მითხრა.
-ელენა,ბავშვების გამო ძლიერი უნდა იყოთ,მათ გამო მაინც უნდა გადაიტანოთ._განა შეიძლება ალექსის გარეშე საერთოდ ვიცოცხლო.მითხარით განა შეიძლება.არაადამიანური ხმით დავიყვირე და მუხლებზე დავეცი,გული მტკიოდა და ვეღარ ვსუნთქავდი.ყველა მოგონებამ ერთ წამში თვალწინ ჩამიარა,გული უფროდაუფრო მეკუმშებოდა.ყველაფერმა შავი ფერი მიიღო.ერთი ხელი გულზე მივიჭირე,მეორე ხელით იატაკს დავეყრდენი.ამ ყველაფერს მუცლის მწვავე ტკივილიც დაემატა.ვგრძნობდი რომ ვითიშებოდი.ეს მიხაროდა,არ მინდოდა ალექსის სიკვდილი გამეაზრებინა.მუცლის ტკივილი კი არ ჩერდებოდა და მეც გადავეშვი უსასრულობაში,თუმცა შორიდან მაინც გავიგე ექიმის ნათქვამი სიტყვები-„დროა ელენა,დროა.“

გონზე მოვიოდი და ნაცნობი ხმა ჩამესმოდა,რომელიც ჩემს სახლეს იძალდა.თვალები ნელა გავახილე და თეთრ ჭერს მივაშტერდი.მერე ოთახი მოვათვალიერე და ჩემს გვერდით მჯდარ ალექსს შევხედე.მეგონა მელანდებოდა და ცრემლები წამომივიდა.წამოდგომა მინდოდა,მაგრამ ადგილიდან ვერ გავინძერი.ალექსი რაღაცას მეუბნეოდა,მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევდი.მერე ტანზე დავიხედე და დავინახე თბაშირში ჩასმული ჩემი ფეხი.ახლა ავფორიაქდი.ვერაფერი გამეგო.მერე ისევ ალექს გავხედე,რომელიც ცრემლიანი თვალები მიყურებდა.ფეხზე წამოდგა და გარეთ გავიდა.ორ წამში ექიმთან ერთად დაბრუნდა.
-ელენა,გილოცავთ დაბრუნებას.ეტყობა თქვენც ისე ძალიან გიყვართ თქვენი მეუღლე,რომ ვერ დატოვეთ._უფრო გაურკვეველი გახდა ყველაფერი.ალექსი ხომ მოკვდა.მაშინ აქ რა უნდა.
-ალექს,რა ხდება?ვერაფერი ვერ გავიგე.შენ ცოცხალი ხარ?_ძლივს ავლაპარაკდი და ცრემლიანი თვალებით შევხედე ალექსს.მან ექიმს გადახედა და ჩემსკენ დაიძრა.
-ელენა ავარიაში მოყევი,არ გახსოვს?საბას დაბადების დღეზე,რომ მოდიოდი.სატვირთო დაგეჯახა,მაგრამ კიდევ კაი რომ მან დამუხრუჭება მოასწრო.
-კი მაგრამ.მე ჩვეულებრივ გავაგრძელე გზა.საბას დაბადების დღეზეც ვიყავი.
-ელენა თქვენ კომაში იყავით და ეს ნორმალურია.თქვენ ვერ მიხვდით რომ ეს რეალური არ იყო.ახლა ყველაფერი რიგზეა და სულ მალე ფეხზე დადგებით.ახლა მარტო დაგტოვებთ,მაგრამ ძალიან არ გადაიღალოთ._მითხრა ექმიმმა და გასასვლელისკენ წავიდა.მე კიდე მთელი ძალა მოვიკრიბე და ალექსისკენ ხელები გავიშვირე რომ ჩამხუტებოდა.ისიც მოიწია ჩემკენ და მთელი ძალით შემოვხვიე ხელები.ვეღარ შევიკავე ცრემლები და ხმამაღლა ავტირდი.
-ალექს,როგორ მიყვარხარ,როგორ მომენატრე.მეგონა მოკვდი.რა ბედნიერებაა,რომ ეს ყველაფერი სიმართლე არ არის._ალექსი მამშვიდებდა და თმაზე ხელ მისვამდა.ყველაფერი მოვუყევი.ორივეს გული დაგვწყდა ჩვენი გოგონას გამო,მაგრამ ალექსმა მაგასც ეშველებაო.მეგონა რომ ჩემზე ბედნიერი ამ ქვეყნად არავინ არ იყო,თუმცა არა,იყო კიდევ ერთი ადამიანი რომელიც ახლა გულში მიკრავდა.ალექსის მოფერებით გული რომ ვიჯერე ნიკუშა მოვიკითხე.
-ნიკუშა ქეთიმ წაიყვანა სახლში._შევატყვე ალექსს რაღაც აწუხებდა,მივხვდი რა შეიძლება ყოფილიყო და უკითხავად ვუპასუხე.
-გაპატიე ალექს,იმდენად მიყვარხარ,რომ არ შემიძლია არ გაპატიო.კომაში რომ ვიყავი ისე მტკიოდა შენი მდგომარეობა,რომ ახლაც კი ვგრძნობ.თან შენი დაკარგვით გამოწვეული სიმწარე ყველაფერზე ძლიერი იყო,არ მინდა იგივეს გადატანა.სიზმარმა ბევრ რამეს მიმახვედრა,პატიება უნდა შეგეძლოს,მიუხედავად დანაშაულისა.მე მჯერა შენი ალექს,მჯერა რომ აღარ დაუშვებ კიდევ გვეტკინოს._ალექსი თვალებით მადლობას მიხდიდა,იქ იმდენ ბედნიერებას და სიყვარულს ვხედავდი გული მითბებოდა.
-„მე მიყვარხარ, არა იმისთვის თუ ვინ ხარ შენ, არამედ იმისთვის, ვინ ვარ მე, როდესაც შენთან ვარ“_მითხრა ალექმა,მე კი გაოცებულმა შევხედე.-როცა მეძინა სიზმარში ყოველთვის ამ სიტყვებს მეუბნეოდი.

----------
მალე ჩვენი პატარა გოგონაც დაიბადა.მარიამი დავარქვით.ნიკუშამ სიარულიც დაიწყო და იკლებდა სახლში ყველაფერს.მე და ალექსი ვეღარ ვაჩერებდით ერთ ადგილას,ცოტალაპარაკიც ისწავლა.დაუჯდება ხოლმე თავის დაიკოს და თავის ენაზე ეტიტინება.ისეთი ბედნიერი ვარ მათი შემხედვარე.ხომ გაგიგიათ“ბედნიერებამ მითხრა ნუ მეძებ,შენი შვილების თვალებში მნახე.“ზუსტად ასე ვიყავი მეც.მათი ყურება მაბედნიერებდა და სიცოცხლით მავსებდა.ალექსი?ალექსი სულ სხვა განზომილებაა ჩემთვის.მის გარეშე მე არაფერი ვარ.მასზე უფრო დამოკიდებული გავხდი.სამსახურში რომ მიდიოდა ერთი სული მქონდა,რომ სახლში დაბრუნებულიყო.საავადმყოფოდან რომ გამოვედი ერთი კვირა შვებულება ავაღებინე,რომ მისით განმოწვეული დანაკლისი ამომევსო.ახლა ღიმილით ვუყურებ ჩემს პატარა ოჯახს.
-დედიკო მოდი ჩვენთან._გამომძახა ალექსიმ და ბავშვებიც აიყოლია.მეც ღიმილით გავემართე მათკენ და ძირს მივუჯექი.
-ახლა მეკითხებოდა ნიკუშა,ძამიკო როდის უნდა მომიყვანოთო და რა ვუპასუხო?_გამომცდელად შემომხედა ალექსმა და მაცდურად ჩამიკრა თვალი.
-უუთხარი მალე,ასე 8 თვეშიო._ვითომც არაფერიო ისე ვუთხარი და მარიამთან გავაგრძელე თამაში.ალექსი კი გაოცებული დავტოვე.ცოტა ხანში კი უკნიდან ალექსის თბილი ხელების მოხვევა და ყელში კოცნა ვიგრძენი.



№1  offline წევრი anoo

იმედი მაქვს დასასრული მოგეწონებათ.მიხარია რომ კითხულობდით

 


№2  offline წევრი lamazmani

პირველი ვარ ძაან მაგარი ისტორია იყო ძაან მომეოწნა ყველა თავი დღეს წავიკითხე და ვინანე აქამდე რო არ წავიკითხე საყვარელი და თბილი ისტორია იყო კარგი დასასრული ქონდა ძაან მომეწონა მარა გული დამწყდა რო დამთავრდა მარა რას ვიზავ ველი ახალ ისტორიას წარმატებეი მიყვარხარ ძაან მაგარი გოგო ხარ love love love

 


№3  offline წევრი anoo

lamazmani
პირველი ვარ ძაან მაგარი ისტორია იყო ძაან მომეოწნა ყველა თავი დღეს წავიკითხე და ვინანე აქამდე რო არ წავიკითხე საყვარელი და თბილი ისტორია იყო კარგი დასასრული ქონდა ძაან მომეწონა მარა გული დამწყდა რო დამთავრდა მარა რას ვიზავ ველი ახალ ისტორიას წარმატებეი მიყვარხარ ძაან მაგარი გოგო ხარ love love love

ძალიან დიდი მადლობა,ძალიან მიხარია ასეთ სიტყვებს რომ ვკითხულობ.❤❤

 


№4  offline წევრი ხატული♥

აუ რა კარგი დასასრული ქონდაა love სითბო ჩამეღვარა გულში love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent