შენი არსებობა ნულს ჰგავდა (თავი 1)
თეთრი სითხით გაჟღენთილი 2 მეტრიანი ნემსი ჩემს მაჯას უახლოვდება, აწყლიანებული, ნაღვლიანი თვალებით ვუყურებ წითელპომადიან ექიმს და ვცდილობ თავი დავიძვრინო. დედა მამას მიყრდნობია და თვალებზე ხელებს იფარებს. მეშინია. მაჯას ვწევ, თუმცა უკან მდგომი გაწრიპული მედდა ისევ ადგილზე მაბრუნებინებს, წითელპომადიანიც ვეღარ ითმენს და თეთრი სითხე ჩემს სისხლს ერევა. სწრაფად მაძლევს ბამბას, ნაჩხვლეტიდან წამოსული სისხლის შესაჩერებლად. რამდენიმე პროცედურაც და სახლში წავალ. დედ–მამა მეხვევიან. უკვე მანქანაში ვზივარ, ვცდილობ ტკივილი შევიჩერო, რომელიც მთლიან მარჯვენა მაჯას მოსდებია. თაბაშირში ჩასმულ ხელს ბრაზიანი თვალებით ვუყურებ. –კიდე გტკივა?–უკან ბრუნდება დედა და თაბაშირს აშტერდება. –აღარ–ვიტყუები მეც. –ღმერთო, ხომ შეიძლება ერთი ზაფხული მაინც გაატარო მშვიდობიანად. წელს ბაკურიანში ვიყავი, ბებიასთან ერთად, პარკში ველოსიპედით ვკატაობდი, როდესაც წინ კნუტი დავინახე, ისეთი თვალებით მიყურებდა.. ველოსიპედი დავამუხრუჭე და ხრამის მაგვარ ორმოში ვისკუპე, ველოსიპედიც ზედ დამეცა. მეორე დღეს თბილისში მოვდიოდით, ავნერვიულდი, სახეზე ნაკაწრები დავიფარე, მაგრამ ხელის ტკვილს ვერაფერი მოვუხერხე, ორი დღის შემდეგ კი ვაღიარე რაც დამემართა და ხელის აუტანელი ტკივილიც გავამხილე. ექიმმა მოტეხილიაო. მარჯვენა ხელის გამოუყენებლობა კი მერწმუნეთ საშინელებაა. –დედა, გთხოვ არ გადამიყვანო სხვა სკოლაში–სახლში შესულმა უკვე მეათასეჯერ განხილული თემა წამოვიწყე. –ჩვენ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ–მპასუხობს მამა. –კი მაგრამ! მე იმ ბიჭებთან კონტაქტი არ მაქვს! და არც არასოდეს მექნება–ხმამაღლა მომივიდა, დედამ თვალები დამიბრიალა და ოთახში გადიო მიბრძანა. ღმერთო, როგორ არ მინდა ამ სკოლიდან გადავიდე, ის კლასელები დავტოვო, რომლებთან ერთადაც გავიზარდე და ბავშვობის საუკეთესო წლები გავატარე. ჩემს სკოლაში ბიჭი დაჭრეს, თუ მოკლეს ზუსტად არ ვიცი, უბრალოდ ვიცი რომ ძალიან ცუდადაა, ვინც დაჭრა, უკვე ცნობილია–დუდა მაისურაძე. მთელი ბავშვობა ვერიდებოდი მაგ ბიჭს, მიუხედავად იმისა რომ მეთორმეტე კლასელი იყო, მე კი მეათე მაინც ერთ სართულზე გვქონდა კლასი. ჩემს მშობლებს სწორედ ეს ანერვიულებდათ. ბავშვობაში რამდენჯერმე მქონდა მასთან შემთხვევითი კონტაქტი, თუმცა არ მიცნობდა, არც მე ვიცნობდი. 7 წლის რომ ვიყავი ისტორიის წიგნი დამიხია და სამაჯური გამიწყვიტა, როგორც თვითონ ამტკიცებდა–შემთხვევით. ამას მოყვა მშობლების ჩარევა და ჩემი შიშები, რის შემდეგაც მშობლებმა ამიკრძალეს მასთან ისედაც არარსებული კონტაქტი. ძალიან ვბრაზობდი დუდაზე, თუმცა მაღალ კლასებში დავივიწყე, ისიც გაიზარდა და თავის ცხოვრება ჰქონდა. მე კი მის ცხოვრებაში 0.1 პროცენტიც არ მეკავა. მოკლედ ჩემმა მშობლებმა რომ გაიგეს, დუდამ ბიჭი სასიკვდილოდ დაჭრაო, შეეშინდათ, სასწრაფოდ ჩემი სხვა სკოლაში გადაყვანა გადაწყვიტეს, თუმცა მე არ ვაპირებ, არავითარ შემთხვევაში არ გადავალ სხვაგან, დუდა მაისურაძის გამო. საბოლოოდ როცა 15 სექტემბერი დადგა, ისევ იგივე სკოლას მივაშურე, უკვე მეათე კლასში. ეს ყველაფერი კი იმის შედეგად რომ ენა არ გამიჩერებია, ბოლო 8 დღის მანძილზე, დედ–მამა ყველაფერში დავარწმუნე და მათი ნდობაც მოვიპოვე, თუმცა სკოლაში მამამ მაინც დაღრეჭილი სახით მიმიყვანა. არაუშავს, ამას მოევლება. მშობლებმა ჩემი მასწავლებლები სათითაოდ გააფრთხილეს ჩემი მარჯვენა ხელის შესახებ. სწავლა ჩვეულად დაიწყო, მე მუდამ ჩუმი და წყნარი ვიყავი, დანარჩენები–არა. კლასიდან არ გავდიოდი, წიგნში დავჩარგული ვიჯექი, არაფერი მჭირდებოდა. თამაშირის მოხსნამდე 10 დღე რჩებოდა და მეც მიხაროდა. სიცხეში თაბაშირი საშინელებაა. ისე მომშვიდა, გადავწყვიტე ბუფეტის უგემური შოკოლადი მეყიდა და ცოტათი მაინც დავნაყრებულიყავი, ფული ავიღე და კლასელს ვთხოვე ჩამომყევიმეთქი. –რას იყიდი?–მკითხა ღიმილით. –შოკოლადი მინდა, შეხვალ?–გადავსებულ ბუფეტს გავხედე და დავრწმუნდი რომ აქ შესვლისას, მოტეხილი ხელი საერთოდ მომძვრებოდა. ანუკა შევიდა. კედელს მივეყრდენი და ბავშვებს დავუწყე თვალიერება. –ლარიანი ხომ არ გაქვს?–წინ გადამიდგა მაღალი ბიჭი. –არაა–მორცხვად ვპასუხობ და თავს დაბლა ვხრი. –გექნება ნახე–კატეგორიული იყო უცნობის ტონი.გამიკვირდა და თავი მაღლა ავწიე, მხოლოდ ახლა შევამჩნიე რომ იმდენად მაღალი იყო მთლიანად მფარავდა და თუ არ გაიწეოდა კლასში დაბრუნებას ვეღარ შევძლებდი. –გამატარე, არ მაქვს–მკლავებზე ვეჯაჯგურები, რომ გავწიო, მაგრამ ის ჩემზე ძლიერია. –ოღონდ არ აბღავლდე და–ხმამაღლა ხარხარს აგრძელებდა უცნობი. –გამატარე, გაკვეთილი მაქვს–შევუღრინე და კიდევ ერთხელ გავიბრძოლე. –გაატარე თორე გაკვეთილებს ვეღარ გაიგებს–უკნიდან ნაცნობი ხმის მოსმენამ თავზარი დამცა. დუდა. მაისურაძე. დუდა. დუდა. დუდა. დუდა იცინოდა, დამცინოდა, უცნობიც ხმამაღლა ხარხარებდა. ხელის გულები გამიოფლიანდა და კიდევ ერთხელ ვცადე თავი დამეღწია, უცნობი გაიწია თუ არა მაისურაძეს შევასკდი. –მაპატიე–მისთვის არ შემიხედავს ისე ვთქვი და კიბეებისკენ გიჟივით გავიქცი. ახლა რა მოხდება? გადამეკიდება? ნუთუ ჩემი მშობლები მართლები იყვნენ დუდასთან დაკავშირებით? მთელი დღე არეული დავდიოდი, თავი საშინლად მტკიოდა და დუდაზე განუწყვეტლივ ვფიქრობდი. –ქეთა რამე გჭირს?–დედამ შუბლზე ხელი მომადო. –გადავიღალე–მოკლე იყო ჩემი პასუხი. მესიკვდილებოდა მეორე დღეს სკოლა, მაგრამ მაინც წავედი, სიმართლე რომ გამემხილა, სხვა სკოლა არ ამცდებოდა, რაც ყველაზე ნაკლებად მინდოდა. დუდა ვნახე კიკისთან ერთად. ეს გოგო მუდამ ზიზღს იწვევდა ჩემში, დუდაზე აწეპებული კევს ხმამაღლა ღეჭავდა და თავის მეგობარს რაღაცას უხსნიდა. თავდახრილმა ჩავიარე მათ წინ და კლასში შევედი. –გამარჯობა ქეთა–მომესალმა ანუკა –პრივეტ ანუკა–მეც მივესალმე და მის გვერდით დავიკავე ადგილი. ისტორიის მასწავლებელმა დაგვაწყვილა და გვითხრა რომ პროექტი უნდა გაგვეკეთებინდა თამარ მეფეზე. მე და ანუკა დავწყვილდით და გადავწყვიტეთ რომ დღეს მასთან წავიდოდი და ერთად ვიმუშავებდით, მშობლებმა ჯერ გაარკვიეს სად ცხოვრობდა ანუკი, ვინ ცხოვრობდა მის ოჯახში და როდესაც დარწმუნდნენ რომ ცუდი არავინ, წასვლის ნება მომცეს. –რა კარგი სახლია, ძალიან ლამაზია–შესვლისთანავე მომხვდა თვალში დახვეწილი ინტერიერი. –მადლობა, სანამ ჩემი მშობლები ავსტრიაში წავიდოდნენ ეს სახლი მე და ჩემს ძმას დაგვიტოვეს–იღიმოდა ანუკა. –ახლა მარტო ცხოვრობ?–გაკვირვებული ვარ. –არა, ბებიაც ცხოვრობს, უბრალოდ სოფელშია, კიდევ ჩემი ძმა, რომელიც გუშინწინ ჩამოვიდა და უკვე გარეთაა–გაიცინა და ოთახში შემიძღვა –ეს ჩემი ოთახია, თუ გინდა აქ ვიმუშავოთ, თუ გინდა მისაღებში. –ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ თუ შეგიძლია წყალი დამალევინე –კარგი, მაშინ მისაღებში ვიმუშავოთ, იქ უფრო დიდი ფართია, წყალს რაც შეეხება სამზარეულოში წავიდეთ და ვისადილოთ, მშივრები ვართ. –კარგი–დავიმორცხვე და უკან გავყევი. –პიცა გვაქვს, გავაცხელებ. –სიამოვნებით, მანამდე ხელებს დავიბან–საბაზანოში შვედი, მანამდე კი ყველაფერს თვალი მოვავლე, ძალიან მაინტერესებდა ანუკას ძმა, მთელ სახლში მამაკაცის სუნამოს სუნი ტრიალებდა. საკმაოდ კარგი გემოვნებით იყო ყველაფერი მოწყობილი, თუმცა მაინც რაღაც აკლდა. ანუკის სუფრა გაეშალა და ზედ რამდენიმე სახის საჭმელი დაედო. –რატო შეწუხდი ანუკი–გავიცინე და სუფრას მივუჯექი. –ანო დამიძახე რა, ესე მირჩევნია–მითხრა და პიცის დიდი ნაჭერი ჩაიდო პირში. –ანოო–შემოსასვლელიდან ნაცნობი ხმა გავიგე თუ არა, წვენი გადამცდა და კინაღამ დავიხრჩე. დუდას აქ რა უნდა? სამზარეულოში შემოვიდა, ჯერ მე შემომხედა, მერე ანოს, მერე ისევ მე და ბოლოს ხმა ამოიღო. –შენი ძმა გეძახის წითელი საროჩკა გამომიტანოსო, ეზოშია. –გამოვიტან და ჩაუტანე შენ, ვერ ხედავთ სტუმარი მყავს. –უი, ვერ დავინახე–ახარხარდა წილოსანი –გამარჯობა. –გამარჯობა–ცივად ვთქვი და წვენი მოვსვი. –ქეთა, ბოდიში, საროჩკას ჩამოვიტან და დავბრუნდები ეხლავე. –არაფერია–გავუღიმე და ხელით ვანიშნე წადიმეთქი. წილოსანმა ანოს ადგილი დაიკავა მაგიდასთან და გაღიმებული მომაშტერდა. –საფერფლე მომაწოდე–ბრძანება გასცა, თუმცა არ განვძრეულვარ. –შენ რა ყრუ ხარ?–ფეხზე წამოდგა და საფერფლე წინ დაიდგა. –მე დუდა ვარ–ხელი გამომიწოდა, არ ჩამომირთმევია, გარინდებული ვიჯექი და პიცას დავყურებდი. –და შენ ვინ ხარ?–ხმა დაუბოხდა სიგარეტი პირში ჩაიდო და მარჯვენა ხელი ფეხზე ისე ნაზად გადამისვა, რომ დამაჟრიალა. თეთრი, ყვავილებიანი სარაფანი მეცვა, დუდა ჩემს ბარძაყზე გრძელ თითებს დაასრიალებდა, ხმას ვერ ვიღებდი, თითქოს მართლა დავმუნჯდი, დუდა მაისურაძე ჩემს გვერძე იჯდა, პირში სიგარეტით და ცალი ხელით მეფერებოდა. მეორე ხელი ყვრიმალზე ჩამომისვა, ყურთან ახლოს მაკოცა და თმა უკან გადამიყარა. –ჩემი გეშინია? –თბილი იყო მისი ხმა, რომელიც ყურთან ძალიან ახლოს ჩამესმოდა. –არა–მტკიცედ ვთქვი. –მაშინ მაკოცე. –თავი დამანებე, გთხოვ–მავედრებელი თვალებით გავხედე. –ხელზე რა გჭირს?–თემა მაშინვე გადაიტანა. –მოვიტეხე–მკერდზე ცალი მუშტი მივარტყი და უკან ვუბიძგე. ფეხზე ადგა და სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა, ანოს ასძახა აღარ ჩამოდიხარო? ანომ საროჩკა მიაწოდა და გარეთ გაისტუმრა. –რამე ხომ არ გიქნა? დუდა... ის ისეთი არანორმალურია–უხერხულად ლაპარაკობდა ანო. –ანო–ნერწყვი ძლივს გადავყლაპე– თავს შეუძლოდ ვგრძნობ, მაპატიე, მაგრამ უნდა წავიდე, პროექტზე ხვალ ვიმუშავოთ, იქნებ ჩემთან მოხვიდე. –კარგი, კარგი–თითქოს ანო რაღაცას მიხვდა, ისე უცებ დამთანხმდა –ალბათ მოვალ, ხვალ ვილაპარაკოთ, მანამდე კი წამოდი ჩემს ძმას გაგაცნობ. ანოს ძმა ეკე გავიცანი, სასიამოვნო გარეგნობის ბიჭი იყო, ზრდილობიანი, მაგრამ მაინც ეტყობოდა რომ დუდას ტიპაჟი იყო. სანამ არ ვთქვი უნდა წავიდე, მეჩქარებამეთქი, მანამდე ხმა არ ამოუღია, მერე კი თავი გამოიდო მე გავიყვანო. ისე შემეშინდა, ჩემს ძვლებს სულ კანკალი გაუდიოდათ, მაისურაძის მანქანით ვერსად ვერ წავიდოდი. ანომაც აიჩემა გაგიყვანს, გაგიყვანსო, და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ვერც კი მივხვდი რანაირად ჩამსვეს დუდას მანქანაში. მხოლოდ მისი სუნამოს მძაფრმა სუნმა მომიყვანა აზრზე. –ძალიან გთხოვ–უკვე ცრემლები მცვიოდა– სახლში წამიყვანე, გთხოვ–ვევედრებოდი. –აბა სად წაგიყვან–ხარხარებდა მაისურაძე. –დუდა, ძალიან გთხოვ მანქანა გააჩერე, სახლში უნდა წავიდე –სახლში მიმყავხარ და ნუ ჩხავიხარ–ხმამაღლა დამიყვირა და სიგარეტი გარეთ მოისროლა. გავჩუმდი. ხმა აღარ გამიცია დუდასთვის. მანქანიდან დაუმშვიდობებლად გადავედი და სახლში ავედი. დუდასთან ურთიერთობას მე ვერ გავაგრძელებ. ეს აპოკალიფსი იქნება არა მარტო ჩემი მშობლებისთვის, არამედ ჩემთვისაც. აქ დაიწყო და აქვე დამთავრდეს. –ქეთა, ვისი მანქანით მოხვედი?–ცალი თვალით ფანჯარაში იყურებოდა მაკა და თეფშებს ამშრალებდა. –მე... მე–დაბნეული აქეთ–იქით ვიშვერდი ხელებს – მე ანოს ძმამ მომიყვანა, ძალიან კარგი ბიჭია, ავსტრიიდან, ახლა ჩამოვიდა, ისეთი ზრდილობიანი და წესიერია, ვერც კი წარმოიდგენ–აღფრთოვანებით ვთხზავდი ტყუილებს. დედა კი იღიმოდა. –ხომ არ შეგიყვარდა? –აჰ–ხელი ავიქნიე–რას ამბობ, ჩემი სტილის არ არის. –კარგი, კარგი–დედამ თავზე მაკოცა და სამზარეულოდან გავიდა. მეორე დღეს სკოლა გავაცდინე და ექიმს ვესტუმრე. 2 დღეში თაბაშირს მოგხსნი და გათავისუფლდებიო–დამაიმედა. მთელი დღე უქმად ვიყავი, ბოლოს მამას ფული გამოვართვი და მშობლებს ვთხოვე კაფეში ჩავსულიყავით, ორივეს დაეზარა და მარტო მომიწია. სასიამოვნო ოფიციანტი დამხვდა, ყავა დავლიე და ნამცხვარიც მივაყოლე. ჩემთან ერთად კაფეში კიკი და მისი სადაქალო იყვნენ. მე არაფერს ვიმჩნევდი, კიკი კი თვალებით მჭამდა, ვერ მივხვდი მე რას მერჩოდა, ნუთუ გაიგო, რომ დუდამ სახლამდე მიმიყვანა და ამის გამო ეჭვიანობს?! ღმერთო, ეს ხომ აბსურდია. ამ გოგოს საზიზღარ მზერას რომ ვეღარ გავუძელი, ნივთები ავხიკე და კაფე დავტოვე. –ქეთა–მომესმა უკნიდან, ღიმილით შევტრიალდი და დუდას გაფითრებულ სახეს მივაშტერდი.– როგორ ხარ?– ახლოს მოვიდა და ლოყაზე ძალიან ნაზად მაკოცა. –მე...მშვენივრად–ღრმად ჩავისუნთქე–და შენ? –მე მენატრებოდი –გუშინ გნახე ბოლოს–ჩავიცინე. –ჩემი აღარ გეშინია? –ნაკლებად. –რატომ ხარ ასეთი?–უჩვეულო კითხვა დამისვა. –ასეთი როოგორი? –გასაოცარი, პატარა, აი ერთი ციცქნა და რაღაცნაირი–ეცინებოდა მაისურაძეს. –არა, ასეთი სულაც არ ვარ–გავიცინე და მის თვალებს მივაშტერდი. –გავისეირნოთ გინდა? –მაპატიე დუდა, სახლში მელოდებიან–დუდას დავემშვიდობე და სახლისკენ წავედი, სულ სხვა მორევში გადავეშვი, ისეთი ბედნიერი ვიყავი, უმიზეზოდ ვიღიმოდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.