შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იჩქარე!თორემ ბედნიერი დრო წამივით ჩაგიქროლებს...


2-05-2015, 14:53
ავტორი Pekito -))
ნანახია 1 704

2თავი

გავუიმე და მანქანისკენ წავედი, მანქანაში ჩავჯექი და იქაურობას წამში მოვწყდი, მანქანის მართვა კარგად ვიცი და ძალიან მიყვარს. რამოდენიმე ხანში მანქანა გავაჩერე და ეხლა ფეხით გავუყევი ბათუმისი ქუჩებს, ბევრი ვისეირნე, და ეხლა ჩემს სამსახურს ჩავუარე გვერდით რომელშიც სულ რაღაც ერთი კვირის წინ ვმუშაობდი და რომ არა უაზრო უფროსი ეხლა ეს საოცრად მშვიდი დღეც არ იქნებოდა. ხო მართლა მე სარეკლამო ოფისში ვმუშაობდი რეკლამის დიზაინს ვქმნიდი, უფროსის არშიყი ყელში ამომივიდა ყველაფერი მივულეწე ცხვირ წინ და წამოვედი.სიარულის დროს კარგი კაფე შევამჩვიე კაფეში შევედი ყავა და ნამცხვარი მივირთვი და საათს რომ დავხედე გამიკვირდა.. რა მალე გასულა დრო... ჩემთვის ჩავილაპარაკე.. ეს დღეც ესე უაზროდ ღამდება... ცოტა არ იყოს შემცივდა კიდეც.. ჯიბეებში ხელი ჩავიყავი და რაღაც მომხვდა ხელში ამოვიღე და გოგას ბარათი -ხომ არ ვესტუმრო ხვალ?! მოდი ვესტუმრები საინტერესო ადამიანი ჩანს,თან ბავშვებსაც გავიცნობ,ჰაჰ კარგია აზრია ამ ფიქრებში გართულმა უცებ ნაცნობი მზერა შევნიშნე, შევკრთი და ჩუმად ამოვილუღლუღე
-ბატონო გოგა თქვენ აქ საიდან ? (მე)
-რა დამთხვევაა, იცით მე აქვე ვხოვრობ (გოგა) და გამიღიმა
-ხო მართლაც დამთხვევაა, ძალიან კარგია, ისაა მე უკვე მივდიოდი და..(მე) წინადადების დასრულება არ დამაცადა
-იცი არ მინდა ცუდად გამიგო ან სხვაგვარად მაგრამ მაინც უნდა გითხრა, ეს არ გეგონოს უბრალოდ არშიყი, ნათი იცი მე საარშიყოთ არც დრო მაქვს და არც ასაკი უბრალოდ მინდა გითხრა რომ ძალიან ლამაზი ხარ,ძალიან მშვენიერი.(გოგა) მორცხვად გამიგიმა და თვალებში შემომაშტერდა.
-უკაცრავად მაგრამ სულ დამაბნიეთ..(მე) სულ გავწითლდი ჩემს წინ ორმოც წელს გადაცილებული კაცი იდგა,საოცრად სიმპათიური და სწორედ ამ სიტუაციამ დამაბნია
-თქვენობით ნუ მელაპარაკები ძალიან გთხოვ ნათი. დღეს მთელი დღეა თვალს გადევნებ ძალიან ნაღვლიანი ხარ, მითხარი შენი პრობლემები, მე ყველაფერში დაგეხმარები.(გოგა)
(ეს რომ მითხრა ძალიან შემრცხვა, მთელი დღეა თუ თვალს მადევნებს რას იფიქრებდა ესე ქუჩა-ქუჩა რომ დავდივარ მაგრამ აშკარაა ის რომ გასართობად ადევნებულ კაცს არ გაქვს)
-უნდა წავიდე, მაპატიეთ.(მე)
არ მინდოდა წასვლა მაგრამ სულ უფრო არ მინდოდა რომ წამეხდინა ამ კაცისთვის ჩემი შთაბეჭდილება.
-გთხოვ არ წახვიდე, მომისმინე, რამე გაწყენინე? ნუ მოვიქცევით პატარა ბავშვებივით (გოგა) ჩემი ხელი თავის ხელებში მოიქცია და ისევ თვალებში ჩამაშტერდა
-არ ვიცი ჩემგან რა პასუხს მოელი,უბრალოდ ვერ ვხვდები(მე)
-შენგან ჯერ არანაირ პასუხს არ მოველი უბრალოდ ნუ გამირბიხარ და დამელაპარაკე.(გოგა)
ეხლა ხელი ჩემს ტანღოვან თმას შეაპარა და ყურზე გადამიწია.საოცრად მესიამოვნა ეს ქმედება და გამეღიმა. მე მოვუყევი ჩემი ოჯახის შესახებ მან სასაფლაოზე ნათქვამს მხოლოდ ის დაამატა რომ კიდევ ყავს მესამე შვილი. უფრო სწორედ ადამიანი რომელიც შვილივით უყვარს, გიორგი, მშობლები პატარაობისას დაეგუპა და ბიძამიძმა გაზარდა ანუ გოგამ. გიორგი 26 წლისაა.
ესე შემოგამდა და კაფედან გამოვედით
-წამოდი სახლში გეპატიჯები ბავშვებიც სახლში იქნებიან ეხლა(გოგა)
-არა მადლობა მოგვიანებით გავიცნობ ბავშვებს. (მე)
უცებ მისკენ მიმწია აზრზე ვერ მოვედი მომდევნო 10 წამის განმავლობაში რა მოხდა ისე უცებ ეძგერა ჩემს ტუჩებს, წინააღმდეგობა რატომღაც არ გამიწევია და როცა ტუჩებს მოშორდა გაკვირვებულმა და დაბნეულმა ვკითხე
-რას აკეთებ? (მე)
-მთელი დღეა ამის გაკეთება მინდა (გოგა)
-ეს არ შეიძლება!(მე) გაბრაზებული ტონით მივუგე
-რატო? ალბათ იმიტომ რომ შენთვის მეტად ხნიერი ვარ.(გოგა)
-ეგ არაფერ შუაშია ჩემზე საკმაოდ დიდი ხარ მაგრამ სიყვარულმა ასაკი არ იცის უბრალოდ ჩვენ დღეს შევხვდით ერთმანეთს.(მე)
-შენ ალბათ გინდა 2 წელი კარგად გავიცნოთ ერთმანეთი,4 წელი შეყვარებულები ვიყოთ შემდეგ 2 წელი დაფიქრდები და ცოლად მერე გამომყვები არა?(გოგი)
არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე მაგრამ მგონი მივხვდი რომ გული ვატკინე რაღაცით მივვარდი და ჩავეხუტე მანაც უცებ მომხვია მკლავები
-ნათი მიყვარხარ(გოგა)
-რა?(მე)მკლავებიდან არ მოვშორებივარ ისე დავუსვი კითხვა
-მიყვარხარ, გჯეროდეს გთხოვ.(გოგა)
-მჯერა!(მე) მართლა მჯეროდა ესე კარგად რახანია თავი არ მიგრძვნია, ამ ადამიანთან თავს საოცრად კარგად ვგრძნობდი.
-მე წავალ.(მე)
-კარგი. (გოგა) ისევ ჩემს ტუჩებს დაეწაფა და გამიღიმა.
-დროებით ნათი.(გოგა)
-დროებით(მე)
მანქანაში ჩავჯექი და სახლში წავედი. შევედი თუ არა ეგრევე აბაზანისკენ გავეშურე და თან თავს ბედნიერად ვგრძნობდი შემდეგ საჭმელი ვჩამე, დედაჩემი სახლში არ ჩანდა, ოთახში შევედი დავწექი 2 წუთში კარის ხმაც გავიგე დედაჩემი მოვიდა როგორც ჩანს.. ჩავილაპარაკე და ჩამეძინა..
დილით მაგრამ არც ისე დილით კარზე კაკუნმა გამაღვიძა
-მე გავაღეეეებ (ეკა)
გამომძახა ოთახში ისე თითქოს მივრბოდი გასაღებად. საწოლიდან წამოვხტი სხარტად როცა გოგას ხმა გავიგე და ხალათს დავტაცე ხელი მოვიცვი და გასვლას ვაპირებდი როცა შევჩერდი ,ესე ხომარ გავალ... და მათ საუბარს ყური დავუგდე
-გამარჯობათ, თქვენ ალბათ ნათიას დედა ხართ ხო?(გოგა)
-დიახ(ეკა)
-საქმე მაქვს თავენთან(გოგა)
-მობრძანდით(ეკა)
გვერძე ოთახში შევიდნენ მათი ლაპარაკი აღარ მესმოდა და აფორიაქებული დავდიოდი ოთახში



№1  offline ადმინი შამანი

სათაურთანაც დანომრე ხოლმე თავები. ♥
მაგ:იჩქარე!თორემ ბედნიერი დრო წამივით ჩაგიქოლებს..(2)
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2  offline წევრი Pekito -))

შამანი
სათაურთანაც დანომრე ხოლმე თავები. ♥
მაგ:იჩქარე!თორემ ბედნიერი დრო წამივით ჩაგიქოლებს..(2)

მადლობა შენიშვნისთვის <3
--------------------
ნათია

 


№3  offline წევრი megunia127

Dade ra kide... <3 sul ramdeni tavia??

 


№4  offline წევრი Pekito -))

Ese zustad ar vici magram at tavze metia... Madloba ROM kitxulob
megunia127
Dade ra kide... <3 sul ramdeni tavia??
--------------------
ნათია

 


№5  offline წევრი megunia127

Male gaagrdzele <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent