შენი არსებობა ნულს ჰგავდა (თავი 2)
*7 წლის წინ* –ქალბატონო თამუნა–სერიოზული ტონით დაიწყო საუბარი მაკამ –ნუთუ ვერ ხვდებით რას აშავებს თქვენი ბიჭი?! –მაპატიეთ–თავს იმართლებდა თამუნა –კიდევ რამე დააშავა? –ყოველ დღე, ქალბატონო თამუნა–ნერვიულობდა მაკა –ყოველ დღე ჩემი გოგო ატირებული ბრუნდება სახლში, როდემდე უნდა გაგრძელდეს არ მესმის, ჩემი ქმარი გამწარებულია, ძალიან ვღელავთ. –რა ვქნა მაკა–ცრემლები წასკდა ქერათმიანს –ხომ არ მოვკლავ? ვერ ვიმორჩილებ, აღარ ვიცი რა ვქნა, გგონია მამამისი რამეს უკეთებს? არაფერს მაკა ცუდის მეტს, მინდა, არავინ არ მყავს–გულამოსკვნით ტიროდა ქალი. –თამუნა–თავზე ხელი გადაუსვა მაკამ –ვიცი რა მდგომარეობაშიც ხარ, მაგრამ გამართლება არ გაქვს, ეცადე, ხელს ნუ ჩაიქნევ და საამაყო შვილი გაზარდე, ვიცი ეს შგიძლია. –მე თუ რამე მომივა–ცრემლები მოიწმინდა –დუდა მარტო არ დატოვო.. 2 წელიწადში გარდაიცვალა თამუნა იოსელიანი, 10 წლის დუდა მაკამ ბებიას მიაბარა, 16 წლამდე ყველაფრით ეხმარებოდა, უჩუმრად, ქმრისგან უჩუმრადაც კი... მერე დუდა საერთოდ გაგიჟდა, ხელიდან წავიდა, დახმარება კიარა საკუთარი ბებიაც აღარ უნდოდა... მაინც აიწყო ცხოვრება... მაინც საიდანღაც აქვს ფული. მაინც დუდაა მაისურაძე! ************************ თაბაშირი მოვიხსენი, უფრო ლაღად ვარ. ანოს ძალიან დავუმეგობრდი. ყველაფერი უკეთესობისკენაა. –ანო გამოხვალ?–მობილურზე დავურეკე. –კაფეში ვარ, შენ სახლთან. –კარგი, ჩამოვალ. დედას ფული გამოვართვი და კაფეში ჩავედი, ანო დუდა და ერეკლე რაღაცას გამწარებით განიხილავდნენ. ყველა გადავკოცნე და მათ გვერდით დავიკავე ადგილი. –თაბაშირი მოგიხსნია–მიღიმის ეკე. –ხო, ისე მიხარია–შევიფერე. –არ გავიდეთ?–კითხვა დასვა დუდამ. –კი, კი დროა–წამოდგა ეკეც. –სად მიდიხართ?–დაინტერესდა ანო. –რაღაც ივენთია, ვერთობით დღეს. –ჩვენ რო წამოვიდეთ?–შეევედრა ძმას ანო. –წამოდით–ხელები გაშალა დუდამ და მე გადმომხედა –პროსტა, ბავშვებს არ უშვებენ. –იცით–თმა უკან გადავიყარე და ანოს ავხედე –მე არ მინდა, მირჩევნია სახლში დავბრუნდე–ვთქვი და ფეხზე წამოვდექი, ივენთებზე არასოდეს დავდიოდი, მითუმეტეს მშობლები არ გამიშვებდნენ და აზრი არ ჰქონდა. –კაი რა –ეწყინა ანოს –დედაშენს ვეტყვით რო ჩემთან რჩები და წავალთ, მხოლოდ ცოტა ხანი ვიყოთ, არ მაწყენინო. –არა, არ მინდა, მართლა არ მინდა. –მაინც წამოხვალ–გადაიხარხრა ანომ და ხელი ჩამკიდა. როგორ არ მინდოდა წასვლა, არც ცეკვა ვიცი, არც მათსავით გართობა შემიძლია. ერთ ადგილას მომიწევს ჯდომა და გალეშილი ადამიანების ყურება. ეს კი ყველაზე მეტად მაღიზიანებს, ოხ როგორ მერჩივნა სახლში ასვლა და წიგნის კითხვა... სიტუაცია არ მომეწონამეთქი ვერ ვიტყვი. დუდა ცუდ კლუბში არც წავიდოდა. ნორმალური ხალხი ირეოდა, მაგრამ მაინც არ იყო ჩემი სტილი. წითელ პუფში ჩავესვენე და თავი უკან გადავაგდე. მუსიკის ხმამაღალი ხმა ნერვებზე ისე მოქმედებდა სადაცაა გავიქცეოდი. –ვერ ერთობი?–ყურთან ახლოს ჩამესმა დუდას ბოხი ხმა. –ვერა–ქვედა ტუჩი წინ გამოვწიე და დუდას ავხედე. –წამო–ხელი გამომიწოდა. –აქ მირჩევნია–თვალები გადავატრიალე და თავი ისევ უკან გადავაგდე. –ატრაკებ ეხლა–ყელში მომიღუტუნა –წამო რა. –კაი რა –ვთქვი და ხელი მოვკიდე. ბარისკენ წამიყვანა, სიგარეტს მოუკიდა და ჯიბიდან პატარ–პატარა ლურჯი ტაბლეტები ამოიღო. სახის გამომეტყველება შემეცვალა, შეშინებულმა აქეთ–იქით დავიწყე ყურება, ეს რა ტაბლეტებია. –გინდა?–გაშლილი ხელი გამომიწოდა. თავი გავაქნიე და გვერდით გავიხედე. დუდამ ფრთხილად მომატრიალებინა თავი და ჩემსკენ დაიხარა, ტუჩები ძალიან ნაზად შემახო ლოყებზე. ყვრიმალზე ხელი ჩამომისვა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. ვერაფრის გაანალიზება ვერ მოვახერხე, ენით ჩემს პირში წამლისმაგვარი ტაბლეტი გადმოაგდო და მეც გაუაზრებლად გადავყლაპე. სწრაფად ვკარი ხელი და მაღალი სკამიდან ჩამოვხტი. –რა გააკეთე–თითქმის დავიკივლე. –უბრალოდ ისიამოვნებ–კიდევ ერთხელ ჩამომისვა დუდამ ხელი და მარტო დამტოვა. ისტერიკაში ჩავვარდი, შიშიგან, ან ტაბლეტებისგან კანკალი დამეწყო, საპირფარეშოსკენ გავიქეცი, კარი გადავკეტე და ძირს დავეცი. რამდენიმე წამი უგონოდ ვეგდე, შემდგე ვიღაცის შეხება ვიგრძენი და ოდნავ გამოვფხიზლდი. თავზე მწვანეთვალება ბიჭი მედგა, როგორ შემოვიდა? კარი ხომ გადავკეტე?! –კარგად ხარ?–სველი ხელი სახეზე ჩამომისვა უცნობმა. –არა–ნერწყვი გადავყლაპე –გული მერევა–ცრემლები მოვიწმინდე და ფეხზე წამოვდექი. –რამე დალიე? –არვიცი, არაფერი–სახეზე წყალი შევისხი და ჩემს გაუბედურებულ თავს სარკეში დავაკვირდი. –წამოდი ჰაერზე გაგიყვან–ბიჭმა ხელი ჩამავლო და გარეთ გამომიყვანა. –სახლში მინდა–ვტიროდი და უცნობს ვეჯაჯგურებოდი. –რამდენი წლის ხარ –16–ამოვიტირე მე. –რა გქვია? –ქეთა, ქეთა მქვია. –წამოდი, ესეთი რა დაგალევინეს–ბუტბუტებდა ბიჭი. როგორც იქნა ჰაერზე გამიყვანა. ცივმა ჰაერმა მაშინვე იმოქმედა. ღრმად დავიწყე სუნთქვა. –ქეთა–დუდას ხმის გაგონებაზე შევკრთი. –არ მომეკარო–ვუკივლე და უცნობის უკან დავდექი. –ქეთა სახლში მიმყავხარ–მკაცრი იყო მაისურაძე. –არ მინდა, შენთან არ მინდა–ვტიროდი და ვკანკალებდი, ტაბლეტმა ცუდად იმოქმედა. –რა დაალევინე? –იკითხა ჩემს წინ მდგომმა ბიჭმა და დუდას გახედა. –შენღა მაკლდი–დუდამ მთელი ძალით მოქნეული მუშტი დაარტყა და ძირს გააგორა. უცნობს დავხედე და შეშინებულმა უკან დავიხიე. –წავედით–თქვა დუდამ და მკლავში ხელი ჩამავლო. –გული მერევა–ამოვიკვნესე და თავი დავხარე. –ამის დედა შევე*ი რა ამ ამბის შემდეგ ზუსტად 1 კვირა გავიდა. ყველანაირად ვცდილობ დუდას მოვერიდო.. როგორც გავარკვიე დუდამ ანდანტე დამალევინა. ამის შემდეგ ექიმთან წასვლაც მომიწია, კუჭის ამორეცხვა თუ რაღაც ამდაგვარი ჩამიტარეს. მშობლებმა საბედნიეროდ ვერაფერი გაიგეს. **************** ბავშვებო, ძალიან გთხოვთ ვინც კითხულობთ ყველამ თქვენი აზრი დააფიქსირეთ ამ მოთხრობასთან დაკავშირებით. წინა თავს მხოლოდ 2 ადამიანი გამოეხმაურა . და ვიცი ეს თავი პატარაა, მაგრამ მინდოდა დღესაც დამედო და ვფიქრობ, სულ არაფერს ჯობდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.